ამ თამაშის პირველი ორი ნაწილი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ამ მედიუმში. იმდენი იშვიათი რამის ხორცშესხმაა ერთ პროექტში, მსგავსის გამეორება რამდენადაც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია ყოველთვის ურთულეს ამოცანად დარჩება.
პირველი დახურვიდან მოყოლებული, სულ მაინტერესებდა თუ როგორ მოხდა ამ ყველაფრის შექმნა და ჩვენამდე მოტანა. რა ეტაპები გაიარეს, რა, რის მერე გაჩნდა და ინტეგრირდა პროექტში, რა სიუჟეტური მესიჯები იდო რეალურად მის უკან და რატო მოქმედებდა წარმოსახვაზე ესე ბომბივით ეს "სიზმარში მოგზაურობა"
История разработки "BioShock": Часть 1 - Концепт "Isla de Salvacion"История разработки "BioShock": Часть 2 - Концепт "Nazi Laboratory"История разработки "BioShock": Часть 3 - Концепт "Подводный Восторг"Обзор серии "BioShock". Часть 1История разработки "BioShock 2"დოკუმენტური სერიალის დონის კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია ბიოშოკის შექმნის ისტორია, დაწყებული სისტემ შოკ ორიდან შთაგონებული, სრულიად უსახური კონცეფტით და დამთავრებული ნაწარმოებით, რომელიც გასული საუკუნის ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახების იდეოლოგიას, მათ სოცმხედველობას და მისწრაფებებს ეხმაურება, პარალელურად კი, როგორც თვითონ ავტორი ამბობს, სრულიად შემთხვევით ცხადყოფს ებრაელი ერის იდენტობის პრობლემას და აკრიტიკებს მას.
კონტენტი დეველოპმენტის ცოდნის შეძენის თვალსაზრისითაც ძალიან დონეა. სერია ისეთ რაღაცეებს ცემს პასუხს როგორიცაა მაგალითად ადამის მოფიქრება და მის გარშემო ეკოსისტემოს აწყობა. როგორ გაჩნდა ბიგ დედის, ლითელ სისტერის, "აღტაცების" იდეა. ვინ და როგორ განსაზღვრა თამაშის საფირმო სტილი, საიდან და როგორ წამოვიდა შიანაარსობრივი შევსება. ეს და კიდე უამვარვი საინტერესო საკითხია გავლილი. ერთი ჩაჯდომით უყურე და ყველა ვიდეო გადმოვწერე. სერიოზულად ვისიამოვნე.
***
წლების მერე, ყველაფერი ამის გადააზრებით უშუალოდ ვხვდები თუ რამხელა მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშია. ეს არი მეოცე საუკუნის ადამიანის ერთგვარი იდეოლოგიური კრახის სახე ხატი, Rapture -ში ყოფნა კი იმიტოა ესეთი იდუმალი, რომ მასში შენ ამ ადამიანების ამპარტავნობის კრახს და მათი საწყისებთან დაბრუნების თვალყრუის დევნების საშუალება გეძლევა <3
თუ მოახერხებთ აუცილებლად უყურეთ.