ზოგადად ბევრი სტატიამაქ ნათარგმნი, ძალიან ბევრი, მაგრამ პირადად ჩემით დაწერას იშვიათად ვრისკავ ხოლმე. მინდა რო ნელნელა გავიზადო საკუთარი ნააზრების თავმოყრის ამბავში და ვფიქრობ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელათ ჩემი თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთაბეჭდავი გამოცდილება ზუსტად შესაფერისი კანდიდატია. ფორმატი Blankbanshee666 მინდა დავესესხო და სტატიას დავარქვა შთაბეჭდილებები. და დამიჯერეთ შთაბეჭდილებები ძალიან ბევრია, ხოლო განხილვის საკითხი The Witcher 3: Wild Hunt.
თხრობა ორ ძირითად ელემენტზე იქნება დაფუძვნებული. პირველი ეს არი ნოუთები, რასაც თამაშის პროცესისას ვაკეთებდი და მეორე ეს არი სქრინები რომლებსაც ვიღებდი. ასევე რათქმაუნდა იქნება საერთო შეჯამება. მასალა ბევრი მაქ, მაგრამ შევეცდები გავაერთიანო და მხოლოდ მნიშვნელოვანზე და საუკეთესოზე შევაჩერო ყურადღება. ხო და რაც მთავარია. სპოილერს სადაც ექნება ადგილი სიტყვიერათ შეგახსენებთ, მაგაზე არ ინერვიულოთ. ზოგადად კი მიზანია უბრალოდ მოტივაცია მოგცეთ, მინდა რო ერთგვარი ამბის ფორმით მოგაწოდოთ და სანამ თამაშს დაიწყებთ, წარმოსახვაში დააკავშიროთ ეს ცალკეული დეტალები ერთმანეთს. ხოლო თუ უკვე ნათამაშებიგავთ, თქვენი გამოცდილების ჩემებურ ხედვას გთავაზობთ.
თამაში, 2015 წლის 26 დეკემბრიდან თუ გადავთვლი, ზუსტად 8 თვის წინ დავიწყე, და ჯერ ცუდათ ნუ გახდებით, მაგდენი დრო არ დაგჭირდებათ. მე უბრალოდ რაღაც საერთოდ არა გეიმინგული პერიოდი მომიწია და სადღაც ნოვიგრადთან შესვლის თანავე გავანებე თავი. თან ნოვიგრადამდე და ნოვიგრადის შემდეგ, თამაში რადიკალურად იცვლება. მანამდე არის ძალიან სიმპატიური RPG, სადაც წითელი ბარონი თითქოს გახვედრებს რა იქნება შემდეგ და შემდეგ ჩნდება მონეტის მეორე მხარე, თამაში იქცევა ინტრიგებით სავსე, დაძაბულ, პოლიტიკურ, შუასაუკუნეების სიმულატორად. თან ამას დიქსტრასთან პირველივე შეხვედრის დროს გრძნობ და ამ ფსიქოლოგიურ წნეხს პირდაპირ პროპორციულად ამძაფრებს ნოვიგრადის ზომები, უზარმაზარია თავიდან (მარა ბოლოს 5 თითივთ ვიცოდი, რაც დასაწყისში საერთოდ ვერ წამომედგინა). ეს იმხელა გამოცდაა ბევრისთვის რო ხალხი თავს ანებებს. და კი, მართლა ისეთი თამაშია რომელსაც ბევრი ვერ გაუძლებს, რადგან სპონტანურად, ანუ უაზრო დიზაინერული გადაწყვეტილებების გამო გამოწვეულ დისკომფორტებს, მომენტებში ემატება განგებ შექმნილი დისკომფორტები, მაგრამ პირველისგან განსხვავებით, მეორე ძალიან ხვეწავს RPG შემადგენელს და თუ რატო ეხა მოგახსენებთ.
