Planescape: Torment, Specific Review

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Planescape: Torment

Unread post#1 » 24 Aug 2013 15:35

Planescape: Torment

გავარვარებული გისოსების თავზე ალმოდებული კაცი ჰაერში იყო გამოკიდული. მის გარშემო ვიღაცას ძველი ტავერნა წამოეჭიმა, სევდიანი მელოდიით, ბოლით და უნდობლობით შემოსილი. ვინ იფიქრებდა რომ ტავერნის შესასვლელში დაკიდული დიდი აბრა “ალმოდებული კაცის ბარი” წლების კვალთან ერთად ჭეშმარიტებასაც იტევდა. უცნაური ქალაქი იყო სიგილი, შემდეგში კარდაგ დავაკვირდებოდი ტავერნის სახელს მის დაგემოვნებამდე.

ტავერნა უცნაური სტუმრებით იყო სავსე, სანამ ჩემი კომპანიონი მფრინავი მოლაპარაკე თავის ქალა “მორტი” მიმტანების უკანალს აკვირდებოდა, ერთ-ერთი ბნელი კუთხიდან ეშმაკის ზიზღით სავსე მზერა ვიგრძენი. ეშმაკი წესრიგის მსახური იყო და ჩემი ქაოტური, არეული ბუნება უწმინდურობის შუქურა იყო მისთვის. სიგილის გარეთ ჩვენი შეხვედრა ცუდათ დამთავრდებოდა, მაგრამ ამ ქალაქში ყველა ტკივილის ლედის ჩრდილქვეშ ცხოვრობდა და მის მიმართ შიში გადაწონიდა ყველაზე ძლიერ ინსტინქტებსაც კი. მიხვდი რომ ვინანებდი აქ მოსვლას, მაგრამ ამჯერად არაფერი მემუქრებოდა. ეშმაკი მეთოდური, ლოგიკური არსება იყო და სწორ დროს, შესაფერის ადგილას შეეცდებოდა ამ თემის გაგრძელებას.

მან დაკარგა ჩემს მიმართ წამიერი ინტერესი და მეორე ეშმაკთან გააგრძელა საუბარი, ჩემი ყურადღებაც ალმოკიდებულ კაცს დაუბრუნდა. დარწმუნებით შეგეძლო თქმა რომ დანახშირებული კანის მიუხედავად კაცი ცოცხალი იყო. ძალიან დიდი სიმხურვალე მოდიოდა მისგან, საკმარისი რომ მის ქვეშ მდებარე რკინის გისოსები წითლად შეეღება, მაგრამ ცეცლი რომელზეც მისი სული იწვოდა ბევრად საშინელი იყო, ალი რომელსაც შეეძლო ჯოჯოხეთი დაეწვა. კაცის ზეცისკენ აღმართული, ტკივილის გამომეტყველებაში გაყინული სახე დაიხარა და მისი თვალები ჩემსას გაუსწორდა.

მასში დავინახე წარმოუდგენელი ტანჯვა რომელიც უტოლდებოდა ჩემში დამალულ ტკივილს. მივხვდი რომ არ ვიყავი მზად მისთვის თვალი გამესწორებინა, ვიგრძენი თითქოს რაღაცამ მთელი ჟანგბადი ამომმწვა მკერდიდან და თვალებმა დნობა დაიწყო, იქვე ჩავიკეცე.

წამსვე ანა ჩემს გვერდით გაჩნდა, ხელი მომხვია და ბარის სკამებამდე მიმიყვანა. ანა.. ჩემი მფარველი ანგელოზი რომელშიც დემონის სისხლი ერია. შედარებით ადვილად გამოძვრა ამ თავისებურებიდან, შესახედავად ადამიანს გავდა, არ ჰქონდა ტიფლინგებისთვის დამახასიათებელი მახინჯი ლაქები კანზე და არც ალმოდებული თმები. ერთადერთი დეფორმაცია ვირთხისებური კუდი იყო. ლამაზი ქალი და კუდი.. უდავოდ უცნაური კომბინაცია, მაგრამ ვინ ვიყავი მე რომ განმესაჯა? რა არის უცნაური კაცზე რომელმაც მოახერხა უკვდავება ეპოვა და არ ახსოვდა რატომ.

ანა უკვე გაუჩინარებულიყო, თავს უხერხულად გრძნობდა ნათელ ადგილებში და მუდამ ჩრდილს ეძებდა, ძლივს შევამჩნიე ერთ-ერთი სვეტის უკან, შეწუხებული სახით მიყურებდა, ნერვიულობდა ჩემზე, რომ შეამჩნია ვუყურებდი გულგრილობა გაითამაშა და რაღაცას მიაშტერდა მოპირდაპირე კუთხეში. ვიცოდი რომ ვუყვარდი და შიგნიდან მკლავდა ეს. რა უცნაურია, როგორ იზიდავს სიყვარულს ტანჯული, გატეხილი არსებები? მაგრამ რისი გაზიარება შეუძლიათ მათ სიყვარულისთვის გარდა ტკივილისა? სხვა ქალი გამახსენდა რომელსაც ვუყვარდი. ეხლა ბნელ ადგილს მიჯაჭვული სული იყო, რომელიც საშინლად გამოვიყენე მანამ მორიგი სიკვდილი მეწვეოდა და მეხსიერებას დავკარგავდი, არ ვიცოდი რა დავუშავე მაგრამ ვგრძნობდი ყველა უფლება ჰქონდა ყველა ღმერთის წინაშე რომ ვეზიზღებოდე და ჩემი ტანჯვა უხაროდეს. ცდილობდა კიდეც მაგრამ არ შეეძლო, ხელოვნური ბრაზის და ზიზღის თხელი ნიღბის უკან სულ სხვა გრძნობა იმალებოდა.

დღე ახალი დაწყებული იყო და ძაან ადრე იყო ასეთ რამეებზე ფიქრისთვის, სასმელი შევუკვეთე და ბარმენმა ჭიქა და ლამბაქი მომიტანა უცნაური თხილის მაგვარი ნაყოფით. ნაყოფი პირში გავიჩერე მანამ იმდონეზე არ გახურდა რომ ენა დამიწვა და ყინულივით ცივი სასმელი დავაყოლე. “ცეცლოვანმა ღვინომ” - მთელი სხეული გამიბრუა. დაკკონს გავხედე, გილზერაის სახე ქვიდან გამოთლილს ჰგავდა, მაგრამ ვიცოდი მისი წაკითხვა და მის სახეში კარგად დამალული იმედგაცრუება დავინახე. გილზერაისთვის ალკოჰოლი და ნებისმიერი რამ რაც გონებას აბინდებს ტაბუა, ხშირად სიკვდილის ტოლფასი, ბოლომდე ჩავცალე მეორე ჭიქა და ბარს მივაშტერდი.

სასმელმა დაკკონი და მისი იმედგაცრუება წაშალა გონებიდან მაგრამ გილზერაის გზებმა დამაფიქრა. მისი ხალხი ლიმბოში ცხოვრობდა. ეს არის სრული ქაოსის განზომილება, ადგილი საიდანაც ყველაფერი სხვა შეიქმნა. თუ გგონიათ რომ გესმით ქაოსი რა არის ცდებით. ლიმბოში მოხვედრისას მხოლოდ ორი რეაქცია არსებობს. ერთი ყველაზე ძლიერი შიშია რაც კი არსებობს, რეალობაში და წესრიგში გამოჭედილი არსებები ლიმბოში ყველაზე ძლიერ კოშმარს განიცდიან. მთელი მათი არსება, ყველაფერი რისიც სწამთ და სჯერათ, ფუნდამენტური ბლოკები რისგანაც ნაწილ-ნაწილ გამოჭედეს საკუთარი თავები იშლება, ქვრება და გარდაიქმნება. მეორე რეაქცია აბსოლუტური სიხარულია, ქაოტური შეშლილი არსებები შემოქმედების და სრული თავისუფლების ექსტაზს განიცდიან, ყოველგვარ კანონს და ურთიერთქმედებას მოკლებულ სამყაროში ღმერთებმაც კი არ უწყიან რა ფორმას იღებენ.

ლიმბო ყველაფრის შექმნის ქაოტური დასაბამია და აქ ცხოვრობენ ილიზიდების გონებრივ მონობას გაქცეული გილზერაები. ისინი რწმენით და სრული კონცენტრაციით ქმნიან ყველაფერს, ქალაქები არსებობს რადგან თითოელი მკვიდრის ნებაა ქაოსის წინაში რომ ის არსებობდეს, გილზერაი გონების ძალით ქმნის მიწას რომელზეც დადის, ჰაერს რომელსაც სუნთქავს, იარაღს რომლითაც იბრძვის. საკმარისია წამიერი ეჭვი, კონცენტრაციის დარღვევა და ქაოსში დაიკარგება. გილზერაის ნებისყოფა განსაზღვრავს მთელ მის არსებას- “შეიცანი საკუთარი თავი და გაძლიერდი”.

მე კი ჩემს მიმართ ყველაზე ერთგული გილზერაის რწმენა შევარყიე და საკუთარი თავი დავაკარგვინე. ამის გამო მისი რიტუალური ხმალი იდეალური, სწორი და უმტვრევი მასის ნაცვლად ნისლად იყო ქცეული. რათქმა უნდა ეს წინა ცხოვრებაში ჩავიდინე და არ მახსოვდა რატომ, ღვინის მესამე ჭიქამ მიზეზებთან ერთად დანაშაულის გრძნობაც დამავიწყა.

სასმელი მომეკიდა და თავი ჩავღუნე, ამ პოზიციიდან საკუთარ ხელებს და მკერდს დავაკვირდი. საშინლად დასერილი, დამწვარი და ათასი შრამით შემკული. მათი მესამედი უტყუარი საბუთი იყო იმისა რომ მკვდარი უნდა ვიყო. ამან დამაფიქრა, წინ რთული და საშიში გზა მელოდა და დრო იყო უკეთეს აღჭურვილობაზე მეზრუნა. ბევრი გამყიდველი იყო ვისგანაც ათასი სამყაროდან მოზიდული საუკეთესო არტეფაქტების ყიდვა შეიძლებოდა მაგრამ ფასიც შესაფერისი იყო. აღჭურვილობას რაც შეეხება, სად ჯანდაბაში გაქვრა ყველა ხმალი ამ დაწყევლილი ქალაქიდან? ან ელფების, ორკების და სხვა მრავალი მოკვდავის სულები? თითქოს ყველამ დასასვენებელი დღე აიღო და სამუშაოდ მარტო ადამიანები, დემონები და სერი კედლები დარჩნენ.

ნორმალური აღჭურვილობა, ნორმალურ ფასად. საინტერესო თავსატეხი იყო. ალბათ ერთად-ერთი გზა რომელიმე ფრაქციის წევრობა იყო, სიგილზე ინფორმაციის სკანირება დავიწყე ჩემს დამტვრეულ გონებაში. ქალაქი ლედის მიერ იმართებოდა, ენიგმატური არსება რომლისაც თვით ღმერთებს ეშინიათ, არავინ იცის ვინ არის ან რა მიზნები ამოძრავებს, ზოგი ამბობს რომ სიგილი მისი ციხეა, ზოგი რომ ის თვით ქალაქის განსახიერებაა. ერთი რამ რაზეც ყველა თანხმდება არის რომ ლედის და მისი რებუსებით მოლაპარაკე მსახურების “დაბუს” გზის გადაკვეთა სავალალო შედეგებით დამთავრდება ნებისმიერისთვის. ტკივილის ლედი სამართლიანი მაგრამ შეუბრალებელი მმართველია და მას ყველა ანგარიშს უწევს.

ლედის გარდა ქალაქს ფრაქციები მართავენ, ფრაქციებს სხვადასხვა იდეალები ამოძრავებთ. რისი ჯგერა და რამდენად, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს სიგილში. რწმენას შეუძლია შეცვალოს სამყაროები, გააქროს ღმერთები, გაზარდოს ტყე რამდენიმე წამში. რწმენა და არა რომელიმე ფიზიკური წესი ან კანონი განსაზღვრავს ყველაფერს საიქიოში. ყველაფრის იერი განისაზღვრება იმით რომ საკმარისი რაოდენობის ხალხს სჯერა ამ ფორმის. დააჯერე მათ განსხვავებული რამ და სამყაროც შეიცვლება.

ერთგვარი ბალანსია რომ ადგილას სადაც რწმენა ყველაფერს ნიშნავს შეკრებილია ყველაზე მეტი ურმუნო. სიგილში ხვდება ნეიტრალური ხალხი რომელსაც არაფრის სწამდათ და არცერთ ღმერთს აღიარებდნენ მოკვდავობისას. სამყარო რწმენის მიხედვით არის დაყოფილი, ერთ კუთხეში სიკეთე, მეორეში ბოროტება, მესამეში წესრიგი, მეოთხეში ქაოსი, ეს ყველაფერი წრეებს ქმნის რომელთა შორის ყველანაირი რწმენაა მოქცეული და რომლის ცენტრში სიგილია.

