The Witcher 3: Wild Hunt, შთაბეჭდილებები

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#1 » 27 Dec 2015 14:54

>>>
ზოგადად ბევრი სტატიამაქ ნათარგმნი, ძალიან ბევრი, მაგრამ პირადად ჩემით დაწერას იშვიათად ვრისკავ ხოლმე. მინდა რო ნელნელა გავიზადო საკუთარი ნააზრების თავმოყრის ამბავში და ვფიქრობ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელათ ჩემი თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთაბეჭდავი გამოცდილება ზუსტად შესაფერისი კანდიდატია. ფორმატი Blankbanshee666 მინდა დავესესხო და სტატიას დავარქვა შთაბეჭდილებები. და დამიჯერეთ შთაბეჭდილებები ძალიან ბევრია, ხოლო განხილვის საკითხი The Witcher 3: Wild Hunt.

თხრობა ორ ძირითად ელემენტზე იქნება დაფუძვნებული. პირველი ეს არი ნოუთები, რასაც თამაშის პროცესისას ვაკეთებდი და მეორე ეს არი სქრინები რომლებსაც ვიღებდი. ასევე რათქმაუნდა იქნება საერთო შეჯამება. მასალა ბევრი მაქ, მაგრამ შევეცდები გავაერთიანო და მხოლოდ მნიშვნელოვანზე და საუკეთესოზე შევაჩერო ყურადღება. ხო და რაც მთავარია. სპოილერს სადაც ექნება ადგილი სიტყვიერათ შეგახსენებთ, მაგაზე არ ინერვიულოთ. ზოგადად კი მიზანია უბრალოდ მოტივაცია მოგცეთ, მინდა რო ერთგვარი ამბის ფორმით მოგაწოდოთ და სანამ თამაშს დაიწყებთ, წარმოსახვაში დააკავშიროთ ეს ცალკეული დეტალები ერთმანეთს. ხოლო თუ უკვე ნათამაშებიგავთ, თქვენი გამოცდილების ჩემებურ ხედვას გთავაზობთ.

თამაში, 2015 წლის 26 დეკემბრიდან თუ გადავთვლი, ზუსტად 8 თვის წინ დავიწყე, და ჯერ ცუდათ ნუ გახდებით, მაგდენი დრო არ დაგჭირდებათ. მე უბრალოდ რაღაც საერთოდ არა გეიმინგული პერიოდი მომიწია და სადღაც ნოვიგრადთან შესვლის თანავე გავანებე თავი. თან ნოვიგრადამდე და ნოვიგრადის შემდეგ, თამაში რადიკალურად იცვლება. მანამდე არის ძალიან სიმპატიური RPG, სადაც წითელი ბარონი თითქოს გახვედრებს რა იქნება შემდეგ და შემდეგ ჩნდება მონეტის მეორე მხარე, თამაში იქცევა ინტრიგებით სავსე, დაძაბულ, პოლიტიკურ, შუასაუკუნეების სიმულატორად. თან ამას დიქსტრასთან პირველივე შეხვედრის დროს გრძნობ და ამ ფსიქოლოგიურ წნეხს პირდაპირ პროპორციულად ამძაფრებს ნოვიგრადის ზომები, უზარმაზარია თავიდან (მარა ბოლოს 5 თითივთ ვიცოდი, რაც დასაწყისში საერთოდ ვერ წამომედგინა). ეს იმხელა გამოცდაა ბევრისთვის რო ხალხი თავს ანებებს. და კი, მართლა ისეთი თამაშია რომელსაც ბევრი ვერ გაუძლებს, რადგან სპონტანურად, ანუ უაზრო დიზაინერული გადაწყვეტილებების გამო გამოწვეულ დისკომფორტებს, მომენტებში ემატება განგებ შექმნილი დისკომფორტები, მაგრამ პირველისგან განსხვავებით, მეორე ძალიან ხვეწავს RPG შემადგენელს და თუ რატო ეხა მოგახსენებთ.

არი სიტუაციები როცა სიუჟეტურად უბრალოდ ჰაერში კიდიხარ და აზზე არ ხარ შემდეგ 10 წუთში რა მოხდება. იცი რო 36 ვარიანტია ენდინგის და გრძნობ, რომ ყველა ნათქვამი სიტყვა მთელ თამაშზე გადის. დიალოგების სიღრმე და ზოგადი ხარისხი, ისეთი კუთხეებით გაფიქრებს და ისეთი ანალიზების კეთებას გაიძულებს, რომ თამაშის დახურვის შემდეგ რეალურად გრძნობ, რომ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღე, როგორც ვთქვათ რაიმე ფასეული რომანის წაკითვის შემდეგ. გამოცდილების ფასეულობა იზდრება, როცა ხვდები, რომ თამაში სპეციალურად გასწავლის რაღაც დისკომფორტების ატანას და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას.

არი მომენტები, როდესაც რაღაც სერიოზულ საქმეზე მიდიხარ და არ იცი ვინ მოგყვება დავალებაზე, რომელზეც მარტო შენი კი არა, მთლიანად შენი სამეგობრო წრის ბედია დამოკიდებული. არ იცი. რისკავ, ნერვიულობ, ფიქრობ და რაცმთავარია თუ რამე არ მოგეწონება იმ წამსვე ტვირთავ და შენთვის უფრო მისაღებ ვარიანტს მიყვები. ამ დროს კი სცენარისტები მოდიან და თვალწინ გიმსხვრევენ კლიშეებს, არჩევანის უკან ისეთ შედეგს გიდებენ, რომ ავტომატურად ჩერდები, ფიქრდები, ხანდახან შეილეაბა თამაშიდან გამოსვლაც კი მოგინდეს, რომ უბრალოდ უფრო კარგად გაანალიზო მიმდინარე მოვლენები და მერე დაუბრუდე გასვლის პროცესს. ყველგან მორალია, მაგრამ ისეთი სახით, როგორითაც ცხოვრებაში მოდის და არა ჰოლივუდურ ფილმებში. ეს მომენტი კი დამიჯერეთ ძალიან უნიკალური რამეა.

თავბრუდამხვევი ინტრიგებით შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო, მაშინ ხდება, როდესაც ხელოვნურ დისკომფორტებს და სცენარისტების ხრიკებს, თამაშის მცირე, მარა ამ სიმცირის გამო სასტიკად ნერვების მომშლელი მინუსები ემატება.

აი ელემენტარული ქვესთ ლოგი... შედიხარ. სიტყვაზე გაქ 25 ქვესთი, ეს ქვესთები განაწილებულია ცალკე სექციებში და თუ გაინტერესებს რომელი სად მდებარეობს, უნდა მონიშნო... გადახვიდე რუკაზე... დაზუმო რუკა.... ტაბით მიიყვანო იმ წერტილას სადაც დავალებაა და ეს აკეთებ 25 მისიაზე (მისია და რუკა ერთად რო ყოფილიყო იქნებოდა ფანტასტიური, მარა არა), პროსტა მთავარი ღადაობა ეგ არ არი. მთავარი ღადაობა ისაა რო 6-7 ქვესთის, მონიშვნა, გადართვა, გადმორთვის მერე თანმიმდევრობა გერევა ქვესთების, იმიტო რო რომელსაც ხსნი ის ზევით ამოდის და ბოლოს რა გამოდის? გამოდის რო ყველა ქვესთის სახელი ზეპირად უნდა ისწავლო. რაც განდომებს რო ერთი უხეში მოძრაობით გამოიძრო პირში მოხვედრილი ისარი რომელიც ამ გენიალურმა ინტერფეისმა გიბოძა, ან უბრალოდ მაგიდაზე დანით ამოწერო სახელები, რო შემთხვევთ ერთიდაიგივე არ გაგეხსნას. და რა უნდა ამის გამოსწორებას? პროსტა ქვესთს რო დააჭერ, ზევით არ უნდა ადიოდეს და ადგილზე რჩებოდეს, მორჩა ! ან რათ მინდა პირველი ლეველის ხმლის რეცეფტი 35 lvl-ზე, როცა ციკლოპი რო მხედავს შიშისგან ორ თვალს ხუჭავს და ისე გარბის? არავინ არ იცის, და ალბათ ძაან ძნელი იყო იმის გაკეთება რო დაბალი ლეველის რეცეფტებს უხილავს ხდიდე, რამე ღილაკით.

მთავარი პრობლემაც ზუსტად ეს არი, რო თამაშს მინუსები არი მარტო ესეთი, რამდენიმე სრული სირობა, რომლების არსებობა იმდენად არაბუნებრივია ამ კალიბრის პროექტში რო პროსტა იწყენ https://coub.com/view/4p6uf. აი რა უნდა იმის გაკეთებას, რომ ლოადინგის დროს ლუტიკის მონოტონური ლაპარაკი შიზოფრენიულ შეტევაში არ გადაიზარდოს, და ერთი ღილაკის დაჭერით, უბრალოდ შავ ლოადინგ სქრინზე გადადიოდე? ... ანუ მე კიდე კლავიატურიდან უწევდი ხმას, რო გადამდგა ჭკუიდან, მარა ვინც მაგას ყველა ლოადინგის დროს უსმინა, აი ის ხალხი მართლა მეცოდება.

და რათქმაუნდა დეველოპერების გუნდში შეპარული რიდლერი, რომელზეც ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ზოგადად, პირველიდან მოყოლებული დეველოპერებს აქვთ ძალიან ჯიგრული წარმოდგენა საიდ მისიებზე, რასაც მე ვიჩერზე ლაპარაკის დროს ყოველთვის აღვნიშნავ და მესამეშიც შესაბამისად ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი მთავალი მოლოდინი. მიზეზი მარტივია, ანუ ტიპები იღებენ თავიანთი, ან სხვა კულტურის პატარა ზღაპრებს, ან ამბებს და ამას თამაშის ინტერპრეტაციით გაწვდიან საიდების სახით, რაც ერთგვარ ჯადოსნურ ატმოსფეროს უქმნის სამყაროს. აი დაახლოებით რამე ქართულ ნაწარმოებზე შექმნილ თამაშში უცებ რომელიმე ეზოში ნაცარქექიას რო ხვდები, ცოტახანში კიდე ლუარსაბ თათქარიძეს სახლს რო ამოიცნობ http://imgur.com/KYw9VXa.

