XCOM: Enemy Unknown, PC, X360, PS3

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

XCOM: Enemy Unknown

Unread post#1 » 09 Oct 2012 21:49

>>>

სვლათამონაცვლეობის ტაქტიკური სტრატეგია XCOM-ის ორიგინალი შორეულ 1994 წელს გამოვიდა და დღეისთვის იგი PC პლადფორმის ერთერთ ყველაზე საუკეთესო პროექტად ითვლება. დეველოპერების მტკიცებით, XCOM: Enemy Unknown, კლასიკის კანონიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რაც პროექტისადმი ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს. თამაშის დაწყებისას ოთხი სხვადასხვა სიძნელის დონის არჩევაა შესაძლებელი: ადვილი, ნორმალური, კლასიკური და წარმოუდგენელი. სიძნელის დონის სურვილისამებრ არჩევის შემდეგ, დამატებით კიდევ ორი პარამეტრის შეცვლა ხდება შესაძლებელი: Ironman (მთავარ სიუჟეტურ მომენტებში თამაში ავტომატურად სეივდება - ყველა თქვენი გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ ერთხელ, რაც შეუძლებელს გახდის მოცემული მომენტის თავიდან გადათამაშებას) და სავარჯიშო რეჟიმების გააქტიურება. XCOM თავიდანვე მიგახვედრებთ, რომ მასში, საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება ერთიმეორეს მიყოლებით მოგიწევთ. და პირველი დილემაც სახეზეა: საჭიროა შტაბის ადგილმდებარეობის არჩევა: მისი განთავსება შეიძლება ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და სხვა ადგილებში. კონტინენტის გათვალისწინებით კი სხვადასხვა საწყის ბონუსებს მიიღებთ: შტაბის აზიაში განთავსების შემდეგ, ოფიცერული სკოლის აშენება ორჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ხოლო სამხრეთ ამერიკაში დაბინავების შემთხვევაში, ორჯერადი ფასდაკლება საჰაერო ტექნიკაზე გადაინაცვლებს. საწყის ეტაპზე, თქვენი მართველობის ქვეშ, ოთხი ახალბედა ჯარისკაცისგან შემდგარი რაზმი გადმოდის. ჯარისკაცების რიცხვის ექვს კაცამდე გასაზრდელათ ოფიცერული სკოლის აშენება და მასში შესაბამისი გაუმჯობესების განვითარება იქნება საჭირო. ყველა უნიკალური კლასი თავისი სპეციალური შესაძლებლობით გამოირჩევა, მაგ. სნაიპერის ერთერთი სკილი "Headshot" გახლავთ. თვითონ ბრძოლები მიახლოებით ასე გამოიყურება: თქვენი დანაყოფი რუკის ერთ მხარეს არის განლაგებული, ხოლო ინაპლანეტიანების საპირისპიროზე. ყველაფერი გარკვეულწილად კატა-თაგვობანის თამაშს გავს, რადგან მთელი მოქმედება ლიმონკით ან ყუმბარმტყორცნით განადგურებად თავშესაფრების გამოყენებაზეა დაფუძვნებული.

>>>

თამაში ძნელია და შეცდომებს, ადვილი სიძნელის დონეზეც არ გაპატიებთ: მებრძოლები რამდენიმე გარტყმისგან იღუპებიან, რის გამოც საკუთარი მოქმედებების დეტალური დაგეგმა და ყველა ნაბიჯის წინასწარ გათვლაა საჭირო. Enemy Unknown-ში არის მორალის სისტემაც: თუ გამარჯვების მოსაპოვებლად თქვენი ბრძოლის წარმართვის უნარი საკმარისი არ აღმოჩნდა და ინაპლანეტიანებმა ინიციატივა საკუთარ მხარეს გადაიტანეს, დიდია შანსი, რომ თქვენი დანაყოფის რომელიმე მებრძოლი პანიკაში ჩავარდეს და თქვენს მიერ გაცემულ ბრძანებებს აღარ დაემორჩილოს. დამარცხების, ან სიკვდილის შიშისთ გამოწვეული სტრესი, ხანდახან ისეთ რადიკალურ დონეს აღწევს, რომ ჯარისკაცს საკუთარი თანამებრძოლის მოკვლაზეც კი წაიყვანს, რაც სათამაშო პროცესს კიდევ უფრო ართულებს. მისიის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, თქვენი მებრძოლები დაწინაურებაზე მიდიან, თქვენ კი ასარჩევად ორი ახალი სკილი გეძლევათ, რის შემდეგაც უკვე სამხედრო ბაზაზე ბრუნდებით.