“ათასი კარის ქალაქი” - ასე ეძახიან სიგილს რადგან მისგან სამყაროს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება მოხვედრა თუ სწორი კარი იცი და გასაღები გაქ. კარი ნებისმიერი შეკრული ფორმა შეიძლება იყოს, როგორც ფანჯრის რაფა ან ორ ერთმანეთზე მიბჯენის შენობას შორის სივრცეა. გასაღები შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობის ხურდა, ან პირველი კოცნა ან ბედნიერების განცდა. არაერთხელ მომხდარა რომ ვიღაცას დემონი დასხმია თავს რადგან უბედურს შემთხვევით პორტალი გაუხსნია.

სიგილს რწმენა მართავს და ამიტომ მცირე რაოდენობის ხალხს ვისაც სწამთ რაღაცის სრული ძალაუფლება აქვთ, ისინი ფრაქციებათ არიან დაყოფილი. დავიწყე თავში ფრაქციების დასკანირება. პირველი რატომღაც “მტვრისკაცები” გამახსენდა. ბოლო მეხსიერება რაც მახსოვს მათი მთავარი შენობის წიაღში გაღვიძებაა. მტვრისკაცებს სწამთ რომ ყველანი უკვე მოვკვდით და ეს უბრალოდ გარდამავალი და ყველაზე უბედური არსებობის ფორმაა, ისინი სიხარულით უყურებენ სიკვდილის პერსპექტივას, მაგრამ ვერსად შეხვდებით თვითმკვლელ მტვრისკაცს. სიკვდილი მათთვის წმინდაა და მხოლოდ ბუნებრივი ციკლით გარდაცვალებაა მისაღები.

ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი რამ ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე იქ გაღვიძების შემდეგ, მათი მთავარი შენობა მორგია. მკვდრებს მათხოვრებისგან ყიდულობენ, შემდეგ თავისებურ წესს უგებენ და უვლიან გვამებს. ზომბები მათთვის უწმინდური არსებები არიან და ყველაზე დიდი ბოროტება. მაგრამ როგორც ყველას მათაც აქვთ ოფიციალურად ნებადართული “საჭირო ბოროტება” და მორგის ბნელ ჰოლებში სპეციალურად მომზადებული ზომბები დაიარებიან, რომლებიც რუტინულ დავალებებს ასრულებენ. ჩემი ბუნება რომ ესმოდეთ ასეთ გამონაკლისს არ დაუშვებდნენ და ყველა მტვრის კაცი სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ეცდებოდა ჩემს მოკვლას. ამიტომ ორმაგად უცნაურია რომ მათი ჟამთაღმწერელის ხარჯზე ვარ ცოცხალი და კრემაცია არ გამიკეთეს. ნოსტალგიის მიუხედავათ მათი აღწურვილობა უბრალო ტანსაცმელია და გამოუსადეგარი.

“გულმოწყალების მკვლელები” ყველაზე კარგად არიან აღჭურვილი, მაგრამ მათი აბსოლუტური და შეუდრეკელი რწმენა სამართლიანობის მიმართ ყველაზე საშიშ ძალად აქცევთ სამყაროში. ალბათ ღმერთების გარდა ერთდაერთი არსებებები რომლებსაც ჩემი საბოლოოდ მოკვლა შეუძლიათ. ეხლანდელ ინკარნაციაში თუ არა წინებში მიპოვიან ცოდვებს და ყველაფერი ცუდათ დამთავრდება.

სენსატებს ყველაფერი აქვთ ნანახი, მათ სწამთ რომ სიმართლის პოვნა მხოლოდ სამყაროს სრულად შეცნობით შეიძლება, ყველაფერი უნდა დააგემოვნო, იყნოსო, გამოცადო სამყაროში და მხოლოდ მაშინ გაუგებ მას. საინტერესო და საშიში ცხოვრების არჩევანია. ეჭვი მაქ სენსატები ადვილად არ დათმობენ თავის გამოცდილებას და რამე ახალს მოითხოვენ საპასუხოდ. ისეთი რამის პოვნა კი რაც სენსატებს გააკვირვებს უბრალო აღჭურვილობაზე ძვიფრასს რამეზე გაიცვლება.

