Dead Rising 2, PC, PS3, PS4, X360, XONE / Action-Adventure / მიმოხილვა

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Ripster
Posts: 1866

Dead Rising 2

Unread post#1 » 20 Apr 2021 15:09

Dead Rising 2
>>>

2010 წლის საკულტო პროექტი, რომელიც გამოირჩევა თამაშის ორიგინალური პროცესით. თემატიკა გამოშვების პერიოდისთვის მეინსტრიმია, მაგრამ ითამაშება ყველა დანარჩენ სხვა ამ სეთინგის თამაშისგან განსხვავებულად. არის დიდი გახსნილი სამყარო, რომელიც შენია გამოსაკვლევად, მაგრამ ამის ქეჟუალად გასაკეთებლად გზღუდავს real time დრო, რომლის მიხედვითაც მოგდის შესასრულებელი მთავარი და საიდ ქვესთები. დრო დიდ როლს თამაშობს, ის შეზღუდულია და მჭიდროდაა გადაბმული კამპანიის პროგრესთან. ყოველ 24 საათში გჭირდება რომ შვილს ზომბრექსის ვაქცინა მიუტანო. პირველ დოზას მთავარი სიუჟეტით იპოვი, შემდეგებს კი ექსპლორაცია, საიდ ქვესთებით ან გამომუშავებული ფულით მაღაზიაში თუ იყიდი. ფასი ყოველ შემდეგ ზომბრექსზე იზრდება და ფულის დაგროვება უშუალოდ კამპანიის დროს არც ისე ადვილია შეზღუდული დროის გამო. ასევე დრო მოქმედებს მთავარ სიუჟეტურ და საიდ ქვესთებზეც. უნდა გადაწყვიტო ასწრებ თუ არა ვინჩესტერიანი ბებიის გადარჩენას, თუ აჯობებს დაუტოვო ზომბებს საძიძგნად და გაიქცე მთავარი მისიისკენ რადგან თაიმერი ციმციმს დაიწყებს უკვე. საიდ ქვესთების კეთებას არავინ გავალდებულებს, მაგრამ მორალურ დილემასთან ერთად პრაქტიკული კუთხეც შემოდის, რადგან ბებიის გადარჩენა მნიშვნელოვან ექსპის გაძლევს, რომელიც რაც შეიძლება მეტი გჭირდება პროგრესისთვის. პერსონაჟი ვითარდება ექსპით, რომელიც მოიპოვება მაღლა ნახსენები საიდ ქვესთების კეთების დროს, სამყაროსთან უნიკალური ინტერაქციით (აკვაპარკში სრიალით, ჯიმში ველოსიპედებზე სირბილით, კაზინოში კამათლის გაგორებით, შენი შვილისთვის საჩუქრების მიტანით, ეტც) ზომბების მრავალფეროვანი ხოცვით. ექსპით ლეველდება პერსონაჟი და იძენს ახალ შესაძლებლობებს; ეზრდება HP, დარბის უფრო სწრაფად, ეზრდება ინვენტარი, ეხსნება მუვსეთი. ეს აპგრეიდები მნიშვნელოვნად ცვლის თამაშის პროცესს და ყოველ ახალ ლეველზე გრძნობ რომ უფრო ძლიერი ხარ და უფრო მეტი რამ შეგიძლია. ასევე თამაშშია უნიკალური კომბატ სისტემა. პირველ რიგში, შეგიძლია ნებისმიერი (აი მააააართლა ნებისმიერი) რამის აღება და იარაღად გამოყენება, ასევე შესაძლებელია ამ აითემების გაერთიანება და კომბო იარაღების შექმნა, რომლებიც გაცილებით უფრო ძლიერებია, მეტ ხანს აქვს გამძლეობა და ზომბების ხოცვით გაძლევს სამჯერ, ოთხჯერ უფრო მეტ ექსპის. კომბო იარაღების გაკეთება შესაძლებელია როგორც ინტუიციით, დავუშვათ მიხვდი რომ შშმ პირის ეტლი და ბატარეა სიკვდილის მანქანად შეიძლება გამოიყენო, შეაერთე ეს ორი და თუ გაგიმართლა მაშინ გაქვს ეს იარაღი, კომბო ქარდსაც მიიღებ, ასევე პერსონაჟს ბევრმა ინტერაქტიულმა აითემმა შეიძლება მისცეს ინსპირაცია და გაგიჩნდეს ახალი კომბო ქარდი, დავუშვათ კინოში შესასვლელთან არის ბილბორდი, სადაც ფრედი კრუგერის პოსტერია, ინტერაქციის ღილაკს დააჭერ, დახედავს და იდეა მოუვა რომ შეიძლება ბოქსის ხელთათმანებს დანები დაუმაგროს.
თამაში სიუჟეტურად არის დაყოფილი ქეისებად. ქეისები მთავარი ქვესთებია, რომლებიც ასევე დროზეა და შეიძლება ყველა ვერ მოასწრო. 6 ენდინგია და შესაძლებელია სთორი დაამთავრო სხვადასხვანაირად. შეიძლება დახურო ისე რომ უბრალოდ გადარჩეთ შენ და შენი შვილი ან შეიძლება ისე გახვიდე თამაშს რომ გაარკვიო მთელი სთორის ინტრიგა. შენზეა და შენს შესაძლებლობებზე.
ასევე, ყველა ეს სირთულე თუ ძალიან ტვინის ბურღვად მოგეჩვენათ, გაიაზრეთ ესეც - პერსონაჟი არ ქრება. დავუშვათ, თუ სიუჟეტი დააფეილე, მაგრამ გყავს ალეველებული პერსონაჟი, რომელსაც აქვს სიუჟეტურად მიღებული უკვე რაღაც აითემები, დავუშვათ გასაღებები შორთქათების, კომბო კარტები ეტც-ეტც, შეგიძლია (და უნდა) დაიწყო ახალი კამპანია ამავე პერსონაჟით. გაცილებით უფრო ადვილად მიდის პროცესი ალეველებული პერსონაჟით.
ჩემთვის ამ თამაშს აქვს კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტი. 2010 წლის შემდეგ არც ერთხელ ჩამირთავს, მაგრამ არც ერთხელ ყოფილა მომენტი როცა ნებისმიერი სახის სავაჭრო ცენტრში მოვხვედრილვარ ნამდვილ სამყაროში და ეს თამაში არ გამხსენებია :D
ძალიან ატმოსფერული და დეტალურია როგორც სამყაროს მხრივ, ასევე გეიმფლეის კუთხით და ამის გამო ეს ძველი და ერთი შეხედვით უტვინო გასართობი თამაში, ძალიან ღრმა და საინტერესო ხდება.