არი სიტუაციები როცა სიუჟეტურად უბრალოდ ჰაერში კიდიხარ და აზზე არ ხარ შემდეგ 10 წუთში რა მოხდება. იცი რო 36 ვარიანტია ენდინგის და გრძნობ, რომ ყველა ნათქვამი სიტყვა მთელ თამაშზე გადის. დიალოგების სიღრმე და ზოგადი ხარისხი, ისეთი კუთხეებით გაფიქრებს და ისეთი ანალიზების კეთებას გაიძულებს, რომ თამაშის დახურვის შემდეგ რეალურად გრძნობ, რომ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღე, როგორც ვთქვათ რაიმე ფასეული რომანის წაკითვის შემდეგ. გამოცდილების ფასეულობა იზდრება, როცა ხვდები, რომ თამაში სპეციალურად გასწავლის რაღაც დისკომფორტების ატანას და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას.
არი მომენტები, როდესაც რაღაც სერიოზულ საქმეზე მიდიხარ და არ იცი ვინ მოგყვება დავალებაზე, რომელზეც მარტო შენი კი არა, მთლიანად შენი სამეგობრო წრის ბედია დამოკიდებული. არ იცი. რისკავ, ნერვიულობ, ფიქრობ და რაცმთავარია თუ რამე არ მოგეწონება იმ წამსვე ტვირთავ და შენთვის უფრო მისაღებ ვარიანტს მიყვები. ამ დროს კი სცენარისტები მოდიან და თვალწინ გიმსხვრევენ კლიშეებს, არჩევანის უკან ისეთ შედეგს გიდებენ, რომ ავტომატურად ჩერდები, ფიქრდები, ხანდახან შეილეაბა თამაშიდან გამოსვლაც კი მოგინდეს, რომ უბრალოდ უფრო კარგად გაანალიზო მიმდინარე მოვლენები და მერე დაუბრუდე გასვლის პროცესს. ყველგან მორალია, მაგრამ ისეთი სახით, როგორითაც ცხოვრებაში მოდის და არა ჰოლივუდურ ფილმებში. ეს მომენტი კი დამიჯერეთ ძალიან უნიკალური რამეა.
თავბრუდამხვევი ინტრიგებით შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო, მაშინ ხდება, როდესაც ხელოვნურ დისკომფორტებს და სცენარისტების ხრიკებს, თამაშის მცირე, მარა ამ სიმცირის გამო სასტიკად ნერვების მომშლელი მინუსები ემატება.
აი ელემენტარული ქვესთ ლოგი... შედიხარ. სიტყვაზე გაქ 25 ქვესთი, ეს ქვესთები განაწილებულია ცალკე სექციებში და თუ გაინტერესებს რომელი სად მდებარეობს, უნდა მონიშნო... გადახვიდე რუკაზე... დაზუმო რუკა.... ტაბით მიიყვანო იმ წერტილას სადაც დავალებაა და ეს აკეთებ 25 მისიაზე (მისია და რუკა ერთად რო ყოფილიყო იქნებოდა ფანტასტიური, მარა არა), პროსტა მთავარი ღადაობა ეგ არ არი. მთავარი ღადაობა ისაა რო 6-7 ქვესთის, მონიშვნა, გადართვა, გადმორთვის მერე თანმიმდევრობა გერევა ქვესთების, იმიტო რო რომელსაც ხსნი ის ზევით ამოდის და ბოლოს რა გამოდის? გამოდის რო ყველა ქვესთის სახელი ზეპირად უნდა ისწავლო. რაც განდომებს რო ერთი უხეში მოძრაობით გამოიძრო პირში მოხვედრილი ისარი რომელიც ამ გენიალურმა ინტერფეისმა გიბოძა, ან უბრალოდ მაგიდაზე დანით ამოწერო სახელები, რო შემთხვევთ ერთიდაიგივე არ გაგეხსნას. და რა უნდა ამის გამოსწორებას? პროსტა ქვესთს რო დააჭერ, ზევით არ უნდა ადიოდეს და ადგილზე რჩებოდეს, მორჩა ! ან რათ მინდა პირველი ლეველის ხმლის რეცეფტი 35 lvl-ზე, როცა ციკლოპი რო მხედავს შიშისგან ორ თვალს ხუჭავს და ისე გარბის? არავინ არ იცის, და ალბათ ძაან ძნელი იყო იმის გაკეთება რო დაბალი ლეველის რეცეფტებს უხილავს ხდიდე, რამე ღილაკით.
