The Last of Us Part II, მიმოხილვა და სიუჟეტის ანალიზი

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

The Last of Us Part II

Unread post#1 » 25 Jan 2022 02:17

იმდენად რთული და კომპლექსურია ამ ყველაფრის წერა, რომ რამდენიმე, ძირითად თემად დავყოფ ტექსტს და შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად მოგაწოდოთ აზრები. სტატიის ბოლოს კი მინდა მივაწერო თამაშის სიუჟეტური სვლები რომლებიც, ან მე ვერ გავიგე, ან თვითონ სცენარის ავტორებმა და მაგ თემაზე უკვე ერთად მინდა რო ვიმსჯელოთ [ სპოილერიან თემებს მარკირება ექნება ].

The Last of Us Part II
>>>


საერთო
Naughty Dog -ის მთლიანი გამოცდილება და რესურსი არი ჩადებული ამ თამაშში, რაც პირველი კადრებიდან, თამაშის ბოლომდე შესამჩნევია. აქ არი ყველაფერი მუშა და კარგი ელემენტი Uncharted სერიებიდან. განსაკუთებით ახლოს მოდის The Lost Legacy. პირადპირ ჩანს, რომ ეს იყო ექსპერიმენტი The Last of Us 2 -ისთვის მზადებაში.
TLOU2 აღიქმება და ითამაშება ისე ხარისხიანად, რომ მსგავსი დონის შესრულების დასახელება ალბათ PS5 შუა ციკლამდე ძალიან გაჭირდბეა.
რამდენიმე დღე ცენტრალური თემა იყო, რომ მომენახა კიდევ დამატებით თავისუფალი 5 6 საათი სიეტლში მოგზაურობისთვის. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ესეთი შესრულებით პოსტ აპოკალიფსი მე არცერთ თამაშში არ მინახავს. და რაც მთავარია ესეთი მაშტაბით. ეს პატარა და გმერიელი ტორტის ნაჭერი კი არა, ეს არი მთლიანი ორი, ან საერთოდ სამი ტორტი იმ სუპერ ატმოსფეროსი, რომელიც მომენტებში არ გჯერა, რომ მსგავსი ხარისხით საერთოდ არსებობს.
და რატოა ამ თამაშზე ლაპარაკი ესეთი რთული... იმიტომ, რომ ამ რეალურად ბევრი კუთხით ევოლუციურ... რევოლუციურ პროექტში... ნელ-ნელა იწყება ფუნდამენტური ელემენტების ხარისხის სხვადასხვა მიმართულებით სვლა, როგორც მიწისძვრის დროს ქანების. რის გამოც თამაშის ბოლოს ნასიამოვნების და იმედგაცრუებულის ძალიან უცნაური განცდით დამტოვა. და აქედან მინდა, რომ ცოტა დეტალურად გავშალო.

სქრინები: https://i.imgur.com/S9EFIRv.jpg / https://i.imgur.com/iThVW1M.jpg / https://i.imgur.com/ox9wawS.jpg / https://i.imgur.com/JMyGZr5.jpg

სამყარო
თამაშის მთავარი ფასეულობა, ჩემი აზრით, არის სამყარო. ლოკაციები რაც ლეველდიზაინერებმა და მხატვრებმა ამ თამაშისთვის შექმნეს, არი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სახასიათო რაც მინახავს. ფაქტიურად დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთ თამაშს ვერ მეტყვით, სადაც პოსტ აპოკალიფსი ისე იქნება შესრულებული როგორც TLOU2. მაშტაბის, დეტალებისადმი ყურადღების და მრავალფეროვნების კუთხით, ეს არის ცოცხალ სამყაროში მოგზაურობა, რომელსაც ფილმი ვერასდროს მიუახლოვდება.

სქრინები: https://i.imgur.com/LUPIQBm.jpg / https://i.imgur.com/ELnwYws.jpg / https://i.imgur.com/kTtH1aL.jpg / https://i.imgur.com/0vtlsaA.jpg / https://i.imgur.com/ZkNuZoW.jpg

