რბოლის შექმნის იდეა, რომელშიც მოწინააღმდეგეების გასწრებაზე პრიორიტეტული მათი განადგურება იქნებოდა, საკმაოდ დიდხანს ეკიდა ჰაერში. თვითონ თემა, ნებისმიერი, საკუთარი ყოველდღიურობით გადაღლილი მრბოლელის თავში შეიძლებოდა დაბადებულიყო, მაგრამ ისტროამ ცოტა სხვა რაკურსი აარჩოა და მოცემული კონცეფცია, მწერალი იბ მელჩიორის (Ib Melchior) პატარა მოთხრობის, The Racer-ის მეშვეობით იქნა დაფუძვნებული. 1975 წელს, სამყარომ მელჩიორის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი, სახელად Death Race 2000 იხილა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ფილმის მოტივებზე უკვე არკადული Death Race გააკეთეს. თამაში სისასტიკით (მიიღე ქულები ფეხით მოსიარულეთა გადაჭყლეტისთვის) და შეჯიბრებითი ელემენტით (ქონდა ორში თამაშის რეჟიმი) გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი, საერთოდ ყველა DeathTrack, Carmageddon-ის და მსგავსი, საგზაო ბატალიების თემატიკის მქონე თამაშების ფუნდამენტი, ზუსტად Death Race ელემენტებზე იქნა დაშენებული.
1. MegaRace 2. Auto Assault
==========================
==========================
"თანამედროვე გლადიატორები"
მოლკე მახასიათებლები: მოწინააღმდეგეების ჭრა და ხლეჩვა რამდენიმე კოლომეტრიან ლოკაციებზე. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: შერეული. მოწინააღმდეგის განადგურების ხერხები: ნაცნობიდან დაწყებული, ძნელად წარმოსადგენი საბრძოლო იარაღების სახეობები: ტყვიამფრქვევი, ლაზერი და პორტატული ბომბები, რომლებიც წარმატებით არის მოთავსებული შუა სტატისტიკური, მჩატე ავტომობილის საბარგულში. მუსიკალური გაფორმება: ძირითადად მძიმე, შერეული.
Atari Lynx-ს, რომ პოპულარული და წარმატებული პორტატული კონსოლი დავარქვათ ძალიან გაგვიჭირდება - უზარმაზარიმა ზომებმა, ელემენტების ჭამის სისწრაფის რეკორდმა და საკმარისი თამაშების ბიბლიოთეკის უქონლობამ, ძალიან ჩქარა გააქანა იგი ისტორიის ნაგავსაყრელზე. მაგრამ BattleWheels გამო, ბევრი მას დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებს: სიუჟეტზე კონცენტრირების მაგივრად, თამაში თავისუფლებას და ვირტუალრ სივრცეებში პატარა პოსტაპოკალიფტური destruction derby მოწყობას გვთავაზობდა - რამაც საბოლოოდ მანქანებით ჩატარებული გლადიატორული ბრძოლების მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია გამოიწვია. ამას მოყვა მსგავსი თამაშების ბუმი, რომელიც PS One ხანაში აგორდა და 90-ნების შუიდან მის დასასრულამდე გასტანა.
ზუტად ამ პეროდში გამოჩნდა ერთერთი ყველაზე წარმატებული Twisted Metal სერია. თამაშის ერთერთი შემქმნელი, ამჯერად God of War მთავარ დიზაინერად ცნობილი, დევიდ ჯაფე (David Jaffe) გახლდათ. BattleWheels შედარებით, Twisted Metal ერთმანეთისგან აფსოლიტურად განსხვავებული მანქანების არჩევის უფლებას იძლეოდა: მოცემული იყო სატვირთო მანქანა, ბაგი, ტაქსი, მოტოციკლეტი და სხვა. ზუსტად ამან, შავმა იუმორმა და არენების მრავალფეროვნებამ (ყველაზე წარმატებულ, მესამე ნაწილში, შეჯიბრებების გეოგრაფიული არეალი მოსკოვიდან ნიუიორკამდე მიდიოდა) თამაში ძალიან დასამახსოვრებელი და კოლორიტული გახადა. იყო კიდევ ერთი ფაქტორი - ფიზიკის კანონების სრული იგნორირების გამო, მანქანის მართვა იმდენად მარტივად იყო გაკეთებული, რომ მასში, სრულიად გამოუცდელი ადამიანსაც კი უცებ გაერკვეოდა. Twisted Metal პირველი ორი ნაწილის შემქმნელ კომპანია SingleTrac-ს, Twisted Metal 2: World Tour-ის გამოშვების შემდეგ საერთოდ მობეზრდა თამაშის "დამიწებული" კონცეფცია და ახალი ორიენტირი წყლის ქვეშა სეთინგისაკენ აიღო - Critical Depth. პროექტი ვერ გახდა პოპულარული, რამაც SingleTrac იძულებული გახადა იგივე გზაზე დაბრუნებულიყნენ, ჩვენ კი შემდეგი პროექტი სახელად Rogue Trip: Vacation 2012 მივიღეთ - ფაქტიურად სოუზ მოსხმული Twisted Metal... რომელიც ტურისტული მოგზაურობების ერთგვარ სიმულატორს წარმოადგენდა (მძღოლები ერთადერთი მგზავრის მოსაპოვებლად სიცოცხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ). მაგრამ მოცემულმა კონცეფციამაც ვერ გადაარჩინა სტუდია და გაბანკროტებული სტატუსით ისტორიას გადააბარა.
1. Quarantine 2. Interstate ‘76
=============================
=============================
სამსახურის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა თავიანთი ახალი კომპანია Incognito Entertainment ჩამოაყალიბეს, რომელმაც შემდგომში TM სერიალის ახალი ნაწილებით გაითქვა სახელი: Twisted Metal: Small Brawl, Twisted Metal: Black და Twisted Metal: Head-On. 2007 წლის დასაწყისში Incognito ახალი Twisted Metal მსგავსი პროექტი, სახელად Calling All Cars! გამოუშვა, მაგრამ TM-გან განსხვავებით მისი ვიზუალი უფრო მულთფილმის სტილში იყო გაკეთებული, ხოლო კამერა, სტანდარტულიდან, ზედხედზე გადაიტანეს. შემდგომში, 989 Studio-ის ძალებით შექმნილმა Twisted Metal III და Twisted Metal 4 სამწუხაროდ უკვე ვეღარ მიაღწა SingleTrac დაწესებულ ხარისხის ბარიერს. მაგრამ ამასობაში გამოვიდა თამაში, რომელიც სრულიად არ გაჭირვებია Twisted Metal-ის მსგავსი პოპულარობის მოპოვება - ეს გახლავთ, ნაწილობრივ Interstate ’76 სეთინგზე დაფუძვნებული, Vigilante 8.
საერთო ჯამში, მოცემული ტიპის მეტნაკლებად ღირსეული თამაშების ნახვა ყველა პლადფორმაზეა შესაძლებელი. Xbox - RoadKill, Dreamcast – Vigilante 8 გაგრძელება, PS2 – Motor Mayhem, PSP – BattleZone, ან Fired Up, PC – Crashday და Necrodome (სხვათაშორის ეს იყო პრიველი თამაში, რომელშიც მოთამაშეს მანქანიდან გადმოსვლის და სიარულის უფლება მისცეს). მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მათგანს რაღაც აკლია. ზოგიერთს - მოსახერხებელი მართვა, ზოგს - ნორმალური გრაფიკა, ზოგსაც კი - დასამახსოვრებელი პერსონაჟები. ასე რომ ყველაზე ძაან Sony-ს კონსოლების მფლობელებს გაუმართლათ - დღესდღეობით ხომ უკვე ყველა მათგანზე შეიძლება Twisted Metal! შოვნა (ახლახან გამოსულ PS4 თუ არ ჩავთვლით).