>>>
ეგეთ მომენტში ხვდები ზოგადად თამაშების რეალურ პოტენციალს, თუ რამხელა და როგორი საინტერესო კონტენტის დატევა შეუძლიათ. მესამეში ეს ყველაფერი უკვე ისეთ მაღალ დონეზეა აყვანილი, რომ საიდ მისიას როგორც ესეთს ვერ გრძნობ. ანუ დამუშავების დონით არის მთავარი სიუჟეტური ხაზის იდენტური და არ იგრძნობა როგორც რაღაც სხვა, უმნიშვნელო, და მითუმეტეს გამოსატოვებელი კონტენტი (აი მაგალთად ერთი საიდი: ეს არი ერთერთ საგანძურზე დადებული დამცავი სპელის დროს, მონსტრის მაგივრად, შეცდომით გაჩენილი ტიპი http://imgur.com/nQX8dIl , პროსტა დეტალი, მარა რამდენიმე წუთი ვიცინე). გამოძიების მისიები თავისუფლად დაუდგება ბეტმენის დედექტივის რეჟიმს. განძზე ნადირობა კი ერთადერთი მომენტია, როცა სამყაროს სილამაზეზე უშუალოდ გიწევს დაკვირვება (იმიტო რო განძი მუდამ დამალულია და ეძებ).

მაგრამ ამ უხვ ნიჭიერებაში მოხვედრილს, გვხვდება ერთი ფაქტორი, რომელიც სერიოზულად უგდებს მოცემულ ეპიკურობას ფასს. სავარაუდოთ თამაშის დეველოპმენტის ბოლოსკენ, გუნდის წინ დადგა სამყაროს ინტერაქტიულობის სახითხი. და არვიცი დროის უქონლობის გამო, თუ უბრალოდ ვისაც ეს თემა ებარა ის იყო რეგვენი, ან ორივე ერთად. მარა რატომღაც გადაწყდა რო ყველა ინტერესის მქონე ადგილი რუკაზე ყოფილიყო მონიშნული. რითიც ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი დაზიანდა - მოთამაშეს გაუჩნდა ძალიან დამღლელი რუტინა, რომლის კეთებაც თამაშის არცერთ რეალურად მნიშვნელოვან ფაქტორზე არ აისახება, ანუ არაფერს არ ცვლის რეალურად გახსნი თუ არა ამ კითხვის ნიშანს. ამით დამატებიტი რესურსის გარდა არაფერი გეძლევა, ეს რესურსი კი ბოლოს იმდენი გროვდება, რომ თავისუფლად მოამარაგებ ორ სახელმწიფოს რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ მთავარი მოტივი იგივეა რითიც დავიწყე... ეს პრობლემაც ძალიან მარტივი მოსაგვარებელია, უბრალოდ უნდა გათიშო კითხვის ნიშნები, რითიც ძალიან ბევრს მოიგებ და ძალიან დიდ დროს დაზოგავ.

მე უბრალოდ ის მიტყდება რო, ამ ინტერესის ადგილების მონიშვნის მაგივრად, რამდენიმე სახის, ზოგადი შესაგროვებელი ნივთები რო დაემატებითნათ, რომლებშიც ვთქვათ წიგნიდან მოტანილი პრეისტორია ეწერებოდა, იქნებოდა უადვილესი გასაკეთებლად და თამაშის სამყაროს გამოკვლევას დამატებით აზრს მისცემდა. ხოლო გათიშული ინტერესის წერტილების შემთხვევით აღმოჩენა, ამ ყველაფერს კიდე უფრო კულტურულად შეკრავდა.

ნახეთ რამდენი ვილაპარაკე მინუსებზე, რომლების გადაწყვეტაც უმარტივესად შეიძლება. ამ ყველაფრის მორალი კი ესეთია - თუ ჯერ არ გითამაშია თამაში, შედი მოდების საიტზე, გათიშე ლუტიკის ხმა ლოუდინგებში, გათიშე კითხვის ნიშნები და ჩათვალე რო არც არასდროს არსებულა. ვსო. შენ ამით იღებ შედევრს რომელსაც უკვე შეგიძლია მთელი გულით შეექცე.

>>>
ეხლა კი ნელნელა უფრო Fან ნაწილზე უნდა გადავიდე და ჩემი თავგადასავლის დროს გადაღებული სურათები და მათთან დაკავშირებული დეტალები მოვყვე. იმიტო რო თვითონ სურათს რისი გადმოცემაც შეულია, ამ თამაშს ყველაფერი აქვს, იქნება ეს ბუნების ფენომენალური სილამაზე, საინტერესო პერსონაჟები, მონსტრები, თუ სხვა.

მარა სქრინებში იმაზება ერთი პატარა დეტალი. ბუნება ისეა გაკეთებული, რო მუდმივად ყველაფერი მოძრაობს, რაც დაუვიწყარი სილამაზის შეგრძნებას ქმნის. სქრინებზე კი რათქმაუნდა ეს "მოუშენ" მომენტი არ ჩანს, მაგრამ ზოგადად სილამაზის განჭვრეტა მაინც არაა რთული http://i.imgur.com/3RX2IgJ.png.

თან მთელი თამაშის განმავლობაში, მახსოვს, თამაშის თემაშიც ვლაპარაკობდი ამაზე. ძალიან იშვიათად ვსარგებლობდი ბატონი პლატვის სერვისით, და მაქსიმალურად დავდიოდი ფეხით. არა იმიტო, არა რო ჯამრთელობისთვისაა კაი, პროსტა ბუნებამ ჩემში ნამდვილი ნატურალისტის მუღამი გააცოცხლა, პარალელურად კი იმას მივხვდი, რომ ზომების გამო ყველაფრის დაზეპირებას და დეტალურად შესწავლას ვერ მოვახერხებდი, ისე როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდი სხვა Open World თამაშებში. მაგრამ სანერვიულო არც ეს არ აღმოჩნდა, კონტენტი იმდენია, რო ბოლოს უკვე გეხსნება ეს კომპლექსი და ხვდები რო კარგად იჯერე ყველაფრით გული. ეს კი ნახსენები სიარულის და ტკბობის დროს გადაღებული კადრები: http://imgur.com/pMar1mD http://imgur.com/kCCgqQJ http://imgur.com/eZrwAhJ http://i.imgur.com/OihdWxW.png http://imgur.com/OVg6GxV

საერთოდ რამე open world-ს რო ვთამაშობ, დღე და შედარებით კარგ ამინში მოღვაწეობა უფრო მხიბლავს, მარა აქ იმდენად ატმოსფერული იყო ღამე და უამინდობა, რო თითქმის მთელი თამაში მსგავს პირობებში გავატარე: http://imgur.com/tvtQRUL http://i.imgur.com/bfWWt4T.png

იცვლება ლოკაციები და მათთან ერთად ხედებიც: http://imgur.com/nHKg4Ma http://imgur.com/C4KBwdJ http://imgur.com/mELfeQj http://imgur.com/oS5UzZo

რაღაცნაირად, ეფექტურად გადავედი ლეველზე http://i.imgur.com/DBl1wA6.png

კონტრაბანდისტების ბოჩკების ძებნის და სუციდის სურვილის დაძლევის პროცესში, დავიწყე დაუსახლებელ კუნძულებზე ხეტიალი http://imgur.com/0C3Vmzt. ერთერთ მათგანზე კი, უცებ ხეებიდან გამოსულს ესეთი სურათი დამხვდა http://i.imgur.com/8hqhfqk.png

ზოგადი ლოგიკა: რამე საინტერესო ობიექტს თუ ხედავ, შეგილია წყნარად იყო, იქ რაღაც უფრო საინტერესო აუცილებლად მოხდება: http://imgur.com/WpNnPfR http://imgur.com/SkIVZnr

ფეხით სიარულის მიზეზი http://imgur.com/xerB5Rm

კიდევ ერთი მომენტი, რაც თამაშს უნიკალურობას მატებს, არი ერთგვარი "ინსტალაციები". ადგილები, სადაც ობიექტების და მოქმედი გმირების მეშვეობით, შექმნილია სხვადასხვა, იმ დროისთვის სახასიათო კომპიზიციები. ესეთი მომენტი უამრავია, ეს კი რამდენიმე რაც მე დავაფიქსირე: http://imgur.com/QR5EHxZ http://imgur.com/KKKIbeJ http://i.imgur.com/FUSJw7y.png

Tyrion Lannister-თან შეხვედრისას უცებ გამახსენდა რო მეხუთე სეზონის ყურება ძალიან მინდა http://imgur.com/PtJfzto

კაერ მორჰენი http://imgur.com/2uHBLrm

ღამეა, რთული შეკვეთიდან ვბრუნდები, ცბიერ ვაჭარს კონტრაქტით დაკისრებული ფული უნდა გამოვართვა და თუ არ მომცა ვაპირებ რო თითები მოვაჭრა. და უცებ სიბნელეში, შუა ყანაში, მეჩითება ორი მცველი და არჯიმანიებს აკეთებენ http://i.imgur.com/254K17C.png ცოტა ჩამაფიქრა მომენტმა. ეს მოვლენა რამდენჯერმე შემხვდა კიდე, მარა რისი მესიჯია ვერ მივხვდი ბოლომდე. უბრალოდ გახურების მცდელობაა ალბათ, მარა ეს ორი სიბნელეში და ყანაში ისეთ ვიდზე იყვნენ თითქოს რაღაც იცოდნენ და სხვებს არ ეუბნებოდნენ ))

ეს დაბაგული სირები არ ვიცი, მარა ზოგადად თამაშის იუმორს რაც შეეხება არის რამდენიმე განსაკუთრებული მომენტი რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. პირველი მათგანია დაფის განცხადებები, რომლებსაც სუ ვკითხულობდი. გთხოვთ: http://i.imgur.com/qE0KOIS.png http://i.imgur.com/T98SRPu.png http://i.imgur.com/DQ0Tb5i.png http://i.imgur.com/jgwffqC.png http://i.imgur.com/VN9sEsu.png http://i.imgur.com/bVT7gjO.png http://i.imgur.com/7tUZo4e.png

ბევრი სასაცილო პერსონაჟი მინახავს, მარა ეს ნაბოზრები მაინც სხვა თემაა http://i.imgur.com/tMtDUlu.png . არ ყოფილა ტროლთან დიალოგი თამაშში, რო ემოციის გარეშე ჩაეარა. თან საკმაოდ ბევრ სიტუაციაში გხვდებიან და როცა გხვდებიან იცი, რომ მათთან დაპირისპირება, ან უბრალოდ ლაპარაკი გარანტირებული სიამოვნება იქნება.

