სვლათამონაცვლეობის ტაქტიკური სტრატეგია XCOM-ის ორიგინალი შორეულ 1994 წელს გამოვიდა და დღეისთვის იგი PC პლადფორმის ერთერთ ყველაზე საუკეთესო პროექტად ითვლება. დეველოპერების მტკიცებით, XCOM: Enemy Unknown, კლასიკის კანონიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რაც პროექტისადმი ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს. თამაშის დაწყებისას ოთხი სხვადასხვა სიძნელის დონის არჩევაა შესაძლებელი: ადვილი, ნორმალური, კლასიკური და წარმოუდგენელი. სიძნელის დონის სურვილისამებრ არჩევის შემდეგ, დამატებით კიდევ ორი პარამეტრის შეცვლა ხდება შესაძლებელი: Ironman (მთავარ სიუჟეტურ მომენტებში თამაში ავტომატურად სეივდება - ყველა თქვენი გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ ერთხელ, რაც შეუძლებელს გახდის მოცემული მომენტის თავიდან გადათამაშებას) და სავარჯიშო რეჟიმების გააქტიურება. XCOM თავიდანვე მიგახვედრებთ, რომ მასში, საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება ერთიმეორეს მიყოლებით მოგიწევთ. და პირველი დილემაც სახეზეა: საჭიროა შტაბის ადგილმდებარეობის არჩევა: მისი განთავსება შეიძლება ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და სხვა ადგილებში. კონტინენტის გათვალისწინებით კი სხვადასხვა საწყის ბონუსებს მიიღებთ: შტაბის აზიაში განთავსების შემდეგ, ოფიცერული სკოლის აშენება ორჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ხოლო სამხრეთ ამერიკაში დაბინავების შემთხვევაში, ორჯერადი ფასდაკლება საჰაერო ტექნიკაზე გადაინაცვლებს. საწყის ეტაპზე, თქვენი მართველობის ქვეშ, ოთხი ახალბედა ჯარისკაცისგან შემდგარი რაზმი გადმოდის. ჯარისკაცების რიცხვის ექვს კაცამდე გასაზრდელათ ოფიცერული სკოლის აშენება და მასში შესაბამისი გაუმჯობესების განვითარება იქნება საჭირო. ყველა უნიკალური კლასი თავისი სპეციალური შესაძლებლობით გამოირჩევა, მაგ. სნაიპერის ერთერთი სკილი "Headshot" გახლავთ. თვითონ ბრძოლები მიახლოებით ასე გამოიყურება: თქვენი დანაყოფი რუკის ერთ მხარეს არის განლაგებული, ხოლო ინაპლანეტიანების საპირისპიროზე. ყველაფერი გარკვეულწილად კატა-თაგვობანის თამაშს გავს, რადგან მთელი მოქმედება ლიმონკით ან ყუმბარმტყორცნით განადგურებად თავშესაფრების გამოყენებაზეა დაფუძვნებული.
თამაში ძნელია და შეცდომებს, ადვილი სიძნელის დონეზეც არ გაპატიებთ: მებრძოლები რამდენიმე გარტყმისგან იღუპებიან, რის გამოც საკუთარი მოქმედებების დეტალური დაგეგმა და ყველა ნაბიჯის წინასწარ გათვლაა საჭირო. Enemy Unknown-ში არის მორალის სისტემაც: თუ გამარჯვების მოსაპოვებლად თქვენი ბრძოლის წარმართვის უნარი საკმარისი არ აღმოჩნდა და ინაპლანეტიანებმა ინიციატივა საკუთარ მხარეს გადაიტანეს, დიდია შანსი, რომ თქვენი დანაყოფის რომელიმე მებრძოლი პანიკაში ჩავარდეს და თქვენს მიერ გაცემულ ბრძანებებს აღარ დაემორჩილოს. დამარცხების, ან სიკვდილის შიშისთ გამოწვეული სტრესი, ხანდახან ისეთ რადიკალურ დონეს აღწევს, რომ ჯარისკაცს საკუთარი თანამებრძოლის მოკვლაზეც კი წაიყვანს, რაც სათამაშო პროცესს კიდევ უფრო ართულებს. მისიის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, თქვენი მებრძოლები დაწინაურებაზე მიდიან, თქვენ კი ასარჩევად ორი ახალი სკილი გეძლევათ, რის შემდეგაც უკვე სამხედრო ბაზაზე ბრუნდებით.
>>>
საინტერესო სადემონსტრაციო ვიდეოა, თუ დაინტერესდით გირჩევთ ყურებას.
ბაზა მიწისქვეშა ნაგებობების უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს - სამეცნიერო ლაბორატორია, საინჟინრო ფაბრიკა, ყაზარმები, ანგარი, სათათბირო და მართვის მთავარი ოთახი შუაში დიდი გოლოგრამული დედამიწით - ესენია ის ძირითადი შენობები, რომელთა მეშვეობითაც საკუთარი ორგანიზაციის მართვა მოგიწევთ. სამეცნიერო ლაბორატორიაში, თქვენ, თქვენი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებს უხელმძღვანელებთ. შემდგომში მათი აღმოჩენები საინჟინრო ფაბრიკაში გადაინაცვლებს. მეცნიერული კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის მიხედვით, ფაბრიკაში თქვენი მეომრებისთვის ახალი სახეობის აბჯარი და სხვა სასარგებლო ნივთების შექმნა გახდება შესაძლებელი. კომპლექსის შიქგნით, ინჟინერთა ფაბრიკა, ნაგებობების აშენებითაც არის დაკავებული. ბაზა ძალიან დეტალიზირებულია: თქვენ ხედავთ, თუ როგორ ამოწმებენ მეცნიერები რაღაც მონაცემებს თავიანთ ლაბორატორიებში, მუშაობენ კომპიუტერებთან, ინჟინერები დაკავებულნი არიან ინაპლანეტიანების გასანადგურებელი ულტრა მძლავრი იარაღის შექმნით, ჯარისკაცები ყაზარმებში ვარჯიშობენ (მებრძოლების ვიზუალის შერჩევა და სახელების დარქმევაც ამავე კაზარმებში ხდება) და სხვა. სათათბიროში გამოქვეყნებულია თქვენს დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყნების სია. ქვეყნების დასახელებების ქვეშ მოცემული საზომის მეშვეობით, ამათუიმ ზონაზე ინაპლანეტიანური აქტივობის დონის განსაზღვრაა შესაძლებელი. სათათბიროდან ასევე იმართება თანამგზავრების გაშვება, ხდება ბაზის საერთო ციფრული სტატისტიკის მონიტორინგი და ხორციელდება შავ ბაზარზე გასვლა. გრაფიკული შემადგენელი უბრალოდ და გემოვნებიანადაა შესრულებული. თამაში Unreal Engine 3 ძრავზე მუშაობს და საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. კიდევ ერთი დადებითი შთაბეჭდილება - Deus Ex: Human Revolution-ის მოტივების მსგავსი, მუსიკა გახლავთ.