The Legend of Zelda: Link's Awakening
1992 წელს Game Boy-ზე გამოსული Link's Awakening რემასტერი.
გამომდინარე იქიდან, რომ არცერთი თამაში არ მაქ ამ სერიის ნანახი, ეს ჩავთვალე რო ყველაზე კაი საშუალება იქნებოდა "კლუბში შესასვლელად" და ეგრევე Breath of the Wild არ დავეტაკე. ნამდვილად მეგონა, რომ ერთი უბრალო და სასიამოვნო ექსფერიანსი იქნებოდა, რომელიც მანახებდა ზოგადად ზელდას პრინციპებს. და ეს პრინციპები მშვენივრად მანახა, უბრალოდ ამის პარალელურად მანახა გეიმ დიზაინის სერიოზული პრობლემებიც.
1992 წელს გახსნილი სამყაროს მცნება, რეალურად ჩანასახის დონეზეა და აქ ამ საწყისების ყველა მინუსი და პლიუსი ერთად გვაქ მოცემული - რუქის სასწაულად მოუხერხებელი სტრუქტურა, გაუგებარი თამაშის ლოგიკა, არაინტუიტიური ფაზლები...
მომენტები როცა უბრალოდ ვერ ხვდები რა უნდა შენგან თამაშს იმდენია, რომ თუ თავიდან საერთოდ არ შევსულვარ ინტერნეტში, ამ ეტაპზე ეგრევე ვგუგლავ სოლუშენს, იმიტო რო ბანალურად ნერვებს ვზოგავ, შევეგუე რო არ მესმის თამაშის ლოგიკა. ამის 1992 გეიმბოიზე დასახურად დარწმუნებულივარ ბევრსსააქ სატანისთვის სული მიყიდული, იმიტო რო ზოგი მომენტი ისეთი სულელურაია, რომ უბრალოდ თუ არ გაგიმართლა ვერ გახვალ.
ესე წვალებით და ნელ-ნელა გავიარე სადღაც 80% მდე და იმედია რო მალე მორჩება, რადგან ცოტა მიფუჭებს საერთო შთაბეჭდილებას.
მემგონი ზუსტად Breath of the Wild იქნება ყველაზე სწორი კონტრასტი :)