ეხლა კი გვინტი, რომელიც თავიდან მართლა ვერ გავიგე )) და მარტო იმიტო დავამუღამე რო ყველა მისიის გაკეთება მინდოდა, გვინტთან დაკავშირებული კი ამ მისიების ნახევარს შეადგენდა. თუ ვთქვათ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდით, დამიჯერეთ, ღირს გარკვევა, და თან რამდენიმე მიზეზის გამო. 1. თვითონ გვინტია ძაან საიტერესო და გასართობი 2. გვინტის მისიები, როგორც ყველა საიდ მისია უმაღლეს დონეზეა გაკეთებული და ძალიან ბევრ საინტერესო მოვლენას ეხება 3. გვინტის კარტების გროვება ისეა ჩაშენებული მექანიკაში რო თვითონ RPG-შემადგენელის დეტალივით მუშაობს და უფრო მუღამს აძლევს ზოგადად თამაშს.

ხოდა იყო ჩემი გვინტის კარიერა საინტერესო, დარწმუნებულივარ თქვენიც იქნება, მარა აი ამ ქალმა ცვეტში რჯულის შეცვლა მომანდომა http://imgur.com/4wj91W7 . იმდენჯერ მომიგო და თან ისეთ სიტუაციებში, რო პროსტა ტირილი გამიტყდა რა )) ბოლოს 1 კარტი ქონდა დარჩენილი და მე 4 ))) ანუ უკვე ვსო, მორჩა. წავაგე. მარა მერე მოხდა სასწაული, რაღაც გამივარდა, პროსტა სიხარული უცებ ამ ტიპმა შეცვალა http://imgur.com/GOmTZfz

>>>
კიდე ერთი რაღაც, რაც გამორჩეულად მიყვარს ამ თამაშში, ესაა მონსტრები. მომწონს მათი შექმნის იდეა, ანუ მონსტრი წარმოდგენილია ადამიანის რაღაც დაავადების მაგივრად. აი მაგალითად აღებულია შიზოფრენია და თამაშში ვხვდებით გარკვეული მონსტრის სახით, რომელიც სახლდება ადამიანში და ხმის მეშვეობით ეუბნება რა უნდა ქნას. მისი განდევნა ძალიან რთულია და მხოლოდ მოტყუებით შეილება. მსგავსი მიდგომით შეიძლება უამრავი საინტერესო არსების მოფიქრება, რაც თამაშის სამყაროს და ზოგადად მოწინააღმდეგეების თემას საერთოდ სხვა დოენეზე აიყვანს. მარა ეგ უკვე სხვა თემაა.

მონსტრები როგორც შინაარსობრივი, ასევე ვიზუალური თვალსაზრისითაც ძალიან სახასიათოები არიან http://i.imgur.com/8vxlLkE.png მათი მსგავსი არსებების, სხვა თამაშებში გახსენება ცოტა მიჭირს. რამდენიმე მათგანი კი ყოველთვის დამამახსოვრდება ეპიკურობის გამო. მაგალთად ეს სილამაზე, რომელიც შეგიძლიათ არ დაისპოილეროთ თავი და რეალური თამაშის პირობებში შეხვდეთ http://i.imgur.com/6W5yWQa.png. მისი ყველა გამოჩენა შთამბეჭდავი იყო http://i.imgur.com/HeN02g8.png. და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის http://i.imgur.com/5GN68Hq.jpg http://i.imgur.com/FVPcTFq.jpg .
მართალია ვისურვებდი რო DS დონის სირთულე ქონოდა მათთან ბრძოლოას, მარა მაინც.

ბოლოსთვის მთავარ პერსონაჟებზე და მისიებზე შევჩერდეთ. გერალტით დავიწყებ. იმ კონტენტის გამო რომელსაც მოდებულია, ანუ ძალიან ბევრი მოვლენის მონაწილეა, რომლიდანაც ასე თუ ისე სუ წარმატებით გამოდის, ბოლოს რაღაც აუღებელ ციხესიმაგრეს ემსგავსება და შეუვალი გმირის იერს იძენს, რაც ცოტა ტეხავს, მაგრამ თამაშის გარემოებებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს. სიუჟეტი კი პირიქით, მთელი თამაში ცდილობს, რომ თავი სუპერ გმირად ერთი წამითაც არ იგრძნო, თუნდაც მხოლოდ ურთიერთობებში, და ეს კარგად გამოსდის.

ტრისის და იენიფერის თემაც ბოლომდე დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არა იყო, იმიტო რო პირელ რიგში კუკლებს გვანან. მამენტ გემოვნების ამბავია, მარა მე არცერთი არ მომეწონა და ვაფშე მარტო დარჩენაზე ვჩალიჩობდი ))

>>>
კონკრეტულად რო არვიღო, ტრისის ტიპაჟი ნაკლებად საინტერესოა - კეთილი, მზრუნველი, მეგობრული გაცვეთილი თემებია ქალისთვის და ყველამ ვიცით რო უმეტესობა ესეთი არ არი. აი იენიფერში, არი მომენტები რომლებიც გაფიქრებს ხასიათზე, მარა თუ წიგნი არ გაქ წაკითხული და არ იცი თუ რა მხარეებიაქ პერსონაჟს, მაგალითად ცირილასადმი სიყვარული, გეჩვენება რო პროსტა ჭკვიანი, ცივსისხლიანი, კახპაა (როგორც სერიალებში იტყვიან ხოლმე), რაც არ არი სიმართლე.

აი ცირილა მომეწონა. ვიზუალიც კარგიაქ, მარტივად გადმოსცემს თავის პერსონაჟს, ტემპერამეტულობას, ახლობლებისადმი ერთგულებას, ოდნავი ბავშური მანერებით. შინტერესო საყურებელია როცა მომენტებში ბავშვს, სერიოზული და გააზრებული ქალი ცვლის, ან პირიქით. პროსტა აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ თამაშის პერსონაჟების სიძლიერე, მთავარ პერსონაჟებზე არ გადის. აქ არიან მეორე და მესამე ხარისხოვანი სახეები, რომლებიც თავიანთი დამუშავებით და გადაწყვეტით დანახვისთანავე იჭრებიან გონებაში და დარწმუნებულივარ მეხსიერებაშიც ბევრი მათგანი დაილექება. თუნდაც thaler-ი და მისი ისტორია.

ყველას ჩამოთვლა ნამდვილად უაზრობაა, მარა ორი პერსონაჟი აუცილებლად უნდა გამოვყო. ესენი არიან სიგიზმუნდ დიქსტრა და წითელი ბარონი. მეორე, იმდენად ადამიანური ტიპი იყო რო ბოლოს მართლა ცოცხალი მეგონა http://i.imgur.com/uHIFR4K.png. მარა პირველი მაშინ გაცოცხლდა როცა მივხვდი რო ვერ ვგებულობდი რა ლოგიკით მოქმედებდა. ანუ ჩანდა რო ცალსახად საკუთარი თავით იყო შეპყრობილი, მარა ბოლო მომენტამდე არ ჩანდა რა თამაშს თამაშობდა, რაც ძალიან საინტერესოს ხდიდა მასთან ურთიერთობას. ამათ საყვარელი პერსონაჟების ტოპიკშიც გავიხსენებ :)

>>>
თამაშში ალბათ უკვე როგორც მიხვდით, ან უშუალოდ იცით, არის უამრავი კარგი მისია, მაგრამ არის ისეთებიც რომლებსაც ზოგადად ახალი სტანდარტი შემოაქ. ერთ-ერთი მათგანია საღამო კაერმორჰენში მეგობრებთან ერთად http://i.imgur.com/HP3hPQ4.png . აქ უცებ ხვდები რო თამაშის ფარგლებს გარეთ ხარ და ვერ იგებ ინტერაქტიულ ფილმში, თუ სადმე სხვაგან. ასევე არ შემილია არ აღვნიშნო კერისის ამბავი http://i.imgur.com/o2Yd3ga.png , რომელსაც რათქმაუნდა არ დაგისპოილერებთ, მაგრამ მინდა ვთქვა ესეც უეპიკურესი იყო, ისევე როგორც თვითონ წითელი ბარონის მოვლენები. ასევე არი მისიები, რომლებსაც საერთოდ არ ელოდები, მითუმეტეს საიდების სახით http://i.imgur.com/HugEaM3.png და ძალიან გისწორდება როცა ხვდები როგორია სწორად გაკეთებული საიდ ქვესთი. ერთი სიტყვით უამრავი რამეა და ამ ყველაფრის დეტალებში გარკვევა უკვე თქვენთვის დამითმია. ხოლო თუ გარკვეულები ხართ, შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ რამე თუ გამომრჩა.