ქაოტიკები? ანარქისტები? ცუდი აზრია.. ღვთისკაცები? მათ სწამთ რომ ცხოვრება ციკლებისგან შედგება, შენ იბადები იმისთვის რომ ამაღლდე და შემდეგ არსებობის ფორმაში გადახვიდე, ამიტომ ყველას აქ შანსი ღმერთად იქცეს და თვით ღმერთებისთვის არსებობს უფრო მაღალი არსებობის ფორმა რომლისკენაც ისინი იღწვიან. პრაქტიკაში ეს გამოიხატება იმით რომ ღვთისკაცები ცდილობენ ყველაფერში სრულყოფილებას მიაღწიონ, ეს განსაკუთრებით კარგად მჭედლობაში და ინჟინერიაში გამოიხატება. არ იქნება რთული მათთან საჭირო აღჭურვილობის პოვნა. სხვა მიზნებითაც იყო საჭირო ქალაქის მაგ ნაწილში მოხვედრა ამიტომ ყველაფერი გადაწყვეტილია.

ვიდრე ალმოდებული კაცის ტავერნიდან წამოვედი რწმენამ დამაფიქრა. შრამებს შევხედე და დავფიქრდი რატომ არ შემეძლო რწმენის ძალით განმეკურნა თავი? განმეკურნა ჩემი გონება? მეპოვნა პასუხები რომელსაც ვეძებდი?

იმიტომ რომ არ მჯეროდა ამის, არ მჯეროდა რომ ვიმსახურებდი ადვილ გამოსავალს, სადღაც ოდესღაც მე ვცადე რაღაცას გავქცეოდი და ეს გამომივიდა. შედეგად ვიღაც იტანჯებოდა, შედეგად რაღაც გატყდა ჩემში. ტანჯვა გახდა სიმბოლო რომელიც აღიბეჭდა ჩემში, ჯაჭვი რომელიც სხვა გატეხილ სულებს აბავდა ჩემი ბედისწერის გარშემო. მე ვიტანჯებოდი რადგან დავკარგე საკუთარი თავი.

მაგრამ სიკვიდილიც კი ვერ მავიწყებდა ამას. “სხეულს ახსოვს მაშინაც კი როდესაც გონებას ავიწყდება”. შრამები ჩემს სხეულზე და შრამები სამყაროზე რომელიც დავტოვე მუდამ მახსენებდა და მაბრუნდება ერთ გზაზე, ყველგან ვეძებდი პასუხებს და ვერასდროს ვხედავდი რომ პასუხი საკუთარ თავში უნდა მეძებნა, პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე:

“რას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ბუნება?”
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Planescape: Torment

Unread post#2 » 24 Aug 2013 15:36

ძალიან კარგია, მომეწონა თავიდან ბოლომდე. Nice fiction here.

Nameless One არ იქნება მკვდარი იმდენჯერ, მერამდენედაც ახლა ვუშვებ თამაშს რიფლეიზე )))

შეიძლება Dak'kon-ის თვალით მივცე მერე მსგავსი, when a mind does not know itself, it is flawed.
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Planescape: Torment

Unread post#3 » 24 Aug 2013 15:41

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Planescape: Torment

Unread post#4 » 24 Aug 2013 16:11

hell yeah გაასწორა. Annah's Theme ჩავრთე და კითხვასთან ერთად მორჩა
ჩემი experience მახსენდებოდა მომენტებში, ფრაგმენტებად ცოცხლდებოდა Sigil-ში ხეტიალი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Planescape: Torment

Unread post#5 » 24 Aug 2013 16:13

მშვენიერი რამეა, ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება. სამყაროს არ ვიცნობ, მარა ტექსტი იძლევა შეგრძნებას.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Planescape: Torment

Unread post#6 » 24 Aug 2013 17:02

გაიხარეთ, გამიხარდა რომ მოგეწონათ
რამდენიმე თვეა ვერ ვპოულობდი სწორე ფორმას სტატიისტვის და დღეს ამეკვიატა ეს იდეა ერთი ჩაჯდომით დავწერე, ბოლომდე დავიცალე ემოციურად წერისას და ვერ აღვიქვავდი რა დავწერე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

BoromiR
Posts: 638

Planescape: Torment

Unread post#7 » 24 Aug 2013 17:09

დაგალაიქე

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Planescape: Torment

Unread post#8 » 31 Aug 2013 13:30

ზუსტად ესეთი სტილის სტატია უხდება ამ თამაშს, ძაან კარგად გამოვიდა თან მუღამიც მომეცა რო კიდე ერთხელ ჩავიწერო, ერთადერთი რაც მაწუხებს ამ თამაშში ისაა რო ძაან დეტალურად და გულიანადაა გადმოცემული ყველა ამზზრზენი დეტალი და ზოგჯერ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს გახრწნილი ხორცის სუნი გადმოდიოდა მონიტორიდან
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Planescape: Torment

Unread post#9 » 31 Aug 2013 16:10

ეგ არის ზუსტად ღირებული, მოგონებებში ისე გრჩება, თითქოს მართლა საკუთარი თვალით დაინახე და საკუთარი ფეხით გაიარე ისტორია, ისევ და ისევ მისი დეტალური და გულიანი გადმოცემა-განვითარებით.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Planescape: Torment

Unread post#10 » 13 Mar 2017 20:29

იგნუსს რომ გააცოცხლებ ულევი წყლით და თავის შეყვარებული რომ უსიტყვოდ გარბის და ეხუტება გავარვარებულ კაცს. იწვის ქალი მაგრამ მაინც ეხუტება და მკლავებში ეფერფლება ტიპს
(!)
და რამდენია ასეთი მომენტი კიდე

ძალიან კარგი რამეა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

Re: Planescape: Torment

Unread post#11 » 30 Oct 2020 22:40

მაგარი დიდი პატივისცემით და სიყვარულით არი რიმასტერი გაკეთებული. არ გამიკვირდება კონსოლის პორტებიც რომ კარგი იყოს. ჩავრთე და მოდების, ხელით დაყენებული, ძალით აწყობილი სკილეტის მაგივრად, რაღაც სოლიდური და ბოლო დეტალამდე გააზრებული პროდუქტი შემრჩა. მერე ზომბს თავიდან წერილი ამოვაცალე და ეხა ვფიქრობ როგორ უნდა დავკეცო ფურცელი სწორად...

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Planescape: Torment

Unread post#12 » 31 Oct 2020 16:31

ეხა გავლაზე იუმორიც გამოიკვეთა, აქამდე არ შემიმჩნევია ამდენი რაღაცის ფონზე, ტატუს გაკეთებას ვჩალიჩობ იმედია გამომივა ვაბშე დიდი კონტენტი დევს და ბევრი რამე გავმაზე წინა გავლებზე, პროსტა ნელნელა გავდივარ კაი ხანი დამჭირდება ალბათ
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Planescape: Torment

Unread post#13 » 31 Oct 2020 16:35

იკითხეთ, არ დაიზაროთ, მიიყვანეთ ბოლომდე, რომც გაგიჭირდეთ მაინც ძალით გაწურეთ, ერთი დამატებითი წიგნია ჩათვალეთ მარა ისეთი წიგნი რო შინაგანად აგავსებთ <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Planescape: Torment

Unread post#14 » 04 Nov 2020 12:36

ყველაფერი ინტერაქტიული როა ეგ ტვინს აფეთქებს :) ზომბთან მივედი, თავში რაღაც დავინახე, ქაღალდი ყოფილა, ამოუღე და ამავე ზომბის დაწერილი ქვესთი წეროა (სანამ ზომბად გადაიქცეოდა). მერე მეორე ზომბთან მივედი. თურმე აგენტია გადაცმული და სათვალთვალოდ არი შემოსული. დიალოგებიდან მოვატყუე, რომ შენ შემცვლელად ვარ მოსულითქო, ყველაფერი მოვაყოლინე რა ინფორმაციაც ქონდა და ნივთები გამოვართვი. თან გაირკვა რო შეულია, რომ მეც გამიკეთოს ზომბი კომუფლიაჟი. მარა რესურსები, რაც კომუფლიაჟში მჭირდებოდა, იქვე მდგომი, გვამების მკერავის ქვესთის გასაკეთებლად გამოვიყენე. სამადლობელოდ, ნემსით და ძაფით, დიდი შრამები გამიკერა, რამაც HP -ზე +1 დამადო .... ეხა თან ზომბი ექსფერიანსის ნიხვატკაში დავრჩი, თან ეს +1HP ვიცი რო გამომადგება მთელი თამაში ...
ხო და რაც მთავარია. ზომბი, თავიდან რო ქაღალდი ამოუღე თავიდან. ის ქაღალდი რაღაც სპეციალური ფორმითაა დასაკეციო მიწერს და ჯერ ვერ მივხვდი რა ფორმით უნდა დავკეცო. ეგეც საინტერესოა, რა ქაღალდია... )))