თავგადასავლის განცდა
ეს არი მეორე რამ, რაც ახლოს მოვიდა. ზოგადად მიხარია, რომ თამაში ესეთი მაშტაბური გამოდგა. მის ყველა ჩაფტერში გემრიელად მოგზაურობის მერე, რაღაც დიდი რომანის დამთავრების შემდგომ დარჩენილი, ნოყიერების განცდა გაქ. როცა ხვდები, რომ გული ბოლომდე იჯერე და ეს ყველაფერი შენთვის ახალი იყო.
სიუჟეტური წიაღსვლების იქით, როცა ერთი-ერთზე რჩები სამყაროსთან, ძალიან ინტენსიური იმერსია იწყება. ზემოთ ნახსენები დეტალიზაციის და მრავალფეროვნების ხარჯზე, გგონია რომ მართლა სადე 50 წლის მიტოვებული სიეტლის, რომელიმე ცათამბრჯენში ბოდიალობ. გარეთ კი წვიმს, შენ ღამე ნათევი ხარ, ტყვიები არც ისე ბევრიგაქ დარჩენილი, სად მიდიხარ ბოლომდე არ იცი, არადა გზა კიდევ გრძელია. გზა რომელიც სავსეა ნაფიქრალი და გემოვნებიანად შესრულებული, სეთინგისთვის დამახასიათებელი მოვლენებით. ეს არც გასართობი ატრაქციონია და არც ერთფეროვანი კარიდორების ჯაჭვი. ეს არი Road trip, რომლისაც გჯერა და სუ ელოდები თუ რა იქნება მერე.

სქრინები: https://i.imgur.com/gvgAAUL.jpg / https://i.imgur.com/yk0HT0r.jpg / https://i.imgur.com/7jzd3aj.jpg / https://i.imgur.com/82c5dJK.jpg / https://i.imgur.com/FTBugdS.jpg / https://i.imgur.com/UYywMAR.jpg

ექშენი
გეიმფლეი მექანიკები, სროლა, განვითარების სისტემები და საერთო ექშენი მიყვანილია იდეალურამდე და უშუალოდ გადაბმულია თამაშის არტდირექშენს. პერსონაჟის ანიმაციიდან დაწყებული, კამერის მოძრაობამდე, ყველაფერი ისეა ჩაფიქრებული, რომ ეს პერსონაჟი რაც შეიძლება ცოცხალი ადამიანივით აღიქვა. რასაც ანვითარებ აზრობრივად ძალიან კარგად წერია გეიმფლეიში და აფდეითის გაკეთების მერე რეალურად გძნობ, რომ პროგრესი გაქვს. მაგრამ მხოლოდ გრძნობაზე, ანუ გეიმფლეიზე არ არი. აქ უკვე არტდირექშენი შემოდის. ყველაფერი უშუალოდ ვიზუალურ მხარეზე ისახება. ყველა იარაღის აფდეითით ხედავ თუ რა გაუკეთე მას და რატომ გახდა უკეთესი, რაც საერთოდ სხვა მუღამს გაძლევს ამ იარაღის ხმარებას. ყველაფერი რაც გაქვს ტანზე რეალურად გაქ გადანაწილებული, რაც ასევე გიმატებს ჩართულობას.
ყველა საბრძოლო შეიარაღებას თავის ფუნქცია აქვს და სხვადასხვანაირად აღიქმება, მაგრამ რაც კიდე უფრო კარგია, ყველას გამოყენება ერთნაირად სასიამოვნოა - შესაბამისად მათი გამოყენების ყველა სიტუაცია, გასართობი და საინტერესო.
პერსონალური ფავორიტი - ელის ბოლომდე დააფდეითებული მშვილდი, რომლითაც ვინმეს დაწოლილი თავში როცა ვარტყავდი, ეგრევე რემბოს ფლეშბექები ირთვებოდა.
ასევე ერთი რჩევა იმ ხალხს, ვისაც არ გითამაშიათ. აუცილებლად გირჩევთ ძნელზე გასვლას. ნორმალი ძალიან მარტივია და მაღალი სიძნელე იმ ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე ბევრად უკეთეს ფერებში გაჩვენებთ.

სქრინები: https://i.imgur.com/O5Cl3Bn.jpg / https://i.imgur.com/NcNEmrW.jpg / https://i.imgur.com/EfyvheZ.jpg / https://i.imgur.com/3VG7YZE.jpg

შინაარსობრივი დამუშავების დადებითი მხარეები
ამ კუთხით პირველ რიგში ვახსენებ ფრაქციების უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე აყვანის. რამდენიმე მოწინააღმდეგე ფრაქცია, თავიანთი იდეოლოგიით, მიზნებით და ცხოვრების წესით გარემოს პოსტაპოკალიფსურობის დამაჯერებლობას აშკარად ზრდის. თვითონ იდეოლოგიების ხარისხი უკვე სხვა თემაა და ალბათ ცალკეც შეილება მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც თამაშის კონცეფციის ელემენტი, ძალიან მომწონს და ვფიქრობ რომ საჭიროა (ისევე როგორც მეტროს სერიაში). პრინციპში ბანალური არც ინფიცირებულების მრავალფეროვნება და მათ გარშემო მოფიქრებული სიტუაციები არ არი, მაგრამ ეს ორი ერთად, პლიუს ლოკალური, ხშირ შემთხვევაში ტრაგიკული, მაგრამ არა ყოველთვის ისტორიები, საერთო შთაბეჭდილებებზე ძალიან კარგად მუშაობს.

