რას წარმოადგენს ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Rift?
Oculus Rift – ვირტუალური რეალობის ახალი სათვალე, რომლის მასობრივი გაყიდვაც 2013 წლის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს. სათვალე შექმნილია შეერთებული შტატების სამხედრო ინჟინერის პალმერ ლაკის და id software ლეგენდარული ხელმძღვანელი ჯონ კარმაკის მიერ (Wolfenstein, DOOM და Quake სერიების შემქმნელი).
შექმნის ისტორია:
პალმერ ლაკი, სამხედრო კვლევით ლაბორატორიაში ICT MxR ინჟინრად მუშაობდა და ამერიკის არმიის მოთხოვნების თანახმად ახალი ვირტიალური რეალობის სათვალეების პროექტირებით იყო დაკავებული. მაგრამ პალმერს სათვალის სამხედრო გამოყენების მიუხედავათ მოცემულ ტექნოლოგიის მიმართ სხვა სახის ინტერესებიც გააჩნდა: იგი ვირტუალური რეალობის სხვადასხვა სათვალეებს კოლექციონერობის გარდა MTBS ფორუმის მოდერატორიც იყო (ვირტუალური რეალობის ყველაზე პოპულარული ფორუმი). ზუსტად MTBS-ის ფორუმზე ახსნა პალმერმა პირველად ვირტუალური რეალობის სათვალის შექმნის თავისი იდეა - უზარმაზარი ხედვის კუთხე, თავის მოძრაობის დაფიქსირების გაზრდილი რეაქცია და ხელმისაწვდომი ფასი მოცემული ტექნოლოგისს მთავარ მიღწევებად იქცა. ამასობაში გაირკვა, რომ მოცემულ ფორუმზე ჯონ კარმაკიც არ იყო იშვიათი სტუმარი. იგი პალმერს დაუკავშირდა და Oculus Rift-ის ერთერთი ადრეული პროტოტიპი მოსინჯა. ტექნოლოგიაში უზარმაზარი პოტენციალის დანახვის შემდეგ იგი ყოველ მხრივ მაზრს უჭერს დეველოპმენტს.
მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები
- გაფართოვება - 1920×1080
- ხედვის არეალი (ჰორიზონტალური) - 90 გრადუსი
- ხედვის არეალი (დიაგონალური) - 110 გრადუსი
- მოძრაობის ფიქსირება - თავის ტრიალი
- თავის მოძრაობის დაფიქსირების სიხშირე - 1000 გჰ (1000-ჯერ წამში)
- პლადფორმები - PC, Android
- კომპიუტეზე შესაერთებელი პროტები - DVI/HDMI და USB
- მასა - 250 გრამი
რატომ არის Oculus Rift ესეთი "კარგი"
- კონცეფციის შექმნაზე დაწყებული სამუშოებიდან ერთ თვეში სათვალემ Kickstarter წინასწარი შეკვეთებით 2.5 დოლარი მოაგროვა
- Oculus Rift - სრული 3D სათვალე, ანუ მისი გამოსახულება სრულიად გადმოსცემს ობიექტების მოცულობას
- 3D გადმოცემის სისტემა side-by-side აუმჯობესებს 3D ეფექტს
- Oculus Rift თქვენი თავის მოძრაობაზე რეაგირებს (სამხედრო პილოტების მსგავსად)
- ყველაზე დიდი ხედვის კუთხე
- თავის მოძრაობების გამომთვლელის სიხშირე 1000 ჯერ წამში
- უკვე არსებული პროტოტიპი რომელიც ნაჩვენები იქნა CES 2013 და E3 2012 გამოფენებზე. პროტოტიპს ორივე გამოფენაზე ჯილდოები გადაეცა.
- 3D თამაშების წამყვანი მწარმოებლები უკვე ამზადებენ თავიანთ პროექტებს Oculus Rift-ისთვის.
- მოწყობილობას უკვე აქვს ისეთი თამაშების მხარდაჭერა როგორებიცაა DOOM 4, Half-Life 2, Team Fortress 2, HAWKEN, MINECRAFT, DOOM 3: BFG Edition, iRacing.com, Star Citizen, Strike Suit Zero
როგორც ზევით შეგატყობინეთ, დღეისთვის Oculus Rift ჯერ არ გამოსულა მასიურ ბაზარზე. სათვალის ღია გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი უცონბია, სავარაუდოთ ეს 2013 წლის ბოლოსთვის მოხდება. 2013 დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამის მიუხედავათ ოპტიმიზმის მიზეზი მაინც არსებობს. ახლო მომავალში გაყიდვაში გამოდის Oculus Rift Development Kit. იგი ბოლო ვერსიასთან შედარებით ნაკლები სიძლიერის მონაცემებით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მოცემული პროტოტიპი ბაზარზე ამ მომენტისთვის არსებულ ყველა მის კონკურეტზე ძლიერი იქნება. პროტოტიპის სურათები: