The Cat Lady, PC

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 852

The Cat Lady

Unread post#1 » 27 Nov 2013 12:08

Cat Lady

>>>

  • ჟანრი: Survival horror / Adventure / 3rd Person
  • შემქმნელი : Harvester Games
  • გამოსვლის თარიღი: 2012
მოკლე აღწერა

სამწუხაროა რო ესეთი დონის თამაშს ag.ru-ს ბაზაში სადღაც გადაკარგულში გადავაწყდი. შეიძლება ერთი ჩვეულებრივი Adventure / horror ეგონოს ბევრს მაგრამ ამ თამაშს აქვს უნიკალური ატმოსფერო, პერსონაჟები, შინაარსი, მუსიკა, ყველაფერი იდეალურადაა შერწყმული და მთლიანობაში იქმნება აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული და უნიკალური პროდუქტი, მიუხედავად Adventure ჟანრისადმი ზიზღისა პირველივე სქრინშოტის დანახვისას ჩავიწერე ეს თამაში და ერთი მხრივ კმაყოფილი დავრჩი რადგან ძაან მაღალი დონე დამხვდა, მეორეს მხრივ კი ძალიან დამრთგუნა და ყველა შიში ერთად გამიღვიძა .... ძნელია იმის სიტყვებით აღწერა რაც ამ თამაშში ხდება, ერთი შეხედვით დეპრესიული ქალის როლს ვთამაშობთ რომელსაც ცხოვრება მობეზრდა, მეორეს მხრივ კი 100 პროცენტით ჩვენზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მისი ცხოვრება, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ისეთ სცენებს რომლებიც ნებისმიერს დათრგუნავს. სულისშემძრავი სიჩუმე, სასტიკი სისხლიანი სცენები, ადამიანის ქვეცნობიერის ყველაზე საშინელი გამოვლინებები, ამ თამაშში ყველაფერია რაც ჰორორს უნდა ქონდეს, ერთი სიტყვით must play თამაშია და გირჩევთ ყველას. ვერ ვიპოვე ფორუმზე ამის თემა და მაგიტო გავხსენი , იმსახურებს ნამდვილად რო რაღაც ინფორმაცია მაინც იყოს საიტზე, ვრცლად მინდოდა დაწერა მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, ესეთ შემთხვევებზე ითქმის რომ თუ შენთვითონ არ ნახე ლაპარაკს აზრი არ აქვს.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

The Cat Lady

Unread post#2 » 28 Nov 2013 14:58

საინტერესო რაღაც ჩანს და რამხელაა? და რამე გეიმფლეი არი თუ პროსტა მიგყავს ქალი და ისტორიას უსმენ რამეს? მიტყდება ხოლმე რო გადმოვწერ და რაღაც 20 წუთიანი ვეში რო მხვდება და მაგიტო.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

The Cat Lady

Unread post#3 » 28 Nov 2013 16:36

ყველა საუბარს ვუსმენ საინტერესოა და მაგიტო და მაგის გამო საკაიფოდ დიდი გამოვიდა უკვე, 1 ღამე გავათიე და პლიუს 2-3 საათია ვთამაშობ და 5 თავზე ეხა გადავედი, 6 თავია სუ. გეიმფლეი ეგაა რა დაგყავს აქეთ იქეთ და პაზლების საშუალებით მიიწევ წინ, სხვისი მართვაც შეგილია რამდენიმე სცენაში.
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

The Cat Lady

Unread post#4 » 05 Dec 2013 03:08

სტიმზეც დაიდო, გრინლაითზე მახსოვს რო იყო და მაგრა მაინტერესებდა, ველოდებოდი
ხოდა ჩამოვსკროლე, მეტასკორიც შევამოწმე და მშვენიერია ^^
მოკლედ საინტერესო adventure-ია და ჟანრის მოყვარულებმა არ გამაზოთ
მეც ჩავუჯდები მალე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

The Cat Lady

Unread post#5 » 21 Jun 2014 04:42

დავხურე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ერთერთი საუკეთესო გადმოცემაა იდეების. თამაშიც კარგი გაკეთებულია, მიუხედავად იმისა რო ძალიან ბნელი და დამთრგუნავი ატმოსფერო აქვს. რამდენჯერმე გავთიშე და ნახევარ საათიანი პაუზების მერე ვაგრძელებდი. მიდგომა მომეწონა ძალიან. მომენტებში თვითონ წერ სთორის, თვითონ ქმნი პერსონაჟს, ბოლომდე ერთვები და უღრმავდები მოვლენებს და მთავარ პერსონაჟს. აქ ხედავ უკვე რო არ თამაშობ უბრალო adventure-ს, ალბათ საუკეთესო adventure თამაშების ერთერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელთან გაქვს საქმე ))
ფსიქოლოგიური ნაშრომია ცხოვრებისეულ ბარიერებზე და პრობლემებზე, დეპრესიაზე, უნდობლობაზე, სიძულვილზე, მარტოობაზე, სიცოცხლის და სიკვდილის არსზე, შინაგან ეგოსთან ჭიდილზე. თამაშიც ყოველ წამს რაღაცას გიღვიძებს, დილემის წინაშე გაყენებს, პერსონაჟიდან გამომდინარე ალტერნატიულ გზებზე გაფიქრებს, ბოლოს კი ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს თამაშით, სთორის ნელნელა გახსნით და კულმინაციით საკუთარ თავში მიმალული პრობლემები გადმოალაგე და გაეცანი, შედარებას აკეთებ და თითქოს უკვე გამცოდილება გაქვს ამ ყველაფრის, შენ უწყვეტდი პერსონაჟს და სინამდვილეში შენთვის შეიძინე რაღაც ახალი.
მაგარი მოტივატორი გაიჩითა მთლიანობაში, შეშლილი დაძაბული სცენების მთელი ნაკადის შემდეგ თბილი ღიმილი დამიტოვა სახეზე))) respect

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 41 guests


cron