აი თავს დავდებდი რომ მახსოვდა გვქონდა ამის თემა ფორუმზე
მახსოვს რომ გამოსვლის დროს ვწერდით რაღაცებს მე და რიდიკი
გადავქექე სერჩი, ცალკეც ჩავყევი ყველა გვერდს და ვერ ვიპოვე

თუ გამომრჩა სადმე ბოდიშს ვიხდი :whitewolf:
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Dead Rising 2

Unread post#2 » 20 Apr 2021 17:40

ვერ ვიცანი უცბად პერსონაჟი პოსტერზე არადა 4 ს კაი ხანი ვთამაშობდი დროის მოსაკლავად დიდად არ გამივლია სთორი სეივ გეიმი გადმოვწერე რო რუკები გახსნილიყო და ზომბებს ვხოცავდი საათობით მანქანით, იარაღების მრავალფეროვნება ერთი 10 ჯერ არის გასაზრდელი მარა ზოგ იარაღს მართლა კაი ანიმაცია აქ, ეს 2 ნაწილი როგორც ჩანს უკეთესია თორე 4 დიდად სიღრმისეული და საინტერესო არაა სიუჟეტის მხრივ, მარა პერსონაჟები მომეწონა, განსაკუთრებით იმ გოგოზე ვიღადავე ზომბები რო ეცოდებოდა და ამ კაცს აჯვავდა რატო ექცევი ეგრე ცივსისხლიანადო
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Re: Dead Rising 2

Unread post#3 » 21 Apr 2021 00:53

ეს თამაში ხალხს მაგ დროის შეზღუდვის გამო აშინებდა, რო მთლიან კონტენტს ვერ ნახავდნენ, მარა ეხა ბოლოს ისეთი რაღაც მიაწერე ყველაფერი გასაგები გახადა

ასევე, ყველა ეს სირთულე თუ ძალიან ტვინის ბურღვად მოგეჩვენათ, გაიაზრეთ ესეც - პერსონაჟი არ ქრება. დავუშვათ, თუ სიუჟეტი დააფეილე, მაგრამ გყავს ალეველებული პერსონაჟი, რომელსაც აქვს სიუჟეტურად მიღებული უკვე რაღაც აითემები, დავუშვათ გასაღებები შორთქათების, კომბო კარტები ეტც-ეტც, შეგიძლია (და უნდა) დაიწყო ახალი კამპანია ამავე პერსონაჟით. გაცილებით უფრო ადვილად მიდის პროცესი ალეველებული პერსონაჟით.