შეჯამებაში მარტივად ვიტყვი. მე მინდა მეოთხე ვიჩერი, მაგრამ ერთი პატარა შეცვლილი დეტალით. ეს უნდა იყოს სხვა ვიჩერის ისტორია. თუ მიხვდებიან ამ მომენტს და გააგრძელებენ სერიას ძალიან გამიხარდება. ხოლო რაც შეეხება თვითონ ამ ნაწილს, მე მის გარჩევას ამით არ ვასრულებ :) დახურვის მერე, მე და ჰელვოკერამ ძალიან დიდი რესერჩი ჩავატარეთ ენდინგების საკითხზე. რომელშიც იმხელა მასალა დაგროვდა, რომ გადავწყვიტე ცალკე, კვლევის სახით დავდო. სანდროს დახმარებით, ანუ ადამიანის რომელსაც ამ სამყაროზე ყველა წიგნი წაკითხულიაქ, ძალიან საინტერესო დეტალები გავიგე, რომლების შესახებაც თამაშის ბოლოში ჩნდება კითხვები. ასევე დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი არ გავქ. მარა ოფიციალურ ფორუმზე ვიკითხეთ და ყველაფერს ბოლომდე რო გავარკვევ ერთ მთლიანი სახით წარმოგიდგენთ, ასე რომ დროებით.

http://i.imgur.com/CYNVpF7.jpg

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#2 » 27 Dec 2015 16:27

კაი წასაკითხი იყო.

პატარა დისკომფორტების მოსაცილებლად (მაგალითად ლუტიკის ხმა ლოადინგისას) მოდები არის მაგის მოსაცილებლად.

ასევე ლარპზე რო გირჩიე ნახვა ეგ ადგილები მოვნიშნე რუკაზე. განსაკუთრებით ნოვიგრადის ქვემოთ როა ნაპირი მანდ ვისიამოვნე მაგრად და კვესტებს არ მივუყვანივარ http://s020.radikal.ru/i706/1512/ca/00fa7808789a.jpg
მე ეხაც მიწერია თამაში და ძილისწინ ვკითხულობ ხოლმე კოდექს პერსონაჟებზე. არ მიყვარს მაგ ნაწილის მიყრა ზედიზედ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#3 » 27 Dec 2015 18:42

კარგი თემაა მომეწონა მეც. რა ენდინგით დახურე?

კიპერ ქვემოთ bald mountain-ის აღმოსავლეთით ტყეები და გამოქვაბულები როა, მანდ ნილფგაარდის ბანაკის ქვესტებს მიყავხარ. დანარჩენებს ვერ ვცნობ ზუსტად
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#4 » 27 Dec 2015 21:19

სიუჟეტზე ბოლოს ხო ვთქვი, ცალკე თემათ ჯობია მაგის ჩამოყალიბება. აქ დამატებების შთაბეჭდილებებს მივაწერ ნელნელა, რო მთლიანი სურათი იყოს თამაშის.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#5 » 27 Dec 2015 23:36

უი ხო. თუ არ დაგევასა ტრისი და იენიფერი. შანიც არის <3 http://imgur.com/4rT48QJ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#6 » 28 Dec 2015 00:08

შანი დამატებაშია და კაკრას მივადგები ეხა, პირველში ყველაზე მეტად ეგ მევასებოდა. ისე სტატია რო მოგეწონათ გამიხარდა, მარა მეგონა რო თქვენ გამოცდილებაზე დაწერდით რამეს, ანუ შედარების პონტში. უამრავ დეტალს შევეხე და საინტერესოა სხვა როგორ ხედავდა ამ ყველაფერს.

მოდები კიდე სპეციალურად არ დავაყენე. რო ბოლოს ზუსტად იმ პროდუქტზე მელაპარაკა რაც ტიპებმა დადეს. ეგ მომენტი მაინტერესებდა რა უფრო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#7 » 28 Dec 2015 00:30

მე ორი სპირისპირო შთაბეჭდილება მაქ და მიჭირს ჩამოყალიბება და შეზავება, მარა უხეშად ასე გავანაწილე:
პირველია სუფთა ხარისხიანი ნამუშევარი, სიუჟეტზე დაფუძნებული კარგი ჩამთრევი roleplay-დან რა გამოცდილებაც მივიღე, თითონ თავგადასავალი რითიც ძალიან ვისიამოვნე, ანუ ინტერესი რითიც მივყვებოდი და ქმნიდა პროცესს, ეს იყო ჩემი თავგადასავალი. ეს მთლიანობაში მიტოვებს ერთერთი საჩემო თამაშის განწყობას.
მეორეა გეიმ დიზიანის კუთხიდან მოწოდებული კონსოლზე გათვლილი პროდუქტი რომელიც ცდილობს რატომღაც გამიფუჭოს ზემოთ თქმული პროცესი immersion-ის დარღვევებით, მოაქციოს სირილაზე აქცენტირებულ დისნეის მოტივების სთორილაინში, უკანა პლანზე დაწიოს იგივე ბარონი და დიკსტრა და უფრო კეთილი ჰეროიკული მიმართულება შეურიოს ბოროტი ელფების წინააღმდეგ. აი პირველში მაგალითად პირად მტერს ებრძვი, მეორეში რამდენიმე დაპირისპირებულ მხარეში ხარ, როგორც ადამიანები და სკოიატელი, ისე ერთი სამეფოთა შორის კონფლიქტი, აქ უფრო გლობალურ უფრო დიდ ბოროტებაზეა აქცენტი და მეორეს მსგავსი ინტრიგებზე დაფუძნებული სთორი პატარა ელემენტად რჩება. ეს კიდე მიტოვებს რიგითი მაგრამ ძალიან ხარისხიანი AAA თამაშის განწყობას, სადაც გერალტის ეპოსი მანახეს და ეს პერსპექტივა ვერ მოვიდა ახლოს, სიმუქე და სიბინძურე დააკლდა ყველაფერს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#8 » 28 Dec 2015 12:51

ხო მე არ მინდოდა დაწერა იმიტომ რომ დიდი ნაწილი შთაბეჭდილების არის იმის მსგავსი რაც თამაშის თემაშია. ანუ ძალიან ბევრ მექანიკამ შემიშალა ხელი იმაში რომ როგორც სრულფასოვანი ექსპერიენსი შემერგო თამაში. უფრო სინუსის ფორმულასავით ექსპერიენსი მქონდა. იყო იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავი მომენტები რომ მართლა სიტყვებით ვერ აღწერ, და იყო მომენტები სადაც იმერსია მთლიანად დამინგრია თამაშშმა და თვალწინ უბრალოდ ლამაზი კომპიუტერული სიმულაცია იყო.

ძალიან დადებითად დამამახსოვრდა სამყაროს სილამაზე და დამუშავების დონე. კერძოდ რისერჩი რომელიც ჩაიდო შიგნით და შუასაკუნეების ცხოვრების ყოველდღიური მომენტების ასე კარგად გადმოცემა. ნოვიგრადის ნაჭრის საღებავის დამზადებიდან, ქალაქის გარეთ ვაჭრების და ლტოლვილების დიდი რიგით დამთავრებული, მთელი რუკა ისეა დამზადებული რომ ფუნქციონალურად გამართულ ცივილიზაციის შეგრძნებას ქმნის. ხანდახან გინდა ხოლმე უბრალოდ მოიარო, დააკვირდე წყობას და არქიტექტურას. წარმოიდგინო როგორ ცხოვრობენ აქ, როგორ დაიპყობდი ან დაიცავდი ამა თუ იმ ქალაქს ან სიმაგრეს. როგორი იქნებოდა ამ სოფელში ფერმერად ცხოვრება, როგორ ყოველდღიურ პრობლემებს წააწყდებოდი.

სიუჟეტი და პერსონაჟები მართლა უმაღლეს დონეზეა დამუშავებული. ნაბოზვრობის და სიკეთის პოტენციალი რომ დევს ყველაში და არავინ არ არის ბუტაფორიული. (გარდა wild hunt-ისა). ქვესტები უსაზღვროდ ატმოსფერულია, ჩემი ფავორიტი ალბათ იყო წითელი ბარონის ქვესტში რომ ექიმბაშია პელარი, სულების დასამშვიდებელ რიტუალს რომ ატარებს Pyke კუნძულზე სადაც კირას ქვესტიც გიშვებს. პაგანურ რიტუალი გამიცოცხლეს თვალწინ და სერიოზული შეგრძნება იყო.

ასევე აღსანიშნავია ქვესტების თემაზე რომ ნოვიგრადის და სკელიგას კვესტები საერთო ჯამში ბევრად ნაკლები კალიბრის და ხარისხისაა ვიდრე ველენის. შეიძლება სხვა მწერლები ყავდათ. მეინ ქვესტის ბოლო ეტაპები საერთოდ არ მომეწონა (გარდა რაგნაროკისა, ბოლოში რო გარბიხარ და გოლიათები და მონსტრები ცვივა) და სიმართლე ვთქვა მეინ ქვესტი და open world - ძალიან ცუდათ ჩაჯდა ერთად ჩემთვის. მეინ ქვესტით სერიოზული მოტივაცია იყო რომ ცირილა საფრთხეშია და მე დროზე უნდა ვიპოვო და ვუშველო, და ამ დროს გვინტს რო ვუბერავ ყოველ მეორე სახში და ბებიებს ტაფებს ვაძებნინებ არ ჩაჯდა კარგად ერთად.
ნოვიგრადის ედვენჩურის თემაში გადასვლაც არ მომეწონა, ძაან მკვეთრი ცვლილება იყო თამაშის ტონში და პოლიტიკური ინტრიგები ვერ იყო ჩემთვის მოსაწონ დონეზე. ასევე თვითონ სამყაროს პრობლემაა ვიჩერის რომ ძალიან არასახასიათო ქვეყნები აქ. ველენის და სკელიგეს გარდა რთულია დაიმახსოვრო ვინ ვინაა.
ტრისი მომეწონა მე, რაც უცნაურია რადგან ეგეთი პერსონაჟები არ მიყვარს ხოლმე სხვაგან. შეილება წიგნიდან გამოყოლილი იენიფერის ანტიპატიის გამო ტრისისკენ გადავიხარე. მარა შანი <3

ასევე აღსანიშნავია რომ ძალიან მომეწონა რომ თითქმის ყველა მთავარ პერსონაჟთან იყო სცენები სადაც გულახდილი საუბრის შანსი გქონდა და მათი რეალური სახის დანახვის. ვიჩერებთანაც ილოთავე, კეირასთან, დირსკასთან, ბარონთან ხო იყო და იყო.

ასევე არ შეილება არ ითქვას აქ რომ Dragon Age-ის სინაგვის ბრწყინვალე მაგალითია Witcher 3. უკვე ვეჭვობდი რომ მე არ მესმოდა რაღაც, რადგან ამდენ ხალხს სიამოვნებდა ეგ თამაში და მე სინაგვის მთებს ვხედავდი. მარა აი ვიჩერში რომ დაიდო ხარისხის დონე, მანდ ნათლად გამოჩნდა რამდენად საცოდავია თანამედროვე Bioware - სთორითელნგი მასთან შედარებით.

მონსტრები უბრალოდ სილამაზე იყო ჩემთვის. ტექნიკურად, სთორით და ვიზუალურდ. ყველა სახასიათო და თავისი უნიკალური ფიშკით, რასაც 15 წელია ვაკრიტიკებ სხვა თამაშებში, აქ იყო კარგად. მთლად DND-ის დონეზე ვერ გაქაჩეს, მარა ეგ კომბატის ბრალია. მონსტრების მოძებნის მექანიკა მომეწონა, მარა სიმართლე ვთქვა ვერ იყო ისეთი ჰარდკორული როგორიც მე მინდოდა. რაც გასაგებია ასეთი მასიური თამაშისთვის მაგრამ მოთხოვნილება ვერ დამიკმაყოფილა ბოლომდე მაგის. მინდა კიდე თამაში სადაც 2 საათიანი რისერჩი და მომზადება ჭირდება ყველა მონსტრს. სხვათაშორის არ ვიცი თუ შეამჩნიეთ მარა ყველა ფეხის ანაბეჭდი რეალურად ხატია მიწაზე. 1/3 მონსტრების ქვესტების Witcher Sense-ის გარეშე შევასრულე (გარდა ტრიგერისთვის სადაცაა საჭირო რო ჩართო). იმენა მიწაზე ვუყურებდი ანაბეჭდებს და ისე მივყვებოდი გზას.

მთავარი ანტიპატია არის გეიმპლეი. რომლის ვერცერთი ელემენტი ვერ შევირგე ბოლომდე გარდა გვინტისა. კომბატის ბალანსი საშინლად დამტვრეულია და მარტო პირველ ლეველებზე მასიამოვნა. ინტერფეისში და მექანიკაში ბევრი გამაღიზიანებელი მომენტებია. ბევრი მათგანი მოვიშორე მოდებით. მაგალითად Witcher Sense კამერა საშინელი იყო და გავასწორე. იარაღის და ბრონის მტვრევა 15 ლეველის რო ვიყავი საერთოდ ამოვიღე ასევე წონის მომენტიც გავაქრე მოდებით. დაბალ ლეველებში კიდე ქმნიდა მუღამს, 15-ის მერე უაზრო რუტინა იყო დამღლელი.

მაგრამ ამ ყველაფერს მარტივად ვიტან. მთავარი ორი იმედგაცრუება იყო.
1. თანამედროვე "Open World" -ის ყველაზე საზიზღარ ფორმატს რომ მიმართეს. კერძოდ კი კითხვის ნიშნები და რუკაზე ციფრით აღნიშნული შესასრულებელი ქვესტები. ძალიან არ მესიამოვნა ეს ფაქტი და მართლა თუ არ გათიშე ძალიან გიშლის ხელს. საათები შეიძლება იმაზე ლაპარაკი რატო არის ეს ცუდი, როგორ ვნებს ექსპლორაციასაც და იმერსიასაც საშინლად, მაგრამ ალბათ უფრო საწყენი მომენტია, თვითონ ფაქტი რომ ასეთ დონეზე დამუშავებულ თამაშში არის ეგეთი მექანიკა. აი ძველ ციხესიმაგრეში რომ მიხვიდე და ხელუხლებელი როა, და იმენა რომ ჩაგაცვამენ იქაურ ტანსაცმელს და ისე შეგიშვებენ შიგნით, ტელეფონები რომ აკრძალულია და თანამედროვე ლაპარაკი. რაღაც ეპიკური მუზეუმში რომ გაიჩითები და იკარგები ატმოსფეროში და უცებ სნიკერსის და პეპსის ბუტკა რომ გაეძრობა შიგნით ნეონის ნიშნებით და შორტებიანი მსუქანი ამერიკელი ტურისტები რო არიან მიმსკდარი ჯოგად. ეგეთი feel აქ. არ ეკადრება რა.
2. ველენი და ნოვიგრადი. ყველაზე ლამაზი და ატმოსფერული ადგილებია, მარა ასევე ყველაზე გამაღიზიანებელი ექპლორაცია ჩემთვის იყო აქ. ქვესტების განლაგებამ, სტუქტურამ და ბევრმა პატარა დეტალმა არ შემარგო Open World. იმის მაგივრად რომ სამყაროში ჩავფლობილიყავი მთლიანად, უფრო ტექნიკურად კარგად დამუშავებულ სიმულაციაში ვიყავი. რაღაც უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა თამაშის რუკასა და სიუჟეტს შორის. სიუჟეტში რომ ვიყავი ან ერთი პატარა ატმოსფერული ლოკაციის გარშემო ბოლომდე ვირგებდი ყველაფერს. მარა ეს რო მორჩებოდა და უბრალოდ სოფლიდან სოფელში ვმოძრაობდი 100%იანი შეგრძნება იყო რომ უბრალოდ თამაშია, და თამაშს ვთამაშობ. ვერანაირ კავშირს ვერ ვგრძონბი მასთან. ძირითადათ მივიდოდი სოფელში, ავკრიფავდი ქვესტებს და წავიდოდი. ბუტაფორიული ლოკაციად აღიქმებოდა. ეს შეგრძნება ქვრებოდა უფრო ველურ გარემოში რომ მიდიოდი და არსაიდან ულამაზესი ატმოსფეროს მომტანი ლოკაციები რო ჩნდებოდა. დიდ ველზე რომ ერთი სახლი იყო სანთლის შუქით განათებული. ძველ პაგანურ ქანდაკებას რომ მომლოცველები ყავდა. ერთი შეხედვით რენდომ ნანგრევში რომ ატმოსფერული ქვესტი დაგხვდებოდა. და მაგ ლოკაციაში ეგრე სუპერ ატმოსფერული მომენტიდან, 0 ატმოსფეროზე იცვლებოდა ჩემი ექსპერიენსი. სკელიგა უფრო შეკრული, თვითმყოფადი და სასიამოვნო გამოსაკვლევი იყო მარა ველენის სილამაზე და შარმი არ ქონდა.

მთლიანობაში როგორც ადრეც ავღნიშნე შედევრთან გვაქ საქმე, მარა აი პატარა დამუშავება უნდა რა. სამწუხაროა Enhanced Edition-ზე რომ არაა ნიუსები. ორივე წინა ვიჩერი მე Enhanced ვითამაშე და ყველაფერი იმდენად ჯიგრულად იყო შეკრული და დამუშავებული რომ ეგ მაკლია ახალში. მინდა რომ ისე ჩავეფლო ამ სამყაროში რომ არცერთმა უაზრო დეტალმა არ ამომაგდოს.

სურათებს საღამოს დავაშეარებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#9 » 28 Dec 2015 15:16

რასამბობ ბიჭო, ზუსტად ეგ მაინტერესებდა ეხა რაც ქენი. ბევრად უფრო შეავსო ეხა შენმა პოსტმა ყველაფერი და უფრო კარგად გამოკვეთა მინუსებიც და ღირსებებიც. სინუსის ფორმულა მაგრად მომეწონა, ზუსტად იგივე განწყობა იყო ჩემშიც და იმხელა ვარდნები იყო ერთიდან მეორე პოლუსზე რო როგროც ნამდვილ ცხოვრებას ისე განვიცდიდი, ან მიხაროდა ))) გულახდილი საუბრების თემის გამოყოფაც ძაან საჭირო იყო, ზუტად ეგ მომენტი გიქმნის პერსონაჟებისადმი სიყვარულს და სიცარიელეს, ენდინგის მერე. აი სლეიერა რო ამბობდა მომენატრებიანო. ხალხს "მეგობრები" ენატრება თამაშს რო ხურავენ :)) ყველა აქცენტი გამისწოტდა ერთი სიტყვით. ისეთი თამაშია რო პროსტა გჭირდება დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ამბათ მოყოლა და ეგ ყველაზე დიდი მიხწევაა. წელს თუ არა, მომავალში ბოლომდე დაუფასდებათ პოლონელებს ეს შრომა. ბევრი RPG გამოვა და მათ მიმოხილვეში ხშირად გაიხსენებენ გერალტ როჟე ერიკ დიუ ოტ-ბელგარსის http://i.imgur.com/6KnI2um.jpg

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#10 » 28 Dec 2015 22:20

დაპირებული სკრინშოტები
http://imgur.com/a/rWTAa

ესეც ნარჩევი
http://imgur.com/Nx3sbMj http://imgur.com/u82X46q http://imgur.com/ilBnvvf http://imgur.com/o4Cffsh http://imgur.com/CQnH9i0 http://imgur.com/0aoAGQj http://imgur.com/cO38Y6h http://imgur.com/ixNWNUx http://imgur.com/BQInKQi

► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#11 » 29 Dec 2015 01:34

ვამპირს რო აღვიძებ კუბოში (ტრეილერში რაც არი), ეგ მისია არ გამივლია...
ეხა გამახსენდა..

