Comics, საერთო თემა > კომიქსები

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Comics

Unread post#1 » 16 Jul 2015 02:25

Comics
პოსტი მინდა გავაკეთო იმაზე რატო და როგორ დავიწყე კომიქსის კითხვა. ვიცი ბევრს ჩემნაირი დამოკიდებულება აქ და რავი, შეიძლება იმის მოსმენამ მე რამ დამაწყებინა კომიქსების კითხვა, სხვებსაც მიცემს მოტივაცია. We'll see.

პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ ძალიან სკეპტიკურად, ვიტყოდი ცინიკურად ვიყავი კომიქსების მიმართ განწყობილი. განსაკუთრებით სუპერგმირებზე კომიქსებზე და ნაწილობრივ ეხაც ეგეთი დამოკიდებულება მაქ.

კომიქსების პოტენციალში რომ გადმოეცათ ძალიან ძლიერი ექსპერიენსი არასდროს მეპარებოდა ეჭვი. ელემენტარულია, ის აერთიანებს ხელოვნების ორ ფორმას: ლიტერატურა და მხატვრობა. მათი შერწყმით რომ ძალიან საინტერესო რამის კეთება შეიძლება უბრალო ფაქტია. ლოგიკურია.

მაგრამ რამდენად იყენებდა ეს მედიუმი ამ პოტენციალს მეორე საკითხია. კომიქსებს სევდიანი ისტორია აქ, რომ გადახედოთ აქ მოღვაწე ავტორების დისკუსიებს რომელიც 30 წელზე მეტია გრძელდება, ბევრი ავტორი თვლის რომ ხელოვნების დარგად ჩამოყალიბების ბრძოლა წააგო მედიუმმა და თინეიჯერული გართობის პლატფორმად იქცა. იმის მიეხედავათ რომ არის შედევრი კომიქსები და ძალიან ძლიერი ავტორები, მედიუმმა ვერ გაიჩინა საკმარისად დიდი აუდიტორია და საზოგადოების აღიარება რომ გაჩენილიყო მოთხოვნა ხელოვნების ნიმუშის კომიქსებზე. რამდენად მართალია ესეთი ხედვა მეორე საკითხია მაგრამ ხშირად ვხვდებოდი სტატიებს მსგავსი პათოსით, განსაკუთრებით აქტუალური ეს თამაშების ბლოგებზე იყო. რომ დააკვირდეთ, კომიქსები და თამაშები ძალიან გავს ერთმანეთს. თამაშებიც სფეროა რომელიც ექსკლუზიურად თინეიჯერული/ბავშური გართობის პლატფორმად დაიწყო და ბევრი სპეკულაცია მიდიოდა იმაზე რომ შეძლებს თუ არა თამაშები კომიქსების ბედის არიდებას.

ამას ემატებოდა ის ფაქტი რომ ყველაზე მეტი კომიქსი სუპერგმირების გარშემო ტრიალებს. ეს თემა კიდე ერთი ძალიან დიდი, ფერადი აჯაფსანდალია რომელიც 70 წელიწადზე მეტია იზილება და ბევრ ნაგავს შეიცავს. ამ ყველაფერში გარკვევა და ჩაჯდომა, სურვილი რომც იყოს იმდენ დროსთან ასოცირდება რომ ძაან დამთრგუნავი პერსპექტივაა.

დიდი ხნის განმავლობაში ასეთი დამოკიდებულება მქონდა, და ჩავთვალე რომ ეს მედიუმია რომელიც უბრალოდ თავის დროზე გამოვტოვე და ეხა მასში გარკვევა, და დაწევა არ ღირდა.

პირველი რამაც გადამაფიქრებინა იყო Sin City. ფილმს რომ ვუყურე ატმოსფეროს პონტში ძაან დიდ მუღამზე მოვედი, მომენტებში მაქს პეინის კომიქსები გამახსენა და დავხურე ორივე თამაში თავიდან, ინტრო კომიქსებს ჩავუჯექი. მაგრამ არ მეყო ეს ყველაფერი და გადავწყვიტე კომიქსი მეცადა.

ძალიან ადვილად წაიკითხა და ატმოსფერული იყო. თავისებური ხიბლი ქონდა კარგად დახატული სურათების და მოკლე ტექსტის სინთეზს. რაღაცნაირი flow მიდიოდა რომელიც გიცოცხლება ისტორიას თვალწინ. წიგნის ბოლო ანოტაციებში ერთერთი კომიქსის ავტორის ჩანაწერი იყო, მისი წაკიტხვის შემდეგ უკვე კარგად გავიაზრე რას მოქონდა ეს ხიბლი. ზუსტი ფრაზა არ მახსოვს მაგრამ იდეა ასეთი იყო:

"კარგად აწყობილი კომიქსი აიძულებს მკითხველს თავად გაათამაშოს მოქმედება რომლისკენაც ავტორი უბიძგებს. როდესაც კომიქსის ერთ პანელში ნაჯახიანი კაცი დგას და მეორეში ჩანს როგორ უვარდება ხელიდან სისხლიანი იარაღი, მკითხველი თავად ავსებს მათ შორის ისტორიას. მკითხველი და არა ავტორი აკვლევინებს კაცს სხვა პერსონაჟს, მისი ნებით ეფლობა ნაჯახი სხეულში და შუაზე აპობს მას."

