Mortal Kombat II, Nothing, NOTHING can Prepare you now!

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#1 » 28 Feb 2015 03:32

>>>
არკადის ვერსიის ფლაერი, რომელზეც ვხედავთ მეორე ნაწილის ახალ პერსონაჟებს

დიდიხანია არაფერი დამიწერია, და გადავწყვიტე გადავხედო რეტრო გეიმინგს, და ჩემი არჩევანი შევაჩერე ერთ-ერთ საუკეთესო და პირადად ჩემთვის საყვარელ თამაშზე - Mortal Kombat-ზე. ვინაიდან ეს ნაწილი გამორჩეულად მიყვარს და ვილაპარაკებ რატომაც, გამიჩნდა სურვილი დავწერო რივიუ ამ მართლაც რომ ლეგენდარულ თამაშზე. თამაში, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ნამდვილ ლეგენდად იქცა, თამაში რომელმაც ხაზი გადაუსვა ცენზურას და მთლიანად დაგვანახა ის ძალადობა და სისასტიკე, რაც მაშინდელ თამაშებში ნაკლებად იგრძნობოდა. მაშ ასე, მოემზადეთ ტურნირისთვის მოკვდავნო!

>>>
ასე გამოიყურება მოთამაშეთა არჩევანის მენიუ. სქრინშოთი აღებულია სუპერ ნინტენდოს ვერსიიდან

მეორე ნაწილი ზემოთხსენებული თამაშისა, საკმაოდ გაუმჯობესებულია წინამორბედისგან, უკეთესი გრაფიკით, სწრაფი დინამიური გეიმფლეით და რამდენიმე ახალი პერსონაჟით. ასევე მრავალფეროვანი ფატალიტებით და უფრო მეტიც, ჩვენ თვით სიკვდილს - იმპერატორ შაო კანს შევებრძოლებით! რაღათქმაუნდა სთორი გრძელდება პირველი ტურნირის შემდეგ, და ამჯერად ჩვენ გმირებს მოუწევთ ბრძოლა, სხვა სამყაროში სახელად - Outworld, და შესაბამისად Earthrealm-ისა და Outworld-ის წარმომადგენლები ებრძვიან ერთმანეთს, რათა მიაღწიონ შაო კანამდე და გახდნენ ტურნირის ჩემპიონები. სანამ სთორის მოყოლაზე გადავიდოდეთ, დავამატებ რომ თამაში პორტირებული იქნა ძალიან ბევრ სისტემაზე, მათ შორის ამიგაზე და სეგა ჯენეზისზეც. (თუმცა ამიგას პორტი საშინელებაა, ხმის ეფექტების გარდა, ხოლო ჯენეზისის ვერსია საკმაოდ ნელია და დინამიურობის ნაკლებობას განიცდის.)

>>>
Pit-Fatality. უკან ვხედავთ მონსტრს ცეცხლებში, რომელიც ჭორების დონეზე და სავარაუდოდ ბლეიზია

მეორე კომბატის სთორი შემდეგში მდგომარეობს : ბოროტი შან ცუნგის გეგმების ჩაშლის შემდეგ, როცა მას ლუ კანგი ამარცხებს, იგი გარბის თავის მბრძანებელ შაო კანთან და სთხოვს რომ მეორე შანსი მისცეს და სანაცვლოდ მისი სიცოცხლე წაიღოს. შაო კანი დაიწვა შან ცუნგის ცოდვით და მისცა შანსი, ხოლო მათი გეგმა კი შემდეგში მდგომარეობდა : ისინი ჩაატარებდნენ მეორე ტურნირს სასიკვდილო ბრძოლისა თვით Outworld-ში, სადაც უპირატესობა მათ რჩებოდათ, ვინაიდან შაო კანის დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. და მართლაც, ჩვენი იმპერატორი მოწვევას უგზავნის Earthrealm-ის მცველ და ელვის ღმერთ რეიდენს,იგი კრიბავს თავის მამაც მეომრებს და ჩაჰყავს Outworld-ში, სადაც ელოდებათ სიკვდილი დამარცხება და ტკივილი.