>>>
საინტერესო სადემონსტრაციო ვიდეოა, თუ დაინტერესდით გირჩევთ ყურებას.

ბაზა მიწისქვეშა ნაგებობების უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს - სამეცნიერო ლაბორატორია, საინჟინრო ფაბრიკა, ყაზარმები, ანგარი, სათათბირო და მართვის მთავარი ოთახი შუაში დიდი გოლოგრამული დედამიწით - ესენია ის ძირითადი შენობები, რომელთა მეშვეობითაც საკუთარი ორგანიზაციის მართვა მოგიწევთ. სამეცნიერო ლაბორატორიაში, თქვენ, თქვენი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებს უხელმძღვანელებთ. შემდგომში მათი აღმოჩენები საინჟინრო ფაბრიკაში გადაინაცვლებს. მეცნიერული კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის მიხედვით, ფაბრიკაში თქვენი მეომრებისთვის ახალი სახეობის აბჯარი და სხვა სასარგებლო ნივთების შექმნა გახდება შესაძლებელი. კომპლექსის შიქგნით, ინჟინერთა ფაბრიკა, ნაგებობების აშენებითაც არის დაკავებული. ბაზა ძალიან დეტალიზირებულია: თქვენ ხედავთ, თუ როგორ ამოწმებენ მეცნიერები რაღაც მონაცემებს თავიანთ ლაბორატორიებში, მუშაობენ კომპიუტერებთან, ინჟინერები დაკავებულნი არიან ინაპლანეტიანების გასანადგურებელი ულტრა მძლავრი იარაღის შექმნით, ჯარისკაცები ყაზარმებში ვარჯიშობენ (მებრძოლების ვიზუალის შერჩევა და სახელების დარქმევაც ამავე კაზარმებში ხდება) და სხვა. სათათბიროში გამოქვეყნებულია თქვენს დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყნების სია. ქვეყნების დასახელებების ქვეშ მოცემული საზომის მეშვეობით, ამათუიმ ზონაზე ინაპლანეტიანური აქტივობის დონის განსაზღვრაა შესაძლებელი. სათათბიროდან ასევე იმართება თანამგზავრების გაშვება, ხდება ბაზის საერთო ციფრული სტატისტიკის მონიტორინგი და ხორციელდება შავ ბაზარზე გასვლა. გრაფიკული შემადგენელი უბრალოდ და გემოვნებიანადაა შესრულებული. თამაში Unreal Engine 3 ძრავზე მუშაობს და საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. კიდევ ერთი დადებითი შთაბეჭდილება - Deus Ex: Human Revolution-ის მოტივების მსგავსი, მუსიკა გახლავთ.

User avatar
Ripster
Posts: 1866

XCOM: Enemy Unknown

Unread post#2 » 13 Oct 2012 01:21

აუ სერიოზულადდ დამაინტერესა ამ პროექტმა
ტრეილერებს ვუყრე
და 1 საათიან გეიმფლეისაც

ძალიან კარგი რაღაცა ჩანს

არასდროს მითამაშია მსგავსი ჟანრის თამაში
მაგრად გაასწორებს
პროსტა შეჩვევა უნდა ჩემ პონტში.. რტს ებს ვერ ვთამაშობ ეს როგორ გამაწვალებს ხო წარმოდგენაც არ მინდა

პ.ს. აგ.რუ ზე 90 დაუწერეს
:|
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