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#12 » 29 Dec 2015 09:26

ნოვიგრადის რომელიღაც შესასვლელის, მგონი შუა, კოშკში ქვემოთ არის კედელი გასანგრევი. მარა დიდი არაფერია 1 წუთიანი ქვესტია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#13 » 29 Dec 2015 10:00

არც მე მახსოვდა ეგ ქევსტი, ეხლა დავსერჩე ვნახე და მგონი არ გამიკეთებია არც მე. პირველ ეკიმარასთან შეხვედრას ჰქონდა ეფექტი, მასე შევედი იქაც ოღონდ სიბნელე იყო და ცეცხლებს ვანთებდი იგნით, მაგის მერე მერე ყველა ვამპირი ერთნაირი იყო და ვეღარ ვამუღამებდი, არადა ერთი 7 ქვესტია მგონი ვამპირებზე, "ჰმ... ეკიმარა..." ჩაილაპარაკებდა გერალტი და ეგრევე გავზეთავდი ნეკროფაგების წინააღმდეგ ხმალს და რობოტივით ვჩეხავდი. აი ქალის CGI ტრეილერი როა Alp-ის, ეგეთები უნდა ჩაესვათ მოუხდებოდა, პირველში იყვნენ არადა Alp-ები და Bruxa-ები.

ბარემ აქ დავწერ განვრცობასაც. Bestiary-ის ვადარებდი პირველთან, აქ კი არის ბევრი მონსტრი სახელებით რო დაითვალო, მარა როგორც სახეობები არ არის საკმარისი, ამ მასშტაბისთვის ცოტა მეჩვენა და ხშირად განმეორებადი, მწერები იყო მრავალფეროვანი და უნიკალური მონსტრები იძლეოდა მაგარ boost-ს immersion-ში ქვესტებს რომლებთანაც მიყავდი. თან ერთი სახეობის თუ რამეა ყველასთან ერთი მეთოდით იბრძვი და აქ მივხვდი რო ალბათ ეს უფრო იყო ჩემი პრობლემა რო ჩელენჯი და ინტერესი ნულდებოდა და მეზარებოდა ხოლმე ახლიდან იგივე არსების მოკვლა რისიც უკვე ყველაფერი ვიცოდი (სკინს რო უცვლი, ლეველს უმატებ და იგივე საბრძოლო მოძრაობებს უტოვებ MMO პრინციპით), სკელიგაზე გინება ავწიე საერთოდ წყლებზე რო ყველა კითხვის ნიშანს სირენები იცავდნენ და არბალეტით რო უნდა მეხოცა, Cliffracer-ებზე არ მიგინებია მაგდენი, იღადავეს თუ რა ქნეს ვერ მივხვდი )))). წიგნების გარდა ახალს ალბათ ვერ დაამატებდნენ არ ვიცი, მარა იგივე ზემოთ რაც ვთქვი მაგას დამატებული ზუგლი, მეორეში ნახსენები მანტიკორა რომელიც არ გამოჩნდა, კიკიმორეები, ვაძიანოიები და რაღაც სენტიპედები რო იყო პირველში დახატავდა ამას მაგრად, უფრო ინგლისურ გერმანული ცნობილი ფენტეზი მონსტრები დომინირებდა რუკაზე რასაც დავაკვირდი ვიდრე ფოლკლორულთან შეხამებული.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#14 » 29 Dec 2015 14:15

ეხა შევედი და დავითვალე. სპეციალურად გამოვყავი ერთი კონკრეტული ჯიშის ვარიაციები და გამოვაკელი. ანუ უნიკალური მონსტრი რაც თამაშში გხვდება არის 40 სახეობა. ვარიაციებით სადღაც 60 გამოდის (ამას პლიუს ვაილდ ჰანთის ტიპები და რათქმაუნდა მოწინააღმდეგე ადამიანების სახეობები). თან იმასაც გავიმეორებდი რო მსგავსი არსებები სხვაგან არცერთ თამაშში არ შეგხვდებათ, გარდა რამდენიმესი, მაგალითად მაქციის ვიზუალის. რავი აბა. არ ვამბობ რო 80 სახეობა უკეთესი არ იქნებოდათქო, მარა მინუსად ნამდვილად არ მივიჩნევ, პირიქით. პროსტა ვერ ვიხსენებ რომელ თამაშში მინახია ამ რაოდენობით ესეთი ორიგინალური ვიზუალის და აზარობრივი დატვირთვის მქონე, საინტერესო მონსტრები. ზომბების და მასკიანი ბედეს ტიპების ეპოქაში თან, სადაც ზომბი თუ დარბის ეგ უკვე დიდ მიხწევად ითვლება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#15 » 30 Dec 2015 00:50

► Show Spoiler


ამ ლისტს ვადგენდი, შეიძლება 1-2 მქონდეს გაპარული და კი სადღაც 45 სახეობა გამოდის რაც ნამდვილად არ არის ბევრი ამხელა რუკისთვის. Morrowind-ს ყავს თითქმის მაგდენივე და ბევრად პატარა რუკა აქვს, რაც სრულიად ყოფნის. ექსპანშენებს არ ვთვლი. Final Fantasy-ებიც გაბერილი იყო უცხო შესახედაობის მონსტებით (FF8 მაგალითად). ზოგადად Bestiary-ის სიდიდე არ არის მთავარი, დატოლება არ არის სწორი, უფრო სწორი რუკაზე განაწილებაზე მაქ აქცენტი, მოთამაშემდე სწორად მიტანა ისე რო ერთი და იგივე არ გაუმეორო ხშირად MMO პრინციპით. საინტერესო ქვესტზე რო მიდიხარ, ბოლომდე რო ხარ ჩართული და სერიოზულ საქმეს იძიებ (ჩემი ყველაზე საინტერესო ელემენტი) და Grave Hag რო იჩითება ან ეკიმარა ან ბასილისკი მეორედ და მეოთხედ ეს უკვე მინუსია ჩემთვის, აფუჭებს ქვესტს და მეტს მოვითხოვ ვიდრე უბრალო რუკის მონსტრს სხვა სახელით. პლუსი არის როცა იჩითება Morvudd (ის დიდი არსება როა სკელიგაზე), ან იშვიათი Fiend, ან ჩორტი თავისი მოკვლის მეთოდით, ან Hym (აჩრდილი რო იყო), ასეთი კონტრაქტების ნაკლებობაა, არადა ესაა კაკრაზ ფიშკა რაც წიხლით უნდა შემოეტენათ. მგონია რო ხელოვნურად დაასახლეს ერთი და იგივე მონსტრებით რუკა რო ცარიელი ადგილი არ დაეტოვებინათ და მერე სლეშერულად მახოცინეს ერთი სახეობები, ეს უკარგავს ცალკე აღებულ ლოკაციებს მისტიურობას, მზეზე ნანახი მონსტრი არ მინდა იყოს მიტოვებულ გამოქვაბულში მთავარი საფრთხე. დაჟე ოთხი კაცი რო დასვა 2 თვეში თავისუფლად შესაძლებელი მგონია მონსტრის გადაკეთება, მუვლისტის შეცვლა, ტექსტურის შეცვლა და საერთოდ ახალ ვარიაციად წარმოჩენა და ამისი გაჭირვება შანსი არ იყო ქონოდათ, მითუმეტეს ვიჩერის ლორიდან მონსტრების გამოყენება რო იყო შესაძლებელი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#16 » 30 Dec 2015 02:17

http://thewitcher3.wiki.fextralife.com/ ... d+Monsters აგერ შედი და დაითვალე რამდენი გამოდის. ეხა დავითვალე 83 და მაგის ნახევარი დავწერე, ანუ ვარიაციების გარეშე. და ამას ემატება ადამიანი მოწინააღმდეგეების სია. ვაფშე რა გინდა ვერ გავიგე წესიერათ. მარტო უნიკალური შეხვედრები გინდოდა მონსტრებთან როგორც მივხვდი, მარა MMO სად დაინახე არ ვიცი, იქ MMO არსად არაა. რომელია მსგავსი თამაში? შევადაროთ მონსტერბის ორიგინალურობა, მრავალფეროვნება და რუკის ზომის ერთიანობა, ბაზარი არაა. და თან მითუმეტეს FF იგროკი წერ მაგას რო ერთიდაიგივე მონსტერბს მაკლვლევინებენო, ეგეცი ღადაობაა. FF მონსტრებს არ ჩავეძიები, მარა რეალობიდან აღებული ელემენტებით შექმნილი არსებები, რომლებიც პირდაპირ ჩაშენებულია ადამიანის ყოველდღიურობაში ვფიქრობ რო შედევრალური ხედავაა თითონ ამ საკითხის.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#17 » 30 Dec 2015 03:37