სასიკვდილო ბრძოლის კანონის მიხედვით, როგორც წესი, ამ ტურნირსაც ლუ კანგი მოიგებს, დაამარცხებს შაო კანსაც და მის მცველ კინტაროს. რაღათქმაუნდა შეიძლება გავიდეთ სთორი მოუდი სხვა პერსონაჟებითაც და ვნახოთ მათი ენდინგები, თუ როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო ტურნირი მათი ტრიუმფის შემთხვევაში.

>>>
პრომო პოსტერი, რომელიც იუწყება home version პორტების რელიზის დღეს

რა შეიძლება ითქვას გეიმფლეიზე..ჰმმ, მეორე ნაწილი ეს მისი წინამორბედის გაუმჯობესებული ნაწილია, დინამიური და სწრაფი გეიმფლეით რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ, გაუმჯობესებულია სხვადასხვა დარტყმებიც, განსხვავებულ ზიანს აყენებს უკვე, low და high დარტყმები, განსხვავება არის ასევე სტანდარტულ დარტყმებშიც, მაგალითად დამატებულია crouching punch და turnaround kick, გაძლიერებული იქნა roundhouse kick, რომელიც ფაქტიურად არეტიანებს მოწინააღმდეგეს და უტოლდება აპერკოტის ზიანს. და ჩვენც საშუალება გვეძლევა კომბოების ადვილად გაკეთების. ძველ პერსონაჟებს დაუმატეს ახალი სპეციალური ილეთები რომელთა გაკეთება ჰაერშიც შეიძლება, თუმცა ტრადიციული შესაძლებლობები როგორიცაა სისწრაფე, ძალა, და ხტუნვა ისევ ადგილზეა, შესაბამისად, normal დარტყმებიც უცვლელია.

>>>
სკორპიონი და გრავიტაცია

როგორც წინა ნაწილში, მათჩები დაყოფილია რაუნდებად და ბოლო მათჩში ვხვდებით თვით შაო კანს. სამწუხაროდ მათჩების შუალედებში აღარ გვაქ მინი თამაში - Test Your Might, სადაც შეგვეძლო დაგვემტვრია რკინა, აგური და სხვადასხვა რაღაცეები გარკვეულ დროში. ასევე ამოღებულია ქულების დაგროვების სისტემაც. სასიამოვნო დამატება მეორე ნაწილისა, გახდა უფრო მრავალფეროვანი და multiple ფატალიტები (Finishing move რომლითაც შეგიძლიათ დაჩეხოთ, აჩეხოთ და შეურაცხჰყოთ დარეტიანებული მოწინააღმდეგე), უბოროტო finishing move-ები როგორებიცაა : Friendship, სადაც იმის მაგივრად რომ მოწინააღმდეგეს რომელიმე სხეულის ნაწილი მოვაჭრათ, ვჩუქნით საჩუქარს ან ვეუბნებით : ეჰ ეგ არაფერი კაცო, წაგება და მოგება ძმები არიანო. Babality - ყველაზე სახალისო და სასაცილო finishing move რაც კი ოდესმე მინახავს :D აქ შეგვეძლება დამარცხებული მოწინააღმდეგე უბრალო მტირალა ახალშობილად ვაქციოთ და დავტკბეთ სანახაობით. და ბოლო ინოვაცია წინა ნაწილისგან განსხვავებით ეს არის Stage-specific-fatalities, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ თვითონ არენის გარემოება და ისე შევასრულოთ ფატალიტი (მაგალითად მოწინააღმდეგე აპერკოტით ჩავაგდოთ მჟავის აუზში, ან გადავაგდოთ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან და რბილად დაეცეს ამოშვერილ წვეტებზე ქვევით).

>>>
ყველაზე საზიზღარი ბოსი თამაშში - კინტარო -_-

თუმცაღა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფატალიტებს ვერ გავუკეთებთ დამარცხებულ ბოსებს ან საიდუმლო პერსონაჟებს რომელთაც finishing move-ც არ აქვთ. როგორც ზემოთ ავღნიშნე მეორე ნაწილში ემატება რამდენიმე ახალი პერსონაჟი, ესენია : 1)ბარაკა - მომთაბარე მუტანტების რასის ტარკატანების წარმომადგენელი, რომელმაც განახორციელა შაოლინის მონასტერზე თავდასხმა, შაო კანის ბრძანებით, 2)ჯექსონ "ჯექს" ბრიგსი - აშშ-ს სპეციალური რაზმის წევრი რომელიც მონაწილეობას იღებს ტურნირში თავისი პარტნიორის სონია ბლეიდის გადასარჩენად, 3)კიტანა - მომხიბვლელი და სექსუალური მანდილოსანი, რომელიც შაო კანის სამსახურში დგას, თუმცა საიდუმლოდ ეხმარებოდა დედამიწელებს, 4) კუნგ ლაო - ბერი შაოლინიდან და ლუ კანგის უახლოესი მეგობარი, ასევე დიდი კუნგ ლაოს წინაპარი (რომელიც გორომ და შან ცუნგმა დაამარცა MK-ის ამბებამდე), მას სურს შური იძიოს თავის წინაპარზე და შაოლინის დანგრეულ ტაძარზე, 5) და ბოლო მომხიბვლელი პერსონაჟი, მილენა - კიტანას ტყუპისცალი და მკვლელი, რომელიც შაო კანის რიგებში დგას, მას ევალება აკონტროლოს კიტანა, თუმცა სხვა გეგმებიც აქვს ჩვენს დიაცს. რაც შეეხება ტრადიციულ პერსონაჟებს - ჯონი ქეიჯი, საბ-ზირო, სკორპიონი, რეიდენი, ლუ კენგი, რეპტილია, და შან-ცუნგი - ადგილზე არიან.

>>>

ხოლო პერსონაჟები რომლითაც ვერ ვითამაშებთ არის - 1)შაო კანი - დაუნდობელი იმპერატორი რომელსაც სურს დაიპყროს დედამიწა ყოველ მიზეზ-გარეშე და 2)კინტარო - ჩვენი იმპერატორის მცველი, რომელიც თავისმა რასამ გამოაგზავნა გოროს დამარცხების შურის საძიებლად.მე პირადად ვერ წარმომიდგენია MK საიდუმლო პერსონაჟების გარეშე, აქ ისინი 3-ია. ესენია : 1)ჯეიდი - მდედრი ნინძა ჩაცმული მწვანე ფერში, 2)ნუბ სეიბუტი - ნინძა ბნელი სილუეტებით და შავი ფერით, ე.წ. "დაკარგული მეომარი" პირველ MK-ში. და 3)სმოუქი - ნინძა ნაცრისფერ ფერში. რათქმაუნდა ამ ნაწილში წაგვართმევენ სონიას და კანოს, მაგრამ შეგვიძლია ვუყუროთ მათ ფინალურ ტურში, როგორ არიან დაბმულები და ითხოვენ შველას.

>>>

1994 წელს გამოუშვეს აურაცხელი MK-ის სახლის ვერსიები, ერთგვარი პორტები, დაწყებული 8 ბიტიანია გეიმბოიდან დამთავრებული 32ბიტიან ფლეისთეიშენამდე და სეგა სატურნამდე, მათ შორის PC და DOS ვერსიებიც. ნუ შემდგომში MK2 მრავალჯერ გამოიცა სხვადასხვა კრებულებში და ნაკრებებში და არ კარგავდა აქტუალობას, როგორც მაშინ. იმდროისთვის კი 1994 წელი აღიარებული იყო როგორც DOOM-ის და MK-ის წელი. თამაშმა არნახული წარმატება და ტრიუმფი მოიპოვეს და არა ერთი award და ტიტულები, როგორებიცაა წლის საუკეთესო თამაში, წლის ყველაზე გაყიდვადი თამაში და ბლა ბლა ბლა

>>>

MK2-ს გამოჩენამ საფუძველი დაუდო ასევე სხვადასხვა ფართოდ გავრცელებულ ჭორებს გეიმერებში, მაგალითად საიდუმლო პერსონაჟ ერმაქზე, (თუმცა ის სინამდვილეში უბრალოდ გრაფიკული Glitch იყო) ან დამალულ finishing move-ზე - Animality-ზე სადაც შეგვეძლო გადავქცეულიყავით რამე ცხოველად და მოგვეკლა დამარცხებული ოპონენტი.

>>>

საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ მეორე ნაწილი MK-ისა საკმაოდ დიდი ნაბიჯი იყო სერიებში და ჰქონდა გარკვეული რიგი განვითარებებისა და ინოვაციების. თუნდაც ის ბნელი ატმოსფერო რომელიც იგრძნობოდა სხვადასხვა არენებში სავსე მოლაპარაკე ხეებით ან სულების ტორნადოთი, ან უფსკრულებით საიდანაც ამოდიოდა განწირული ყვირილი და კვნესა. ასევე მშვენიერი ვიზუალები, სწრაფი,დინამიური გეიმფლეი, ქარიზმატული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები რომლებიც ამ თამაშს უნიკალურს ქმნის და მართლაც რომ ლეგენდის სტატუსი დაიმკვიდრა Fighting ჟანრის თამაშებში

>>>

© Blankbansheee (AKA - Head Crusher)

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Mortal Kombat II

Unread post#2 » 28 Feb 2015 03:34

ნამდვილი კლასიკა. მე UMK3-ის თაობა ვარ მარა მევასება ესაც
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#3 » 28 Feb 2015 03:36

კი მესამე ულთიმეითი ძან მაგარია და ვაბშე სხვა პონტია, მარა ეს მირჩევნია რაღაცპონტში ^^ თავისებური ატმოსფერო აქვს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Mortal Kombat II

Unread post#4 » 28 Feb 2015 03:39

ეს უფრო ბნელი და სისხლიანია, მესამე შედარებით ლაითი იყო, მარა 6-7 წლის ბავშისთვის არც ისე )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#5 » 28 Feb 2015 03:44

yeap, my thoughts exactly. თუ არ დამეზარა მესამეს რევიუსაც დავწერ.

Riddick
Posts: 11826

Mortal Kombat II

Unread post#6 » 28 Feb 2015 14:26

მახსოვს პირველად რო ვნახე რა შოკი იყო, მანამდე დენდის ჰიტებს უბერავდი (რაღაც ერთი მეტრი ვიყავი ალბათ) და უცებ საერთოდ სხვა დონის თამაში დავინახე ... Sega Genesis-ზე პირველად კაკრას MK2 ვნახე და ნუ იმ დროს ამ კონსოლის ქონა რაღაც ფანტასტიკის იქით იყო ჩემთვის )))
P.S. მშვენიერი სტატიაა.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#7 » 28 Feb 2015 20:30

yeah ^^ ხო ჯენესის ვერსია ცოტა შენელებული იყო გეიმფლეით არკადის ვერსიისგან განსხვავებით, მარა მაინც საკაიფო იყო იმდროისთვის :3

User avatar
Alucard
Posts: 435

Mortal Kombat II

Unread post#8 » 28 Feb 2015 20:43

ერმაკის ამბავი მაგარი ვეშია ))))))) ჩემდროსაც UMK3 იყო ხოდში და მე და სლეიერამ რამდენიმე წლის წინ ემულატორით ონლაინშიც კი ვითამაშეთ ეს და კიდე სხვა ბევრი ლეგენდა თამაში. საკმაოდ ინფორმატიული სტატიაა როგორც ლორზე ისევე ტექნიკურ მხარეზე.

(Ninja hero-ების ზმანზე ვიღადავეთ როგორც მახსოვს, დაჭრილ ლეიბთან გაგვიჩნდა ასოციაცია xD )

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#9 » 28 Feb 2015 20:57

Thanks. მე ცისარტყელასთან :D რო დაამწკრივო ეგაა იმენა. სხვათაშორის შეილება მგონი ონლაინში ეხაც თამაში, არის ეგეთი ფრანგული პროგრამა RomStation ქვია, ძან მაგარი რამეა, ყველა ემულატორია საერთოდ 1 პროგრამაში + rom-ების უზარმაზარი კოლექციით :3

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Mortal Kombat II

Unread post#10 » 28 Feb 2015 21:33

UMK3 კარგად გავიხსეენეთ რამდენიმე წლის წინ, ვიკრიბებოდით და ვთამაშობდით
ტოპიკი არის აქ, ავტვირთავ ახლიდან თუ მოუნდება ვინმეს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#11 » 28 Feb 2015 22:26

გადავხედავ ^^ Romstation იცი პროგრამა?