1. Full Auto 2. Bandits: Phoenix Rising
==================================
==================================
"ცხოვრება ბორბლებზე"
მოკლე მახასიათებლები: თამაშები, რომელთა სიუჟეტური შემადგენელიც, უმეტესწილად, დასაწიში მოცემული ვიდეო რგოლებით არ შემოიფარგლება. როგორც წესი, მოთამაშის მთავარ მიზანს გადარჩენა წარმოადგენს, მაგრამ ამის პარალელურად, ბრონირებული ავტომობილების მძღოლები, ხშირად კეთილმოსურნე მიზნების მიმდევრებიც არიან ხოლმე და მათ შესასრულებლად დამაჯერებლად მიემართებიან სიუჟეტურ მისიებში. მოწინააღმდეგის განადგურების ხერხები: ტყვიამფრქვევები, პატარა ზომის რაკეტები, რომლებიც ავტომობილის სახურავს უმაგრდება. ასევე ფანჯრიდან სასროლი იარაღები მაგ. პისტოლეტები, ავტომატები და სხვა მრავალი. მუსიკალური გაფორმება: თითქმის განუსაზღვრელი, იქნება ეს როკი, ელექტრონული მუსიკა, თუ რაიმე სხვა.
მიმართულება დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე მათგანში, მოთამაშეს უკვე თითქმის სრულფასოვან RPG ელემენტებში უწევდა გარკვევა, მაგრამ ადრე ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო - ბრტყელი ტურები და რამდენიმე ძირითად მექანიზმზე აწყობილი გეიმფლეი. შეზღუდული იყო გადაადგილების თავისუფლებაც - ანუ მოძრაობა მკაცრად განსაზღვრული მარშუტით გიწევდათ. მაგრამ იმ დროისთვის მოცმეული მახასიათებლების მქონე თამაშები პუბლიკაში მაინც დიდ ინტერესს იწვწვდა - შეგვიძლია გავიხსენოთ Spy Hunter, Mach Rider, Roadblasters, ან Major Motion. თავის დროზე ყოველი მათგანი მაღალ ხარისხიან პროექტს წარმოადგენდა, მაგრამ საერთო ჯამში დიდი ვერაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან - მივდივართ თავიდანვე გაწერილი A პუნქტიდან B პუნქტში და ვხოცავთ მოწინააღმდეგეებს.
90-ნებისკენ სიტუაცია ნელნელა შეიცვალა და მოთამაშეებისთვის უამრავი ახალი შემოთავაზება გახდა ხელმისაწვდომი. მაგალითად Streets of SimCity, რომელშიც, მრბოლელს, ტელე გადაცემის მარიონეტის როლში, მაყურებლის მოთხოვნების შესრულება უწევდა. თამაშის მთავარი ინოვაცია დღემდე საკმაოდ ორიგინალურად ჟღერს - ჩვენ SimCity 2000-ში საკუთარი ძალებით შექმნილ ქალაქში შეგვეძლო მოგზაურობა (სამწუხაროდ ეს ბაგებითა და დიზაინის ცდომილებებით სავსე თამაშის ერთადერთ დადებით მხარეს წარმოადგენდა) .