მთავარი პრობლემაც ზუსტად ეს არი, რო თამაშს მინუსები არი მარტო ესეთი, რამდენიმე სრული სირობა, რომლების არსებობა იმდენად არაბუნებრივია ამ კალიბრის პროექტში რო პროსტა იწყენ
https://coub.com/view/4p6uf. აი რა უნდა იმის გაკეთებას, რომ ლოადინგის დროს ლუტიკის მონოტონური ლაპარაკი შიზოფრენიულ შეტევაში არ გადაიზარდოს, და ერთი ღილაკის დაჭერით, უბრალოდ შავ ლოადინგ სქრინზე გადადიოდე? ... ანუ მე კიდე კლავიატურიდან უწევდი ხმას, რო გადამდგა ჭკუიდან, მარა ვინც მაგას ყველა ლოადინგის დროს უსმინა, აი ის ხალხი მართლა მეცოდება.
და რათქმაუნდა დეველოპერების გუნდში შეპარული
რიდლერი, რომელზეც ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ზოგადად, პირველიდან მოყოლებული დეველოპერებს აქვთ ძალიან ჯიგრული წარმოდგენა საიდ მისიებზე, რასაც მე ვიჩერზე ლაპარაკის დროს ყოველთვის აღვნიშნავ და მესამეშიც შესაბამისად ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი მთავალი მოლოდინი. მიზეზი მარტივია, ანუ ტიპები იღებენ თავიანთი, ან სხვა კულტურის პატარა ზღაპრებს, ან ამბებს და ამას თამაშის ინტერპრეტაციით გაწვდიან საიდების სახით, რაც ერთგვარ ჯადოსნურ ატმოსფეროს უქმნის სამყაროს. აი დაახლოებით რამე ქართულ ნაწარმოებზე შექმნილ თამაშში უცებ რომელიმე ეზოში ნაცარქექიას რო ხვდები, ცოტახანში კიდე ლუარსაბ თათქარიძეს სახლს რო ამოიცნობ
http://imgur.com/KYw9VXa.
ეგეთ მომენტში ხვდები ზოგადად თამაშების რეალურ პოტენციალს, თუ რამხელა და როგორი საინტერესო კონტენტის დატევა შეუძლიათ. მესამეში ეს ყველაფერი უკვე ისეთ მაღალ დონეზეა აყვანილი, რომ საიდ მისიას როგორც ესეთს ვერ გრძნობ. ანუ დამუშავების დონით არის მთავარი სიუჟეტური ხაზის იდენტური და არ იგრძნობა როგორც რაღაც სხვა, უმნიშვნელო, და მითუმეტეს გამოსატოვებელი კონტენტი (აი მაგალთად ერთი საიდი: ეს არი ერთერთ საგანძურზე დადებული დამცავი სპელის დროს, მონსტრის მაგივრად, შეცდომით გაჩენილი ტიპი
http://imgur.com/nQX8dIl , პროსტა დეტალი, მარა რამდენიმე წუთი ვიცინე). გამოძიების მისიები თავისუფლად დაუდგება ბეტმენის დედექტივის რეჟიმს. განძზე ნადირობა კი ერთადერთი მომენტია, როცა სამყაროს სილამაზეზე უშუალოდ გიწევს დაკვირვება (იმიტო რო განძი მუდამ დამალულია და ეძებ).
მაგრამ ამ უხვ ნიჭიერებაში მოხვედრილს, გვხვდება ერთი ფაქტორი, რომელიც სერიოზულად უგდებს მოცემულ ეპიკურობას ფასს. სავარაუდოთ თამაშის დეველოპმენტის ბოლოსკენ, გუნდის წინ დადგა სამყაროს ინტერაქტიულობის სახითხი. და არვიცი დროის უქონლობის გამო, თუ უბრალოდ ვისაც ეს თემა ებარა ის იყო რეგვენი, ან ორივე ერთად. მარა რატომღაც გადაწყდა რო ყველა ინტერესის მქონე ადგილი რუკაზე ყოფილიყო მონიშნული. რითიც ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი დაზიანდა - მოთამაშეს გაუჩნდა ძალიან დამღლელი რუტინა, რომლის კეთებაც თამაშის არცერთ რეალურად მნიშვნელოვან ფაქტორზე არ აისახება, ანუ არაფერს არ ცვლის რეალურად გახსნი თუ არა ამ კითხვის ნიშანს. ამით დამატებიტი რესურსის გარდა არაფერი გეძლევა, ეს რესურსი კი ბოლოს იმდენი გროვდება, რომ თავისუფლად მოამარაგებ ორ სახელმწიფოს რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ მთავარი მოტივი იგივეა რითიც დავიწყე... ეს პრობლემაც ძალიან მარტივი მოსაგვარებელია, უბრალოდ უნდა გათიშო კითხვის ნიშნები, რითიც ძალიან ბევრს მოიგებ და ძალიან დიდ დროს დაზოგავ.
მე უბრალოდ ის მიტყდება რო, ამ ინტერესის ადგილების მონიშვნის მაგივრად, რამდენიმე სახის, ზოგადი შესაგროვებელი ნივთები რო დაემატებითნათ, რომლებშიც ვთქვათ წიგნიდან მოტანილი პრეისტორია ეწერებოდა, იქნებოდა უადვილესი გასაკეთებლად და თამაშის სამყაროს გამოკვლევას დამატებით აზრს მისცემდა. ხოლო გათიშული ინტერესის წერტილების შემთხვევით აღმოჩენა, ამ ყველაფერს კიდე უფრო კულტურულად შეკრავდა.
ნახეთ რამდენი ვილაპარაკე მინუსებზე, რომლების გადაწყვეტაც უმარტივესად შეიძლება. ამ ყველაფრის მორალი კი ესეთია - თუ ჯერ არ გითამაშია თამაში, შედი მოდების საიტზე, გათიშე ლუტიკის ხმა ლოუდინგებში, გათიშე კითხვის ნიშნები და ჩათვალე რო არც არასდროს არსებულა. ვსო. შენ ამით იღებ შედევრს რომელსაც უკვე შეგიძლია მთელი გულით შეექცე.
ეხლა კი ნელნელა უფრო Fან ნაწილზე უნდა გადავიდე და ჩემი თავგადასავლის დროს გადაღებული სურათები და მათთან დაკავშირებული დეტალები მოვყვე. იმიტო რო თვითონ სურათს რისი გადმოცემაც შეულია, ამ თამაშს ყველაფერი აქვს, იქნება ეს ბუნების ფენომენალური სილამაზე, საინტერესო პერსონაჟები, მონსტრები, თუ სხვა.
მარა სქრინებში იმაზება ერთი პატარა დეტალი. ბუნება ისეა გაკეთებული, რო მუდმივად ყველაფერი მოძრაობს, რაც დაუვიწყარი სილამაზის შეგრძნებას ქმნის. სქრინებზე კი რათქმაუნდა ეს "მოუშენ" მომენტი არ ჩანს, მაგრამ ზოგადად სილამაზის განჭვრეტა მაინც არაა რთული
http://i.imgur.com/3RX2IgJ.png.
