მთელი სპექტრია ახალი და მონატრებული ემოციების. და რაც ყველაზე საინტერესოა, ესე ცალსახად ვერ იტყვი რაშია ზელდას მაგია. ესეთი რაღაც რო შექმნა დღეს, უნდა ადგე და თავიდან უნდა გამოიგონო ველოსიპეტი. ფუნდამენტური მიდგომებიაქვთ გადააზრებული, ერთგავრი იაპონური ხედვაა დასავლური როლფლეი თამაშის, სადაც ტიპებმა ბოლომდე დაივიწყეს თავიანთი JRPG.
რო ვფიქრობ თუ როგორი იქნებოდა თამაშზე მუშაობის პროცესი, მგონია რო უბრალოდ იჯდნენ, Hayao Miyazaki -ი მულთფილმებს არჩევდნენ და გადაქონდათ თამაშში. ნუ ეს ზედაპირულად, მარა რო თამაშობ მართლა ზღაპარში გგონია თავი.
რაღაც ახალი ტიპის კომპოზიციებია შექმნილი, რომელიც მარტო თამაშში შეიძლება. მაგალითად ლოკაციის ლანდშაფტის ფორმა, მასზე დასმული ნაგებობები, ფლორა, ფაუნა, ენპისიები, მტრები, ამინდი, დღეღამე და აქ უკვე მოდის ინტერაქტიული ელემენტები, როგორიცაა ისტორიები რასაც გიყვებიან ამ ადგილზე, ქვესთები, საიდქვესთები, დამალული ადგილები, მოსაგროვებელი ნივთები - ეს ყველაფერი არი ერთიანი, ანუ არი ეს ლოკაცია და ამ ლოკაციის კომპოზიციის გადმოცემას ემსახურება ის რაც ჩამოვთვალე. მოკლედ სასწაულად საინტერესო რამეა. დავრბივარ, ვათვალიერებ, ვკაიფობ
.