Vita, მიმოხილვა > კონსოლი

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი
Riddick
Posts: 11826

Vita

Unread post#1 » 27 Dec 2011 02:40

>>>

და აი ისიც - Sony PlayStation Vita! რომლის რელიზიც იაპონიიდან დაიწყო და თებერვალში შეერთებულ შტატებში გადაინაცვლებს (ამერიკაში 250 $, ხოლო იაპონიაში ¥ 25,000 გაიყიდება). Vita კომპანიის მეორე კონსოლური ტიპის წარმომადგენელი პორტატივი გახლავთ - მისი თამაშები, სხვა კონსოლების მსგავსად, ყუთებშია შეფუთული და მაღაზიებში იყიდება, მაგრამ როგორც ვიცით, პორტატული თამაშების ბაზარი ამბოლოდროს საკმაოდ შეცვლილია და ყველაფერი ნელნელა ციფრული დისტრიბუციისკენ მიიწევს. სანერვიულო არაფერია, Vita ორივე ტიპის ბაზარში დამაკმაყოფილებელი სერვისით იქნება წარმოდგენილი და მასზე Angry Birds-ის ტიპის, უფასო აპლიკაციებიც ბევრი იქნება

თვითონ "ახალბედა" საკმაოდ ძლიერი 4 ბირთვიანი პროცესორით არის აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ PS3-მის დონის გრაფიკას ვღებულობთ, ოღონდ 5 დიუიმიან AMOLED ეკრანზე. Vita-ს ასევე აქვს ორი ანალოგი და სენსორული უკანა პანელი. თვითონ სიტყვა "ვიტა" სიცოცხლეს ნიშნავს და მოდით ეხა შედარებით დეტალურად გავარკვიოთ თუ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რამდენადააქ Sony-ს ახალ პორტატის მოთამაშეების გაცოცხლების ტ### =)

>>>

მოწყობილობები და დიზაინი:
PS Vita-სა და PSP-ის შორის ბევრი მსგავსებაა, მათ თითქმის ერთნაირი დიზაინი და მოწყობილობათა განლაგებააქვთ. Sony-იმ სავარაუდოთ Apple-ისგანაც გარკვეული კონსტრუქციული რჩევები მიიღო, iPhone-ის პრიალა შავ ზედაპირთან დაკავშირებით. პატარა - და + სიმბოლოებით მოცემული ხმის რეგულატორიც ძალიან გავს iPhone 4-ისას. მოწყობილობის ზედა მხარეს ორი შესაერთებელია განთავსებული, ერთი თამაშების კარტებისთვის და მეორე ჯერ კიდევ გამოუყენებადი პერიფერიული პორტი, რომელიც საკმაოდ იაფფასიანად გამოიყურება. დატენვის ღილეაკი კნოფკა L-სა და დისკების სლოტს შორისაა განთავსებული, ხოლო R-ის ღილაკის გვერდით ხმის რეგულატორია. მოცემულია ყურსასმენების პორტიც, USB ინფორმაციის გადასაცემის შესაერთებელი და პატარა მიკროფონი. მთლიანობაში სისტემური პორტების განლაგება ფუნქციონალური და დიზაინზე გემოვნებიანათ მორგებულია.

როგორც iPhone 4, მაგრამ ბევრი დამატებითი კნოფკებით:
სტერეო დინამიკი ანალოგის სტიკის ორივე მხარესაა განთავზებული და ჩუმ ოთახში მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ქუჩაში მოძრაობისდროს ხმა უხარისხო ხდება. როგორც ყველა პორტატული მოწყობილობის შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი ყურსასმენების ყიდვაა. წინამორბედებთან შედარებით, ახალი კონსოლი კიდევ უფრო გაიზარადა და დაგრძელდა, მისი სისქე PSP-3000-ის ტოლია (0,73 დიუიმი). ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ შედარებით პატარა იყოს, რადგან მისი ჯიბით ტარება სამწუხაროდ აღარ გამოვა (ჩვენ დროში გავრცელებული, კიდევ ერთი, არა ჯიბის პორტატივი).

