Unread post#98 » 04 Dec 2019 19:16
დავხურე მესამეც. ბევრის წერას ვერ დავიწყებ ახლა, იმის გამო რომ რისი თქმაც მინდა ძალიან დეტალებში უნდა ჩავიდე და თითოეული აქტივობა უნდა განვიხილო, მარა მოკლედ რო დავწერო აზრი დაახლოებით ეს არის:
სთორი საინტერესია მარა არ არის დატვირთული ექშენით, აკლია დიმანიურობა, მოცემულია ერთი ინტრიგა და უმეტესად სიარულში გადის დრო, როცა წინებში ფილმივით მიდიოდა სიუჟეტი და კარგად იყო გაზავებული.
გეიმფლეი მთლიანობაში რო ავიღოთ გემრიელი სიმულაციაა და როგორც ჩანს ეს იყო ერთადერთი მიზანი რისი მიღწევაც სურდა სუზუკის და მიაღწია.
აქტივობები მრავალფეროვანია მარა ნელნელა მოსაწყენი ხდება, თუმცა როგორც მინუსად არ გამოვყოფ ამას.
მინი გეიმები მოსაწყენია რენდომის გამო, უმცა ესაც არ შეიძლება ჩაითვალოს მინუსად, რადგან მასეთი თამაშები ვერ იქნება სხვანაირი რეალურად. ერთი რაც შეიძლებოდა ფულადი პრიზი ყოფილიყო უფრო მეტი.
ვარჯიში ძალიან რუტინული და დამღლელია, სამჯერ შევამცირებდი გრაინდინგის დროს და კარგად დაჯდებოდა, თუმცა ნამდვილად აქვს ის ეფექტი რო თითოეულ სკილზე ნაწვალები გაქვს და რეალურობის განცდა მოაქვს, ამიტომ გეიმ დიზაინის კუთხით თუ მინუსია, როულფლეის თვალსაზრისით ასრულებს თავის საქმეს და ჯილდოც აქვს.
ფულის შოვნა არის ერთადერთი განსაკუთრებული ***ობა მთელ თამაშში. ზოგადად ფული ბევრგან იხარჯება, ამას უმატბენ იმას რომ სთორიში ორჯერ ხდება საჭირო მოგროვება, მოსაგროვებად ან რუტინული სამუშაოა საკეთებელი და ან რენდომზე გემბლინგი, ხოდა Save/Load რეჟიმში ვიყავი ხშირად.
ნუ როგორც ზედა აბზაციდან ჩანს, მუშაობის სიმულაცია მოსაწყენი და უინტერესოა, გემბლინგს უფრო აქვს ფასი.
ნივთების შეგროვება და სკილებზე გადაცვლა დამღლელია, მარა არ არის აუცილებელი ყველა სკილი შეგროვდეს, თან ბევრი ფულზეც იყიდება, უბრალოდ შეგროვებით უფრო იაფი ჯდება შოვნა.
5 კარგი სკილი საკმარისია სამ მოწინააღმდეგიანი ჩემპიონატის მოსაგებად, ფაქტიურად ეს 30 ზე მეტი სკილი ტყუილად ნაშოვნი გამოდის, საერთოდ არაა საჭიროება გამოყენების.
კომბატიც ვერ წყვეტს ვარკსვლავებს, ძველებში ბევრად აზრიანი ბრძოლა იყო, Virtua Fighter-ს გავდა, მუვების ცოდნას მოითხოვდა და ტაქტიკურ გამოყენებას, რთულიც იყო. აქ კი ერთ ღილაკზე აბავ მუვებს და ანაცვლებ კონტროლერის ტრიგერებით.
მთლიანობაში ძველებს ვერ ჯობნის ჩემი აზრით, მეტად ბალანსირებული და დამაინტრიგებელი იყო წინები. 7/10 ან 7.5/10 მაქსიმუმ არის ჩემი შეფასება, თუმცა როგორც Shenmue აუცილებლად სათამაშოა და ძალიან ბევრი საინტერესო ღირსება აქვს მთელ თამაშს დიზაინის თვალსაზრისით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.