ძალიან იმოქმედა ამ ფრაზამ. ყოველთვის უფრო ვაფასებდი ნაშრომებს რომელიც მკითხველში/მაყურებელში აღვივებს ფანტაზიას და მის გონებაში ქმნის მთელ ახალ სამყაროს. ძალიან დამაინტრიგა იმ იდეამ რომ შეიძლება არსებობდეს მთელი მედიუმი რომელიც ამ მიმართულებაზეა მორგებული.

რეალობა რათქმა უნდა სხვანაირი გამოდგა. ეგეთი ეფექტი მართლაც რომ მხოლოდ კარგად აგებული კომიქსების წიაღში მიიღება, კარგად აგებული კომიქსები კი ცოტაა. უმეტესობა უბრალოდ აცაბაცად იყენებს ვიზუალურ და ტექსტურ მასალად. სიტყების კედელს მოყვება ნახატი რომელიც არაფერს უტოვებს ფანტაზიას და მშრალი, მხოლოდ გასართობად გამოსადეგი კონტენტი მიიღება.

ამის მერე დიდი ხნით დავიკიდე ისევ ქომიქსები და მხოლოდ სასაცილო Web comics-ებს ვკითხულობდი.

შემდეგ ბეტმენის Arham Asylum თამაშს ვთამაშობდი და მერე მე და Slayer განვიხილავდით. მითხრა რომ კომიქსიც იყო ამაზე, რაზეც მე გამახსენდა რომ წაკითხული მქონდა მაგ კომიქსის შესახებ.

ეს იყო საიუბილეო გამოცემა ბეტმენის, სადაც ფსიქოლოგიურ ისტორიაზე იყო აქცენტი და ვისუალური ნოველის ფორმატი ქონდა მიცემული. 3 წლის განმავლობაში ხელით ხატავდა მხატვარი კომიქსის გვერდებს და რაღაც განსხვავებული ექსპერიენსი მიიღეს.

ამის მიუხედავათ ბეტმენზე კომიქსის წაკიტხვა ძალიან მეზარებოდა. ბეტმენი ჩემთვის იყო cheesy პერსონაჟი ტიმ ბარტონის ფილმებიდან. ნოლანის ფილმების მიუხედავათ ფსიქოლოგიური ტრილერი და ბეტმენი ძალიან შორს იყო ჩემს წარმოსახვაში ერთმანეთისგან.

მაგრამ სლეირა მომიყვა სხვადასხვა ისტორიებს, სურათები მანახა Arkham Asylum-დან და ბოლოს გადავწყვიტე მენახა.

პირდაპირ ვიტყვი რომ გამომაყლევა ამ ვისუალურმა ნოველამ. ძალიან მაგარი იყო. უმაგრესი ნახატები, ამადეუს არკჰემის ტრაგიკული ისტორია, სიმბოლიზმით გაჟღენთილი სიუჟეტი. იმდენი სიღრმე იგრძნობოდა ყველაფერში რომ ალბათ ერთი 50 წაკითხვა და 2 წლის ვიკიპედიაზე გატარება იქნებოდა საჭირო ბოლომდე რომ ამოგეხსნა ყველაფერი. ნამვილად არ მოველოდი ამ დონის კონტენტს ბეტმენისგან.

სურათები

შემდეგ ისევ სლეირის რეკომენდაციით The Dark Knight წავიკითხე. ამ ისტორიამაც სერიოზულად იმოქმება. ძალიან ძლიერი რაღაც იყო. დაბერებული ბეტმენი, ფილოსოფიურ, პოლიტიკური ქვეტექსტები, უმაღლესი დონის პერსონაჟების გადმოცემა. სიუჟეტმა მეოთხე მეტალ გეარი გამახსენა.

მესამე კომიქსი The Killing Joke იყო. აქ უკვე გამოჩნდა ის ფიშკა რაც ბრიტანელმა ავტორებმა დაინახეს ამ კომიქში. ბეტმენი და ბევრი გმირი ძალიან დიდი ხნის წინ არის შემქნილი. 30-იან წლებში და ა.შ. მათი დახასიათება ხშირად ძალიან აფსურდული და ბუტაფორიულია. მშობლების სიკვდილით გაბოროტებული ბრაზიანი ბეტმენი, აფსურდული კლოუნი მანიაკი ჯოკერი. რაღაც კარდონული პერსონაჟების კარნავალს გავს სუპერგმირების სამყარო.

მაგრამ ამ ავტორებმა გენიალური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ გადაწყვიტეს სახე აეხიათ და ფსიქოლოგიურად გაემართლებინად და განევრცოთ ეს გმირები. მათ აირჩიეს რომ წარმოესახათ ჩვეულებრივი ადამიანები და რა იქნებოდა საჭირო რომ ბეტმენის ან ჯოკერის მსგავს არსებამდე მიეყვანათ. შემდეგ კი ოსტატურად შეასრულეს ეს ჩანაფიქრი.