მეორე და ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტი არის კომფლიქტის ორივე მხრიდან ჩვენების პრეცენდენტი, რომელზეც ადრეც ვილაპარაკეთ, რომ ეს უნიკალური შემთხვევა არ არის. და ნამდვილად არ არის. უბრალოდ მე მთელი გულით მინდა, რომ ვნახო ის დრო როცა ეს იქნება მასიური. ფაქტიურად ამ მედიუმთან ერთად გავიზარდე და ბავშობიდან ვერ ვიტან ცალმხრივად დამუშავებულ ამბებს - უსახურ, უშინაარსო, გაუწერელ მოწინააღმდეგე ძალას და ანტაგონისტებს. და აქვე დავამატებ, რომ მიუხედავად ამ ნაბიჯისა, თამაშში ეს ამბავი სამწუხაროდ ბოლომდე ვერ შედგა, ხოლო თუ რატო ამას უკვე სიუჟეტის გარჩევაში ვიტყვი.

სიუჟეტი - ანუ როგორც The Last of Us გაგრძელება Spoilers
აქ უკვე იწყება ფუნდამენტური პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, რომ - სიუჟეტურად მეორე ნაწილი საჭირო არ არი.
ეს არი სხვა ისტორია, მოყოლილი იგივე პერსონაჟების გამოყნებით. ან უფრო სწორად, რომ ვთქვა მათი ექსპლუატაციით.

და ეს გვაბრუნებს მომენტზე, სადაც ადამიანებმა, რომლებსაც პირველი თამაში შეუყვარდათ, Part II ანონსის მომენტშივე იძახდნენ, რომ ეს ნაწილი ვერაფერს ვერ იტყოდა ჯოელის და ელის მოგზაურობის, უკვე დასრულებულ ისტორიაში. რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს ეს Naughty Dog -მა ბოლოს, თვითონ მთავარ პერსონაჟსაც გააჟღერებინა...

მაგრამ ამასთანავე, ჯოელი გამოიყვანეს შურის ძიების მსხვერპლად და მოკლეს, ჩაქოლეს გოლფის ჯოხით, როგოც პირველ ნაწილში ვერ მოკლული ბოროტმოქმედი და გამოშტერებული დამტოვეს ეკრანის წინ.
შემდეგ რათქმაუნდა ამ ყველაფრის მიზეზს ეტაპობრივად გაწვდიან. თან ეს შოკი, რეალურად დიდ ბუსტს აძლევს სიუჟეტს და ამ მომენტში ხელიდან გისხლტება იმის დაკვირვება, თუ რას გეუბნება თამაში როგორც წინა ნაწილის გაგრძელება.
ემოციური კონტექსტი ისეთი მძლავრია, რო აღარ ფიქრობ. ელოდები რო აგიხსნან ეს საქციელი რაც შეილება დამაჯერებლად და მალე. და ეს მუშაობს ზუსტად იქამდე, სანამ მიხვდები, რომ ების რეალურად არაფერი არ აქვს სათქმელი შენთვის. ები არი ჯოელზე და ელიზე დიდი მსხვერპლი ამ თამაშის სცენარისტების.

ები ავსებს The Last of Us 2 სიუჟეტურ სიცარიელეს იმით, რომ მამა მოუკლეს და შურს იძიებს, მაგრამ ეს იმდენად არ მუშაობს, რომ კიდევ უფრო დიდი სიცარიელეს აჩენს თამაშში. და აქ ხდება მთავარი პარადოქსი. ცენტრალური კომფლიქტის ხაზი იმდენად იფიტება ლოგიკისგან, რომ პროექტის მთავარი სათქმელი ხდება უმცირესობების და სოციალური უსამართლობის უხვად მოტანილი თემატიკა. მაგრამ სანამ მაგას შევეხები, ჯერ მინდა, რომ სიუჟეტური მომენტების ანალიზზე გავჩერდე.

სიუჟეტური სვლები Spoilers
მინდა, რომ გავშალო ის ნაბიჯები, რომელიც ვერ გავიგე, ან მომეჩვენა ალოგიკური, შეუსაბამო. ასევე მაინტერესებს თქვენ რა რეაქცია გქონდათ და რას ფიქრობთ ამაზე.

1. Abby -ს შურისძიება Joel -ზე და Ellie -ს ცოცხლად გაშვების ფაქტი. ეს იყო პირველი მომენტი, რომელიც სერიოზულად დამაფიქრა.
თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ: პოსტაპოკალიფსის პირობებში, "რაზმი" ჩადის კონკრეტული ადამიანის მოსაკლავად, სხვა შტატში. ადამიანის, რომლის დანაშაულიც არის იმუნიტეტიანი გოგოს გატაცება, რომ არ მოკლან (!) ამ გატაცებას შეეწირა ამ რაზმის, ერთ-ერთი წევრის მამა და ამ გოგოს უნდა შურისძიება.
ესენი ამ კაცს პოულობენ, უნდა მოკლან... და უცებ ამ კაცის გადასარჩენად, ოთახში შემორბის გოგონა, რომელსაც გუნდის არცერთი წევრი არ ეკითხება თუ ვინ არი... ანუ ამით ვიგებთ იმას, რომ არაფერი არ იციან იმუნური გოგოს შესახებ... (?)
... გოგონას თვალ წინ უკლავენ იმ ადამიანს, რომლის გადასარჩენადაც მოვიდა და უშვებენ...
თუ ვინმეს დაგავიწყდათ, პირველი ისე მთავრდება, რომ ჯოელი ორ ექიმს ტოვებს ცოცხალს პალატაში, შემდეგ კი მთელი სავადმყოფო (Fireflies) მოსდევს მოსაკლავად და ელის დასაბრუნებლად...
Abby -ს მეორე ნაწილში, რანაირად არ უნდა ცოდნოდა მამამისის მოკვლის მიზეზი და ელის იმუნიტეტის ამბავი? არადა ნაჩვენებია რო იცოდა... და თუ იცის, ესეიგი იცის მამამისი რასაც შეეწირა. იცის, რომ იმიტო მოკვდა, რომ თვითონ კლავდა გოგოს და ამის მიუხედავად - გოლფის ჯოხით კლავს მთავარ გმირს - ხოლო მეორეს მხრივ, უშვებს იმ ადამიანს ვინც იყო ამ ყველაფერის მიზეზი და ერთადერთი შანსია იმის რო ვირუსი დამარცხდეს ...... ვერანაირი მხრიდან ვერ ვპოულობ იმის ახსნას, თუ როგორ მოხვდა ეს სცენარში. არადა ესაა ცენტრალური ტვისტი სიუჟეტის, ამაზე დგას მთელი მეორე ნაწილი. და ეს მაგრად ტეხავს.

2. Lev თხოვნის გამო, თეატრში Abby მიერ Ellie -ის მეორეჯერ გაშვების სცენა. აქ უკვე აღარ ვიცოდი, მეტირა, თუ გამცინებოდა... ამ სცენის ბილდაფია მთელი თამაში. გვანახებენ, რომ იმას ვისაც მამა მოუკლეს (Abby) და შემდეგ შური იძია, ეხლა თვითონ მას მოაკითხეს მოსაკლავად (Ellie -მ), მაგრამ არ დახვდათ და მოუკლეს საყვარელი ადამიანი (Owen), პლიუს ფეხმძიმე მეგობარი (Mel) ... ამის მერე, მან (Abby-მ) იწვალა... მიაკვლია მკვლელს, რომელიც ისევ ის გოგო აღმოჩნდა, რომელის პირველად გაუშვა - რომლის გამოც მოკლეს მამამისი, რომელიც იმუნურია. და უცებ ისევ გაუშვა...

და მერე რა ხდება? ოოო, მერე Ellie ტოვებს Dina და ბავშვს და ისევ მიდის Abby მოსაკლავად.

ისევ პოულობს და ....

ესეც უშვებს...

ანუ მთლიანობაში ამათ ერთმანეთის პოვნას ეწირება ასობით მათივე ხალხი და მათივე ხელით მოკლული ადამიანი (ანუ ყველა ის ადამიანი, ვისაც თამაშში ხოცავ), ამათმა კი ამასობაში 3 ჯერ, იპოვეს ერთმანეთი და იმიტომ რომ დიდი გულები აქვთ, გაუშვეს... ესეთი დიდი სისულელე, ესეთი დონის პოროექტში იმდენად გასაოცარია, რომ არც ვიცი რა დავწერო და მაგიტო გთხოვთ აზრის გაზიარებას. იქნებ მე ვერ გავიგე რამე სწორად. იმიტო რო რაც გავიგე არი სერიოზული უტვინობა.

3. ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს მხოლოდ ერთს დავამატებ, რამაც ასევე ძაან ტვინი მ**ტნა. და ეს არი Abby, Lev და Yara აფსურდული ხაზი... "დები", რომლებსაც Abby იმიტო ეხმარება (რეალური გეიმფლეის 5 7 საათი), რომ ერთ მომენტში უშველეს. ამ შველის გამო, ები დახოცავს თავისიანებს და კლავს თავის ხალხის ფრაქციის ლიდერს... ასევე Yara -სთვის, ხელის ოპერაციისთვის საჭირო წამლების მოსატანად მიდის (სადღაც 3 საათი რეალური გეიმფლეი) და ხელს მაინც აჭრიან იმას...
... ამ მოვლენების პარალელურად, Lev გარბის დედამისთან შესარიგებლად და ები რატომღაც უკან მიყვება ამასაც (იმიტო რო სიუჟეტურად მეტი ვერაფრით ვერ დააკავეს პერსონაჟი), რის გამოც, თავის ორ რეალურად მნიშვნელოვან ადამიანს მარტოებს ტოვებს შუქურაზე და მარტო დარჩენილ Owen და Mel, Ellie ხოცავს... Lev -ს კი დედამისი არ ურიგდება და დედამისს კლავს. იქვე კლავენ ხელ მოჭრილ Yara -საც, რომლის გადასარჩენადაც 3 საათი დავხარჯეთ.

The End

მოკლედ, არ ვიცი რა ფორმით შეიძლება ამ თამაშის სიუჟეტის მიღება, მე ნამდვილად არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ თუ ვინმეს გენდომებათ ახნსა, აქ ვარ და მოგისმენთ.
ჩემთვის ეს იყო აფსურდის თეატრი, რომელიც ასევე იყო ძალიან მაგარი, იმ ყველაფრის გამო რაც სტატიის დასაწყისში მოვყევი. და ეხლა ვარ ესე, რაღაც გაორებულ გაუგებრობაში. ისეთი განცდა მაქ თითქოს ტყუილა აწვალეს საყვარელი პერსონაჟები. ებისადმიც სერიოზული ემპატია გამიჩნდა, განსაკუთებით მაშინ, რაც მუშტებით მაცემინეს, მერე დანა მარტყმევინეს და დამახჩობინეს კინაღამ, საწყალი (უკვე ფეხის თითით ვაჭერდი ჯოისტის, ისე არ მინდოდა ამის კეთება)...
საერთოდ მგონია, რომ ების შემთხვევაში რეალურად ყველაზე კარგად ჩანს სცენარისტების "დანაშაული".
და ეხლა მინდა გადავიდე იმაზე, რაც გახდა თამაშის რეალური მთავარი თემა, სიუჟეტის ჩავარდნის გამო.

>>>

სოციალური უსამართლობის და უმცირესობების უფლებების თემები Spoilers
აქ რაიმე განსაკუთრებულის ვერ ვიყვი. უბრალოდ მინდა რო ის ფაქტები მოვიყვანო, რაც ამ თემატიკის გარშემო ხდება თამაშში და რაც დამამახსოვრდა.

ცენტრალური პერსონაჟები
Ellie - თამაშის მთავარი პერსონაჟი ლესბოსელია (ორიგინალში არანაირი ნამიოკი არაა ამაზე).
Dina - ელის შეყვარებული გოგო, რომელიც ჯოელის ადგილს იკავებს მოგზაურობაში. ბოლოს ერთად ქმნიან ოჯახს.
Abby - ჰეტეროსექსუალი მეორე ცენტრალური პერსონაჟი გოგო, რომელიც თავიდან არი შედარებით ნაზი იერის და უცებ ბოდიბილდერის ტანით გვევლინება. კონკრეტულად ნაჩვენები არ არი თუ რატო და როდის ხდება ესეთი ტრანს-ფორმაცია.
Lev - გოგოს იერის და ხმის მქონე, თავგადაპარსული ბიჭი, რომელსაც აქვს პრობლემები დედამისთან, რადგან არ უნდა, რომ დაემორჩილოს მის ფრაქციაში მიღებულ წესებს (რო დავხურე თამაში, მერე გავიგე რო ბიჭი იყო).
Yara - ლევის და - თამაშის პროცესში ხდება კაცის მსხვერპლი, რომელიც ხელს ჩაქუჩით დაუმტვრევს.
Mel - "ძლიერი" ფეხმძიმე ქალის სახე, რომელიც დაგყვება ბაზიდან გასვლებზე და გეხმარება ინფიცირებულებთან ბრძოლაში - რაც გამოიყურება მაქსიმალურად არაადეკვატულად. მუცლიანი ქალი რო დაცოცავს კედლებზე, სტელსით რო დადის და ინფიცირებულებს რო იგერიებს...