ანუ ფაქტიურად roguelike ექსფერიანსია და ეგრე რო მიუდგე ძაან გასაგები ხდება ეს ტრაკ** პერო კონცეფტიანი თამაში. თუ იგივე პერსონაჟი გრჩება მაშინ განვითარებასაც ააქ მუღამი და ისიც დროის გასვლასთან ერთად არ გაგინულდება... ძაან დაგვიანებით მივხვდი ყველაფერს :))


პ.ს. კი იყო ამის თემა, მარა მთავარი პოსტი თამაშის ანონსის პერიოდის სხვადასხვა ნიუსებისგან მქონდა აწყობილი და საშინელი, უაზრო შინაარსის თემა გამოდიოდა მაგის გამო. ეგეთი სხვადასხვა ფრაგმენტული ნიუსებით რაც იყო, თითქმის ყველა თემა წავშალე, ან დავაარქივე.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Dead Rising 2

Unread post#4 » 21 Apr 2021 16:46

რიდიკ მეც ეგრე მეგონა რომ ამის გამო ხალხი დაიკიდებდა მაგრამ თურმე გლობალურად სხვანაირად ყოფილა საქმე ;D მთავარ აუდიტორიას ზუსტად ეგ კონცეპტი მოსწონს და მეოთხეს გადაუარეს მაგის გამო რომ დაიკიდეს დეველოპერებმა. მეოთხეს სხვა პრობლემებიც ჰქონდა რასაც ასე ვიდეოებით ვუყურებ, მე არ მითამაშია, მაგრამ ამ კონცეპტის მიგდებით მთელი დედ რაიზინგის სისტემა ჩამოიშალა როგორც მივხვდი.

ეს ბოლო ორი დღე ცოტა წავითამაშე და მოკლედ ძალიან ასწორებს :D ძალიან მაგარი გასართობია და ძალიან ატმოსფერული და კარგია, მაგრამ სიძნელე არსად მიდის რა ;დ
იმენა რთულია და სეივების სისტემა იმენა არაფერს გპატიობს

თაიმერებს ვუყურებდი მეთქი აი ამ საიდ ქვესთს მოვასწრებ სანამ მეინს დრო გაუვა თქო და დავაწექი ლას ვეგასის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. მივრბივარ, ზომბებს ვიკიდებ, ლიჟბი მივასწრო და ბრახ სინემატიკი დაიწყო. თურმე მაგ ადგილას ფსიქოპატია სადაც უნდა გავსულიყავი, თან იმენა რთული ფსიქოპატია, ბაიკი ჰყავს და ხერხები აქვს დამაგრებული გვერდებზე :D
კიდე კაი კომბო იარაღაები და ერთი ორი წვენი მქონდა. ვცემე როგორღაც და ბაიკები გამიხსნა. გამისწორდა წავალ ახლა ჩავიწერ უცებ თქო და ხელი მიკანკალებს არ შემჭამოს ვინმემ. გავხსენი მეპი ყველაზე ახლოს ტუალეტს ვეძებ რომ დავასეივო. მივედი და ბრახ ისევ სინემატიკი ;დდდდდდდდდ
მანდაც ფსიქოპატი ყოფილა
ოღონდ აი ყველაზე რთული ფსიქოპატი მგონი ;დდდდდდდდდდდ
მუხლზე გადამირტყა მასტმა

და ყველაფერი ეგ თავიდან მაქვს გასავლელი :)

ალტ ეფ ოთხით გავთიშე :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Dead Rising 2

Unread post#5 » 25 Apr 2021 20:23

აუ უფრო და უფრო მეტად მოაქვს ;დ
რაც ლეველები გემატება ისეთი ფან სათამაშო ხდება რომ რავიცი
ტაიმერებიც საკმაოდ ლოგიკურად და დაბალანსებულადაა გათვლილი
გააჩნია როგორ პლეისრუს აწვები
თუ იმენა სთორი გინდა მხოლოდ მაშინ საერთოდ პრობლემაც არ გექმნება და სასენდბოქსო ამბებზეც უამრავი დრო გაქვს ;დ
პატარ პატარა საქმეებზეც გაქვს დრო
მე სრულ პლეისრუს ვცდილობ, თუ რამე იმენა გამოუვალი მდგომარეობის პონტში არ გამემაზა არ გავმაზავ და აი საკაიფოდ მიდის ამბავი ;დ სეიფჰაუსიდან გავთვლი ხოლმე დაახლოებით რის მოსწრება შემიძლია და მიდის კარგად თამაში
თან მეპი ინტერაქტიული არაა, ანუ მთელი ინფორმაცია შეგიძლია ამოიკითხო მაგრამ რამე ქასთამ მარკერებს ვერ დასვამ თუ იმენა რამე კონკრეტული ქვესთი არ არის კონკრეტულ ადგილას და ამის გამო მეპის დამახსოვრება გიწევს