თან მთელი თამაშის განმავლობაში, მახსოვს, თამაშის თემაშიც ვლაპარაკობდი ამაზე. ძალიან იშვიათად ვსარგებლობდი ბატონი პლატვის სერვისით, და მაქსიმალურად დავდიოდი ფეხით. არა იმიტო, არა რო ჯამრთელობისთვისაა კაი, პროსტა ბუნებამ ჩემში ნამდვილი ნატურალისტის მუღამი გააცოცხლა, პარალელურად კი იმას მივხვდი, რომ ზომების გამო ყველაფრის დაზეპირებას და დეტალურად შესწავლას ვერ მოვახერხებდი, ისე როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდი სხვა Open World თამაშებში. მაგრამ სანერვიულო არც ეს არ აღმოჩნდა, კონტენტი იმდენია, რო ბოლოს უკვე გეხსნება ეს კომპლექსი და ხვდები რო კარგად იჯერე ყველაფრით გული. ეს კი ნახსენები სიარულის და ტკბობის დროს გადაღებული კადრები:
http://imgur.com/pMar1mD http://imgur.com/kCCgqQJ http://imgur.com/eZrwAhJ http://i.imgur.com/OihdWxW.png http://imgur.com/OVg6GxVსაერთოდ რამე open world-ს რო ვთამაშობ, დღე და შედარებით კარგ ამინში მოღვაწეობა უფრო მხიბლავს, მარა აქ იმდენად ატმოსფერული იყო ღამე და უამინდობა, რო თითქმის მთელი თამაში მსგავს პირობებში გავატარე:
http://imgur.com/tvtQRUL http://i.imgur.com/bfWWt4T.pngიცვლება ლოკაციები და მათთან ერთად ხედებიც:
http://imgur.com/nHKg4Ma http://imgur.com/C4KBwdJ http://imgur.com/mELfeQj http://imgur.com/oS5UzZoრაღაცნაირად, ეფექტურად გადავედი ლეველზე
http://i.imgur.com/DBl1wA6.pngკონტრაბანდისტების ბოჩკების ძებნის და სუციდის სურვილის დაძლევის პროცესში, დავიწყე დაუსახლებელ კუნძულებზე ხეტიალი
http://imgur.com/0C3Vmzt. ერთერთ მათგანზე კი, უცებ ხეებიდან გამოსულს ესეთი სურათი დამხვდა
http://i.imgur.com/8hqhfqk.pngზოგადი ლოგიკა: რამე საინტერესო ობიექტს თუ ხედავ, შეგილია წყნარად იყო, იქ რაღაც უფრო საინტერესო აუცილებლად მოხდება:
http://imgur.com/WpNnPfR http://imgur.com/SkIVZnrფეხით სიარულის მიზეზი
http://imgur.com/xerB5Rmკიდევ ერთი მომენტი, რაც თამაშს უნიკალურობას მატებს, არი ერთგვარი "ინსტალაციები". ადგილები, სადაც ობიექტების და მოქმედი გმირების მეშვეობით, შექმნილია სხვადასხვა, იმ დროისთვის სახასიათო კომპიზიციები. ესეთი მომენტი უამრავია, ეს კი რამდენიმე რაც მე დავაფიქსირე:
http://imgur.com/QR5EHxZ http://imgur.com/KKKIbeJ http://i.imgur.com/FUSJw7y.png Tyrion Lannister-თან შეხვედრისას უცებ გამახსენდა რო მეხუთე სეზონის ყურება ძალიან მინდა
http://imgur.com/PtJfztoკაერ მორჰენი
http://imgur.com/2uHBLrm ღამეა, რთული შეკვეთიდან ვბრუნდები, ცბიერ ვაჭარს კონტრაქტით დაკისრებული ფული უნდა გამოვართვა და თუ არ მომცა ვაპირებ რო თითები მოვაჭრა. და უცებ სიბნელეში, შუა ყანაში, მეჩითება ორი მცველი და არჯიმანიებს აკეთებენ
