Mario Kart 8
ჩადე კარტრიჯი, აიღე ნახევარი ჯოიკონი, მიეცი მეორე ნახევარი მეგობარს, დაიწყე თამაში. მომენტი რომელიც მუშაობს და რაც არუნდა გასაკვირი იყოს, გასართობია
თამაშობ რამდენიმე ხელს... აგებ... პარალელურად საერთოდ წარმოდგენა არ გაქ რო შენ გარშემო უამრავი გააზრებული და ერთმანეთს მისადაგებული მექანიკა მუშაობს ერთდროულად... მაგრამ აგრძელებ და გსიამოვნებს.
თავიდან მაინც ვიზუალზე ვიტყვი, რადგან სქრინებიდან რაღაც მოსერო, უგემოვნო სტილი მოდის. თამაშში ეს ყველაფერი საერთოდ სხვანაირად აღიქმება. ფერები რატომღაც მართლა ცოტა ჩამქრალია, მარა სტილი ძაან კარგია და საჭირო ატმოსფეროს მარტივად ქმნის (რაღაც ესეთი ისტორია მქონდა trine სერიაზე. სქრინები არ მომწონდა, ინგეიმ მაგარი ლამაზია).
თამაშის რეალური მუღამი გეიმფლეის გათვიცნობიერების მერე იწყება და მის კომპლექსურობაში მდგომარეობს. ეს არი რამდენიმე პროცესის ერდროული დირიჟირების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც შეცდომით და სიცილით მთავრდება. და თუ მაინც გაგიმართლა და ბოლომდე აეწყე რიტმს, სადმე არ გადაიჩეხე, აფეთქდი, ან აცდი მარშუტს, პირველ ადგილზე გასულს რეალური სიამოვნების განცდა გეუფლება.
ყველაფერი გააზრებულია. თავიდან ვერ წამოვიდგენდი თუ კარტებს და მათ ბორბლებს ყველას საკუთარი სტატი ექნებოდა, უბრალო დეკორაცია მეგონა, მარა თურმე ათასი "ნიუანსია" :) იგივე ხდება ტრასებზეც. მრავალფეროვნება საჭიროზე მაღალ დონეზეა. თან ყველა მათგანს რაღაც თავისი საიდუმლო მოსაჭრელი გზები და სხვადახვა პატარა პროფიტებიაქ, რასაც ნელნელა გებულობ და კაიფობ პროცესში. იგივე სიტუაცია არი მართვის ამბავშიც. ტრასის ყველა მონაკვეთი რო კარგად გამოიყენო, იმას ნიშნავს, რომ უწყვეტ ინტერაქციაში უნდა გადახვიდე პროცესთან და სანამ გეყოფა ტ*აკი არ გაჩერდე. მაგით, უცნაური შედარება, მარა მაგრად გავს ფაითინგს.
რაც ჯერჯერობით არ მომეწონა, რომ სრულფასოვანი კარიერა არ გვაქვს. მარტო 4 რბოლიანი სესიები, რომლებშიც ქულებს აგროვებ და ხსნი დამატებით ნაწილებს და კარდებს, რბოლისთვის. რაც დღევანდელი საზომებით რეალურად არაფერი არ არი. უბრალოდ რო ვრთავ ისე მისწორდება სადღაც საათზე, საათ ნახევარზე მაგ ერთი რეჟიმითაც უცებ ავდივარ. დანარჩენი, არი სხვა ტიპის შეჯიბრებები, რაც ჯერა არ მიცდია, მაგრამ მგონი ეგეც მასთია და დავწერ მოგვიანებით