Dead Rising 2
2010 წლის საკულტო პროექტი, რომელიც გამოირჩევა თამაშის ორიგინალური პროცესით. თემატიკა გამოშვების პერიოდისთვის მეინსტრიმია, მაგრამ ითამაშება ყველა დანარჩენ სხვა ამ სეთინგის თამაშისგან განსხვავებულად. არის დიდი გახსნილი სამყარო, რომელიც შენია გამოსაკვლევად, მაგრამ ამის ქეჟუალად გასაკეთებლად გზღუდავს real time დრო, რომლის მიხედვითაც მოგდის შესასრულებელი მთავარი და საიდ ქვესთები. დრო დიდ როლს თამაშობს, ის შეზღუდულია და მჭიდროდაა გადაბმული კამპანიის პროგრესთან. ყოველ 24 საათში გჭირდება რომ შვილს ზომბრექსის ვაქცინა მიუტანო. პირველ დოზას მთავარი სიუჟეტით იპოვი, შემდეგებს კი ექსპლორაცია, საიდ ქვესთებით ან გამომუშავებული ფულით მაღაზიაში თუ იყიდი. ფასი ყოველ შემდეგ ზომბრექსზე იზრდება და ფულის დაგროვება უშუალოდ კამპანიის დროს არც ისე ადვილია შეზღუდული დროის გამო. ასევე დრო მოქმედებს მთავარ სიუჟეტურ და საიდ ქვესთებზეც. უნდა გადაწყვიტო ასწრებ თუ არა ვინჩესტერიანი ბებიის გადარჩენას, თუ აჯობებს დაუტოვო ზომბებს საძიძგნად და გაიქცე მთავარი მისიისკენ რადგან თაიმერი ციმციმს დაიწყებს უკვე. საიდ ქვესთების კეთებას არავინ გავალდებულებს, მაგრამ მორალურ დილემასთან ერთად პრაქტიკული კუთხეც შემოდის, რადგან ბებიის გადარჩენა მნიშვნელოვან ექსპის გაძლევს, რომელიც რაც შეიძლება მეტი გჭირდება პროგრესისთვის. პერსონაჟი ვითარდება ექსპით, რომელიც მოიპოვება მაღლა ნახსენები საიდ ქვესთების კეთების დროს, სამყაროსთან უნიკალური ინტერაქციით (აკვაპარკში სრიალით, ჯიმში ველოსიპედებზე სირბილით, კაზინოში კამათლის გაგორებით, შენი შვილისთვის საჩუქრების მიტანით, ეტც) ზომბების მრავალფეროვანი ხოცვით. ექსპით ლეველდება პერსონაჟი და იძენს ახალ შესაძლებლობებს; ეზრდება HP, დარბის უფრო სწრაფად, ეზრდება ინვენტარი, ეხსნება მუვსეთი. ეს აპგრეიდები მნიშვნელოვნად ცვლის თამაშის პროცესს და ყოველ ახალ ლეველზე გრძნობ რომ უფრო ძლიერი ხარ და უფრო მეტი რამ შეგიძლია. ასევე თამაშშია უნიკალური კომბატ სისტემა. პირველ რიგში, შეგიძლია ნებისმიერი (აი მააააართლა ნებისმიერი) რამის აღება და იარაღად გამოყენება, ასევე შესაძლებელია ამ აითემების გაერთიანება და კომბო იარაღების შექმნა, რომლებიც გაცილებით უფრო ძლიერებია, მეტ ხანს აქვს გამძლეობა და ზომბების ხოცვით გაძლევს სამჯერ, ოთხჯერ უფრო მეტ ექსპის. კომბო იარაღების გაკეთება შესაძლებელია როგორც ინტუიციით, დავუშვათ მიხვდი რომ შშმ პირის ეტლი და ბატარეა სიკვდილის მანქანად შეიძლება გამოიყენო, შეაერთე ეს ორი და თუ გაგიმართლა მაშინ გაქვს ეს იარაღი, კომბო ქარდსაც მიიღებ, ასევე პერსონაჟს ბევრმა ინტერაქტიულმა აითემმა შეიძლება მისცეს ინსპირაცია და გაგიჩნდეს ახალი კომბო ქარდი, დავუშვათ კინოში შესასვლელთან არის ბილბორდი, სადაც ფრედი კრუგერის პოსტერია, ინტერაქციის ღილაკს დააჭერ, დახედავს და იდეა მოუვა რომ შეიძლება ბოქსის ხელთათმანებს დანები დაუმაგროს.
თამაში სიუჟეტურად არის დაყოფილი ქეისებად. ქეისები მთავარი ქვესთებია, რომლებიც ასევე დროზეა და შეიძლება ყველა ვერ მოასწრო. 6 ენდინგია და შესაძლებელია სთორი დაამთავრო სხვადასხვანაირად. შეიძლება დახურო ისე რომ უბრალოდ გადარჩეთ შენ და შენი შვილი ან შეიძლება ისე გახვიდე თამაშს რომ გაარკვიო მთელი სთორის ინტრიგა. შენზეა და შენს შესაძლებლობებზე.
ასევე, ყველა ეს სირთულე თუ ძალიან ტვინის ბურღვად მოგეჩვენათ, გაიაზრეთ ესეც - პერსონაჟი არ ქრება. დავუშვათ, თუ სიუჟეტი დააფეილე, მაგრამ გყავს ალეველებული პერსონაჟი, რომელსაც აქვს სიუჟეტურად მიღებული უკვე რაღაც აითემები, დავუშვათ გასაღებები შორთქათების, კომბო კარტები ეტც-ეტც, შეგიძლია (და უნდა) დაიწყო ახალი კამპანია ამავე პერსონაჟით. გაცილებით უფრო ადვილად მიდის პროცესი ალეველებული პერსონაჟით.
ჩემთვის ამ თამაშს აქვს კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტი. 2010 წლის შემდეგ არც ერთხელ ჩამირთავს, მაგრამ არც ერთხელ ყოფილა მომენტი როცა ნებისმიერი სახის სავაჭრო ცენტრში მოვხვედრილვარ ნამდვილ სამყაროში და ეს თამაში არ გამხსენებია :D
ძალიან ატმოსფერული და დეტალურია როგორც სამყაროს მხრივ, ასევე გეიმფლეის კუთხით და ამის გამო ეს ძველი და ერთი შეხედვით უტვინო გასართობი თამაში, ძალიან ღრმა და საინტერესო ხდება.
აი თავს დავდებდი რომ მახსოვდა გვქონდა ამის თემა ფორუმზე
მახსოვს რომ გამოსვლის დროს ვწერდით რაღაცებს მე და რიდიკი
გადავქექე სერჩი, ცალკეც ჩავყევი ყველა გვერდს და ვერ ვიპოვე
თუ გამომრჩა სადმე ბოდიშს ვიხდი