http://i.imgur.com/254K17C.png ცოტა ჩამაფიქრა მომენტმა. ეს მოვლენა რამდენჯერმე შემხვდა კიდე, მარა რისი მესიჯია ვერ მივხვდი ბოლომდე. უბრალოდ გახურების მცდელობაა ალბათ, მარა ეს ორი სიბნელეში და ყანაში ისეთ ვიდზე იყვნენ თითქოს რაღაც იცოდნენ და სხვებს არ ეუბნებოდნენ ))
ეს დაბაგული სირები არ ვიცი, მარა ზოგადად თამაშის იუმორს რაც შეეხება არის რამდენიმე განსაკუთრებული მომენტი რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. პირველი მათგანია დაფის განცხადებები, რომლებსაც სუ ვკითხულობდი. გთხოვთ:
http://i.imgur.com/qE0KOIS.png http://i.imgur.com/T98SRPu.png http://i.imgur.com/DQ0Tb5i.png http://i.imgur.com/jgwffqC.png http://i.imgur.com/VN9sEsu.png http://i.imgur.com/bVT7gjO.png http://i.imgur.com/7tUZo4e.pngბევრი სასაცილო პერსონაჟი მინახავს, მარა ეს ნაბოზრები მაინც სხვა თემაა
http://i.imgur.com/tMtDUlu.png . არ ყოფილა ტროლთან დიალოგი თამაშში, რო ემოციის გარეშე ჩაეარა. თან საკმაოდ ბევრ სიტუაციაში გხვდებიან და როცა გხვდებიან იცი, რომ მათთან დაპირისპირება, ან უბრალოდ ლაპარაკი გარანტირებული სიამოვნება იქნება.
ეხლა კი გვინტი, რომელიც თავიდან მართლა ვერ გავიგე )) და მარტო იმიტო დავამუღამე რო ყველა მისიის გაკეთება მინდოდა, გვინტთან დაკავშირებული კი ამ მისიების ნახევარს შეადგენდა. თუ ვთქვათ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდით, დამიჯერეთ, ღირს გარკვევა, და თან რამდენიმე მიზეზის გამო. 1. თვითონ გვინტია ძაან საიტერესო და გასართობი 2. გვინტის მისიები, როგორც ყველა საიდ მისია უმაღლეს დონეზეა გაკეთებული და ძალიან ბევრ საინტერესო მოვლენას ეხება 3. გვინტის კარტების გროვება ისეა ჩაშენებული მექანიკაში რო თვითონ RPG-შემადგენელის დეტალივით მუშაობს და უფრო მუღამს აძლევს ზოგადად თამაშს.
ხოდა იყო ჩემი გვინტის კარიერა საინტერესო, დარწმუნებულივარ თქვენიც იქნება, მარა აი ამ ქალმა ცვეტში რჯულის შეცვლა მომანდომა
http://imgur.com/4wj91W7 . იმდენჯერ მომიგო და თან ისეთ სიტუაციებში, რო პროსტა ტირილი გამიტყდა რა )) ბოლოს 1 კარტი ქონდა დარჩენილი და მე 4 ))) ანუ უკვე ვსო, მორჩა. წავაგე. მარა მერე მოხდა სასწაული, რაღაც გამივარდა, პროსტა სიხარული უცებ ამ ტიპმა შეცვალა
http://imgur.com/GOmTZfzკიდე ერთი რაღაც, რაც გამორჩეულად მიყვარს ამ თამაშში, ესაა მონსტრები. მომწონს მათი შექმნის იდეა, ანუ მონსტრი წარმოდგენილია ადამიანის რაღაც დაავადების მაგივრად. აი მაგალითად აღებულია შიზოფრენია და თამაშში ვხვდებით გარკვეული მონსტრის სახით, რომელიც სახლდება ადამიანში და ხმის მეშვეობით ეუბნება რა უნდა ქნას. მისი განდევნა ძალიან რთულია და მხოლოდ მოტყუებით შეილება. მსგავსი მიდგომით შეიძლება უამრავი საინტერესო არსების მოფიქრება, რაც თამაშის სამყაროს და ზოგადად მოწინააღმდეგეების თემას საერთოდ სხვა დოენეზე აიყვანს. მარა ეგ უკვე სხვა თემაა.