ეს ყველაფერი ხდება დასწყისი ლოკაციის პირველ 4 ოთახში ))

Riddick
Posts: 11826

Re: Planescape: Torment

Unread post#15 » 04 Nov 2020 21:32

დაცვა მომვარდა, შენ აქ რას აკეთებო? და შეხვედრაზევარ მოსულითქო. ვისთანო? თხაალთანთქო (იქვე ერთ-ეთი დიალოგიდან მყავს გაგებული). ძირითადად ძალიან დაკავებულია და შეიძლება ვერ მიგიღოსო... გამიშვა... გავლუტე სართული. ჩავედი ქვევით. უცებ ოთახის ცენტრში 4 გოლიათის სკილეტი დგას, აბჯარში, მცველები. ოთხივე ნეკრომანტის გაცოცხლებულია და პასიურ ფაზაში არიან. წკაპ მივაჭერი. დავაკვირდი, აბჯარი, ხმალი, იეროგლიფები. გამახსენდა რო იქვე ზომბს იეროგლიფების წიგნი წავართვი, რომელშიც მაგიური კლიტეების მოხსნაზე და დადებაზე წერია. შევისწავლე სკილეტის იეროგლიფები, ავხსენი დაცვა და დაიშალა. გავლუტე. იმ სამსაც იგივე მოუვიდა ეგრევე. ერთი სამ ლეველზე გადავედით მე და მორტე.

პ.ს. მორტესთვის ვეძებთ კარგ მდგომარეობაში მყოფ ანდედს, რო თავი მოვხსნათ და ეს დაუმაგროთ. ჯერჯერობით ყველას იწუნებს. ეს გოლიათები მოეწონა, მარა მოხსნა ვერ შევძელით... თავს ვერ მივწვდით, ძაან მაღლები არიან...

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Planescape: Torment

Unread post#16 » 05 Nov 2020 11:08

რა მაგარია რო თამაშობთ, თქვენი ცხოვრება მალე ორად გაიყოფა, სანამ დახურავდით და დახურვის მერე :D
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Re: Planescape: Torment

Unread post#17 » 05 Nov 2020 14:20

მოკლედ არი ინტერაქტიული კინო და არი ინტერაქტიული წიგნი. ეს არი მეორე :) სავარაუდოთ როგორც დისკო ელიზიუმი. მარა ნუ ჟანრი ნამდვილად ეგ უნდა ქონდეს. და მამენტ წიგნის კითხვაზე ბევრად სახალისო გამოდის.

Riddick
Posts: 11826

Re: Planescape: Torment

Unread post#18 » 08 Nov 2020 22:49

დღეს მაგრად ვიჩხუბეთ მე და მორტემ ხაივის ბანდიტებთან. ტვინი წაიღეს, წყნარად ვერ გაივლი ქალაქში. გადავწყვიტეთ ჭკუა გვესწავლებინა. სათითაოდ ვსდიეთ ყველას და ზოგი სად მივპიზდეთ, ზოგი სად.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Planescape: Torment

Unread post#19 » 11 Nov 2020 14:51

არადა რო დაფიქრდე დიდად არც გეიმპლეი ვარგა, გრაფიკა ცუდი არაა ლამაზია მარა შესრულება არ აქ მაღალბიუჯეტური. ზადროტულობის უზარმაზარი ბარიერი აქ ინტერფეისით და ტექსტების რაოდენობით. მექანიკები ცოტა აქ რეალურად.

მაგრამ
1) აქცენტი არის რომ პლეიერს გქონდეს საინტერესო ექსპერიენსები
2) რომ ეს არ იყოს ნაკარნახები დეველოპერით და შენით მიაგნო და შენით გამოცადო

ეგ ორი ელემენტი რო იკვრება იმენა გეიმ მაგია ირთვება.
Divinity OS 2 არის ზუსტად იგივე ოღონდ სიუჟეტის მაგივრად გეიმპლეის კუთხით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 64 guests


cron