The Legend of Zelda: Link's Awakening, გამოცდილეაბა

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#1 » 03 Jul 2020 00:38

The Legend of Zelda: Link's Awakening
1992 წელს Game Boy-ზე გამოსული Link's Awakening რემასტერი.
გამომდინარე იქიდან, რომ არცერთი თამაში არ მაქ ამ სერიის ნანახი, ეს ჩავთვალე რო ყველაზე კაი საშუალება იქნებოდა "კლუბში შესასვლელად" და ეგრევე Breath of the Wild არ დავეტაკე. ნამდვილად მეგონა, რომ ერთი უბრალო და სასიამოვნო ექსფერიანსი იქნებოდა, რომელიც მანახებდა ზოგადად ზელდას პრინციპებს. და ეს პრინციპები მშვენივრად მანახა, უბრალოდ ამის პარალელურად მანახა გეიმ დიზაინის სერიოზული პრობლემებიც.
1992 წელს გახსნილი სამყაროს მცნება, რეალურად ჩანასახის დონეზეა და აქ ამ საწყისების ყველა მინუსი და პლიუსი ერთად გვაქ მოცემული - რუქის სასწაულად მოუხერხებელი სტრუქტურა, გაუგებარი თამაშის ლოგიკა, არაინტუიტიური ფაზლები...
მომენტები როცა უბრალოდ ვერ ხვდები რა უნდა შენგან თამაშს იმდენია, რომ თუ თავიდან საერთოდ არ შევსულვარ ინტერნეტში, ამ ეტაპზე ეგრევე ვგუგლავ სოლუშენს, იმიტო რო ბანალურად ნერვებს ვზოგავ, შევეგუე რო არ მესმის თამაშის ლოგიკა. ამის 1992 გეიმბოიზე დასახურად დარწმუნებულივარ ბევრსსააქ სატანისთვის სული მიყიდული, იმიტო რო ზოგი მომენტი ისეთი სულელურაია, რომ უბრალოდ თუ არ გაგიმართლა ვერ გახვალ.
ესე წვალებით და ნელ-ნელა გავიარე სადღაც 80% მდე და იმედია რო მალე მორჩება, რადგან ცოტა მიფუჭებს საერთო შთაბეჭდილებას.
მემგონი ზუსტად Breath of the Wild იქნება ყველაზე სწორი კონტრასტი :)

>>>

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#2 » 03 Jul 2020 00:54

ისიც მესიამოვნა მე Twilight Princess. მარა Breath of Wild სულ სხვა დონეა მაინც.
თუმცა რატომღაც მგონია ჩემსავით მოგბეზრდება შუისკენ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#3 » 03 Jul 2020 01:34

ესენი ნახე რომელსაც შეძლებ, არ ვიცი ზუსტად რომლები დევს სვიჩზე.
დანარჩენები, მითუმეტეს პორტატულის სერიები დაიკიდე, ერთი DS-ზე იყო ორი ვეში მარა ისენი DS თამაშბეია სტილუსი უნდა.

Link To The Past
Ocarina of Time
Majora's Mask
Twilight Princess
Wind Waker
Skyward Sword
Breath of The Wild
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#4 » 03 Jul 2020 01:50

Wind Waker არ გავუწევ რეკომენდაციას :D სუბიექტურ პონტში.
ზედმეტად ჭღიპინა და ბავშურია და ვაბშე არ გამისწორდა. თუმცა ერთი 10 წუთი საკმარისია რო მიხვდე ეგ გაღიზიანებს თუ არა და მარტივი გასატესტია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#5 » 03 Jul 2020 02:14

ბიჭო ამგას გემიფლეი აქვს მაგარი, ნავით კუნძულებზე მოგზაურობა და ამბები, ძალიან ეგზოტიკურია თან, PS1 პლატფორმერის მუღამში უნდა ითამაშო. ჭყიპინა არის კი, სთორის გამო არ ითამაშება )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#6 » 03 Jul 2020 11:03

Wind Waker იმიტო მომწონს რო კლასიკური 3D პლადფორმერებს გავს ესე შორიდან, სქრინებზე.

ეს მაგარი სტრანნი ტიპია. გინდა რო მოგეწონოს, მარა სუ რაღაც გეჩხირება. ჯერ მარტო რუკაზე ორიენტირებაა სრული სიბნელე - რაღაც სულელ ნამიოკს მოგცემს NPC, მარტო დეველოპერს რო ესმის, იმიტო რო თავისი მოფიქრებულია და შენ ამ ბექთრექინგზე ხარჯავ საათებს. მარა რო გაიგებ რეალურად სად უნდა წასულიყავი, ეგრევე რეიჯ ქვითი. ორჯერ მომივიდა ეგრე, რო იმენა გავთიშე.
თან კიდე ერთი დიდი მინუსი არი ამ თანამედროვე ვიზუალზე გადასვლა. ზოგი დიზაინერული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ფაზლების კეთებისას, გარემოს ხდის არა ინტუიტიურს და ვერ ხვდები რო აი მაგალითად ეს კედელია დასამტვრევი, ან მაგალითად აქ შესასვლელია და უბრალოდ არ ჩანს, ან ეს ქვა დეკორაციას გავს მარა თურმე მოძრობს, როცა მილიონი ამისნაირი სხვა არ მოძრაობდა და ესე. მოკლედ მაგრად დამღალა, იმის მიუხედავათ, რომ მომენტებში მართლა სასიამოვნოა ამ რეტრო ვაიბის და ვიზუალის გამო.

Riddick
Posts: 11826

Re: The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#7 » 06 Jul 2020 15:16

გუშინ დავხურე და გამიხარდა რო მორჩა ...
ბოლოს გვერდით ტელეფონში youtube გახსნილი და თუ ოდნავ დამივარდებოდა გასვლის ტემპი ეგრევე ვსერჩავდი. პროსტა მომბეზრდა უაზრო ხეტიალი და დეველოპერის პირადი ლოგიკის სიღმეების გამოცნობა.

ენდინგი რო ვნახე მომეწონა, ორგინალურია, კარგად ავსებს სამყაროს. თამაშიც ღირს, უბრალოდ ჩემსავით არა. მე თავიდან მეგონა რო დასერჩვის გარეშე გავიდოდი, რაც შეცდომა იყო. ჯობია რო ეგრევე ნახოთ გზა და სიამოვნებას მიიღებთ მთლიანობაში. და დროსაც ბევრს დაზოგავთ.

Riddick
Posts: 11826

Re: The Legend of Zelda: Link's Awakening

Unread post#8 » 15 Nov 2020 21:58

დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა სქრინები - https://i.imgur.com/eeI2h7F.jpg / https://i.imgur.com/F4FcO2J.jpg / https://i.imgur.com/Af5YTY3.jpg / https://i.imgur.com/Y8xXvKK.jpg / https://i.imgur.com/TdiW23t.jpg

:bubble:

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron