მორიდებულმა RPG-პლადფორმერმა Ori and the Blind Forest მოახერხა და არ დაიკარგა E3 AAA დონის პროექტებში, რაც უკვე თავისთავად მიხწევაა. თამაშმა თავის შესახებ Microsoft-ის პრესკონფერენციაზე ნაჩვენები ულამაზესი ტრეილერის მეშვეობით განაცხადა. ერთი შეხედვით Ori პრაქტიკულად Child of Light კოპიას გავს. ესეც ხომ ულამაზესად დახატული RPG-პლადფორმერია. თხრობა მასშიც ტექსტური დიალოგების მეშვეობით მიდის. მაგრამ, პირველ რიგში, ბრძოლა აქ რეალურ დროში მიმდინარეობს, ხოლო მეორე, Ori დეველოპმენტის პროცესი მთლიანი ოთხი წელია რაც გრძელდება, - ანუ თამაშის შექმნა Child of Light ჰორიზონტზე გამოჩენამდე დიდიხნით ადრე დაიწყო.
თვითონ დეველოპერები თამაშის ჟანრს "მეტროიდვანიას" უწოდებენ - Castlevania: Symphony of the Night და კლასიკური Metroid სერიების ნაზავს. ამასთან ერთად თამაშში მგონი ყველა ბოლო წლების წარმატებული ორგანზომილებიანი თამაშის წარმატებული იდეებია თავმოყრილი. ეს ეხება როგორც ვიზუალურ მხარეს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება იგივე Child of Light, ასევე შესანიშნავ მართვის სისტემას (ეს უნდა შეიგრძნოთ რომ გაიგოთ), როგორც მარიოს კლასიკურ სერიებში, და შესაძლებლობების სისტემა როგორც Rayman, რომელიც პერსონაჟის განვითარებასთან ერთად ტურის აქამდე მიუწვდომელ ადგილებში მისვლის საშუალებას გაძლევთ.
Ori-ის გეიმფლეი შემადგენელთან დაკავშირებით უკვე ნახევარი საათის "ურთიერთობის" მერეც ყველაფერი გასაგებია. ეს არის პროექტი მოყვარულზე, მაგრამ თუ თქვენ მოგწონთ ისეთი ორგანზომილებიანი პროექტები, რომლებიც ზევით ვახსენეთ, თქვენ ნამვილად აღფრთოვანებული დარჩებით. თამაში ნამდვილად ჟანრის იდეალური წარმომადგენლის განცდას ტოვებს.
Ori ყველაზე გამორჩეული ნაწილი, გეიმფლეი არ არის, ეს მხატვრების მიერ ჩატარებული კოლოსალური ნამუშევარი გახლავთ. თამაშის ყველა, აბსოლიტურად ყველა ობიექტი უნიკალურია: ყველა ხე და ყველა გზა დამოუკიდებლად იქნა დახატული, - თამაშში არ არის კლონირებადი უკანა ფონები, რის გამოც სათამაშო პროცესი კიდევ უფრო უცნაურ გამოცდილებად იქცევა. რეალურად, მე არ მახსენდება არცერთი თამაში, სადაც ტექსტურები საერთოდ არ მეორდებოდეს, რის გამოც Ori ძალიან რეალურს და ცოცხალს გავს.
როგორც ყოველთვის მსგავს სიტუაციებში, კითხვა ერთია: რამდენად ახლებურად და კარგად აღქმადი იქნება პროექტი ათი საათის თამაშის შემდეგ (იმედია კიდევ უკეთესი). თამაშის გამოსვლა 2014 წლის შემოდგომაზე Xbox One და PC-ზეა დაგეგმილი.