რეალურად ცენტრალური პერსონაჟი კაცი არ არი თამაშში ჯოელის მეტი, რომელსაც ეგრევე კლავენ, მარა მეორე ხარისხოვანი კაცი პერსონაჟი არის სულ 3 ( ნუ 4, მაგრამ Lev რო კაცი იყო მაგაზე არაფერი არ მეტყველებს და ვთვლი, რომ არ ითვლება).
ამ სამის ფუნქცია:
Tommy - ჯოელის ძმა, რომელსაც განვითარება არააქ თამაშში, და ეკრანზე თითქმის არ ჩანს, ერთი კონკრეტული ჩაფტერის გარდა, რომელიც ჯოელის და ელის ურთიერთობაზეა. დანარჩენი თამაში ისე მთავრდება, თითქოს არც არსებობს.
Jesse - Dina -ს ყოფილი, რომლისგანაც Dina ფეხმძიმედაა. და იმიტომ იყო სიუჟეტში საჭირო, რომ Dina და Ellie თანაცხოვრებაში ბავშვიც ყოლოდათ ბოლოს.
Owen - Abby შეყვარებული, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ კარგი პერსონაჟია, მაგრამ ესე მარტივად არა რი საქმე :D თან მეცინება ეხა ეს რო მივხვდი, იმიტო რო თამაშისას უბრალოდ გაუგებარი იყო ის რასაც ეხა ვიტყვი.
ეს ბიჭი არი, იმ ცნობილი სექსის სცენის გმირი, რამაც მთელი მსოფლიო მოიარა და ის სცენაც მარტივი არ ყოფილა, მინიმუმ ორი რამის გამო.
სექსს გვაჩვენებენ, მხოლოდ მას მერე რაც ები ბოდიბილდერს დაემსგავსება, ანუ ფაქტიურად კაცის იერს შეიძენს. და მეორე. შეყვარებული წყვილის პირველი სექსი ნაჩვენებია ისე, რომ ეს ბიჭი ატრიალებს პარტნიორს, რაც უშუალოდ თამაშის დროს ძალიან გაუგებარია - რატო უნდა მოატრიალო საყვარელი ქალი პირველი სექისას, მართლა გულუბრყვილოდ ჩნდება ეგ ფიქრი )) და ნუ თუ რატომ ატრიალებს, ეს, ელეგანტური, ჩვენ ქვეცნობიერს მიმართული მესიჯი მინდა თქვენ წარმოსახვას დავუტოვო :tickle:

და კი, ეს ყველაფერი, ჩემს მოყოლილზე ბევრად დეტალური და დიდი დოზით არის თამაშში.
მე უბრალოდ ის მოვყევი რაც დამამახსოვრდა.

და ამ ფორმაციაში მთავარი - ეს არცერთი თემა არ გამომდინარეობს თამაშის სიუჟეტიდან, არავითარ კავშირში არ არი თამაშის არც პირველ ნაწილში მოყოლილ ისტორიასთან და არც მეორეს, შურისძიების ამბავთან. რაც ამ ყველაფერს აყალიბებს როგორც კონტექსტის და ფუნქციის გარეშე გაჩენილ თემებს...
რაც პირველ რიგში კიდევ უფრო აზიანებს და ფოკუსს აკარგვინებს, ისედაც გაუმართავ შურისძიების ხაზსს. ხოლო მეორე რიგში, თვითონ ამ თემებისადმი სწორი შეგნების ჩამოყალიბებას, ცოდნის ამაღლების ფაქტს უშლის ხელს, იმიტომ, რომ კონტექსტის გარეშე არი თამაშში.
ამის გამო იწვევს ბევრი მოთამაშის აგრესიას და ძალიან ლოგიკურს.
აქ შეგიძლიათ წარმოიდგინეთ ის ხალხი, რომლებიც პირველ რიგში ელოდებოდნენ თამაშის ორიგინალის ლოგიკურ გაგრძელებას. მათ ვერც პირველის გაგრძელება ვერ მიიღეს, ვერც მეორეს, შურისძიების შემდგარი ისტორია, ხოლო ამის მაგივრად თითქმის ყველა გამოვლინებით მიიღეს სექსუალური უმცირესობების პრობლემებზე, მოვლითი გზებით ლაპარაკი.

***
ძნელია ბოლო პარალელის გავლება... ძაან შერეული შთაბეჭდილებით, მაგრამ ბევრი კარგით დამტოვა ამ თავგადასავალმა, რის გამოც, თუ ჯერ არ გითამაშიათ, უდაოდ გირჩევთ იმ ფენომენის ნახვას და თქვენითვე გააზრებას, რაც არი The Last of Us Part II (!) მე კი ბოდიშს გიხდით ამხელა ტექსტისთვის, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ ჩამომეყალიბებინა ის რთული გამოცდილება რაშიც ცელქმა ძაღლმა გამომატარა :) იმედია მოვა დრო და რეალურად გამოუვათ ის, რაც შიძლებოდა, რომ ეს თამაში გამხდარიყო