შედეგი ზოგიერთ მომენტებში ენით აღუწერელად მაგარია. ყველაზე საინტერესო დრამები იკვლევს აბსოლუტურ ექსტრიმამდე მიყვანილ ადამიანის ფსიქიკას. აქ კიდევ ყველა პერსონაჟი მაგ ფაბულით იწყება.

Killing Joke-ის დასაწყიში ჯოკერი გარბის საგიჟეთიდან, ყიდულობს მიტოვებულ ატრაქციონს. ის კომისარ გორდონს ესტუმრება, ხერხემალში დაჭრის მის 16 წლის შვილ ბარბარას. გააძრობს ტანსაცმელს და სურათებს გადაუღებს. შემდეგ უკვე მოხუცებულ კომისარს ატრაქციონზე წაათრევს, ასევე გახდის და სექს მონის ტყავის ტრუსებში შემოსავს. საკუთარი შვილის შიშველ ფოტოებს აყურებინებს და ამ ყველაფერის მერე ბეტმენს დაპატიჟებს ატრაქციონზე.
კომიქსი მთავრდება იმითი რომ ბეტმენი და ჯოკერი წვიმიან ღამეში გარეთ დგანას და ბეტმენი ეუბნება რომ დაიღალა ამ ყველაფრით. ის მზადაა ბოლო იმედს ჩაეჭიდოს, მისცეს შანში ჯოკერს, დაეხმაროს.
ჯოკერი კი სულ ერთი წამით აბსოლუტურად გამოითიშება თავის სიგიჟედან და გულწრფელ პასუხს გაცემს.

ამის შემდეგ იყო რამდენიმო კომიქსი რომელიც ასევე ძალიან საინტერესოდ იკვლევდა, აბსოლუტურ ფსიკიკურ და ნებისყოფის ლიმიტზე გასულ პერსონაჟების შინაგან ბუნებას. იყო ასევე უბრალოდ საინტერესო ისტორები რომელიც ძალიან მაგარ ატმოსფეროზე იყო შესრულები.

მაგათ შემდეგ უკვე ტიპიური სუპერ გმირული ანანიზმი წავიდა და დავანებე კითხვას თავი.

საბოლოო ჯამში ჩემი დასკვნა და რჩევა ალბათ ასე შეიცვალა. ნამდვილად ღირს ჩაჯდომა და საუკეთესო კომიქსების წაკიტხვა. ძალაინ მაგარ ექსპერინსს მიიღებთ. თან ბევრი არაა რისი წაკითხვაც მოგიწევთ, სულ რამდენიმე ავტორია რომლებმაც შეძლეს ასეთ დონეზე აყვანა კომიქსების. მათ სიაზე სლეირს შეგიძლიათ მიმართოთ.

რას უნდა მოელოდეთ მათგან მაგის მაგალითად შეგიძლიათ V for Vendetta და The Watchmen აიღოთ.

***

თვითონ თემაშივე წარმოდგენილი საინტერესო კომიქსები:

Comics
Transmetropolitan
The Adventures of Tintin
Batman-ის რამდენიმე ძალიან კარგი და რჩეული სერია
Saga

Web Comics
The order of the stick
Will save world for gold
Looking for group
It will all hurt
Nimoha
Gaia
Unsounded
DataChasers
Earthsong
Ava's demon
Bongcheon-Dong Ghost
Romantically Apocalyptic
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Comics

Unread post#2 » 16 Jul 2015 02:42

სიმბოლურად დავიწყებ არა-სუპერგმირზე კომიქსით.



ეს არის კიბერპანკის საუკეთესო ტრადიციებში შესრულებული ფუტურისტული სამყარო რომლის ისტორია სოციალურ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. მთავარი გმირი Spider Jerusalem, ჟურნალისტია. ის ქალაქგარეთ ცხოვრობს გარიყულად და წიგნის დასაწერად გამოყოფილი გრანტის გაფლანგვის შემდეგ უწევს ქალაქში დაბრუნება.

კომიქსის ხიბლი არის არჩევნების პირას მყოფი ქალაქის და ჯერუსალემის დაპირისპირება. კარგად არის დანახებული პოლიტიკური კორუფცია, პატარა და დიდი უსამართლობა რაც ნაპრალებს შორის იკარგება. ფსიქოლოგიური ჭიდილი კაცის რომელსაც ყველანაირი იმედი უნდა ქონდას დაკარგული, მაგრამ მაინც ადარდებს და გული შესტკივა გარშემო მომხდარზე და შემდეგ ექსტრიმები რაზეც უწევს წასვლა რომ სიტუაცია გამოასწოროს.

