Playstation 5
Playstation 5 უკვე მეოთხე წელია დეველოპმენტის პროცესში იმყოფება.
ახალი კონსოლის პროცესორი მესამე თაობის AMD Ryzen ჩიპის ბაზაზე იქნება აგებული.
PlayStation 5 ერთ-ერთი შემქმნელის მარკ ცენის თქმით, კონსოლს ასევე ექნება Ray tracing ფუნქციონალის სრულფასოვანი მხარდაჭერა.
გრაფიკული პროცესორი Radeon Navi არქიტექტურას გამოიყენებს.
მოცემულ მომენტში უცნობია კონსოლში გამოყენებული SSD ზუსტი მახასიათებლები, არც ის ვიცით იყენებს თუ არა იგი ახალი სტანდარტის PCIe 4.0, მაგრამ არქიტექტორების თქმით, ახალი დამგროვებლის გამტარობის სიჩქარე, ნებისმიერ PC-ზე მოცემულ ანალოგზე მაღალი იქნება.
კონსოლზე თამაშების დაყენების პროცესი PS4-სგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. SSD დამგროვებლი ნებისმიერი ციფრული კონტენტის ინსტალაციის და წაშლის პროცესის გამარტივების საშუალებას იძლევა. თამაშის ფაილების მთლიან ბლოკთან მუშაობის მაგივრად, მოცემულ ტექნოლოგიას გაცილებით დეტალურად შეუძლია ინფორმაციის ფილტრაცია, რის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ თამაშის მხოლოდ სიუჟეტური ნაწილი დააყენოთ, ხოლო მულტიფლეიერ რეჟიმი უკვე ცალკე გადმოწერაზე გაუშვათ.
კონსოლს ექნება ახალი ტიპის ჯოისტიკი, რომელიც ორ სრულად ახალ ელემენტს შემოიტანს.
პირველ რიგში, ჩვეულ ვიბრაციას, შეცვლის ტაქტილური უკუკავშირი. რის მეშვეუბითაც სრულიად ახლებურად შეიგრძნობთ იგივე ავტოკატასტროფის, ან უბრალოდ ფეხბურთის მოედანზე გარბენის მომენტს. ახალი ტექნოლოგია სხვადასხვა უნიკალური ზედაპირების ტექსტურის და სიმკვრივის შეგრძნების საშუალებას მოგცემთ, მაგალითად მაღალი ბალახი, ან რთულად გასავლელი ტალახი.
"მეორე ინოვაციას "ადაფტირებად ტრიგერს ვეძახით", რომელიც მოცემულია უკვე ნაცნობი L2/R2 ღილაკებზე. დეველოპერები ამ ორი ღირლაკის მოჭიმვის მეშვეობით სხვადასხვა რეაქციების იმიტაციას შეძლებენ, მაგ. ისეთის როგორიცაა საბრძოლო მშვილდის მოჭიმვა, ან კლდის ციცაბო კლდეზე ნაბიჯების გადადგმის სიმძლავრე.
ჯოისტიკზე მუშაობა ჯერ კიდევ DualShock 4 საბოლოო ვერსიის მიღებამდე დაიწყო. კომპანია უნიკალური შესაძლებლობების მქონე ჯოისტიკის პრეზენტაციას PlayStation 4 Pro-ს დაანონსების პარალელურად გეგმავდა, მაგრამ საბოლოოთ მისი ანონსი PS5 პრეზენტაციასთან ერთად გადაწყდა.
კონსოლში ასევე 3D ხმის დამუშავების ბლოკი იქნება შესული, რომელიც PS5-ის არქიტექტორების აზრით, ვიდეო თამაშებში ჟღერადობისადმი დამოკიდებულებას შეცვლის. ყველაზე მაღალი ხარისხის ჟღერადობას, რათქმაუნდა ყურსასმენებიდან მიიღებთ.
PS4 დაშბორდისგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ არაკომფორტულად გაძლევდათ წვდომას აქტუალურ ინფორმაციაზე, PS5 სამუშაო სივრცე ფუნდამენტურად გადაკეთებული დაგხვდებათ.
PS5 Blu-Ray დისკების მოცულობა 100GB-მდე გაიზრდება. კონსოლის გამოყენება 4K Blu-Ray გამშვებადაც შესაძლებელი იქნება.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კონსოლის არქიტექტურა ნაწილობრივ PS4 გავს, მასზე ძველი თაობის კონსოლის თამაშების გაშვებაც შესაძლებელი იქნება (ეს საკითხი ბოლომდე არაა გარკვეული).