1. Death Race 2. BattleWheels
=============================
=============================
Quarantine და Road Warrior შემქმნელებს უფრო ახლო და აცთუ ისე ნათელ მომავალში გადავყავდით, მომავალში რომელშიც კრიმინალთან ჭიდილის გამო, მთლიანი ქალაქის გარშემო დიდი კედელია აშენებული (Kemo City). სასმელ წყალში უცნობი ნივთიერების გაშვების შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შიზოიდური-მანიაკალიზმის შემოტევები ეწყება, რაც მეორე, ჯერ კიდევ ჯამრთელი მოსახლეობის ნაწილის განადგურებას უწყობს ხელს. მთავარ გმირს, დრეიკ ედჯუორტს, ქალაქიდან გასახწევად საჭირო ფულის მოგროვებისთვის, კიდევ საკმაოდ დიდიხანი მოუწევს ტაქსისტათ მუშაობა. მაგრამ კიმო-სითიდან გაქცევის შემდეგ, დრეიკი ხვდება (მოცემული მოვლენები უკვე მეორე ნაწილში Road Warrior-ში ვითარდება), რომ იქ არც თუ ისე ცუდი იყო. გაურკვეველი მიზეზის გამო, თამაშის ორივე ნაწილი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან - Quarantine-ში, ჩვენ, ჩვენივე ნაშოვნი ფულით აღვჭურვავთ მანქანას და ჩვენი სურვილისამებრ ვირჩევთ სამოგზაურო მარშუტს. Road Warrior-ში კი პირიქით - ბრმად მივყვებით სიუჟეტურ ხაზს, ხოლო იარაღებს მგზავრები გვირიგებენ. დაახლოებით იგივე სიტუაციაა Ex Machina და Bandits: Phoenix Rising შემთხვევაშიც. მართალია მათ მხოლოდ ხალხის საყვარელი პოსტაპოკალიფტური სეთინგი აერთიანებთ, მაგრამ მაგალითისთვის კარგად გამოდგება - პირველში დამოუკიდევლად განვკარგავთ საკუთარ ავტომობილს და შეფერხებების გარეშე გადავაადგილდებით თამაშის სამყაროში, ხოლო მეორეში უბრალოდ სიუჟეტურ ხაზს მიყვებით. Ex Machina ხსენების შმეთხვევაში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი რუსული პროექტი - K-D Lab თამაში, სახელად «Вангеры», რომელიც თავის დროზე ნამდვილად არ უჩიოდა პოპულარობის დონეს.
1. Twisted Metal: Black 2. Rock’n’Roll Racing
=======================================
=======================================
იმ დროს როცა Quarantine, Bandits და Ex Machina შემქმნელები მომავალში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევდნენ, კომპანია Activision საპირისპიროდ მოქიცა და Interstate გამოშვებით ალტერნატიულ 70-ში გვიკრა თავი. ეს იყო თამაში, სადაც მოთამაშეს პირადად უწევდა შტატებში გაჩაღებულ საწვავის კრიზისთან ბრძოლა. დამატება სახელად Nitro Pack (ფაქტიურად პრიქველი) საკმაოდ თბილად იქნა მიღებული ფანების მიერ, მაგრამ აი მისმა გაგრძელებამ - Interstate ‘82 - იმედები უკვე ვეღარ გაამართლა. საქმე იმაშია, რომ Interstate ’82 გაცილებით დიდ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, რის გამოც დეველოპერებმა მისი შედარებით გამარტივება გადაწყვიტეს. შედეგად სამოცდაათიანების ფანები უკმაყოფილონი დატოვა ოთხმოციანების თამაშმა, მაგრამ ვისაც ორიგინალთან შეხება არ ქონია, სიქველისგან საკმაოდ დიდი სიამოვნება მიიღეს.
1. DeathTrack 2. Calling All Cars!
===============================
===============================
მაგრამ, აი 90-ში, Accolade მხარდაჭერით შექმნილმა, Beyond Games თამაშმა ნამდვილად ბევრი მოთამაშის ოცნება აახდინა, Carmageddon და Quake ფუნდამენტების გაერთიანებით, ჩვენ მივიღეთ თამაში რომელშიც არა მხოლოდ მაქნანის ტარება, არამედ ფეხით სიარულიც ხშირად გვიწევდა. პლიუს ამას, Redline გააჩნდა საკუთარი სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, დედამიწა, მთვარის ორბიტის შემცირების გამო, ბეწვზე გადაურჩა განადგურებას, მოცემული მოვლენების გამო კი მასზე მობინადრე ხალხი, სხვადასხვა ბანდ ფორმირებებად ჩამოყალიბდნენ.