ფუტურისტიკაც ძალიან საინტერესოა და ახლოს არის ეხანდელ პერსპექტივასთან. 3d printer-ით ხდება ყველაფრის დაბეჭდვა და ა.შ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Comics

Unread post#3 » 16 Jul 2015 02:44

მანგა მემგონი ზედმეტია ამ თემაში, ვინაიდან ძალიან განსხვავებული რამეა კომიქსისგან.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Comics

Unread post#4 » 16 Jul 2015 02:49

ალბათ ერთერთი ყველაზე პატივსაცემი ინდუსტრიაა იმ ხალხის გამო ვინც მოღვაწეობენ. რა თქმა უნდა ერთი პერიოდი ფალფის მეტი ფუნქცია არ ქონდა მარა მაგ პერიოდშიც კი დაწერილა კარგი და ტავშესაქცევი სერიები როგორც სუპერგმირებზე ისე უბრალო და სათავგადასავლო. აი დღევანდელი ინდუსტრია და მიმართულება კი შეიძლება ბრიტანელ მწერლებს მივაწეროთ, რომელთა ინდუსტრიაში ჩართვა British Invasion-ად მოინათლა და გრაფიკულ ნოველებად აქცია კომიქსები. ფაქტიურად დღეს მინი ლიტერატურული ნაშრომები იდება მათ მიერ. კომიქსის სტრუქტურიდან გამომდინარე ხშირად ხდება რო მწერლები იცვლება, ზოგჯერ კომიქსი ფუჭდება, ზოგჯერ პირიქით, მოკლედ "თავიდან დაწყების" პრინციპი ამ ინდუსტრიაში არ ჭრის, აქ კითხულობ შენთვის საინტერესო მწერალს და სთორის, თუმცა პატარა კომიქსებს ეს თითქმის არ ეხება. მოკლედ მერე ჩამოვწერ კარგ ავტორებს და მათ საინტერესო სერიებს თუ იქნება ინტერესი და კარგი სტრუქტურული სთორის მოთხოვნილება :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Comics

Unread post#5 » 16 Jul 2015 02:50

ხომ, ცალკე თემაც რომ არის აღმოსავლურ კულტურაზე არ ვიცოდი რა მექნა.
ამოვიღე აღწერიდან ტოპიკის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Comics

Unread post#6 » 16 Jul 2015 03:25

ბარემ ერთ კარგ სერიას ავღნიშნავ, ძალიან ძველს მაგრამ ისეთს რომელიც აქტუალობას და სილამაზეს არ კარგავს, განსაკუთრებით კი მსგავსი ეპიზოდური საინტერესო თავგადასავლები ამ ფორუმზე მოგვწონს.
The Adventures of Tintin (Les Aventures de Tintin) - ბელგიელი კარიკატურისტის George Remi-ის ქმნილება. იგი მოღვაწეობდა ფსევდონიმით Herge. კომიქსი პირველად გამოჩნდა 1929 წელს ბელგიური გაზეთის Le Vingtième Siècle-ის ახალგაზრდულ სვეტში Le Petit Vingtième. კომიქსის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა რეპორტიორი ტინტინი და მისი ფოქსტერიერი სნოუი (მილოუ ბელგიურ ვერსიაში) არიან, მომავალში კი დაემატნენ პერსონაჟები, რომლებიც სერიების უცვლელ სახეებად დარჩნენ (კაპიტანი ჰედოკი, ტომსონი და ტომპსონი, პროფესორი კალკულუსი და ბიანკა კასტაფორე). ტინტინზე შექმნილია ანიმაციური სერიალი, რომელიც ალბათ ბავშვობაში ყველას აქვს ნანახი, რამდენიმე ფილმი და 2011 წელს გამოსული 3D ანიმაციური ფილმი, ასევე რამდენიმე თამაში. მოკლედ თუ გინდათ ნახოთ რას ნიშნავდა მეოცე საუკუნეში თავგადასავალი და რაზე იზრდებოდა თაობები აუცილებლად გირჩევდით ამ სერიების წაკითხვას, რომელსაც ხარისხი ნამდვილად არ დაუკარგავს.

>>>
The Adventures of Tintin

Download
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1973

Comics

Unread post#7 » 16 Jul 2015 10:06

მულტფილმს ვუყურებდი ბავშვობაში, მაგრად მევასებოდა. :დ

Transmetropolitan-ს გარშემო ვუვლიდი, ჩავუჯდები ბარემ. :დ

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Comics

Unread post#8 » 17 Jul 2015 03:22

ეს შემხვდა რამდენიმე დღის წინ და ამაზე გამახსენდა ტრანსმეტროპოლიტანი. კიდე ჩავუჯდები, მომენატრა ^^

Fantastic 4-ის რომელიღაც issue იყო ჩემი პირველი კომიქსი =დ

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Comics

Unread post#9 » 18 Jul 2015 22:53

Batman-ის რამდენიმე ძალიან კარგი და რჩეული სერია რაც ძალიან მომწონს და თავის დროზე კიპერას ვურჩიე. ბოლოს უკვე დიდი სქრინშოთი მივეცი ჩემი გადმოწერილი სერიების და იქიდან არჩევდა)))) ამით დავიწყოთ და სხვა სერიებზე მერე დავწერ, თან მწერლებსაც შევეხები.