პირველ ლეველზე რო Drowner-ს ხედავ და 10 ლეველზე Drowned Dead, 20-ზე Mucknixer, 30-ზე Vodnick და ოთხივე ერთნაირი მტერი როა ტექსტურის ცვლილებით მსგავსი რამე არ არის MMO-ებში? არ მომწონს მე ეგ მიდგომა და მითუმეტეს ვიჩერში.
მანდ მაქ დათვლილი და ერთნაირი პორტრეტი რასაც აქვთ ნახე თუ ერთნაირი მონსტრები არ არიან და ერთნაირი მეთოდით თუ არ გიწევს ბრძოლა. კატეგორიების მიხედვით კარგადაა ჩამოწერილი და ეგ ჩამოვწერე მაღლა, შეიძლება მაკლია რამე არ ვიცი.
FF-ზე რატოა ღადაობა, ხშირია უნიკალური დამუშავების მონსტრები რომელიც ძირითადი ნაწილი არ მეორდება, ფაქტია უბრალოდ ეგ ტექნიკური რომელიც ჩემ მოთხოვნებს ზრდის. შედარება არ არის ჩემი მოტივაცია, არც ის თუ რომელია უკეთესი. მიზანი ამ დათვლის იყო ის რო თამაშში ერთნაირი მონსტრების ხოცვა მღლიდა და მაინტერესებდა რა კატეგორიები იყო შექმნილი. მსგავსი რამის გამო არ მიყვარდა Lineage 2, დაბალ ლეველზე რასაც ნახულობდი მაღლებზეც მეორდებოდა ტექსტურა შეცვლილი და იმის გამო რო ამას უკეთესი დიზაინარი ყავს, მიდგომას ვერ გავაპრავებ.
ადამიანები, მგლები და დათვები ბევრგან არიან სხვადასხვა იარაღებით და ფერებით, ამათზე არ ვითხოვ არაფერ გამოყოფას, თავის საქმეს ასრულებენ როგორც სხვაგან.
რეალობიდან აღებული ელემენტებით შექმნილი არსებები არ ვიცი რა არის, ფოლკლორი და ფენტეზია უმეტესად და ბევრი ხატავს თავისებურ დიზაინს მაგ არსებების (რამდენიმეს გარდა რაც წიგნისაა). ხედვას და ჩაშენებას არ შევხებივარ. მონსტრების ორიგინალურობა არ ვიცი როგორ შევადარო და რატო უნდა ვქნა არც ეგ, მონსტრების დიზაინი რო დავაფასო? მაგას ისედაც ვაფასებ, სხვა თემაა საერთოდ ეს.

ჩემი კრიტიკა ეხება ამას:
1. ერთნაირი სახეობის მონსტრები გავს ერთმანეთს, იხოცება ერთი მეთოდით, არ მოითხოვს განსხვავებულ ტაქტიკას და არ საჭიროებს განსხვავებულ დაცვას (Hag-ის გარდა მგონი), რასაც მივყავარ იქამდე რო თამაშის დასაწყისში რეებსაც ვხოცავ თამაშის ბოლომდე მახოცინებენ სხვა სახელებით. პირველი გრიფონის მერე ყველა მასეთი მფრინავი მასე იქნევდა ფრთებს, ქონდა ჩარჯი, უნდა ჩამოგეგდო როცა გამოექანებოდა, რუტინულია ეს ჩემთვის და დამღლელი მითუმეტეს როცა პერსონაჟის განვიტარება ნელა ხდება და არ არის დიდი არჩევანი სხვადასხვა სკილებით იკაიფო და გაერთო.
2. იგივე მონსტრები ხშირად არის გამოყენებული კონტრაქტებში და არ მომწონს როცა დაკარგული ადამიანის ძებნაში, მიწისქვეშა ყწლის მღვიმეში ჭაობის დედაბერი დამხვდება სხვა სახელით, რომელიც უკვე ბევრჯერ მყავს მოკლული. კონტრაქტებში უნიკალური მონსტრები უნდა იყოს სხვანაირი და ბევრად საინტერესო როგორებიცაა Morvudd, Hym, Chort, ოთხი არსება სკელიგაზე.
3. ვიჩერის სამყაროდან გამოუყენებელი მონსტრები მეტ მრავალფეროვნებას შემოიტანდა მარა ეს არ გამორიცხავს პირველ და მეორე თემას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#18 » 30 Dec 2015 05:15

სიამოვნებით დაგიმინუსე პოსტი, იმიტო რო მაღალ ლეველზე სკინ შეცვლილი ტიპები მე უნიკალურ მონსტრებში არ მიმითვლია როცა რაოდენობა ვთქვი. და მაღალ ლეველებს რო სხვა სახელები ქვიათ და სხვა სკინი ადევთ, მაგაში ვერაფრით ვერ ვხედავ მინუსს. და ალტერნატივა მაინტერესებს. ვაფშე აღარ უნდა იყოს აბა მაღალ ლეველზე იგივე დრაუნერი, თუ იგივე ვიდით უნდა იყოს ....
მანდ მაქ დათვლილი და ერთნაირი პორტრეტი რასაც აქვთ ნახე თუ ერთნაირი მონსტრები არ არიან და ერთნაირი მეთოდით თუ არ გიწევს ბრძოლა. კატეგორიების მიხედვით კარგადაა ჩამოწერილი და ეგ ჩამოვწერე მაღლა, შეიძლება მაკლია რამე არ ვიცი.

ჩემ ნაწერს ვერ ხედავ ხო? დაგიწერე უნიკალურები რამდენიათქო და რაც მეორდება არ მივაწერეთქო. ხო გარკვევით წერია? ეხა იგივეს რატო მიმეორებ ვერ გავიგე.
სპეციალურად გამოვყავი ერთი კონკრეტული ჯიშის ვარიაციები და გამოვაკელი. ანუ უნიკალური მონსტრი რაც თამაშში გხვდება არის 40 სახეობა.

FF-ზე რატოა ღადაობა, ხშირია უნიკალური დამუშავების მონსტრები რომელიც ძირითადი ნაწილი არ მეორდება, ფაქტია უბრალოდ ეგ ტექნიკური რომელიც ჩემ მოთხოვნებს ზრდის. შედარება არ არის ჩემი მოტივაცია, არც ის თუ რომელია უკეთესი. მიზანი ამ დათვლის იყო ის რო თამაშში ერთნაირი მონსტრების ხოცვა მღლიდა და მაინტერესებდა რა კატეგორიები იყო შექმნილი. მსგავსი რამის გამო არ მიყვარდა Lineage 2, დაბალ ლეველზე რასაც ნახულობდი მაღლებზეც მეორდებოდა ტექსტურა შეცვლილი და იმის გამო რო ამას უკეთესი დიზაინარი ყავს, მიდგომას ვერ გავაპრავებ.

FF არ მეორდება ანუ მონსტები. გასაგებია. და ძალიან მაგარი მონსტრებია იმენა შინაარსობრივად. კაკტუსი მომწონს მე მეშვიდესი განსაკუთრებით. და ანუ Lineage 2 გავს ვიჩერის სამყარო მონსტრების პონტში. კაი ბაზარი არაა. ლაინეიჯიდანაა ინსპირირებული ვიჩერი მგონი ვაფშე.

რეალობიდან აღებული ელემენტებით შექმნილი არსებები არ ვიცი რა არის, ფოლკლორი და ფენტეზია უმეტესად და ბევრი ხატავს თავისებურ დიზაინს მაგ არსებების (რამდენიმეს გარდა რაც წიგნისაა).

შენ არ იცი? რა პრობლემაა? მე ვიცი
მომწონს მათი შექმნის იდეა, ანუ მონსტრი წარმოდგენილია ადამიანის რაღაც დაავადების მაგივრად. აი მაგალითად აღებულია შიზოფრენია და თამაშში ვხვდებით გარკვეული მონსტრის სახით, რომელიც სახლდება ადამიანში და ხმის მეშვეობით ეუბნება რა უნდა ქნას. მისი განდევნა ძალიან რთულია და მხოლოდ მოტყუებით შეილება.
ხედვას და ჩაშენებას არ შევხებივარ. მონსტრების ორიგინალურობა არ ვიცი როგორ შევადარო და რატო უნდა ვქნა არც ეგ, მონსტრების დიზაინი რო დავაფასო? მაგას ისედაც ვაფასებ, სხვა თემაა საერთოდ ეს.

რა გინდა ვერ გავიგე? არ მოგწონს რო სხვადასხვა ლეველზე იგივე მონსტრები სხვადასხვა სახელებით და სკინებთ არიან? შენი გადაწყვეტა რა იქნებოდა აბა.

კი უფრო მეტი სახეობის მონსტრი რო იყოს მეც გამისწორდებოდა, მარა რაც არი ჩემთვის ისიც საკმარისია, საკმარისი კი არა თან ერთერთი ფაქტორია თამაშისადმი სიმპატიის და ვხვდები რო მეტის გაკეთების სავარაუდოთ რესურსი არარ ქონდათ უბრალოდ. მრავალფეროვნება და შინაარსობრივი დატვირთვა რაც მონსტრებში ვნახე, მე არ მახსოვს არსად ამ კუთხის, ეს დონე. დარკსოულში მაგარი ბექგრაუნდია მონსტრებზე, მარა აქ სხვა პერსპექტივაა, იმიტო რო უფრო რეალური ზღაპრებიდან არი შთაგონებული. გეიმფლეი ჩელენჯი არააქთქო ეგ ვთქვი მეც მემგონი ხო? უფრო რთული უნდა იყოს, უფრო დასამახსოვრებელს გახდიდა. მარა ლაინეიჯთან შედარება ცოტა ტეხავს რა.

1. ერთნაირი სახეობის მონსტრები გავს ერთმანეთს, იხოცება ერთი მეთოდით, არ მოითხოვს განსხვავებულ ტაქტიკას და არ საჭიროებს განსხვავებულ დაცვას (Hag-ის გარდა მგონი), რასაც მივყავარ იქამდე რო თამაშის დასაწყისში რეებსაც ვხოცავ თამაშის ბოლომდე მახოცინებენ სხვა სახელებით. პირველი გრიფონის მერე ყველა მასეთი მფრინავი მასე იქნევდა ფრთებს, ქონდა ჩარჯი, უნდა ჩამოგეგდო როცა გამოექანებოდა, რუტინულია ეს ჩემთვის და დამღლელი მითუმეტეს როცა პერსონაჟის განვიტარება ნელა ხდება და არ არის დიდი არჩევანი სხვადასხვა სკილებით იკაიფო და გაერთო.