ალბათ ჯობია, ბოლოსკენ Auto Assault-იც ვახსენოთ - "ცხოვრება ბორბლებზე" კატეგორიის ერთადერთი, სრულიად მულტიფლეიერზე ორიენტირებული პროდუქტი. სეთინგი პოსტაპოკალიფტური, გარკვეულ მომენტებში მანქანიდან გადმოსვლის შესაძლებლობა. სამწუხაროდ Auto Assault ფანბაზა მხოლოდ რამდენიმე ათასი მოთამაშით შემოიფარგლებოდა, რაც პროექტის აქტუალურ მდგომარეობაში სამყოფელად არა საკმარისი აღმოჩდა და იგი უბრალოდ დახურეს.
1. Carmageddon 2. Carmageddon II: Carpocalypse Now
==============================================
==============================================
"ასფალტზე მბრტყელებელნი"
მოკლე მახასიათებლები: Death Race პირდაპირი შთამომავლები, რომლებშიც, ჯიუტი ოპონენტების მოგერიების გარდა, ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულეების გაჭყლეტვაც ხშირად გვიწევდა. თუმცა ზოგიერთ თამაშში, პოტენციური ფეხით მოსიარულეები ცხვირსაც კი არ ყოფდნენ საკუთარი მანქანებიდან, მაგრამ ეს მათ მაინც არ შველოდათ. მოწინააღმდეგეების გასანადგურებელი საშუალებები: ავტომობილის ბამპერი, ავტომობილის გვერდითა კანტი, ლურსმნებიანი ბორბლები. მუსიკალური გაფორმება: მძიმე, სერიოზული - Iron Maiden, Rob Zombie, Fall Out Boy, Papa Roach.
ვინ იფიქრებდა, რომ SCi და Stainless ორიგინალი პროექტი, თავდაპირველად სრულიად ჩვეულებრივი და ძალადობისგან შორს მყოფი თამაში იყო. დეველოპმენტის გარკვეული ეტაპის გადალახვის შემდეგ კი შემქმნელებმა უეცრად გაცილებით მეტის გაკეთება მოინდომეს. ამის შემდეგ დაიწყო Death Race ლიცენზიის მოპოვების ამბავი - კიდევ ცალკე ეპოპეაა. საბოლოოდ ყველაფერი ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი სახელის დაბადებით დამთავრდა - Carmageddon (და ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ სახელი ორი სიტყვის Car და Armageddon შედგება).
1. Road Rash (PC) 2. BattleZone (PSP)
===================================
===================================
Carmageddon გამარჯვების მოპოვების სამი გზა არსებობდა: ბანალურად მოიგე რბოლა, გაანადგურე ყველა მოწინააღმდეგე, ან გადაჭყლითე ტურში მოცემული ყველა ფეხით მოსიარულე. პირველი, იშვიათი გამონაკლისის გარეშე, ძალიან დამღლელი და მოსაწყენი იყო. ბოლო - ყველა ეტაპზე, ასობით ერთეული ფეხით მოსიარულის ფაქტორის გათვალისწინების გამო, პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამოცანა გახლდათ. ხოლო ოპონენტების განადგურება - თამაშის ყველაზე საინტერესო და ფუნდამენტურ მექანიზმს წარმოადგენდა. მაგრამ სათამაშო წამების სიმწირის გამო, მხოლოდ რომელიმე ერთი სქემით მოქმედება მაინც არგ გამოგივიდოდათ ეფექტური, რაც სამივე მიზნის ერთდროულად შესრულებას და სასიცოცხლო წამების მოგროვებას, ავტომატურად გაძალებდათ.
თამაში ზოგიერთ ქვეყანაში უბრალოდ აკრძალეს. სხვებში კი ადამიანების მოდელები ჯერ ზომბებით და რობოტებით შეცვალეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს გაყიდვა. Carmageddon II: Carpocalypse Now და Carmageddon: TDR 2000-მა სამწუხაროდ ორიგინალის მსგავსი ოვაციები ვეღარ გამოიწვია, რადგან გრაფიკის გაუმჯობესებასთან ერთად, საგრძნობლად მოიმატა სიცნელემაც. მაგალითად, მეორე ნაწილისთვის, დეველოპერებმა გადაწვიტეს მისიების სიტემის დანერგვა, რომლის დროსაც, საკმაოდ მცირე დროის მონაკვეთში სხვადასხვა დამატებითი დავალებების შესრულება გვიწევდა - გაანადგურეთ რამდენიმე ობიექტი. მესამეში კი მოთამაშეს ჩექფოინთებში გავლას აძალებდნენ, რაც მოწინააღმდეგეების განადგურების, ან ფეხით მოსიარულეების გადაჭყლეტვის დროს, პრაქტიკულად აღარ ტოვებდა.