>>>


მოკლედ ამ სერიებით მინდა გაგაცნოთ ბავშვობიდან ჩემთვის ერთერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი, რომლის ისტორიებიც ახლო და მისაღები იყო ყოველთვის ჩემთვის. მოკლედ ეს არის ისტორიები ღამურის ფორმაში გადაცმულ ადამიანზე, ღამის სიბნელეში დამალულ ტრაგედიაზე, სულიერ მარტოობაში ნაწრთობ ცხოვრებისეულ ინსტინქტებზე და ტკივილში გამოზრდილ თავგანწირულობაზე.

Elseworlds (სერიები რომელიც მთავარ სიუჟეტში არ ზის):
The Dark Knight Returns - ფრენკ მილერის საკულტო ნამუშევარი და ზოგადად კომიქს ინდუსტრიის მოვლენა და ელიტარული წარმომადგენელი. თავდაპირველად კომიქსი ითვლებოდა მთავარი სიუჟეტის ბოლო ნაწილად მაგრამ შემდგომ ჩამოაშორეს.
Arkham Asylum: A Serious House on Serious Earth - ერთერთი ადრეული ისტორია, შოტლანდიელი მწერლის გრანტ მორისონის ფსიქოლოგიური ტრაქტატი ბეტმენზე. არტი კი მხატვარ დეივ მაკკინს ეკუთვნის, ასევე შოტლანდიელს.
Batman: The Cult - ჯიმ სტარლინის დანახული ბეტმენი. კომიქსი საინტერესოა იმით რომ პერსონაჟის გატეხვის მცდელობაა ასახული, რაც მომავალში უკეთესად გაიმეორეს სხვებმა. სეთინგი პირდაპირ აიღო ნოლანმა თავის მესამე ფილმში.
Gotham by Gaslight - ვიქტორიანული გოთემი მაიკ მინოლას გაფორმებით.
Batman: Black and White - სხვადასხვა მწერლების და მხატვრების მიერ შესრულებული ისტორიების კრებული.
Batman: Mad Love and Other Stories - პოლ დინის კომიქსი ჰარლი ქუინის სიყვარულზე. სერია შექმნილია 90-იანების საკულტო ანიმაციური სერიალის მიხედვით, რომლის ავტორიც ასევე პოლ დინი იყო. შემდგომში ეს სიუჟეტი სერიის სახითაც გადაიღეს.
Batman Ego and Other Tails - რამდენიმე კომიქსის კრებული. მთავარი სიუჟეტი არის ბეტმენის ეგოზე, ერთერთ სიუჟეტად კი Celina's Big Score არის შესული.
Joker - ბრაიან აზარელოს სთორი და Lee Bermejo-ს არტი, სწორედ ამ მხატვრის მიერ დანახული ჯოკერის ვიზუალი გვხვდება კრისტოფერ ნოლანის ფილმში The Dark Knight
Batman: Noel - ჩარლს დიკენსის საშობაო სიმღერის ისტორია ბეტმენის მონაწილეობით.
White Knight - შონ მერფის დაწერილი და დახატული სერია, სადაც ჯოკერი სიგიჟისგან განკურნებული ჯეკ ნეპიერია, ხოლო ბეტმენი კრიმინალად მოიაზრება.