ეს არი ინსექტოიდების სახეობა, რომელშიც შედის 6 სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული ჯიში http://thewitcher3.wiki.fextralife.com/Insectoids და ამაზე მეტად რო განსხვავდებოდნენ ერთი სახეობები ერთმანეთისგან მოდი მანახე მაშინ სად არი. ნეკროფაგები 16 სახეობა, აქედან ერთის 4 ვარიაცაია, ორის 3 ვარიაცაია, ორის 2 ვარიაცაია. სპექტრები 8 სახეობის სულია გარდაცვლილი ქალის და რვავეში იყო სხვაობა. მფრინავებშიც იყო საკმაოდ დიდი სხვაობა ვიზუალშიც და სირთულეშიც. ყველაზე ეპიკი იყო რელიქტების სახეობა. მარა ინტერესის პონტში ყველა საინტერესოა.
ყველასთან სხვადასხვა საინებს ვხმარობდი და რეალურად ამარტივებდა საქმეს. როხა ტერმინატორი გავხდი, მერა გაქრა ჩელენჯი, და ჩელენჯზე ვილაპარაკე, მარა საინებს მაინც შესაბამისს ვხმარობ ეხაც.
2. იგივე მონსტრები ხშირად არის გამოყენებული კონტრაქტებში და არ მომწონს როცა დაკარგული ადამიანის ძებნაში, მიწისქვეშა ყწლის მღვიმეში ჭაობის დედაბერი დამხვდება სხვა სახელით, რომელიც უკვე ბევრჯერ მყავს მოკლული. კონტრაქტებში უნიკალური მონსტრები უნდა იყოს სხვანაირი და ბევრად საინტერესო როგორებიცაა Morvudd, Hym, Chort, ოთხი არსება სკელიგაზე.

28 კონტრაქტია, რომელშიც არიან უნიკალური მონსტრები, მაგრამ ყველა არა. ბოდიში თუ 28 სრულიად უნიკალური ბოსი ვერ დაგისვეს იმ მრავალფეროვნებაზე რაც ზოგადად დევს თამაშში :) 28 ჯაიანთივით ტიპი გინდოდა ანუ, გემოვნება კაი გაქ ))
3. ვიჩერის სამყაროდან გამოუყენებელი მონსტრები მეტ მრავალფეროვნებას შემოიტანდა მარა ეს არ გამორიცხავს პირველ და მეორე თემას.

სიამოვნებით ვნახავდი ამათ მეც. მარა ეხა დამატება დავიწყე და უკვე უცხო მონსტრები შემხვდენენ. მგონი მაგისთვისააქვთ გადანახული. ვნახოთ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#19 » 30 Dec 2015 09:12

მიწერია მარა არ ხედავ, მუვლისტი შეეცვალათთქო, ერთნაირი მეთოდით ნუ დამახოცინებდნენთქო. მე მეპრობლემება ეგ ასეთი თამაშისთვის.
FF-ს შინაარსობრივ მონსტრებზე არ ამომიღია ხმა და არ შემიდარებია მარა მაინც მაგეთ მიგყავს, ჩემთვის უაზრობაა მაგათი შედარება მაგ ჭრილში იმიტო რო უნდა ვილაპარაკო ვიზუალურ, ესთეტიურ და კულტურულ სხვაობებზე და ინსპირაციებზე რასაც ახალს ვერ მოვიგონებ. მე დავწერე ეგ ფაქტად რო არის ნაწვალები და სხვადასხვა მოდელი შექმნილი და როგორი მოდელია მაგას არ ვეხები/არ ვადარებ.
ეგ ჩრდილის მონსტრი რაცაა მეც მომწონს კი და მასეთი რაღაც არის ცოტა. ეგაც ფოლკლორული მიდგომაა როცა ოჯახში ვინმეს რამე სჭირდა და ხალხს სჯეროდა რო რაიმე არსების ზეგავლენა იყო ხოლმე. ზუსტად ასეთ დონეს რო დებ მაგიტო მოგეთხოვება მეტი, თორე დღეს მონსტრების შექმნა და თამაშში შეტანა არ წარმოადგენს დეველოპერების პრობლემას, მთავარია განაწილება და ტექნიკურად მეც მაინტერესებს როგორ უნდა ქნა, რისთვისაც მჭირდება სხვადასხვა ვარიანტის შემოთავაზება და განხილვა + ჯანსაღი კრიტიკა. შენ შეიძლება გაკმაყოფილებს და მე უკეთესი ვარიანტი მინდა იმიტო რო დამღალა და რატო დამღალა მაგას ვუძებნი ახსნას და ვცდილობ არგუმენტად გამოვიყენო.
ლაინეიჯთან შედარებაზე ამბობ იმას რაც არ მითქვამს. ჩემი გადაწყვეტა იქნებოდა მონსტრის გართულება, სტატუს ეფექტებით, რეზისტებით, უფრო საშიშის გახდა და არა HP გაზრდა და მაღალი ლეველის მიწერა. ცუდი რეიდ ბოსის პრინციპია ეს.
ინსექტოიდებზე მაღლაც მიწერია მრვალფეროვანი როა.
შვიდნაირი ნეკროფაგი გამოდის რომლებიც იბრძვიან და კვდებიან ერთნაირად. ასე თუა 83 კიბატონო.
Drowner, Drowned Dead, Mucknixer, Vodnick ესენი ერთნაირებია.
Rotfiend და Devourer ერთნაირები რო ფეთქდებიან ბოლოს.
Foglet, Tangalore ეს ორიც იმ ნისლიც მონსტრია ერთი და იგივე მეთოდით მოსაკლავი
Bilge Hag, Water Hag ესენი წყალს ისვრიან, Grave Hag ეს ენას, დანარჩენით იგივე Hag-ია.
Ghoul ეს მარტოა თავის პონტში
Alghoul ესაც
Wraith-ებში განსხვავება ძალან მიზერულია, ირდენი, როლი და გაჩეხე, მეტი არაფერი არ უნდა.
28 კონტარქტში სულ გიგანტები არ მინდოდა, მე არ მინდოდა ამ რუკის მონსტრების ბოსებად გამოყვანა დიდი HP და DMG ხარჯზე. იგივე რელიქტების უმეტესობა არის ქვესტ მონსტრები და ეგ არის კაკრაზ ყველაზე მაგარი რამე.

დამატებებისთვის თუ გადაინახავენ რა ჯობია მაგას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#20 » 30 Dec 2015 09:56

ვიჩერის ნაირი მონსტრის დაკონცეპტებიდან ანიმირებამდე(research, concept, highpoly, lowpoly, texture, rigging, animation, engine setup, prototype, polish & iteration) შეიძლება 5 კვირა წავიდეს როგორც არაფერი. ასე რომ ეგრე მარტივად ნუ მიუდგებით. ეგეთი უნიკალური ვიდის მოფიქრება არაა მარტივი საქმე, wow-ის მონსტრის გადახატვა არაა.

კონტრაქტებს რაც შეეხება. მე მომეწონა ის ფაქტი რომ სხვადასხვა სოფლებში ერთნაირი პრობლემები ქონდათ. ანუ ვთქვათ ერთი და იგივე მონსტრი აწუხებდათ. ეგ რაღაცნაირად რეალისტურს ხდიდა ამ მონსტრების არსებობას უფრო მაღალ დონეზე. აი სკაირიმში რის გამოც მომწონს გენერირებული ერთი შეხედვით რუტინული ქვესტები წიპა ამ სოფელს ბანდიტები აწუხებენ უშველე. იგივე მომენტია, ყოველდღიურ საფრთხეს ხდის იმ სამყაროსი და აცოცხლებს დინამიკას.

მრავალფეროვნებაც არ დამაკლდა მონტრების, მაგრამ სლეირს ვეთანხმები იმაში რომ რუკაზე განაწილება მაგათი არ იყო კარგი. აი რაღაც სუპერ გრიფინს რო მოკლავ და მერე ედონში იგივე drowner-გკლავს იმიტომ რომ 40 ლეველი აწერია ციფრად ეგ არ ასწორებს. სწორი განვითარება იქნებოდა მაგ კუთხით რომ ლეველის შეზღუდვა ქონდეთ, მაგალითად Drowner იყოს მარტო 1~16 ლეველის, და მერე სხვა არსებები დონიმირებდნენ. სკინები იმდენად არაა აქ პრობლემა, Skyrim-შიც არის გადასკინული Draugh ების არმია იდიოტური სახელებით, პრობლემაა გეიმპლეი. ძაან ბევრ მონსტრზე იმის მიუხედავათ რომ შეტევის ანიმაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, პრინციპი საერთო აქ. Quen/Dodge/Attack და იგივე მომენტი ეძრობა რაც Batman-ს ჭირს, რომ რაღაც დონეზე დამუღამების მერე რამდენიმე მარტივი ხრიკით ყველას კლავ.

ასევე MMO-ური რაც მომეჩვენა იყო რომ მტრები იყვნენ ჯგუფებად დასმული რუკაზე. რაც ბევრ თამაშშია თუნდაც იგივე skyrim-შიც ბევრი მონსტრი პროსტა დგას. მაგრამ არ ვიცი შეიძლება სამყაროს რეალისტურობის ფონზე უკვე ცუდათ მომხვდა ეგ თვალში.

ასევე ვისურვებდი მაგ კუთხით რომ შეექმნათ სიტუაციები, სადაც რამდენიმე სხავადასხვა ტიპის მონტრს ებრძვი. ბევრად გაამრავალფეროვნებდა მიდგომას და სადაც გამოიყენეს ეგ მოხდა კიდეც. ლეშიი-ზე იყო მგონი სხვა მონსტრებისგან რო იცავ თავს და ლეშისაც ებრძვი. ეგრე მგლები ან Drowner-ები რომ გიტევდნენ ბევრი და ამ დროს გრიფინიც დაგადგეს უკვე საინტერესო ტაქტიკა შემოვა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 150 guests


cron