1. SpyHunter 2. Hi-Octane
==========================
==========================
მოტოციკლეტების მიუხედავათ, აუცილებლად აღსანიშნავთა შორის Road Rash-იც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ორ ბორბლიანი "ცხენების მხედრები", პირველი ადგილისთვის ბრძოლის დროს, ყველანაირი მორიდების გარეშე დაალეწავდნენ ნებისმიერს თავ ყბას - შეუნგრევდნენ მოტოს, ჩაარტყავდნენ მუშტს, ფეხს, ბიტას, ან რკინის ცეპს გადაარტყავდნენ ხახაში. შეჯიბრებები, თავხედი ფეხით მოსიარულეებითა და პოლიციელებით გატენილ, შეუზღუდავ გზებზე იმართებოდა. მაღალმა სიჩქარეებმა, რომლებისგანაც ხანდახან ყურში აღარ გესმოდა, ეპიკურმა ავარიებმა, რომლის დროსაც მოთამაშეები ათეულობით მეტრიან თავისუფალ ფრენაში მიემართებოდნენ და ფოტორეალისტურმა გრაფიკამ (32 ბიტიან ვერსიებში) Road Rash "სასტიკი რბოლების" ერთერთ მთავარ ფავორიტად აქცია.
FlatOut შემქმნელები ქუჩაში მასობრივი არეულობების მოწყობის საშუალებას არ გვაძლევენ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენით თუ ვიმსჯელებთ, საქმე კვლავ სასტიკ ბრძოლებთან გვქონდა (მაგრამ ოდნავ არასერიოზულ ვარიანტში - საკმარისია შევხედოთ თუ როგორ იქცევა მძღოლი ავარიაში მოხვედრის დროს), რომელშიც პირველობის გარდა, მოწინააღმდეგეების განადგურებაც სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო. დიდი მონდომების შემთხვევაში, აქვე შეგვიძლია მოვიხსენოთ Psygnosis Destruction Derby-იც - მაგრამ მასში განადგურებით ტკბობა ყოველთვის მეორე პლანზე იდგა და მხოლოდ გარკვეულ რეჟიმებში ხდებოდა აქტუალური.
1. Carmageddon: TDR 2000 2. Dethkarz
====================================
====================================
"მომავალი შენზეა დამოკიდებული"
მოკლე მახასიათებლები: შესაძლოა წინასწარ განსაზღვრული ცვლადების ვარიანტების შეცვლა, რაც საბოლოოთ ბევრზე ვერაფერზე აისახება: შორი (ან ახლო) მომავალი, ყველაფერი ცუდადაა (ან კარგად), კოლონირებული პლანეტა (დედამიწა), კაცობრიობა სასიკვდილო რბოლების მეშვეობით ახალ გართობის წყაროს პოულობს (ან ადამიანებს აიძულებენ ამის კეთებას). მოწინააღმდეგის განადგურების საშუალებები: როგორც წესი არაფერი ზედმეტი - რაკეტა, ლაზერი, მინა. მუსიკალური გაფორმება: ელექტრონული და წყნარი ინსტრუმენტალი.
ყველასთვის საყვარელი DeathTrack, გულახდილად, რომ ვთქვათ არც თუ ისე კარგად ეწერება ამ კლასიფიკაციაში: მასში ზევით ჩამოთვლილთან შედარებით, გაცილებით ბევრი სახეობის იარაღი და ნახსენებისგან საკმაოდ განსხვავებული მელოდიები იყო თავმოყრილი, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სასტიკი მომავლის თემაზე, რომელიც თამაშში ნამდვილად ბოლომდე იქნა ამოხსნილი. პლიუს ამას, ინდუსტრია, ნახსენები კლასიფიკაციის ზუსტი მიმდევრების დეფიციტსაც არასდროს განიცდიდა - საკმარისია საკულტო MegaRace გახსენება, სადაც მოთამაშეს სასტიკი ტელე გადაცემის ფარგლებში, ორი დაპირისპირებული გუნდის, Hi-Octane, ან Wipeout მხარეს უწევდა ბრძოლა.