მთავარი სიუჟეტი:
Batman: Year One - ასევე ფრენკ მილერის დამუშავებული პერსონაჟის ისტორიის დასაწყისი და გოთემის გაცნობა.
The Man Who Falls - დენის ო'ნილის მიერ აღწერილი ბრიუს უეინის ადრეული ცხოვრება და გოთემში დაბრუნება. Batman Begins-ისთვის ერთერთი მთავარი შთაგონება. ეს უფრო ბუკლეტია ვიდრე კომიქსი.
Batman: The Man Who Laughs - ედ ბრუბეიკერის მიერ დანახული ჯოკერი. კაცი რომელიც იცინის - სწორედ ვიქტორ ჰიუგოს ამ ნოველის მთავარი პერსონაჟი იქცა ჯოკერის მთავარ შთაგონებად. ეს არის ჯოკერის პირველი გამოჩენა გოთემში.
The Long Halloween - ჯეფ ლოუბის მიერ გადმოცემული დეტექტიური სიუჟეტი. სიუჟეტი გრძელდება ერთი წელი და ასახავს ბეტმენის, გორდონის და ჰარვი დენტის ბრძოლას მაფიასთან. ეს კომიქსი ასევე იყო ნოლანისთვის შთაგონება.
The Dark Victory - ასევე ჯეფ ლოუბის დეტექტიური სიუჟეტი რომელიც გაგრძელებაა The Long Halloween-ის და სიუჟეტი შემდეგ ერთ წელს მიმოიხილავს. ნაჩვენებია დიკ გრეისონის გამოჩენაც.
Killing Joke - ინგლისელი ალან მურის საუკეთესო ისტორია ჯოკერზე, რაც წლების განმავლობაში მრავალი ავტორის, რეჟისორის თუ მსახიობის მთავარი შთაგონების წყარო იყო.
A Death in The Family - ჯიმ სტარლინის დაწერილი საკულტო ტრაგიკული სერია ჯეისონ ტოდის, ანუ მეორე რობინის სიკვდილზე. კომიქსი ძველი სტანდარტებით არის შესრულებული და არც წერის სტილი გამოირჩევა რამით, მარა საჭიროა იმ მხრივ რომ როგორც მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია პერსონაჟის ისტორიაში.
Knightfall - ერთ წელიწადზე გაჭიმული სამ ნაწილიანი კროსოვერი საგა ბეინთან დაპირისპირებაზე, სადაც აღწერილია დაცემა, მანტიის დაკარგვა და ბოლოს დაბრუნება. ეს იყო პირველი კომიქსი რისთვისაც ბეინი შექმნეს და კომიქსი სხვადასხვა ეკრანიზაციების შტაგონებად იქცა. სერიის გასაცნობად კარგია მისი წინანდელი თუ შემდგომი სერიების წაკითხვაც.
No Man's Land - ასევე ერთ წელზე გაჭიმული კროსოვერი, სადაც გოთემი მიწისძვრისგან დაინგრა და პარალიზებულია. Cult-თან და Knightfall-თან ერთად ეს სერიაც ნოლანის შთაგონებაა მესამე ფილმისთვის.
Gotham Central - ედ ბრუბეიკერის და გრეგ რაკას კრიმინალური საკითხავი, გოთემის პოლიციელების პერსპექტივიდან.
Batman: Hush - კიდევ ერთი ჯეფ ლოუბის ნაშრომი და კვლავ დეტექტივის ჟანრში, თუმცა პერსონაჟების მეტად დამუშავებით და ჯიმ ლის ულამაზესი ნახატებით.
Under The Red Hood - წარსულის შურისძიება ბეტმენზე და მისი პასუხისმგებლობის ეჭვქვეშ დაყენება. ისტორია რომელმაც დააბრუნა ძველი პერსონაჟი.
Whatever Happened to the Caped Crusader - ცნობილი მწერლის - ნილ გეიმენის მიერ დანახული პერსნაჟი, მისი სიკვდილი და რეაქციები. სიუჟეტი მიმდინარეობს Final Crisis-ის შემდეგ.
Batman: The Black Mirror - ბრიუსის "სიკვდილის" შემდგომი პერიოდი, როდესაც დიკ გრეისონი ირგებს ღამურის მანტიას, ხოლო ბრიუსი სხვა ფრონტზე იბრძვის. სკოტ სნაიდერმა ფაქტიურად ბოლო წლების ადგილი დაიმკვიდრა მთავარ მწერლად ამ სერიით. სიუჟეტი მიმდინარეობს Final Crisis-ის შემდეგ.

გრანტ მორისონის 8 წლიანი საგა:
Batman and Son - ახალი გამოცემენი აერთიანებს Batman and Son-ს და Black Glove-ს. სიუჟეტი იწყება ბრიუს უეინის შვილის გამოჩენით და გრძელდება საიდუმლო ორგანიზაციის - Black Glove-ის ინტრიგებით. ეს ორი კომიქსი წარმოადგენს ერთგვარ პროლოგს Batman RIP-ისთვის.
Batman: R.I.P. - ეს სერია მწერლის თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო, როდესაც მთავარი სერიები ჩააბარეს. სიუჟეტი ეხება ბრიუს უეინის გატეხვას როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად და აჩვენებს თუ რამხელა მნივნელობა აქვს წინასწარ მომზადებას საფრთხესთან დაპირისპირებისას. კომიქსი გაფორმებულია ტონი დენიელის ულამაზესი ნახატებით. ამ ნაწილის შემდეგ DC Comics-ის ისტორიაში ხდება Final Crisis რაც სამყაროზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი წაკითხვა საჭირო არ არის.
Batman and Robin Vol. 1 - ბეტმენი აღარ არის. მისი მანტია დიკ გრეისონმა აიღო ხოლო რობინის როლი ბრიუსის შვილმა - დემიანმა მოირგო. კომიქსი არის შედარებით მსუბუქი, ფერადი და ერთერთი საუკეთესო ექშენით დატვირთული სერია. კომიქსი მიყვება 60-იანი წლების კომიქსების და ფსიქოდელური პოპ მუსიკის ესთეტიკას, როგორც ფერთა პალიტრით, ისე განწყობის გადმოცემით.
Batman and Robin Vol. 2 - ზემოთხსენებული სერიის მეორე ნაწილი.
Time and The Batman - ეს ნაწილი არის პატარა და გადმოსცემს მხოლოდ იმას, თუ რა გავლენა იქონია Final Crisis-მა, რათა მკითხველი არ დაიბნეს.
Return of Bruce Wayne - Final Crisis-ის შემდეგ ბრიუს უეინის დაბრუნება, რაც სათაურშივე ჩანს. იმის გამო რომ Final Crisis და ზოგადდ სამყაროს მითოლოგია ყველასთვის მოსაწონი არ არის, შესაბამისად ეს სერიაც გარკვეულ აბსურდულ სამყაროს მითოლოგიას მიყვება და მხოლოდ რამდენიმე საინტერესო მომენტს აჩვენებს რაც საგისთვის არის საჭირო.
Batman and Robin Vol. 3 - ზემოთხსენებული სერიის მეორე ნაწილი, სადაც ბოლოს ბეტმენი ბრუნდება.
Batman Incorporated - ახალი ეტაპი და დიდ ორგანიზაციასთან დაპირისპირების დასაწყისი. კომიქსის Deluxe Edition შეიცავს Leviathan Strikes სერიასაც.
Batman Incorporated Vol. 1 - ზემოთხსენებული სერიის გაგრძელება რომელიც New 52-ის გადატვირთულ სამყაროში გრძელდება.
Batman Incorporated Vol. 2 ზემოთხსენებული სერიის მეორე ნაწილი და საგის ტრაგიკული დასასრული.