XCOM: Enemy Unknown

Unread post#3 » 13 Oct 2012 02:01

ხო მეც შენს მსგავს სიტუაციაშივარ. არმითამაშია პაშაგავოი სტრატეგია ალბათ 8 კლასიდან )) და მაგიტო ვერიდები დაწყებას, არვიცი როგორ გამომივა )) მარა თამაში აშკარად სერიოზული დონისაა, ბევრი ელოდებბოდა და თავიდანვე მაგრად აქებდნენ მეჟურნალეები)) თან XCOM მეორე თამაშიც რო გამოდიოდა, ამის პარალელურად დაანონსებამ ცოტა დამაბნია თავისდროზე. რავი ვინმე გურუ კარგათ რო ახსნიდეს რასთან გვექნება საქმე, პირადათ მე მზათვარ გადმოვწერო, მარა ესე მაინც თავს ვიკავებ

User avatar
GHOST
Posts: 1973

XCOM: Enemy Unknown

Unread post#4 » 13 Oct 2012 13:37

ვერ დავაყენე, ტოესტ კი დავაყენე, მაგრამ გაშვებისას ერორს მიგდებს. სხვა ვერსია უნდა გადმოვწერო. : \

User avatar
GHOST
Posts: 1973

XCOM: Enemy Unknown

Unread post#5 » 17 Oct 2012 16:16

დღევანდელობის საუკეთესო ტაქტიკური სტრატეგია, nuff said.

User avatar
Ripster
Posts: 1866

XCOM: Enemy Unknown

Unread post#6 » 17 Oct 2012 16:36

აუ მოვაწესრიგო ერთი pc
და აუცილებლად უნდა მოვსინჯო თავი ამ ჟანრში

მაგრად დამაინტერესა და რაღაც აქამდე უცნობი ექსპის მიღების საშუალებას ვხედავ : D

ნეთბუქზე ვცადე დაინსტალირება
მაინტერესებდა რას იზავდა და : D დამცინა : D
კი ჩაირთო მაგრამ ზრდილობა მეყო რომ მეთვითონ გამომერთო : D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

XCOM: Enemy Unknown

Unread post#7 » 29 Oct 2012 23:59

შემეცნებითი და მუღამის მოსაცემად კარგად დამუშავებული რევიუა:
>>>
ძველი სერიების ისტორიასაც ეხებიან და სანახავად საკმაოდ საინტერესოა.

BoromiR
Posts: 638

XCOM: Enemy Unknown

Unread post#8 » 20 Nov 2012 15:34

ორჯერ მაქ დახურული, ყველაზე რთულ სიძნელეზე და save/load ფუნქციის გარეშე.
სკაირიმის მერე ამ წლის განვალობაში მხოლოდ ბორდერ2 მომეწონა... და xcom.
ფული რო მქონდეს steam-ზე ვიყიდიდი, მესამეჯერ დავხურავდი და online-ში შევუბერავდი.
ყველაფრის განსახიერებაა რისი ნახვაც კი მინდოდა თამასში.

User avatar
GHOST
Posts: 1973

XCOM: Enemy Unknown

Unread post#9 » 20 Nov 2012 16:23

I agree.

BoromiR
Posts: 638

XCOM: Enemy Unknown

Unread post#10 » 23 Jul 2013 20:39

ფული რო მქონდეს steam-ზე ვიყიდიდი, მესამეჯერ დავხურავდი და online-ში შევუბერავდი.

DONE! AND DONE!
პს. მე და გოსტ ვთამაშობთ ეხა ონლაინში ერთმანეთში, ვნახოთ რა გამოვა
Ghost: karoche, chavujdebi mere formacias :D
Ghost: rom movicli!
Ghost: sheizleba 2 weli iyos!
Ghost: an sami, an 10
Ghost: an 100!
Ghost: you will never see it comming!
BoromiRofGeo: just another pussy talk

>>>

User avatar
GHOST
Posts: 1973

XCOM: Enemy Unknown

Unread post#11 » 24 Jul 2013 10:28

Full Story!

Ghost: karoche, chavujdebi mere formacias =D
BoromiRofGeo: mere anu ert welshi?
Ghost: rom movicli!
Ghost: sheizleba 2 weli iyos!
Ghost: an sami, an 10
Ghost: an 100!
Ghost: you will never see it comming!
BoromiRofGeo: just another pussy talk
Ghost: You are a pussy, you even look like a pussy
Ghost: can't win trashtalk with ghost B)
BoromiRofGeo: yes and I like to dress in girl's clothes when I'm alone.
Ghost: B)

პირველი ხელი იყო, ვერ გავერკვიე სქუადის შექმნაში და რამე და მაინც! მაინც კემპერობით მომიგო!
დატ ქოვარდ!
რევენჯ ვილ ბი სვიფთ ენდ ბლადი B)
>>>

BoromiR
Posts: 638

XCOM: Enemy Unknown

Unread post#12 » 24 Jul 2013 22:39

BoromiRofGeo: yes and I like to dress in girl's clothes when I'm alone.

i never said that lol
მაინც კემპერობით მომიგო!

STARTING LOCATIONZE KEMPEROBDI SNIPERIT SHE-CHE-MAAA


BoromiR
Posts: 638

XCOM: Enemy Unknown

Unread post#14 » 10 Sep 2013 21:30

გავათავე

User avatar
Ripster
Posts: 1866

XCOM: Enemy Unknown

Unread post#15 » 05 Oct 2013 22:45

სეილია სთიმზე 6,25 დოლარად შეძლებთ ყიდვას ^_^
დავითრიე და მივყვები ნელნელა და აუჩქარებლად)) მინდა თავიდან ბოლომდე გავერკვე და ისე გავუყვე
მაგარი ვეშია!
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1866

XCOM: Enemy Unknown

Unread post#16 » 07 Oct 2013 01:05

აუ მაგრად გართულდა ;დ
თან ახალი რომ ვარ ამ ჟანრში იმენა დაძაბული ვთამაშობ სერიოზული ჰარდქორია))) თიმის მემბერები შვილებივით მიყვარს უკვე სასტავს ვარცხნილობა შევუცვალე სახელები დავარქვი და რომ მიკვდებიან იმენა დავტირი სასტავს))სულ პირველ მისიაზე ერთი რომ გადარჩება ეგ ახლაც ცოცხალი მყავს მძიმე იარაღების პროფია ბოლო ზვანიაზე მყავს უკვე, გავზმანე ვიდზე დავაყენე და როჯერ უოთერსი დავარქვი)))) ახლა ვთამაშობდი ერთი გოგო მომიკლეს და გამოვრთე შანსი არაა მაგას არ გავწირავ))) პროსტა ის ტეხავს რომ დროში და მაყუთში ვიჭრები ხოლმე
გერმანია "საიუზიდან" გავიდა ვერ მოვასწარი სპუტნიკის დაყენება მაგათთან და რამდენიმე ქვეყანაში პანიკაა სერიოზული)) რამენაირად გერმანიას ვეღარ დავიბრუნებ? ის დიდი კროგანები რა ძლიერები არიან ტო)) არც ვიცოდი ლიმონკებსაც თუ ისროდნენ ორი კაცი ლამის ამიწიეს))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

BoromiR
Posts: 638

XCOM: Enemy Unknown

Unread post#17 » 07 Oct 2013 03:06

რომ დახურავ და დაამუღამებ ონლაინში ვითამაშოთ ბიტვა 1 ვს 1

User avatar
Ripster
Posts: 1866

XCOM: Enemy Unknown

Unread post#18 » 08 Oct 2013 02:11

სიამოვნებით მეგობარო!
მაგრამ მინდა თავიდანვე გითხრა რომ მულტიპლეიერის კაცი ვერ ვარ დიდად ასეთ თამაშებში (დოტაშიც ვერ გამოვდექი) )) მეეჭვება ჩემთან თამაში ჩელენჯის მომტანი იყოს მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორი "ძლიერი" ტიპები ეძრობით ამ ფორუმზე))

მოვსინჯოთ აუცილებლად) იქამდე კი ჩემი წინა პოსტი თუ წაიკითხე რამის თქმა ხომ არ შეგიძლია გერმანიის თაობაზე?
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