>>>

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: The Last of Us Part II

Unread post#2 » 25 Jan 2022 05:52

მეც სპოილერებს შევეხები

მე არ მითამაშია, მარა თუ შანსი მომეცა გავივლი აუცილებლად, მარტო გეიმფლეის და ატმოსფეროს პონტში, თორე ისეთი სიუჟეტია და ბოლოს ისე მთავრდება გამაგიჟებდა ალბათ სერიოზულად რო შემეხედა, ყველას ხოცავს მანქანასავით რო მამის მკვლელამდე მივიდეს და ბოლოს ინდობს, მე ეს სიუჟეტი ისე აღვიქვი როგორც მოთამაშეების ემოციებზე თამაში და ამით რაღაცის მიღწევის სურვილი აზზრს მოკლებული ###ობა, მოთამაშეები ჯოელის მკვლელობის სცენასაც აკრიტიკებდნენ არავის ენდობოდა არასდროს ჯოელი და ამათ რატო ენდოო ესეც ცალკე საკითხავია, შორიდან სუ ვაკვირდებოდი ამ მამა შვილის თავაგადასავალს და ჯოელი მომწონდა ძაან როგორც პერსონაჟი, ჯერ ამის ესე მოკვლა და მერე შურის არ ძიება ნამდვილად დიდი უაზრობა გამოუვიდათ ...
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Re: The Last of Us Part II

Unread post#3 » 31 Jan 2022 23:17

Spoilers

ელის პერსპექტივით სიუჟეტის გარჩევა, სადაც ჩემზე უკეთ ხსნის კაცი იმ პრობლემებს, რაც ჩემთვისაც კრიტიკული იყო. შეგილიათ ნახოთ.

ების სიუჟეტური ხაზიც აქვს, მარა იქ საერთოდ სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და არა უშულოდ სიუჟეტზე, ამიტო იმას არ დავდებ.

***

აქ უბრალოდ მივაწერ ერთ პატარა ნოუთს, იმაზე თუ ამ ყველაფერზე ფიქრის მერე მე რეალურად რას ვნახავდი თამაშში.

The Last of Us Part II იქნებოდა შედევრალური, უბრალოდ ქრონომეტრაჟის წყობის შეცვლით (და სანტაბარბარას გარეშე, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით). აი როგორ.

- თავიდან ვნახულობთ ების გზას სანამ მივა ჯოელამდე, უფრო დეტალურად, ვიცნობთ მთელ გუნდს კარგად და ვიგებთ მათ რეალურ პოზიციას
- მერე ვნახულობთ ჯოელის ფრაგმენტს ებისთან შეხვედრის ჩათვლით - შემდეგ ელის ფრაგმენტს სანამ ეძებს ჯოელს - ვნახულობთ ჯოელის მოკვლის სცენას
- იწყება ელის შურისძიების გზა, სანამ მივა შუქურამდე და მიხვდება რო ფეხმძიმე ქალი მოკლა. იქვე შუქურაზევე ვხვდებით ების. ელის მიყავს სიკვდილის პირას, მარა გადაწყვეტს რო გაუშვას.

პ.ს. ების თითიდან გამოწოვილი ამ და ძმის დახმარების ისტორია და სანტაბარბარაში წასვლა, არი აფსოლიტური კრეტინობა, რომლის გარეშეც თამაში არაფერს არ დაკარგავს. ამიტო ვჭრით ამას თამაშიდან მთლიანად.

The End.


ეს იქნებოდა ის რასაც ვაპატიებდი ყველაფერს და დაჟე მომეწონებოდა, როგორც შურისძიების ისტორია. დაჟე მგონია, რომ თანამედროვე თამაშების მედიუმში მოხდებოდა GOW სიმძლავრის, მეორე აფეთქება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Last of Us Part II

Unread post#4 » 31 Jan 2022 23:48

პრობლემა 1. დასრულებული ისტორია ფორსირებულად ვერ გრძელდება. ეს არ არის შერლოკ ჰოლმსის ეპიზოდური დეტექტიური კეისები სადაც ფანების თხოვნით ოკეი გავაცოცხლებო თქვა. დრამამ შეჭამა თავისი და გაწურა პირელ ნაწილში, ამიტო ჯოელი და ელი ფანსერვისის ფუნქციით არიან მანდ რაც გინდა კარგი სთორი მისცე ახლა მაგ ორს, ეს უკვე ახალი პერსონაჟები არიან იმიტო რო ძველების სთორი დამთავრდა, ხოლო ეს ახლაი პერსონაჟები ძველი ხარისხით უფრო სულდგმულობენ ვიდრე ახალი დამუშავებული სიღრმით.

პრობლემა 2. პერსონაჟის მოტივაცია რო მამა მომიკლა და დავაი გადავჯეგო, თან მაგ სეთინგში გაუგებარი მგონია. რავი ის მამა ზომბს რო შეეჭამა? პრივილეგირებული ექიმი იყო ტიპი და დო ხუია ბავშვებზე ექსპერიმენტობდა და თურმე როგორ მოკლეს. შეიძლებოდა თუ არა მამის მკვლელობაზე აეგოთ სთორი? კი შეიძლებოდა ოღონდ ფუნდამენტიც აქვე უნდა შეექმნათ ნულიდან, გეგონება ჯოელმა ისეთი რამ ჩაიდინა რაც უპატიებელია. არანაირი გულშემატკივრობის შეგრძნება არ მაქვს ებიზე, არანაირი ემოციური დრაივი არ აღიძრება ჩემში. პირველის ნაწილის მერე შევე*ი იმ ექიმის დამტირებელს, კომიკურია მთელი ეგ სიუჟეტის ძრავი ძიშოვი რო არ იყოს. რემბო 6-ში რო ვინმე რენდომ მოკლული ტიპი დასდევდეს რემბოს ეგ დონეა. 20 წელი მწამებელი და მკვლელი იყო ჯოელი, რაც ჩვენს მიღმა მოხდა და მაინცდამაინც კულმინაციური "დაუცველი" ექიმი ამოარჩიეს ახალი სიუჟეტის ხაზად )) ხთფუ.