1. Wipeout Pure 2. Twisted metal 2: World Tour
========================================
========================================
90-ის ბოლოს მსგავსი სიკეთის რაოდენობით თვაბლები სხვადასხვა მხარეს გაგექცეოდათ - Voodoo-ს ახალი გრაფიკული ამაჩქარებლებით, კომპანია 3dfx Interactive, ყველა არაკეთილსინდისიერ დეველოპერს PC თამაშების წარმოების ძალიან იოლი გზა გაუხსა, რამაც საკმაოდ ბევრი საეჭვო ღირებულების პროექტის დაბადებას შეუწყო ხელი. მაღაზიების თაროებზე ხანდახან ნამდვილი ბრილიანები, მაგრამ უმეტეს წილად რეალური თრეში ხვდებოდა - ეფექტების მაქსიმალური რაოდენობა, უხარისხო მუსიკალური გაფორმება, არანაირი ინოვაცია და მოსაწყენი გეიმფლეი. სიუჟეტზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო: მხოლოდ დასაწყისის ვიდეო რგოლი - რომელიც თამაშშივე ჩაწერილი გამეორებებისგან შედგებოდა. ბევრ მაშინდელ ასე თუ ისე გაპოპულარულებულ პროექტს - S.C.A.R.S., Dethkarz, Extreme-G - ეხა ვეღარავინ გაიხსენებს. მაგრამ იყო რეალურად წარმატებული ცდებიც, მაგალითად Rollcage, რომელიც მოთამაშეებს, მასში მოცემული, მრავალფეროვანი სარბოლო ბილიკების და დინამიური გეიმფლეის გამო დაამახსოვრდათ.
1. Extreme-G 2. Crashday
==========================
==========================
21 საუკუნის დაწყების შემდეგ DeathTrack ფუნდამენტები მივიწყებული იქნა - პირველი ასოციაცია Full Auto-ზე ჩნდება, რომელიც არც თუ ისე საინტერესო ინოვაციათა შორის, დროის უკან მობრუნების შესაძლებლობა იყო განხორციელებული. ასევე იყო რუსი დეველოპერების მიერ შექმნილი"Механоиды: Гонки на выживание" - შემქმნელებმა თამაშის შთაგონება აშკარად Wipeout-ში იპოვეს, მაგრამ მისგან განსხვავებით, "Гонках на выживание" ყველა რბოლა თავისუფალ ლოკაციაში მიმდინარეობდა. თუ იზომეტრული კამერის, ან მულთფილმის მსგავსი ვიზუალის გამო Rock’n’Roll Racing ცოტა ბავშური თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა (მხოლოდ ერთი შეხედვით!) ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას არ ვახსენებთ. მისი სერიის პირველი ნაწილი, Mega Drive არც თუ ისე ცოტა მფლობელის კოლექციაში იყო შესული, ხოლო მეორეში, ათობით მოწინააღმდეგის დასამარცხებლათ (მათ შორის თვითონ დუკ ნუკებიც კი ფიგურირებდა) მოთამაშეებს არაერთი ღამე ქონდათ გათენებული .
1. Rollcage 2. Destruction Derby 2
===============================
===============================
"ავტო ნაგავსაყრელი"
ნაგავსაყრელზე მხოლოდ Warhammer 40 000-ის ბრონირებულ ვაგონებიანი ორკები მოხვდნენ - სამაგიდო თამაშის მოტივებზე დაფუძვნებულმა, სარბოლო თამაშმა Gorkamorka საბოლოო ჯამში მაინც ვერ შეძლო რელიზამდე მიხწევა. მაგრამ მისი PC დემო ვერსიის შოვნა სირთულეს დღესაც არ წამოადგენს.
ქრონოლოგია (1976 – 2008)
- 1976 - Death Race (Arcade)
- 1983 - SpyHunter (Arcade, Apple II, Atari 2600, Coleco Vision , Commodore 64, NES, PC, ZX Spectrum)
- 1985 - Mach Rider (NES)
- 1988 - Major Motion (Amiga, Atari ST), Roadblasters (Amiga, Amstrad CPC, Atari Lynx, Atari ST, Commodore 64, NES, ZX Spectrum)
- 1989 - DeathTrack (PC)
- 1991 - Road Rash (Amiga, Atari ST, Game Boy, Game Boy Color, Game Gear, Mega Drive, Sega Master System), Super Spy Hunter (NES)
- 1992 - Road Rash II (Mega Drive)
- 1993 - BattleWheels (Atari Lynx), Rock’n’Roll Racing (Mega Drive, SNES)
- 1994 - MegaRace (PC, 3DO, Sega CD), Quarantine (PC, 3DO), Road Rash (3DO, PlayStation, Saturn, Sega CD, PC)
- 1995 - Destruction Derby (PC, PS One, Saturn), Hi-Octane (PC, PS One, Saturn), Quarantine II: Road Warrior (PC), Road Rash 3: Tour De Force (Mega Drive), Twisted Metal (PS One), Wipeout (PC, PS One, Saturn)
- 1996 - Death Rally (PC), Destruction Derby 2 (PC, PS One), MegaRace 2 (PC), Necrodome (PC), Twisted Metal 2: World Tour (PS One), Wipeout 2097/XL (PC, PS One, Saturn, Macintosh, Amiga)
- 1997 - Carmageddon (PC, Macintosh), Carmageddon: Splat Pack (PC), Extreme-G (Nintendo 64), Interstate ’76 (PC), Interstate ’76: Nitro Pack (PC), Streets of SimCity (PC)
- 1998 - Carmageddon II: Carpocalypse Now (PC), Dethkarz (PC), Extreme-G 2 (PC, Nintendo 64), Road Rush 3-D (PlayStation), Rogue Trip: Vacation 2012 (PS One), S.C.A.R.S. (PC, PS One, Nintendo 64), Twisted Metal III (PS One), Wipeout 64 (Nintendo 64), «Вангеры» (PC)
- 1999 - Carmageddon (PS One), Interstate ’82 (PC), Redline (PC), Road Rash 64 (Nintendo 64), Road Rash: Jailbreak (PlayStation), Twisted Metal 4 (PS One), Wipeout 3 (PS One)
- 2000 Carmageddon (Nintendo 64), Carmageddon TDR 2000 (PC), Wipeout 3: Special Edition (PS One)
- 2001 - Carmageddon (GBC), XG3: Extreme-G Racing (GameCube, PS2), MegaRace 3 (PS2), Motor Mayhem (PS2), Twisted Metal: Black (PS2), Twisted Metal: Small Brawl (PS One)
- 2002 - 2002 – Bandits: Phoenix Rising (2002), Wipeout Fusion (PS2)
- 2003 - Rock’n’Roll Racing (GBA), RoadKill (GameCube, PS2, Xbox), XGRA: Extreme G-Racing Association (GameCube, PS2, Xbox)
- 2004 - FlatOut (PC, PS2, Xbox)
- 2005 - Ex Machina (PC), Fired Up (PSP), Twisted Metal: Head-On (PSP), Wipeout Pure (PSP)
- 2006 - Auto Assault (PC), BattleZone (PSP), Crashday (PC), Ex Machina: Meridian 113 (PC), FlatOut 2 (PC, PS2, Xbox)
- 2007 - Ex Machina: Arcade (PC), FlatOut: Ultimate Carnage (Xbox 360), Wipeout Pulse (PSP)
- 2008 - Twisted Metal: Head-On (PS2)
1. Ex Machina 2. Wipeout
===============================
===============================