მაგის გარდა უამრავი რამის გამო გადგება მეპის განლაგება და აითემები
და თავს მოხვეული არაა, იმენა შენით გამახსოვრდება სადაა ბარი რომ გააზავო წვენები არაყთან და კრუტოი ჰელსპაკი მიიღო
ან სადაა ბოქსის ხელთათმანები და დანები რომ ალთიმეტ იარაღი გაიკეთო ერთი მაინც რომ გეგდოს ინვენტარში ნა ჩორნი ძენ

ფსიქოპატები მაგარი რთულია იქამდე სანამ არ დაუმუღამებ როგორ ებრძოლო
როცა დაუმუღამებ და ლეველსაც შესაბამისს დაუხვედრებ
მომზადებული მიხვალ იმ იარაღებით რომლებიც გამოგადგება, საკმაოდ კარგ ჩელენჯს იძლევა და კარგად გადის ბრძოლა

მაგარი თამაშია ძმაო ;დ
თერთმეტი წელი გავიდა და ასე კარგად დაბერებული თამაში მაგ პერიოდიდან ბევრი არაა ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Dead Rising 2

Unread post#6 » 26 Apr 2021 02:39

მოკლედ, როგორც იძახიან და როგორც ჩემი გამოცდილებით მივხვდი ეს ფსიქოპატები შემდეგ ფლეისრუებისთვისაა უფრო გათვლილი
მაგარი ჩელენჯი აქვს ;დ
არაა შეუძლებელი რომ პირველ პლეისრუზე შეასრულო ყველაფერი და ფსიქოპატებიც ყველა მოკლა მაგრამ ეტყობა რომ საერთოდ სხვა ლეველია ეგენი

შიგნით თამაშშივეა მოკლედ სიძნელის განმსაზღვრელი რა
შენ თვითონ ირჩევ რამდენად რთული იყოს

ახლა რაღაც პატარა საიდ ქვესთს ვაკეთებდი, დრო მქონდა შემორჩენილი. სოლარიუმში მივედი და ქალი დამხვდა ყვიროდა ნახე რა დამმართესო პერსონალი სადღაც დატყდა და რუჯი გამიფუჭდაო
მეთქი კაი ნუ ატრაკებ ზომბები არიან რა დროს ისაა თქო და წამო სეიფ ჰაუსში წაგიყვან თქო
შენ კი კაი ტიპი ხარ მაგრამ ისე მწყურია ფეხს ვერ გადავდგავო
კაკრას წვენი მქონდა ინვენტარში ჰელსის ასამატებლად და მივეცი
წამო კაი შორთქათი ვიციო, ჩემი ვიღაც მეგობარი მუშაობდა ამ მოლშიო
მაღაზია ბრენდ ნიუ იუში მიმიყვანე და განახებო
მივედით და ერთი რუქის ბოლოდან მეორე ბოლოში გამიხსნა შორთქათი რომელიც მერეც მუშაობს ;დ

რომ მივიყვანე ალოე ხო არ გაქვსო
მეთქი აეხა გაა*ვი აქედან
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Dead Rising 2

Unread post#7 » 04 May 2021 13:18

მოკლედ, დავხურე საკმაოდ მსუყე პლეისრუთი და უამრავი კარგი რაღაც მაქვს სათქმელი თამაშზე.
რატო აღარ გამოდის ასეთი თამაშები?????

ძალიან მაგარი რამეა. სეთინგი ჩიზია. დიალოგები, პერსონაჟები, მოვლენები - ყველაფერი ჩიზია და ასწორებს. ასეთია სეთინგი და ამაზეა თამაში აშენებული. თრეშის გზისგასაყარზეა და საშინლად მაგრადაა გაკეთებული ყველაფერი
გეიმფლეის კუთხით ხო საერთოდ ნაკლს ვერ უპოვი იმენა ;დ როგორც კი დაამუღამებ თამაშის პრინციპს და მექანიკებსაც გაითავისებ იმენა მაგარი თამაში მიდის
ყველაფერი რაც დევს - მუშაობს
უნიკალური თამაშია

ხო ვიცოდი რომ მუშაობდა და კარგი იყო, მაგრამ ახლა თავიდან ბოლომდე რომ გამოვცადე უფრო მეტად შემიყვარდა

ტეხავს მაგრად მეოთხე ნაწილის გზას რომ დაადგა
ახლა საერთოდ დახურეს მგონი ეგ სტუდია და ღირსებიც არიან

ასეთი ნიშური და უნიკალური რაღაც გქონდეს და ასე გააჯენერიქო როგორც მეოთხე, ნუ ღირსი ხარ დაგკეტონ კი არა საერთოდ აღარ მიგიშვან რამე ფასეულთან
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 139 guests


cron