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Mortal Kombat II

Unread post#12 » 28 Feb 2015 23:58

ეხლა დავაინსტალირე, დავრეგისტრირდი და თამაში საიდან უნდა დავამატო ვერ ვხვდები.
კონტროლერის საფორთი ეგრევე აქვს თუ ცალკე უნდა დაკონფიგება?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#13 » 01 Mar 2015 00:42

ანუ GAMES როა მანდ ნახავ რა კონსოლიც გინდა, აწვები და იხსნება ბაზა თამაშების, ანბანის მიხედვით. ნუ ნახევარი ფრანგულადაა და ნახევარი ინგლისურად. და ჯოისტიკს რო მიართებ ჩვეულებრივ აყენებ როგორც ემულატორებზეა და მგონი იმახსოვრებს მასე თუ არ ვცდები. დაჟე MAME-იც არის, არკადის ემულატორი :D + შეგილია ვიდეოც ჩაწერო, და სერვერიც დაჰოსტო, მარა იმაზე ჯერ რა თამაშებიცაა ხელმისაწვდომი. პროსტა ერთი მინუსი აქვს, რიგებია პს2-ს თამაშებზე და კაიხანი უნდა ელოდო გადმოწერას და ეგ ტეხავს თორე სხვა კონსოლებზე როგორც ვიცი არაა ეგ პრობლემა რიგებზე

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Mortal Kombat II

Unread post#14 » 01 Mar 2015 06:09

კი ვქენი ეგ ყველაფერი მარა ვერ ჩავრთე. ცნობილ ემულატორებს იყენებს და საინტერესოა რამდენად განახლებულ ვერსიებს. ანუ ჩვენ რო MAME გადმოვწეროთ ახლა და გავუშვათ იგივეა რო აქედან გავუშვათ. კიდე დავუმუღამებ რამე პლუსი თუ ვიპოვე სერვერებზე, გარდა იმისა რო უბრალოდ ხალხს აჩვენებს რო თამაშობ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Mortal Kombat II

Unread post#15 » 01 Mar 2015 17:31

აჰა, მე და ჩემი ძმაკაცი მანდ ვჰოსტავთ ხოლმე სერვერებს და რა თამაშებიც არის ხელმისაწვდომი ჯერჯერობით მაგეებს ვთამაშობთ ხოლმე. MAME-ზე კნოპკების დაყენება TAB-ით უნდა მგონი. მთლიანობაში რავი, საკაიფო პროგრამაა რა

User avatar
Alienbishop
Posts: 3

Re: Mortal Kombat II

Unread post#16 » 17 Nov 2020 13:07

MK II ატმოსფეროთი, გმირებით, უფრო ბნელი, სერიოზული ტონით, ისტორიით, ყველაზე მაგარია, თუმცა MK3 -თან შედარებით გეიმპლეი ნაკლებად დინამიურია, კომბოები და სირბილის ფინქცია MK3-ს ბევრად უკეთეს სათამშო ხდის, იდეალური ვარიანტი იქნებოდა MK II, MK3-ის გეიმპლეით, ხოდა ეს ვარიანტი არსებობს უკვე, ჰაკ ვერსას წავაწყდი - MKII Unlimited, არკადული ვერსიაც არსებობს და Sega Mega Drive/Genesis ვერსიაც, ჯერ არ გამომიციდა, მაგრამ კარგი რამე ჩანს, ვფიქრობ პატარა ტურნირიც მოვხოდო ვიწრო წრეში.

User avatar
Alienbishop
Posts: 3

Re: Mortal Kombat II

Unread post#17 » 17 Nov 2020 19:20

Alucard wrote:ერმაკის ამბავი მაგარი ვეშია ))))))) ჩემდროსაც UMK3 იყო ხოდში და მე და სლეიერამ რამდენიმე წლის წინ ემულატორით ონლაინშიც კი ვითამაშეთ ეს და კიდე სხვა ბევრი ლეგენდა თამაში. საკმაოდ ინფორმატიული სტატიაა როგორც ლორზე ისევე ტექნიკურ მხარეზე.

(Ninja hero-ების ზმანზე ვიღადავეთ როგორც მახსოვს, დაჭრილ ლეიბთან გაგვიჩნდა ასოციაცია xD )

MKII - ის Ninj-ების ზმანი ყველაზე მეტად მომწონს, რეალისტურია, უფრო ახალ Mortal Kombat-ებში, რაღაცა უაზროდ აჩანჩხლულებია . . .

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 55 guests


cron