გასული წლის შემოდგომაზე BioWare და Electronic Arts ცნობილ სამყაროში ახალი ნაწილი Dragon Age 3: Inquisition დაანონსეს. მომდევნო Е3 კი თამაშის სახელიდან ციფრი "3" გაქრა და მას მერე პროექტს უბრალოდ Dragon Age: Inquisition ქვია. IGN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში EA ხელმძღვანელმა Frank Gibeau აღნიშნა, რომ Dragon Age: Inquisition სახელი უშუალო კავშირში უნდა იყოს იმ როლთან რასაც იგი რეალურად თამაშობს მოცემულ სამყაროში - მისი სიტყვების თანახმად Inquisition წინა ნაწილების პირდაპირ გაგრძელებას არ წამოადგენს და ამის გამო მისი სახელიც შესაბამისი იქნება.
თვითონ თამაშზე აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, პოპულარული ჟურნალი Game Informer-ის ბოლო ნომრის მეშვეობით პირველი გეიმფლეი დეტალები გახდა ცნობილი:
- Inquisition პრველი ნაწილი იქნება სერიაში რომელშიც გმირები ცხენებით გადაადგილებას შეძლებენ. ასევე შესაძლებელია ცხენებზე ამხედრებული ბრძოლების რეალიზაციაც ვიხილოთ , მაგრამ დეველოპერები მოცემულ დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
- თამაშში წინა სერიებისგან განსხვავებით ერთმანეთის მსგავსი ლოკაციები აღარ იქნება. ასევე რამდენჯერმე გაიზდება თვითონ ლოკაციების ზომაც.
- მოწინააღმდეგეების ლეველი ყოველთვის არ გადაეწყობა მოთამაშის შესაბამის დონეზე, ანუ გამოუცდელი გმირებისთვის გარკვეული ლოკაციების გამოკვლევა საკმაოთ დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
- Inquisition მთავარი გმირი იქნება ინკვიზიტორი, რომელიც Dragon Age II მომხდარ ამბებში გარკვევას ცდილობს.
- ამჯერად სახელის და სქესის არჩევის პარალელურად პერსონაჟის კლასის და რასის არჩევაც მოგიწევთ.
- ქვესთების შესრულებით, გამოსადეგი ნივთების შეგროვებით და სახიფათო მტრების დამარცხებით თქვენი იკვიზიცია საგრძნობლად გაძლიერდება - წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროს გარკვეული ლოკაციები დახურული იქნება.
- მოწინააღმდეგეების საბრძოლო ტაქტიკა ბრძოლის ვერლზე მოთამაშის ადგილმდებარეობით, მისი სიცოცხლის მაჩვენებლით და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვრება.
- BioWare მოთამაშეების წინა სერიებში დამახსოვრებული პროგრესის Dragon Age: Inquisition გადმოტანის შესაძლებლობაზეც მუშაობს.
პირადად მე არცერთ სერიას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი მეორე ნაწილის გამოსვლის შემდეგ მოცემულ სამყაროს ბევრი გულშემატკივარი მოაკლდა. მიზეზად ბევრ რამეს ასახელებდნენ, მაგ. ერთფეროვანი და პატარა ლოკაციები, რუტინული და უნიტერესო ქვესთები, მამრების სექსი ერთმანეთში (ბევრი პიდარასტი ყვათ ალბათ BioWare-შ) და ბევრი სხვა. მსგავსი სურათის მერე Inquisition დაანონსებამ სიმართლე რო გითხრათ დიდად ვერ მიიქცია ჩემი ყურადღება. დაწყებიდანვე ჩანდა რომ სკაირიმის მიმბაძველობას ექნებოდა ადგილი. რაც დრო გადის და მეტი ინფორმაცია ირკვევა თამაშზე, ეს ფაქტორი კიდევ უფრო ნათელი ხდება, თითქმის ყველა გადამწყვეტი დეტალიაქვთ გადმოღებული - დრაკონები, ცხენებით სიარული, დიდი ლოკაციები, გაზრდილი თავისუფლება და სხვა. მარა ამის მიუხედავათ ინდივიდუალური დეტალები და საკმაოთ საინტერესო ვიზუალი მაინც ემჩნევა თამაშს