Mark of the Ninja - კანადური სტუდია Klei Entertainment-ის მიერ Xbox 360 და Microsoft Windows-ისთვის შექმნილი, ორ განზომილებიანი სტელს ექშენის ჟანრის თამაში, რომელიც გამოსვლის შემდეგ Xbox Live Arcade და Steam მეშვეობით გავრცელდა. გეიმფლეი ძირითადად მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის თავიდან აცილებაზე, ხაფანგების აღმოჩენასა და აკურატული, ფრთხილ გასვლაზეა ორიენტირებული. მთავარ გმირს ინტერიერის სხვადასხვა ნივთების უკან, სავენტილაციო მილებში და კანალიზაციის ლუქებში შეუძლია ჩამალვა. ძირითადი შეიარაღება - მოწინააღმდეგის მოულოდნელად გასანეიტრალებელი კატანა და შუქის წყაროების დასახშობათ გამოყენებადი რკინის ვარსკვლავები. მომაკვდინებელი შეიარაღების მიუხედავად, თამაში როგორც ეტაპის მცველების სრულ განეიტრალებაზე, ასვე მათი გართობის და მანიპულაციების მეშვეობით სრულიად უსისხლო გასვლაზეა ორიენტირებული. თამაშში გასვლის პარალელურად, ორი სახეობის, თავდასხმის (ხაფანგი, შუბი, შიპები, მწერები) და თავდაცვის (ხმაურის შაშხანა, ბოლის კედელი, ფლეშ ბომბა) იარაღები ხდება ხელმისაწვდომი.
მოწინააღდეგის განადგურების, ან მანიპულირების ყოველ მოქმედებაზე თამაში გარკვეულ ქულებს გირიცხავთ. ქულების დაგროვება მეორეხარისხოვანი მოქმედებებითაც ხდება, მაგ. ისეთით, როგორიცაა მიცვალებულის დამალვა, ან რაიმე უცხო და ფასეული ნივთების აღმოჩენა. ყველა ტურში დამატებით 3 ბონუს დავალება გეძლევათ. ბონუს დავალების ერთი სახეობის 3-ჯერ შესრულების შემთხვევაში, მოთამაშეს ახალი კოსტუმი გაეხსნება, რომელიც თამაშში გასვლას შედარებით გაგიადვილებთ. პირველი დახურვის შემდეგ New Game Plus რეჟიმი ხდება ხელმისაწვდომი, რომელიც გაზრდილი სიძნელის და წინა დახურვიდან გამოყოლილი გაუმჯობესებების ფონზე, თამაშის კიდევ ერთხელ დახურვის შანს მოგცემთ. Mark of the Ninja - ათასი პატარა დეტალისგანაა აწყობილი, ძალიან ადვილად ითამაშება, მაგრამ განუწყვეტლივ სვლების გათვლასა და ფიქრს საჭიროებს, ამის პარალელურად კი ტემპს საერთოდ არ კარგავს.
წყარო