BoromiR
Posts: 638

XCOM: Enemy Unknown

Unread post#19 » 08 Oct 2013 06:20

ვერა, გასულ ქვეყანას ვერაფრით ვეღარ დაიბრუნებ, ამიტომ panic- მისსიები დაფიქრებით უნდა შეასრულო, ისეთ ქვეყნებში უნდა მოხსნა პანიკა სადაც უკვე კრიტიკულ მაჩვენებელზეა, ასევე ამ playthrough-ზე არ გამოგადგება დიდათ ეს, მაგრამ თუ მეორე ზახოდზე წახვალ სხვა სიძნელეზე და სხვა starting კონტინენტით, იცოდე რომ თამაშის შუაში ერთ ერთ მთავარი მისიას შესრულებიას ყველა ქვეყანაში პანიკა ვარდება 3-ით, მაგ მისიამდე მისვლად, შემდეგ შეჩერება და საიდ კვესტების კეთება/კაჩაობა კარგი აზრია, და როცა ძალიან გაგიჭირდება და აღარ იცი როგორ დააგდო პანიკა მაშინ ეგრევე ეგ კვესტი გააკეთე.
+
პირველივე რაც უნდა გააკეთო თამაშის დაწყებისთანავე და მერეც მუდმივად შეწყვეტის გარეშე არის სატელიტების შენება, რადგან სატელიტი პანიკას აგდებს -2-ით. სატელიტ ნექსუსი რომც არ გქონდეს და ორბიტაზე გასაშვები ადგილი რომც არ გქონდეს, აშენებული სატელიტი ყოვეთვის კარგი აზრია, რადგან შენობას უცბად ააშენებ რამე რომ იყოს ( ბოლო და ბოლოს აასწრაფებ ინჟინიერინგში ფულს გადაუხდი სწრაფად რომ ააშენონ ) და ჯოკერისავით გექნება ეგ სატელიტები როცა პანიკა აიწევს ესვრი მაგ ქვეყანას და მომენტალურად -2-ით დაიწევს პანიკა.

User avatar
Ripster
Posts: 1866

XCOM: Enemy Unknown

Unread post#20 » 08 Oct 2013 22:15

კიდევ ერთი ქვეყანა გავიდა :( მაგრამ მგონი მოვყომარდი მანდ დანარჩენებში ასე თუ ისე ნორმალურადაა პანიკის მაჩვენებელი, ნუ ვფიქრობ დავარეგულირებ
წითელი კროგანები რა უნამუსოები არიან!!!
ახლა ისეთი ხელი ვითამაშე იმენა ნევროზი დამმართა
აი ძალიან დიდი ხანი ვიჯექი და იმენა ერთი და იგივე მომენტს ვთამაშობდი აი ძალიან ბევრჯერ))) ისე გამოდიოდა რომ ორი ჩემიანი მიკვდებოდა. ჩემი საყვარელი სნაიპერი და კიდე ერთი ჰევი განერი და იტოგში აი ყოველი სვლა გავთვალე ბოლოს
დავიმახსოვრე ამ ხელზე რომელი კაცი აცილებს რომელი მიზანში ესვრის და რომელს კრიტი უვარდება
აი "ვ პრიტიკ" მყოფნიდა სვლები რომ ორივე გამეცოცხლებინა და დახოცილიყო ყველა
აი მართლა ძალიან ბევრი ვეწვალე და ბოლოს როგორც იქნა მორჩა ეგ მაჩი)))) დასახიჩრებული მეომრები სახლში წავიყვანე საავადმყოფოში დასალპობად)) ერთი დღე მრჩებოდა სპუტნიკის ასაწყობად, დავაჭირე სკანირებას და ის ერთი დღეც არ მაცადეს ეგრევე მისიაზე გამომიძახეს)))))))

საცოდავი მეორადი სასტავი რა ცუდ დღეში მეყოლება ეხა ))) თან ერთი ნავიჩოკი მივამაგრე იქნებ სნაიპერი გახდეს, ერთი მყავს თიმში :|

კამპანიის მისიებს არ გავდივარ
ცოტა გავიარე და მეტი ჯერ აღარ ვაკეთებ
მინდა რომ პანიკები დავარეგულირო ცოტა )))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 156 guests