ხოდა ძირშივე კასტრირებულია დრამა. ჯოელი და ელი გასაგები იყო რო მასე იქნებოდა მარა იმ ექიმის თემით ების ხაზიც კასტრირებულია. საიდანაც არ უნდა წახვიდე და ხარისხი დაუნახო, ბოლოს ფესვებში ჩახვალ და იქ სერიოზული პრობლემაა :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: The Last of Us Part II

Unread post#5 » 01 Feb 2022 00:19

შეიძლებოდა კარგი შურისძიების ამბის გამოყვანა, ეგ იდეა ნამდვილად ადეკვატურია და კარგი თავის ძირში. განხორციელება არი ცუდი ბევრი კუთხით და ფინალზე რო გადიხარ უკვე უშანსოდ მკვდარია მესიჯი.

არვიცი წაიკითხე თუ არა მთლიანად რაც დავწერე, მარა მაგ ჩავარდნილი სთორითელინგის გამო შემოდის ზუსტად უმცირესობების თემა, როგორც მთავარი თემა თამაშის. ცენტრალური სიუჟეტი რო მუშაობდეს, ეგ არ მოხდებოდა და ესეთ გაღიზიანებას არ გამოიწვევდა ხალხის.

შეეძლოთ რო მუშა გაეკეთებინათ. ქრონომეტრაჟი რო გადაეწყოთ, რაც ეხა დავწერე, ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად ის გამოვიდოდა რაც შურისძიების იდეიდან მოდის.

ელის მოუკლავდნენ ჯოელს და შურისძიების გზაზე მასშიც ადამიანობა გაიმარჯვებდა, რაც ამჯერად უკვე ელის გამოაჩენდა The Last of Us როლში - მკვლელის, რომელიც გამოცდილებამ გარდასახა რეალურ ადამიანში. ეგ არი ამ თამაშის მთავარი აზრი და ეგ ელიზეც რო შემდგარიყო მართლა დიდი მიღწევა იქნებოდა.

User avatar
GHOST
Posts: 1973

Re: The Last of Us Part II

Unread post#6 » 01 Feb 2022 11:29

ანბანს კიდევ ერთი სასტავი უნდა შეემატოს - პირველი სექსის დროს, ქალის მომტრიალებლები.

Riddick
Posts: 11826

Re: The Last of Us Part II

Unread post#7 » 01 Feb 2022 12:08

ვერ დაამუღამე გოსტ :) ქალის არა, ქალს არ ატრიალებენ )))

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: The Last of Us Part II

Unread post#8 » 01 Feb 2022 15:37

კი კი წავიკითხე.
მე მკვლელ ელის არ ვეთანხმები, ატრუხებს ეგ პირველის სცენარს. მკვლელმა და მწამებელმა კაცმა ამდენი იმისთვის თუ გაიღო რო ნაპოვნი შვილი მკვლელად და მწამებლად გაეზარდა, რავი საგაზეთო ქრონიკებს წავიკითხავ მაშინ რეალურს და ბოროტს. ქრება მაგით წინა ნაწილის ფასეულობა ჩემთვის, უინტერესო მამა ხდება ჯოელი, დაჟე ცუდი მამა ჩემი გაგებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: The Last of Us Part II

Unread post#9 » 01 Feb 2022 18:39

მკვლელი იდეაში პირობითობაა თამაშის და ვერ გაექცევი ბოლომდე. პირველშიც მკვლელები არიან, უბრალოდ აქ ამ მკვლელობის რადიკალური მხარეა სცენარის მიზანი, მიტევება, რაც ამდენი ხალხის ხოცვის ფონზე კიდე უფრო კომიკურად ჩანს. მაგიტო ვახსენე ფეხმძიმე ქალი. ეგ ბევრად ღრმა ფსკერია და მაგის ფონზე რო გაეშვა ები უფრო დავიჯერებდი შენდობის ამბავს. იმის ამბავს, რომ ესე შორს წასვლა არავისთვის არ ღირს, რადგან იმაზე უარესს გხდის ვინც ეს დაგმართა.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 68 guests


cron