მონსტრები როგორც შინაარსობრივი, ასევე ვიზუალური თვალსაზრისითაც ძალიან სახასიათოები არიან
http://i.imgur.com/8vxlLkE.png მათი მსგავსი არსებების, სხვა თამაშებში გახსენება ცოტა მიჭირს. რამდენიმე მათგანი კი ყოველთვის დამამახსოვრდება ეპიკურობის გამო. მაგალთად ეს სილამაზე, რომელიც შეგიძლიათ არ დაისპოილეროთ თავი და რეალური თამაშის პირობებში შეხვდეთ
http://i.imgur.com/6W5yWQa.png. მისი ყველა გამოჩენა შთამბეჭდავი იყო
http://i.imgur.com/HeN02g8.png. და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის
http://i.imgur.com/5GN68Hq.jpg http://i.imgur.com/FVPcTFq.jpg .
მართალია ვისურვებდი რო DS დონის სირთულე ქონოდა მათთან ბრძოლოას, მარა მაინც.
ბოლოსთვის მთავარ პერსონაჟებზე და მისიებზე შევჩერდეთ. გერალტით დავიწყებ. იმ კონტენტის გამო რომელსაც მოდებულია, ანუ ძალიან ბევრი მოვლენის მონაწილეა, რომლიდანაც ასე თუ ისე სუ წარმატებით გამოდის, ბოლოს რაღაც აუღებელ ციხესიმაგრეს ემსგავსება და შეუვალი გმირის იერს იძენს, რაც ცოტა ტეხავს, მაგრამ თამაშის გარემოებებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს. სიუჟეტი კი პირიქით, მთელი თამაში ცდილობს, რომ თავი სუპერ გმირად ერთი წამითაც არ იგრძნო, თუნდაც მხოლოდ ურთიერთობებში, და ეს კარგად გამოსდის.
ტრისის და იენიფერის თემაც ბოლომდე დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არა იყო, იმიტო რო პირელ რიგში კუკლებს გვანან. მამენტ გემოვნების ამბავია, მარა მე არცერთი არ მომეწონა და ვაფშე მარტო დარჩენაზე ვჩალიჩობდი ))
კონკრეტულად რო არვიღო, ტრისის ტიპაჟი ნაკლებად საინტერესოა - კეთილი, მზრუნველი, მეგობრული გაცვეთილი თემებია ქალისთვის და ყველამ ვიცით რო უმეტესობა ესეთი არ არი. აი იენიფერში, არი მომენტები რომლებიც გაფიქრებს ხასიათზე, მარა თუ წიგნი არ გაქ წაკითხული და არ იცი თუ რა მხარეებიაქ პერსონაჟს, მაგალითად ცირილასადმი სიყვარული, გეჩვენება რო პროსტა ჭკვიანი, ცივსისხლიანი, კახპაა (როგორც სერიალებში იტყვიან ხოლმე), რაც არ არი სიმართლე.
აი ცირილა მომეწონა. ვიზუალიც კარგიაქ, მარტივად გადმოსცემს თავის პერსონაჟს, ტემპერამეტულობას, ახლობლებისადმი ერთგულებას, ოდნავი ბავშური მანერებით. შინტერესო საყურებელია როცა მომენტებში ბავშვს, სერიოზული და გააზრებული ქალი ცვლის, ან პირიქით. პროსტა აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ თამაშის პერსონაჟების სიძლიერე, მთავარ პერსონაჟებზე არ გადის. აქ არიან მეორე და მესამე ხარისხოვანი სახეები, რომლებიც თავიანთი დამუშავებით და გადაწყვეტით დანახვისთანავე იჭრებიან გონებაში და დარწმუნებულივარ მეხსიერებაშიც ბევრი მათგანი დაილექება. თუნდაც thaler-ი და მისი ისტორია.
