Thief, სერიის რეტროსპექტივა

საერთო შემეცნებითი და ანალიტიკური სტატიები < ამბავი < ისტორია < რეტროსპექტივა < ესე < ანალიზი < კვლევა
User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Thief

Unread post#1 » 20 Oct 2012 23:58

>>>

Thief The Dark Project / Thief Gold

პირველი სერია სახელად Thief: The Dark Project გამოვიდა 1998 წელს. მისი დეველოპერი იყო Looking Glass Studios ხოლო გამომცემელი Eidos Interactive. ეს იყო პირველი სტელს თამაში first person-ში და სამ განზომილებაში, ასევე პირველი რომელმაც გარკვეული ინოვაცია შემოიტანა და სინათლის და ხმის ეფექტების გამოყენება გეიმფლეის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოადგინა.
თავდაპირველად Thief იქმნებოდა როგორც action-ზე ორიენტირებული დარქ ფენტეზი თამაში, თუმცა შექმნის პროცესში მთავარი ყურადღება stealth-ზე გადავიდა. თამაშის საბოლოო დიზაინი first person shooter-ს დაემსგავსა სადაც ბრძოლის ნაცვლად მოწინააღმდეგისგან თავიდან არიდება იყო საჭირო. ამის გამო თამაშს მოიხსენიებდნენ როგორც first-person sneaker, sneak'em-up ან first-person looter.
Thief კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და მომავალი სტელს თამაშების თუ Immersive Sim-ების შთაგონებადაც იქცა, ასევე შეირაცხა როგორც ყველა დროის ერთერთ საუკეთესო თამაში.
1999 წელს გამოვიდა თამაშის განახლებული ვერსია Thief: Gold, რომელსაც დაემატა სამი დამატებითი მისია, ოდნავ გადაკეთდა და განივრცო რამდენიმე არსებული მისიის რუკა, დაემატა არც ისე მნიშვნელობანი სიუჟეტური ელემენტებიც. სათამაშო დრო დაახლოებით ოთხი საათით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ Gold-ში შეტანილი გარკვეული ცვლილებები ფანებისთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა და სიუჟეტის ტემპის არ დასარღვევად Dark Project-ს ამჯობინებენ.
ვინაიდან თამაში ნაკლებად არის გათვალისწინებული მოწინააღმდეგეებთან შებრძოლებაზე, ამიტომ პერსონაჟის სიცოცხლისუნარიანობა და საბრძოლო გაწაფულობა შეზღუდულია. პერსონაჟის საბრძოლო აღჭურვილობაში შედის ხმალი, ხელკეტი და მშვილდი. ხელკეტის გამოყენება შესაძლებელია მოწინააღმდეგის გასათიშად, ხოლო მშვილდის გამოყენება უფრო მრავალფეროვანია - მაგალითად შესაძლებელია წყლის ისრებით ჩირაღდნების ჩაქრობა, ისრით თოკის სროლა და მასზე აცოცება, ცეცხლის ისრებით მოწინააღმდეგის განადგურება, ხავსის ისრების მეშვეობით ჩუმად გადაადგილება ხოლო გაზის ისრებით მოწინააღმდეგის დაძინება. მრავალფეროვანია ლეველებში გადაადგილების გზებიც, ამ გზებზე კი ჩრდილი ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარია. სპეციალური ინდიკატორი ეხმარება მოთამაშეს განსაზღვროს თუ რამდენად ხილულია პერსონაჟი მოწინააღმდეგისათვის. მოთამაშეს შეუძლია მოწინააღმდეგის ფეხის ხმით განსაზღვროს მისი სიახლოვე და ადგილმდებარეობა, სხვადასხვა ობიექტების გამოყენებით კი შესაძლებელია მათი გატყუება ან ყურადღების გადატანა. სიფრთხილე მოთამაშისთვისაც საჭიროა, რადგან მიწის ზედაპირები და იატაკები განსხვავებულ ხმას გამოსცემს დაბიჯებისას, მაგალითად ხალიჩაზე გადაადგილება ნაკლებ ყურადღებას იქცევს ვიდრე ხრეშზე ან ფილაქანზე.

>>>
Hammerites

Thief-ის სიუჟეტი ვითარდება ქალაქში რომელიც ამავე სახელით მოიხსენიება - The City. ქალაქს მმართველად ჰყავს ბარონი რომელიც აკონტროლებს ვაჭრობას, გადასახადებს, კანონს და ჯარს. პირველი ნაწილის სეთინგი მოიაზრება როგორც dark fantasy-ის და steampunk-ის სინთეზი, რომელიც ურბანულ გარემოში აერთიანებს გვიანდელი შუა საუკუნეების საზოგადოებას, ადრეულ ინდუსტრიულ ტექნოლოგიას და მაგიას. მაგალითად მცველები ატარებენ მეტალის აბჯარს, აღჭურვილები არიან ხმლითა და მშვილდით, ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები განათებულია ელექტრო ენერგიით, ნაგებობები კი წარმოადგენს ნახევრად ხის სახლებს და ქვისაგან ნაგებ რეზიდენციებს. შესაძლებელია კრისტალად ქცეული ცეცხლის, წყლის, მიწის და ჰაერის ელემენტების ყიდვა ან ლეველებში პოვნა. პერსონაჟები უმეტეს შეემთხვევაში საუბრობენ თანამედროვე ინგლისურით თუმცა მათი აქცენტები ზოგჯერ განსხვავებულია.
სიუჟეტში იკვეთება სამი მნიშვნელოვანი გაერთიანება: The Keepers, The Order of the Hammer და Pagans. The Keepers საიდუმლო საზოგადოებაა - გაურკვეველია ისაც აქვს თუ არა რომელიმე წევრს დაჯგუფების გარეთ სოციალური ცხოვრება. მათ აერთიანებთ ბალანსის იდეა და ჩართულები არიან სხვადასხვა სასწავლო თუ სამეთვალყურეო საქმიანობებში. The Order of the Hammer იგივე The Hammerites თეოკრატიული რელიგიური მებრძოლი ორდენია, რომელიც ქალაქის ისტორიაში დიდი ხანია ფიგურირებს. მათი სახელი Builder-ის იარაღისგან მომდინარეობს. თავად Builder კი ლეგენდარული მესიანური ფიგურაა რომელმაც კაცობრიობა პრიმიტიული ცხოვრებიდან გამოიყვანა. ორდენის იკონოგრაფიაშიც მრავლად ჩანს უროს გამოსახულება. Hammerite-ები საუბრობენ და წერენ სახასიათო სტილით, რომელიც წარმოებულია ადრეული ახალი ინგლისურიდან. Pagan-ები ნაკლებად ჩანან სერიაში, თუმცა მათი როლი სიუჟეტისგან განუყოფელია. Pagan-თა გამონათქვამები ლექსებში, სიმღერებში ან მიტოვებულ ტაძრებში და ნანგრევებში ნაპოვნ პერგამენტის ფრაგმენტებზე არსებობს. კულტის მიმდევრებს ახასიათებთ ცუდად გასაგები გლეხური დიალექტი. მათი წერილობითი წყაროები ყვებიან ადამიანთა ხელით ბუნებრივი წესრიგის განადგურებაზე და რწმენის სისტემაზე რომლის ხედვაც არსებობის წრიულ ბუნებაშია.

>>>
The Trickster - Pagan-თა ღვთაება

სერიების მთავარი გმირი ცინიკური, კარგად დისციპლინირებული და დახელოვნებული ქურდი Garrett-ია, რომელიც შემთხვევით ერევა ეპიკური მოვლენების წყებაში. Garrett ბავშვობაში Keeper-ებმა აიყვანეს, როდესაც დაობლებული ქუჩაში ქურდობით ირჩენდა თავს. მან ერთერთი ქურდობის დროს Keeper Artemus-ის დანახვა შეძლო და მისი გაძარცვა სცადა, თუმცა მოგვიანებით მათ ფარულ იერარქიულ გზებს ვერ შეეგუა და საიდუმლო გაერთიანება მიატოვა. მან Keeper-ებთან დახელოვნებული ქურდობით დაიწყო ცხოვრება - გაეძარცვა მდიდრები საკუთარი კეთილდღეობისთვის. Garrett წარმოჩინდება როგორც ცივი და ულმობელი პერსონაჟი, თუმცა მას აქვს პროფესიული სიამაყე და კლავს მხოლოდ მაშინ როდესაც აუცილებლობა მოითხოვს. ასევე თბილი და მზრუნველი ჩანს მათ მიმართ ვისაც მეგობრად მიიჩნევს, როგორებიც არიან Viktoria და Artemus.
Thief-ის სთორი Garrett-ის პერსპქტივიდან არის მოთხრობილი, რომელიც კომენტარებში აღწერს გარემოებებს. დანარჩენი ინფორმაცია პერსონაჟებზე და სამყაროზე, მისიის ბრიფინგებში და cutscene-ებში, წიგნებში და გრაგნილებშია აღწერილი, ხშირად კი შესაძლებელია პერსონაჟების საუბრის მოსმენა.


დაყენების ინსტრუქცია:
RESERVED

>>>

Thief II: The Metal Age

მეორე სერია სახელად Thief II: The Metal Age, რომელიც კვლავ Looking Glass Studios-ს ეკუთვნოდა 2000 წელს გამოვიდა. თამაში იყენებდა იგივე Dark Engine-ს და მთლიანობაშიც გავდა პირველ სერიას, თუმცა მოხდა გრაფიკული და პროგრამული გაუმჯობესებები.
თამაშის ძირითადი გეიმფლეი პირველი ნაწილის მსგავსია თუმცა შეიმჩნევა განახლებებიც. პერსონაჟს ხელი მიუწვდება ტექნოლოგიურ gadget-ებზე - მაგალითად დამატებულია remote eye camera, ახალი Vine Arrow რომელიც ეკვრის მეტალის გისოსებს და ახალი potion-ები. ლეველ დიზაინის გადაწყვეტაც მეტად ჭკვიანურია - თუ პირველ ნაწილში ლეველები ხშირად ლაბირინთული იყო, აქ გადაადგილებაც და ოთახების ერთმანეთთან დაკავშირებაც ბევრად აზრიანი და საინტერესოა. ლოკაციებიც უკეთესად დაგეგმარებულია და ნამდვილ რეზიდენციებსა და დაწესებულებებს გავს. პირველი ნაწილისგან განსხვავებით შემცირებულია ბრძოლის და action-ის ელემენტებიც და მთავარი აქცენტი ეთმობა stealth გეიმფლეის. თუ წინა ნაწილში დიდი დრო ეთმობოდა დაკარგული ქალაქების აღმოჩენას, სამარხების ძარცვას და მონსტრებთან ბრძოლას ან მათგან გაქცევას, აქ მოთამაშეს ძირითადად მდიდარი მაცხოვრებლების გაძარცვა, პერსონაჟების თვალთვალი, მიყურადება მათზე ადევნება და მოტაცება უწევს. როგორც დიზაინერებმა განაცხადეს პირველ ნაწილში ლეველები იქმნებოდა სიუჟეტის შესაბამისად, ხოლო მეორე ნაწილში ჯერ ლეველები შექმნეს და შემდეგ სიუჟეტს მოარგეს. მთლიანობაში ლეველები გამოვიდა დიდი და პირველ ნაწილზე მეტად არასწორხაზოვანი. ცვლილებები შეეხო AI-საც. მცველებს და ჯარისკაცებს კი ამჯერად ქალთა სქესის წარმომადგენლებიც მიემატათ. გრაფიკისთვის დაემატა ფერადი განათება.

>>>
Mechanist-ების ორდენის სამლოცველო

პირველ ნაწილში განვითარებულმა მოვლენებმა საფუძველი დაუდო ახალი ეპოქის - Metal Age-ის დადგომას. ახალი რელიგიური ძალის - Mechanist-ების გამოჩენამ კი ქალაქის არქიტექტურული და ტექნოლოგიური ცვლილებები დააჩქარა და შესაძლებელი გახადა ახალი უსაფრთხოების სიტემების და ორთქლზე მომუშავე ავტომატონების არსებობა. Thief II-ის სიუჟეტი კვლავ ჩაბნელებული City-ის შენობებში, ქუჩებსა და სახურავებზე ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ესთეტიკური ცვლილებები: ქუჩები უფრო მეტად მიმგვანებულია 40-იანი წლების ნუარ ფილმების და გოთიკური ჰორორების ესთეთიკას, სახეზეა ვიქტორიანული ლონდონის შთაგონებაც, ინტერიერებში იგრძნობა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სული და შემოჭრილია არტ დეკო, რაც განპირობებულია 1989 წლის Batman-ის მხატვრული ფილმის გავლენით. პირველ ნაწილთან შედარებით აქ steampunk მეტად წინ წამოწეულია. პროექტის ხელმძღვანელის - Greg LoPiccolo-ს აზრით Thief II-ში არის შუა საუკუნეების სეთინგის გადაკვეთა მხატვრულ ფილმებთან - Brazil და The City of Lost Children. წინა ნაწილის მსგავსად ეს სერიაც მომდევნო წლებში გამოსული Immersive Sim-ების შთაგონებად იქცა, როგორც ლეველ დიზაინით, ისე მხატვრული და ვიზუალური დამუშავებით.

>>>
მსახურები

სიუჟეტში ჩნდება ახალი პერსონაჟი - შერიფი Gorman Truart. ახლად არჩეული შერიფი დიდი გავლენით სარგებლობს და მის უკან ბნელი ზრახვები და საიდუმლოებები იმალება. ქალაქში გამოცხადებულია ნადირობა Pagan-ებზე და ქურდებზე, ღარიბი და მიუსაფარი ხალხი ბნელი ქუჩებიდან უჩინარდება და მათზე აღარაფერი ისმის, ქალაქის დაცვის ზრდამ და ქუჩებში პატრულირებამ მოსახლეობას ყალბი სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნება შეუქმნა, შერიფის ორგანიზაციაში კორუფცია და ღალატი მძვინვარებს. Gorman Truart-ის სამიზნე Garrett-იც ხდება. Garrett კი ცდილობს ცოცხალი გადარჩეს და გაარკვიოს შერიფის ქმედებების მიზანი, თუმცა ამ მოვლენების ჯაჭვში შერიფი მხოლოდ ერთერთი აქტორია.
City-ის ინტრიგებში და საიდუმლოებებში კვლავ ფიგურირებს სამი ორგანიზაცია. The Mechanists, The Keepers და The Pagans. Mechanist-ები ყოფილი Hammerite სეპარატისტები არიან რომელთაც უარყვეს ორდენის მმართველობა და გამოეყვნენ. Mechanist-ებიც ისეთივე ფანატოკისები არიან როგორიც მათი Hammerite "ბიძაშვილები", თუმცა ტექნოლოგიურად მეტად განვითარებულები. მათმა გამოგონებებმა შეცვალა ქალაქის ლანდშაფტიც. მათ გამო არ უმართლებთ არც კრიმინალებს რადგან შერიფს უსაფრთხოების სისტემებით და მექანიკური საბრძოლო ავტომატონებით ამარაგებენ. Pagan-ები სრულიად საპირისპირო ძალაა.იმის გამო, რომ მათი ძალები შესუსტებულია, Pagan-ები პარტიზანულ ბრძოლას მიმართავენ და ტექნოლოგიებთან დაპირისპირებას Mechanist-ების წინააღმდეგ პატარ-პატარა რეიდებით ახდენენ. Keeper-ები იდუმალი ცოდნის მფლობელები რომლებიც ქალაქის მოვლენებს აკვირდებიან, ამ მოვლენებში აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობენ და აგრძელებენ Garrett-ის დარწმუნებას იმოქმედოს მათ სასარგებლოდ.


დაყენების ინსტრუქცია:
RESERVED

>>>

Thief: Deadly Shadows

მესამე სერია სახელად Thief: Deadly Shadows 2004 წელს გამოვიდა Windows-ისთვის და XBOX-ისთვის. ორივე პლატფორმისთვის დეველოპმენტიც ერთდროულად დაიწყო. ამჯერად თამაშის დეველოპერი Ion Storm გახდა, რადგან Looking Glass Studios დაიხურა, ხოლო პერსონალი Ion Storm-ში წავიდა.. Garrett-ის გახმოვანებისთვისაც კვლავ Stephen Russell მოიწვიეს. წინა სერიების მსგავსად თამაშმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. Thief: Deadly Shadows შორს წავიდა პირველი და მეორე სერიისგან როგორც ვიზუალურად ისე გეიმფლეით. თამაშის ვიზუალი, როგორც შელამაზებული და ტექნიკურად გამართული, შეიძლება განმსაზღვრელად ჩაითვალოს სერიებში. მისი რეალისტური და ჩამთრევი სამ განზომილებიანი გრაფიკა და ვიზუალური ეფექტები, პერსონაჟის ანიმაციებთან ერთად მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი სერიებისგან. ერთერთი მთავარი ცვლილება გეიმფლეიში ეს არის ქალაქის გამოკვლევის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც პირველ და მეორე ნაწილში პერსონაჟს მისიიდან მისიაზე უწევდა გადასვლა. ამჯერად მოთამაშეს შეუძლია იაროს City-ის ქუჩებში მისიიდან მისიამდე, გაძარცვოს გამვლელები, თვალი ადევნოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მთავარი მისიების გარდა ეძებოს sidequest-ები. თამაშმა ასევე წარმოადგინა first person და third person ხედვის შეცვლის შესაძლებლობაც. მესამე პირიდან ხედვა თამაშს საკმაოდ აადვილებს, მაგალითად მაშინ როდესაც პერსონაჟის და მცველების დანახვა ერთდროულად ხდება შესაძლებელი, თუმცა პირველი პირიდან ხედვა მეტად ჩამთრევად ითვლება და ძველი Thief სერიების მოთამაშეებიც სწორედ მას ირჩევენ.

>>>
Keeper Guard და Keeper Assassin

Thief: Deadly Shadows არის first-person და third-person "sneaker" და მსგავსად წინა სერიებისა მთავარი აქცენტი კვლავ უცვლელია. მოთამაშე ამჯერადაც დახელოვნებული ქურდის Garrett-ის როლს ირგებს, რომელიც stealth-ის, იარაღის და ხელსაწყოების დახმარებით გზას იკვლევს ქალაქში დავალებების შესასრულებლად. მოთამაშეს შეუძლია მოპაროს უდანაშაულო ხალხს, თავიდან აირიდოს, მოატყუოს, შეუტიოს ან გათიშოს მცველები. ნაძარცვის და ამუნიციის აღება ამჯერად მხოლოდ მასთან შეხებით ხდება. დაკეტილი ოთახების და სკივრების გაღება კი მინი-თამაშის შესრულების შემდეგ.
წინა სერიების მსგავსად სთორილაინი აქაც მთავარი მოვლენის გარშემო ტრიალებს, რომელიც ამჯერად Final Glyph-ის გააქტიურებას შეეხება. Final Glyph ყველაზე ძლიერი მაგიური საგანია რაც Thief სერიებში ყოფილა. ამავდროულად მითიური სერიული მკვლელი რომელიც ღამღამობით ჩნდება ხოცავს მსხვერპლს და ტყავს აძრობს. თავად Pagan-ებიც კი რომლბიც რეგულარულად ებრძვიან მონსტრებს, ამ არსებას საძულველად თვლიან. ეს არსება მხოლოდ ბავშურ ლექსებში და ძილისპირულებშია მოხსენიებული, ამიტომ მისი არსებობის ძალიან ცოტას სჯერა, Garrett-ისა და Hammerite ინსპექტორი Drept-ის გარდა, რომელიც ბავშვობაში შეხვდა და გადაურჩა.

დაყენების ინსტრუქცია:
RESERVED

Thief 2X: Shadows of the Metal Age

მას შემდეგ რაც 2000 წლის 25 მაისს Looking Glass Studios დაიხურა, TTLG ფორუმზე ჩამოყალიბდა ჯგუფი Dark Engineering Guild, რომელთაც გადაწყვიტეს შეექმნათ თამაში რომელსაც Looking Glass Studios ვეღარ შექმნიდა. მაშინ როდესაც Ion Storm Austin-მა Warren Spector-ის მეთვალყურეობის ქვეშ Thief 3-ზე მუშაობა დაიწყო, Dark Engineering Guild-მა მაინც გააგრძელა თავისი საქმე რათა შეექმნათ კლასიკურ Thief თამაშებზე დაფუძნებული Thief 2X: Shadows of the Metal Age. საბოლოოდ 60-ზე მეტმა ადამიანმა მოახერხა ახალი Thief-ის შექმნა, რომელიც იყო არაოფიციალური ექსპანსიაა და დაფუძნებული იყო ტექნოლოგიაზე რამაც Thief 2 კლასიკად აქცია. Thief 2X: Shadows of the Metal Age შეიცავდა 13 მისიას, სადაც მოქმედება ვითარდებოდა ქალაქის ქუჩებში და სახურავებზე, უძველეს სამარხებში, სასტუმროებში, მუზეუმებში და კათედრალებში. დამატებული იყო ათი ახალი იარაღი თუ ინსტრუმენტი რითაც შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგისგან თავის არიდება, ასობით ახალი მოდელი, ტექსტურა და ხმა: 3000 დიალოგის ხაზი, ასევე ახალი მდედრობითი პერსონაჟი თხრობის ჩამთრევი სტილით რომელიც თამაშის ბოლომდე გრძელდება


ვერსიები:
ვინაიდან ძველი ვერსიების გაშვება პრობლემატური იყო თანამედროვე სისტემებზე, GOG.COM-ზე და Steam-ზე დაიდო დაპაჩული ვერსიები რომლის გაშვებაც ადვილია თანამედროვე სისტემებზე. თუმცა ამ ვერსიებზე აყენია ძველი NewDark მოდი და მისი განახლება TFix და T2Fix პაჩებით აუცილებელია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Thief

Unread post#2 » 21 Oct 2012 00:04

მშვენიერი თემაა, თამაში კი ნამდვილი კლასიკა. აუცილებლად უნდა მოსინჯოს ყველამ, ვისაც ოდნავი სიმპათია მანც გააჩნია stealth ჟანრის მიმართ.

sigh წავიდა ესეც რიფლეიზე : D
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Thief

Unread post#3 » 21 Oct 2012 01:12

მაგარი თემაა! და თამაშიც რათქმა უნდა, მოროვინდის შემდეგ ყველაზე fav თამაშია(მოსდევს legacy of kain)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Thief

Unread post#4 » 21 Oct 2012 17:47

მარტო მესამე მაქ ნათამაშები და ბევრი დადებითი მოგონება დამიტოვა თავის დროზე, რაც დღემდეც მომყვება. თემის კითხვის დროს თვალწინ მედგა ქალაქი და მისი საიდუმლო გზები, სახურავები, ჩაბნელებული ქუჩები, მისტიკა და მთვარიანი ღამე ))) მართლა იშვიათი შეგრძნებების თამაშია და ვთვლი რო ერთერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. არ მაგონდება ისეთი სტელსი რომლის მთავარი იდეაც მოცემულ თამაშზე მაგრად გადმოსცემდეს ჟანრის სპეციფიკას - შუა საუკუნეების ქურდი. მოცემული თემა კი მშვენიერი მიზეზია პირველი ორი ნაწილის გასაცნობათ, უეჭველი მოვსინჯავ ძალებს ))

Return to “Inform”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 12 guests


cron