სკოტ სნაიდერის დაწერილი სერიები New 52-ის გადატვირთულ სამყაროში:
Batman: The Court of Owls - დაპირისპირება გოთემში არსებულ უძველეს კულტთან.
Batman: The City of Owls - კულტთან ბრძოლის მეორე ნაწილი.
Batman: The Death of The Family - თითქოს შორეული წარსულის გამოძახილი, ერთერთი საუკეთესო ნაწილი კვლავ ჯოკერის შესრულებით.
Batman: Zero Year - Secret City - ბეტმენის პერსონაჟის ადრეული წლები New 52-ის ახალი ხედვით სადაც Red Hood-ის ბანდიტურ დაჯგუფებას უპირისპირდება.
Batman Zero Year - Dark City - ზემოთხსენებული სერიის მეორე ნაწილი.
Batman: Endgame - ბეტმენის და ჯოკერის კიდევ ერთი დაპირისპირება.

კითხვისას რეკომენდირებულია შემდეგი საუნდტრეკების მოსმენა:
Vespertilio
I'm Not A Hero
Like A Dog Chasing Cars
A Watchful Guardian
On Thin Ice
Born In Darkness
Nothing Out There
The End
Gotham City 1986
Slice & Dice/Never Again
You're Never Finished With Me
Harvey
It's an Operating Table. And I'm the Surgeon
The Dark Knight Triumphant
Main Titles
Batwing
Killer Croc/Hallucinations/Scarecrow
Arkham City Main Theme
I Think You Should Do As He Says
How Does it Feel, Pig?
Scum, Criminals and Worse
Inner Demon
Bad Blood
The Hunter
Stalking The Clocktower
Show Him What Happens When He Messes With My City
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Comics

Unread post#10 » 19 Jul 2015 09:08

მიყვარს თემა რო კაი პოსტებით იწყება

>>>

ამას ეკრანიზაცია (ტვ-სერიები) აკლია და ისედაც შედევრია იმჰო

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Comics

Unread post#11 » 21 Jul 2015 01:56

Sandman-ზე რატომ არავინ არაფერს წერს :ს

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Comics

Unread post#12 » 21 Jul 2015 03:06

დაწერე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Comics

Unread post#13 » 21 Jul 2015 03:45

არ მაქვს დიდი ტექსტების წერის თავი ეხლა და 2 წინადადებით მაგაზე ვერ ვილაპარაკებ

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Comics

Unread post#14 » 21 Jul 2015 04:39

მე არტი არ მომეწონა სენდმენის და აღარ წავიკითხე :D სთორი ამოვიკითხე მერე ცალკე.

ხო Web Comics -ებზე მინდა ვისაუბრო ცოტა.

ისინი განხვავდება ტრადიციული კომიქსებისგან. არ არის დაყოფილი გამოცემემად, ანუ რო იწყება თხრობა მანამ კომიქსი არსებობს ერთ ციკლად გრძელდება. როგორც წესი ერთი არტისტი მუშაობს და კვირაში რამდენიმე ახალ ფურცელს აქვეყნებს. ერთგვარი ინდი სცენაა კომიქსების.

მათი წაკითხვის მუღამი უფრო გართობა და დასვენებაა, გადმოწერა არ ჭირდება ჩაუჯდები საიტზე პირდაპირ და light-ად კითხულობ.

არის როგორც კომიკური ასევე სერიოზული ისტორიებიც. მე უფრო კომიკურს ვუზივარ ხოლმე. რამდენიმე ჩემ საყვარელს დავწერ.

Fantasy fun

1. The order of the stick - არის ესეთი ჟანრი online კომიქსების რომელიც DnD ედვენჩურერების ფართის მიყვება და მათ თავგადასავლებს აღწერს. როგორც წესი სატირული ხასიათის არის და კლიშე მომენტებს დასცინის RPG ქვესტებში. ჩემი საყვარელი ამ ჟანრში და ჩემი აზრით საუკეთესო არის The order of the stick.

კონცეპტით დიდად არ ბრწყინავს, dnd-ს ალტენატიულ სამყაროში მოგზაურთა ჯგუფი ბოროტ ნეკრომანტს ებრძვის. რითიც გამოირჩევა არის კონსისტენციური მაღალი ხარისხი. ისტორიაც საინტერესოდ იკითხება, არკები სწორედ არის გაწერილი და ბევრი სასაცილო სიტუაციებია.

ერთერთი ის იშვიათი შემთხვევაა როცა კომიკოსი ხვდება რომ მარტო ხუმრობები არაა საკმარისი და კარგად აგებული სთორი აუცილებელია რომ არ მოიწყინო.

კიდევ ორი კაი კომიქსი იგივე ჟანრში თუ არ გეყოთ order. (It's endless fun, ამიტო არ გეყოფათ)

Will save world for gold - ეს შავი იუმორის მოყვარულთათვის. Extra offensive კომიკსი.
Looking for group - ეს ვინც World of warcraft-ს უფრო იცნობს ვიდრე DnD.

Fancy კომიქსები:

It will all hurt - ძაან უცნაური ვეშია, ასოციაციური სთორითელინგით. ჩემთვის ძაან აბსტრაქტულია დამეზარა გარკვევა მარა შეიძლება დაგაინტერესოთ.
Nimoha ეს საუკეთესო ვებ კომიქსად ითვლება და მართლა კარგია. არტიც საყვარელია და ისტორიაც ნელნელა გულთან ახლოს მიყავთ. გმირების აკადემიიდან გაგდებული არისტოკრატ კაცს ვილანის როლი მიუჩინა ადმინისტრატორმა. სამყაროს უსამართლობას შეგუებული ახალ ბოროტ აქტს გეგმავს, როცა ვარდისფერ თმიან მედიევალ პანკ გოგონას იპოვის თავის ლაბორატორიაში რომელიც მისი დიდი ფანია და ასისტენტად მუშაობის დაწყება უნდა.
ეგეთ პონტში იკიხება:

Gaia - ფენტეზი ისტორია ექსტრა აქცენტით მაგიაზე <3
Unsounded - ძალიან ლამაზად დახატული ისტორია კუდიან ქურდ გოგოზე და მის ალიტ(Undead სახეობა) მცველზე. ცოტა აცაბაცად მიდის ისტორია.
DataChasers - საინტერესო Sci Fi ისტორია. მაგრამ მგონი რაღაც პორნო თამაშის სკრინშოტებით არის აგებული კომიქსი.
Earthsong - Girly fantasy ვეში. მარა რუსთავი 2ზე რო მულტფილმები გადიოდა ის გამახსენა რატომღაც და ჩავუჯექი.
Ava's demon - რაღაც პიქსარი რომ თინეიჯერულ მო-ანიმე-ო ვეშებს იღებდეს ესეთი რამე გამოვიდოდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის სთორი ბოარდივით ხატავს ავტორი ისტორიას. Antisocial girl gains powers სთორია.


რაც არ წამიკითვას მარა შეუქია ბევრს:


Bongcheon-Dong Ghost იაპონური ჰორორ კომიქსი.
Romantically Apocalyptic - რაღაც ჰიპსტერ ვეში, ძალიან კარგად დახატული პროტივაგაზიანი ხალხით.

რამე სხვა თუ დააგემოვნეთ და მოგეწონათ არ დაიზაროთ და გამიზიარეთ. აქტიურად ვკიტხულობ ხოლმე web comic-ებს რეკრიაციული მიზნებით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Comics

Unread post#15 » 21 Jul 2015 17:04

მე კიდე პირიქით, არტმა ჩამითრია თავიდან.
ისე, fancy სიაში Saga-ც ჩაიწერებოდა მგონი.
კარგი კომიქსია :პ I recommend

>>>

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Comics

Unread post#16 » 21 Jul 2015 19:02

საინტერესოა გადავხედავ, ნუ ის სია web comic-ების არის. ეგ როგორც მივხვდი დაბეჭდილი კომიქსია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1973

Comics

Unread post#17 » 21 Jul 2015 19:09

საგა დიდად არ მომეწონა, სექს კრიმინალზ უფრო მომეწონა. :დ

ხო, სენდმენი მე მაგრად გამისწორდა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Comics

Unread post#18 » 21 Jul 2015 19:10

საგა ბრაიან ვონის კომიქსია, Image Comics უშვებს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Comics

Unread post#19 » 22 Jul 2015 17:45

ა, არა, ვებ კომიკების პონტში არ დამიდია =დ
Hexed მაინტერესებს კიდე მე, ვინმემ რამე იცით? >.>

Riddick
Posts: 11826

Comics

Unread post#20 » 24 Jul 2015 03:35

რამე კარგი საკითხავი პროგრამა მირჩიეთ

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 47 guests


cron