ყველას ჩამოთვლა ნამდვილად უაზრობაა, მარა ორი პერსონაჟი აუცილებლად უნდა გამოვყო. ესენი არიან სიგიზმუნდ დიქსტრა და წითელი ბარონი. მეორე, იმდენად ადამიანური ტიპი იყო რო ბოლოს მართლა ცოცხალი მეგონა
http://i.imgur.com/uHIFR4K.png. მარა პირველი მაშინ გაცოცხლდა როცა მივხვდი რო ვერ ვგებულობდი რა ლოგიკით მოქმედებდა. ანუ ჩანდა რო ცალსახად საკუთარი თავით იყო შეპყრობილი, მარა ბოლო მომენტამდე არ ჩანდა რა თამაშს თამაშობდა, რაც ძალიან საინტერესოს ხდიდა მასთან ურთიერთობას. ამათ საყვარელი პერსონაჟების ტოპიკშიც გავიხსენებ :)
თამაშში ალბათ უკვე როგორც მიხვდით, ან უშუალოდ იცით, არის უამრავი კარგი მისია, მაგრამ არის ისეთებიც რომლებსაც ზოგადად ახალი სტანდარტი შემოაქ. ერთ-ერთი მათგანია საღამო კაერმორჰენში მეგობრებთან ერთად
http://i.imgur.com/HP3hPQ4.png . აქ უცებ ხვდები რო თამაშის ფარგლებს გარეთ ხარ და ვერ იგებ ინტერაქტიულ ფილმში, თუ სადმე სხვაგან. ასევე არ შემილია არ აღვნიშნო კერისის ამბავი
http://i.imgur.com/o2Yd3ga.png , რომელსაც რათქმაუნდა არ დაგისპოილერებთ, მაგრამ მინდა ვთქვა ესეც უეპიკურესი იყო, ისევე როგორც თვითონ წითელი ბარონის მოვლენები. ასევე არი მისიები, რომლებსაც საერთოდ არ ელოდები, მითუმეტეს საიდების სახით
http://i.imgur.com/HugEaM3.png და ძალიან გისწორდება როცა ხვდები როგორია სწორად გაკეთებული საიდ ქვესთი. ერთი სიტყვით უამრავი რამეა და ამ ყველაფრის დეტალებში გარკვევა უკვე თქვენთვის დამითმია. ხოლო თუ გარკვეულები ხართ, შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ რამე თუ გამომრჩა.
შეჯამებაში მარტივად ვიტყვი. მე მინდა მეოთხე ვიჩერი, მაგრამ ერთი პატარა შეცვლილი დეტალით. ეს უნდა იყოს სხვა ვიჩერის ისტორია. თუ მიხვდებიან ამ მომენტს და გააგრძელებენ სერიას ძალიან გამიხარდება. ხოლო რაც შეეხება თვითონ ამ ნაწილს, მე მის გარჩევას ამით არ ვასრულებ :) დახურვის მერე, მე და ჰელვოკერამ ძალიან დიდი რესერჩი ჩავატარეთ ენდინგების საკითხზე. რომელშიც იმხელა მასალა დაგროვდა, რომ გადავწყვიტე ცალკე, კვლევის სახით დავდო. სანდროს დახმარებით, ანუ ადამიანის რომელსაც ამ სამყაროზე ყველა წიგნი წაკითხულიაქ, ძალიან საინტერესო დეტალები გავიგე, რომლების შესახებაც თამაშის ბოლოში ჩნდება კითხვები. ასევე დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი არ გავქ. მარა ოფიციალურ ფორუმზე ვიკითხეთ და ყველაფერს ბოლომდე რო გავარკვევ ერთ მთლიანი სახით წარმოგიდგენთ, ასე რომ დროებით.
http://i.imgur.com/CYNVpF7.jpg