სავარაუდოთ იცით, რომ iPhone გარსი შუშისა და ალუმინისგან შედგება, ხოლო PS Vita-ს შემთხვევაში მხოლოდ პლასტმასი იქნა გამოყენებული (არვიცი ეს ცუდია თუ კარგი, iPhone ხომ საკმაოდ ადვილად იფხაჭნება). კონსოლის წონა 260 გრამია, მაგრამ ამით იგი მყარი ნივთის შეგრძნებას მაინც არ კარგავს. უკანა ტაჩპადის გარშემო ტერიტორია, უკეთესი მოჭიდების მისახწევად ქრომირებულია. თაჩპადი და ბლოკის მთლიანი პანელი პრიალა და სწორია, მათზე თითების ანაბეჭდები საკმაოდ ადვილად იშლება. აწყობის ხარისხით, მატერიალებით და სტილით Vita PSP-1000 მსგავსია.

>>>

დისფლეი:
Vita-ს ყველაზე გამორჩეული ნაწილი 5 დიუიმიანი, Samsung-ის ფირმის 960 х 544 Super AMOLED Plus დისფლეია, რომელიც მოწყობილობის წინა მხარეს ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. იგი ძალიან შთამბეჭდავია, გააჩნია ფანტასტიკური ფერისგადმოცემია და სიშავის ღრმა დონე. ხედვის რაკურსი ადვილად უძლებს ცვალებადობას და დახრის, ან გადახრის შემთხვევაში გამოსახულება ისევ მშვენივარდ ჩანს მონიტორზე როგორც გასწორებულ მდგომარეობაში. ეკრანი დაცულია მზის შუქის მოხვედრისგან. პიქსელების სიხშირე 220ppi. კონსოლის თვალთან ახლოს მიტანის შემთხვევაში პიქსელების დანახვა, მათი დამაგლუვებელი სისტემა RGB გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

კამერა:
Vita ორი, წინა და უკანა კამერით არის აღჭურვილი, მაგრამ shutterbug სურათების გადასაღებად არ გამოიყენება. 3DS-ის მსგავსად, Vita-ც 640 х 480 VGA-ზე იღებს ფოკუსს, მაგრამ ნინტენდოს კონსოლთან შედარებით ოდნავ კარგი ხარისხიაქ. Photo-ს ფუქციებში არ შედის აუდიო ან ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა. თქვენ მარტო ფოტოების გადაღება შეგიძლიათ. ცუდათ განათებულ სიტუაციაში საკმაოდ ხშირად 3DS ან IPad 2-ზე უკეთესი კადრები გამოდის. კამერა აღჭურვილია ფიქსირებული ფოკუსით. სურათების გადაღების ავტომატური რეჟიმი 4:3-ზეა დაყენებული. და კიდევ ერთი, სურათების დამახსოვრების პროცესი სამწუხაროდ კომფორტისგან შორსაა, მას დაახლოებით 5 წამი სჭირდება. მეორე კამერა წინა პანელზეა. იგი აშკარად დამატებითი რეალობის და ვიდეო-ჩეთისთვის არის შექმნილი. ვიდეო ჩეთს რაც შეეხება, სონი Skype-ის ვიდეო ზარის რეალიზაციას დაგვპირდა.

>>>

მართვა:
PlayStation Vita-ს თამაშებისთვის ახალი მართვის შესაძლებლობები ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, ახლა მთავარია მათი სწორი და ხშირი რეალიზაცია დაიწყოს. კნოფკების ფიზიკური განლაგება ძალიან გავს PSP-სას, მხოლოდ ერთი განსვავებით - მოცემულია ოთხი კნოფკა, მიმართულების ისრები და ერთის მაგივრად, ორი ანალოგის სტიკი (გეიმფლეიში ასევე შემოდის უკანა და წინა სენსორული ეკრანი). 3DS და PSP-სგან განსხვავებით არგვაქვს სლაიდპადები, მაგრამ ორი ანალოგი მაინც საკმაოდ დიდი კონტრარგუმენტი და წინ გადადგმული ნაბიჯია. მთლიანობაში კნოფკები ძალიან პატარა, მაგრამ ასევე ძალიან "კომუნიკაბელურები" არიან, ერთი გამონაკლისით, სტიკის გამოყენება ისეთ fighting-ებში როგორებიცაა Street Fighter და BlazBlue საკმაოდ რთულია.

პროგრამული უზრუნველყოფა

სამუშაოს დასაწყისში:
Vita-ს პარამეტრების დასაყენებელი ძალიან მარტივია, მაგრამ ცოტაოდენი გაუგებრობების გარეშე მაინც არ გამოდის. პირველი ჩართვისას აყენებთ რიცხვს და საათს, ასევე ირჩევთ ინტერფეისის ენას, რომელთა რაოდენობაც კონსოლს საკმარისად დიდიაქვს, რის შემდეგაც უბრალოდ შედიხართ სისტემაში ან იწერთ PlayStation Network-ს. Vita-ს region-free-ის გამო ვერ შეძლებთ ერთზე მეტი ანგარიშის გამოყენებას. ანუ თქვენი ფაილები შეინახება, მაგრამ გათიშული იქნება ჯილდოების სისტემა.

Vita-მ უარი თქვა PSP და PS3-ის მსგავს XMB ინტერფეისზე და მასში თანამედროვე სმარტფონების სტილის ОС აყენია. მართალია გაწონასწორებულ დიზაინში Muzak-ის მხარდაჭერას ხანდახან უსიამოვნო არეულობა შემოაქვს, მაგრამ იგი მარტივად ითიშება, რის შემდეგაც ინტერფეისი მის ჩვეულ იერსახეს იბრუნებს. დასაწყისის ეკრანი Android და IOS სტილშია მოცემული (აპლიკაციები წყლის ბუშტში). გათიშულია, ზოგიერთი, უკვე დაყენებული აპლიკაციების წაშლის ფუნქცია, რომელთა რაოდენობაც, სავარაუდოთ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასთან ერთად გაიზრდება.

აპლიკაციების კნოფკაზე დაჭერით LiveArea-ზე გადადიხართ. ყველა აპლიკაციას მისთვის განკუთვნილი LiveArea აქვს, რომელთა სიძნელეც, ძალიან იოლიდან საზიზღრად რთულამდე მერყეობს. მაგალითად Golf 6-ის LiveArea-ში შესულია ლინკები თამაშის ოფიციალურ საიტზე, თამაშის მულტიფლეიერის ფუნქციები და PSN-ის განახლებადი კონტენტის მხარდაჭერა. პორტატივი ერთდროულად 6 აპლიკაციის გახსნის შესაძლებლობასაც იძლევა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზეც შეზღუდვაა - მაგალითად თუ თამაშის დროს ბრაუზერში შესვლა მოგინდებათ, თამაშის გამორთვა მოგიწევთ, მაგრამ სონის დანაპირების თანახმად, სისტემის განახლებასთან ერთად, მოცემული შეზღუდვები მოხსნილი იქნება.

ტექსტის შეყვანა ვირტუალური კლავიატურის მეშვეობით ხორციელდება. თავიდან მოცემულის განხორციელება გაგიჭირდებათ, მაგრამ ადვილად მიჩვევადია. ეკრანის კუთხეები სტანდარტული მოქმედებებისთვის არის განკუთვნილი, მაგ: ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეში, შესაძლოა ამოვიდეს კნოფკა "უკან". მარჯვენა კუთხეში მრავალი წერტილია გამოხატული - ანუ მეტი ფუნქციაა ხელმისაწვდომი. მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულია სოჩიკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც ეკრანზე ჯილდოების, მომსახურებების და სხვა განახლებების სია ამოდის.

>>>

ვებ-ბრაუზერი და სხვა აპლიკაციები:
შეიძლება ზოგისთვის უმნიშვნელო პლიუსია, მაგრამ Vita-ში მოცემული ბროუზერი დღეისთვის სათამაშო სისტემებში ყველას ჯობია. იგი სისწრაფით თანამედროვე კარგი ხარისხის სმატფონებს რათქმაუნდა ვერ შეედრბა, მაგრამ სტანდარტული ფუნქციების შესრულებისთვის ძალიან გამოსადეგია - საიტები Vita-ს დიდ ეკრანზე მშვენვირად გამოიყურება. ინტერფეისი თანამედროვე მობილური ბრაუზერების მსგავსი და სხვადასხვა ფუნქციების მქონეა.

Welcome Park წარმოდგენს მინიმალურ, მაგრამ კარგად მოფიქრებულ დაწყებითი ინსტუქციების ნაკრებს. მოცემული აპლიკაცია შეგასწავლით სენსორული ეკრანის შესაძლებლობებს, უკანა სენსორულ დაფას, დახრის ფუნქციონალს და ა.შ. - ყველაფერი ეს მინი თამაშების სახით იქნება წარმოდგენილი.

Sony-იმ სხვა, ახლო მომავალში გამოსასვლელი აპლიკაციებიც დააანონსა, ესენია - Facebook, Foursquare, Skype და Twitter, იაპონიის სტარტისთვის ბოლო უკვე ხელმისაწვდომია - LiveTweet-ის გადმოწერა PlayStation Store-იდან არის შესაძლებელი და მინდა გითხრათ, რომ მოცემული საკმაოდ ხარისხიანია. იაპონურ PSN მაღაზიებში ხელმისაწვდომ აპლიკაციებს შორის არის Nico Nico Douga და UkeTorne.

>>>

PSP-თან უკუთავსებადობა:
ტრადიცია არ დაირღვა და Vita-PSP უკუ თავსებადობა კვლავ პრიორიტეტულია. PlayStation Store-ის მეშვეობით PSP-ის უმეტესობა თამაშის ყიდვაა შესაძლებელი, მაგრამ არის ისეთებიც რომელთა თანამედროვე კონსოლზე გადატანა ვერ მოხერდა. PSP თამაშების ზომა Vita-ზე გადმოსვლის შემდეგ 4 ჯერ იზრდება, რაც უკანასკნელის bilinear filtering-ის დამსახურებაა. მისი მეშვეობით თამაშებში ტექსტურები უფრო გლუვი და ნაკლებად წვეტიანი ხდება. რაცშეეხება თვითონ Vita-ს თამაშებს, ჯობია, რომ თვითონ ტოპიკის ცალკეულ პოსტებში, შედარებით დეტალურად განვიხილოთ (მგონი უფრო საინტერესო და აქტუალური გამოვა ტოპიკი).

>>>

კავშირი:
ამჟამად ბაზარზე Vita ორი ვარიანტია ხელმისაწვდომი: ერთი 3G და Wi-Fi მხარდაჭერით, ხოლო მეორე მხოლოდ Wi-Fi. დაფარვა იაპონიის უმსხვილესი ქსელი NTT DoCoMo-ს მიერ, ხოლო გადახდა მომხმარებლის ბაზას გამოყენებით ხორციელდება (სიმართლე რო გითხრათ ვერ გავიგე ეს რასნიშნავს ბოლომდე, მარა დაწერით ვწერ მაინც). უზერებს ერთ ჯერზე 20 ან 100 საათის კარტის ყიდვა მოუწევთ (Vita-ს პირველ იაპონურ პარტიას 100 საათიანი კარტებით მოყვებოდა). მოცემულ ქსელში შესვლას ევროპის ტერიტორიიდან ძალიან ბევრი წვალება ჭირდება, ხოლო მაინც თუ მოახერხეთ, მომდევნო შოუს, სანახაობრივს ნამდვილად ვერ უწოდებდით (ერთერთი მთავარი დიკონფორტი ბრაუზერში საიტების ძალიან ნელი ჩატვირთვაა).

ბატარია:
კონსოლი, "sleep-ში" გატარებული დროს გამოკლებით, მაქსიმალური დატვირთვის პირობებში 5 საათს ძლებს. ბატარიის მაქსიმალური დატვირთვა Uncharted-ის თამაშისას დაფიქსირდა. მისთვის საჭირო რესურსი სხვა თამაშებთან შედარებით საგრძნობლად მეტი იყო. ერთიანობაში კონსოლის ბატარია საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი სრული დატენვის დრო 2 საათი და 40 წუთია.

საბოლოოდ:
პლიუსები: საოცარი ეკრანი, გაუმჯობესებული მართვა, კარგად დამუშავებული OS, კარგი სასტარტო თამაშების სია.
მინუსები: არშეიძლება ერთზე მეტი აკაუნტის შექმნა, ძვირი მეხსიერების კარტები, არ ააქვს Mac-ის მხარდაჭერა.
  • დიზაინი - 9
  • დისფლეი - 9
  • პროგრამული უზრუნველყოფა - 6
  • თამაშების არჩევანი - 7
  • მართვის სისტემა - 8
  • კამერა - 4
  • დინამიკები - 6
  • სიმძლავრე - 10
  • ბატაიის ხანგრძლივობა - 6

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Vita

Unread post#2 » 28 Dec 2011 20:01

სერიოზული ნივთია, როგორც სათამაშო კონსოლი ჯერ დაბადების სტადიაშია იმ მხრივ რო ცოტაა თამაშები მარა რამდენიმე წელიწადში მაგრა დაფასდება, ამ ეტაპზე მამენტ ძვირიც არის ჩემი აზრით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests


cron