Counter-Strike
- შემქმნელი: Valve Corporation
- გამომშვები: Vivendi Universal
- პლატფორმები: PC ,Xbox
- ჟანრი: FPS
- ძრავა: GoldSrc, Source
- თამაშის რეჟიმები: Multiplayer,Singleplayer
- მართვა: კლავიატურა,მაუსი,ჯოისტიკი
Counter-Strike – არის პოპულალური მრავალმომხმარებლიანი თამაში, ის შეიცავს როგორც კომპიუტერთან სათამაშო (ბოტებთან თამაში), ასევე ონლაინში სათამაშო რეჟიმებს. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დღეს დღეობით ქაუნთერ სტრაიკი ვეღარ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორითაც ადრე სარგებლობდა იმის გამო, რომ მოთამაშეებს გამოუჩნდათ გაცილებით ძლიერი კომპიუტერები, ვიდრე ადრე, ამის გამო მათ აქვთ უფრო დახვეწილი გრაფიკის და ფიზიკის მქონე თამაშების მოთხოვნა. თუმცა მიუხედავად ასეთი მოსაზრებებისა, უამრავი ადამიანი ისევ რჩება ქაუნთერ სტრაიკის მოთამაშედ და როგორც ჩანს კიდევ დიდი ხანი არ აპირებენ ამ თამაშისთვის თავის დანებებას. ასევე აღსანიშნავია, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტ პოპულალურობას იძენს Counter-Strike: Source.
თამაშს მთავარი აზრია ორი მხარის დაპირისპირება – ტერორისტების (Terrorist team, T) და კონტრტერორისტების (Counter-Terrorist team, CT). მოთამაშე თამაშში შესვლის დროს ირჩევს ამ ორი მხარიდან ერთ–ერთს და იწყებს ბრძოლას მოწინააღმდეგის წინააღმდებ, ან უბრალოდ აკვირდება თამაშს Spectator რეჟიმში, თუ რა თქმა უნდა ეს ფუნქცია ჩართულია სერვერის პარამეტრებში. თამაშის მიზნები –– რუკის დავალების შესრულება (ყველა ტიპის რუკას სხვადასხვანაირი დავალებები აქვს) ან მოწინააღმდეგის განადგურება. რუკის დავალების შესრულებაში ან მოწინააღმდეგის განადგურებაში მოთამაშე იღებს ფულს, რომლითაც შეუძლია იყიდოს იარაღი, ტყვიები და სხვადასხვა შეიარაღება (წაგებული გუნდი ასევე იღებს ფულს, ოღონდ რა თქმა უნდა გაცილებით ცოტას)
სხვადასხვა რუკა შეიცავს სხვადასხვა დავალებას:
1) Hostage Rescue
რუკის მიზნად ითვლება ტყვეების განთავისუფლება CT–სთვის და მათი დაკავება ტერორისტებისთვის. CT იგებენ მაშინ, როდესაც რაუნდის დროის გათავებამდე მიიყვანენ ყველა ტყვეს ევაკუაციის ზონაში, თუ არ იქნა განთავისუფლებული ყველა ტყვე, ტერორისტები მოიგებენ. ამ ტიპის რუკებში ტერორისტებმა გამარჯვებისთვის უნდა დახოცონ ყველა CT, ან დაუცადონ რაუნდის დროის გასვლას. ასეთი ტიპის რუკების დასახელებები იწყება ასოებით cs_,მაგალითად: cs_siege, cs_mansion, cs_wpndepot და cs_prison.
2) Bomb / Defuse
ამ მომენტისთვის ყველა მნიშვნელოვან ჩემპიონატში ხმარობენ მხოლოდ ამ ტიპის რუკებს, რადგან სხვა ტიპის რუკებში ძალიან ცუდად არის მხარეებს შორის ბალანსი შენარჩუნებული.
ასეთ რუკებზე ტერორისტების დავალებაა ბომბის აფეთქება მითითებულ ადგილას, რომლებიც არის ორი. ერთ–ერთ ტერორისტს ხვდება ბომბი და მას შეუძლია გადასცეს ის სხვა ტერორისტს, ასევე ტერორისტებს რაუნდის მოგება ყველა CT–ს დახოცვით შეუძლიათ. CT–ების დავალებაა 1)მოკლან ყველა ტერორისტი სანამ ისინი ბომბს დადებენ 2)აიღონ დადებული ბომბი (ამის გაკეთება უფრო ჩქარა ხდება,თუ CT–ს აქვს Defuse Kit ანუ კუსაჩკა).
ასეთი ტიპის რუკებზე ტერორისტების დავალებაა მოკლან VIP–მოთამაშე, რომელიც ხდება CT–ს ერთ–ერთი მოთამაშე. ამას თანავე VIP–ს არ აქვს იარაღის, ტყვიების ან სხვა აღჭურვილობის ყიდვის საშუალება, თუმცა მას აქვს 200 % ბრონეჟილეტი შლემის გარეშე და კონტრ–ტერორისტების სტანდარტული იარაღი HK USP. CT – ების დავალებაა მიიყვანონ VIP ევაკუაციის ზონამდე. ასეთი ტიპის რუკების დასახელება იწყება აღნიშვნით as_,ერთადერთ ასეთ ოფიციალურ რუკად ქაუნთერ სტრაიკში ითვლება as_oilrig.
4) Escape
ასეთი ტიპის რუკების ძალიან დაბალი პოპულალურობის გამო ისინი უკვე ამოიღეს beta 7.0 ვერსიაში. ტერორისტების დავალებაა მიაღწიონ escape-ზონამდე. CT–ების დავალებაა ტერორისტების დახოცვა. თუ escape-ზონამდე მიაღწევს ტერორისტების ნახევარი ისინი იგებენ, სხვა შემთხვევაში იგებს CT–ების გუნდი.
ნებისმიერი ამ სცენარის მქონე რუკებზე, გუნდი იგებს რაუნდს, მოწინააღმდეგის გუნდის განადგურების შემთხვევაში. რაუნდის დროის გასვლის შემდეგ იგებს გუნდი, რომელმაც შეასრულა დავალება (Bomb/Defuse და Escape რუკებზე კონტრ–ტერორისტები, Hostage Rescue და VIP Assassination რუკებზე ტერორისტები).
ქაუნთერ სტრაიკის პოპულარობის საიდუმლო:
Counter-Strike – არის პირველი თამაში, რომელიც არის გუნდურ მოქმედებებზე აწყობილი, ის თავის დროზე ითვლებოდა საკმაოდ რეალისტურ და კარგი გრაფიკის მქონე შუთერად, მან მალევე მოიპოვა პოპულარობა. მალე გამოჩნდენ პროფესიონალი სპორტსმენები და გუნდები, ქაუნთერ სტრაიკი აღიარებულ იქნა ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშად კიბერ სპორტში. თუმცა დღეს დღეობით არსებობს ქაუნთერზე გაცილებით რეალისტური გრაფიკის, ფიზიკის და ატმოსფეროს მქონე თამაშები, თუმცა ეს თამაში მაინც ძალიან პოპულალურია და ჯერ კიდევ ითვლება დიდი თუ პატარა ჩემპიონატების განუყოფელ ნაწილად, ყოველ წელს იმართება მსოფლიოს დონის ჩემპიონატები კიბერ სპორტში, როგორებიცაა World Cyber Games, Electronic Sports World Cup, Cyberathlete Professional League, KODE5, Electronic Sports League,CPL ,ამ ჩემპიონატებში არის საკმაოდ დიდი საპრიზო თანხა, მასში იღებენ მონაწილეობას გუნდები, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი სპონსორები, რომლებიც მათ აფინანსებენ. ყველა ამ ჩემპიონატზე უმთავრესი თამაში Counter-Strike გახლავთ.
მართალია როდესაც Counter-Strike–ს შევადარებთ COD 4 თან ბევრს გაეცინება, როგორ შეიძლება ამ ორი თამაშის შედარება, თუნდაც გრაფიკის გამო, მაგრამ თუ დავუკვირდებით Counter-Strike–ს სხვა ყველა დანარჩენ შუთერთან შედარებით გაცილებით ბევრი პლიუსი აქ როგორებიცაა: უმაღლეს დონეზე გაკეთებული recoil control, ერთფეროვანი გარემო და უმდაბლეს დონეზე დეტალიზებური სხეულები, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეს მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურებაზე იფიქროს, მიზნის შესრულების რამდენიმე საშუალება, სროლის უამრავი სახის ტექნიკა, ძალიან სწრაფი თამაშის ტემპი, ზოგადად თამაშის სიმარტივე (თუ იგივე COD 4 ის ონლაინში თამაშის დაწყებას 1 დღე წვალება უნდა შეგიძლიათ გადმოწეროთ ქაუნთერი, უბრალოდ დაამატოთ სერვერი, რომელიც უამრავია და ითამაშოთ), ასევე თამაშში არის იარაღის მრავალფეროვნება, ამით ქაუნთერი არ ჩამოუვარდება დღევანდელ შუთერებს, ქაუნთერს ასევე აქვს ძალიან მარტივი და სასიამოვნო ინტერფეისი, რომელიც არასდროს მოგიშლით ნერვებს.
მიუხედავად ისეთი პოპულარობის, როგორითაც ქაუნთერი სარგებლობს, მას აქვს რამდენიმე მინუსი, თუმცა ისინი მხოლოდ ონლაინში თამაშის დროს იჩენენ თავს:
1) არსებობს უამრავი ჩეთი, რომლებიც ჰაკერებმა გამოიგონეს, ამის გამო რა თქმა უნდა გაჩნდნენ ჩეთერები, რომლებიც ნორმალურ მოთამაშეებს სისხლს უშრობენ.
2) ქაუნთერს ასევე აქვს კოდები, რომლის გამოყენების შემდეგაც კონკრეტულ მოთამაშეს ენიჭება მეტი შესაძლებლობა, რაუნდის მოსაგებად.
3) ადმინები, რომლებიც თავისი სურვილისდა მიხედვით აგდებენ სერვერიდან, ან ბლოკავენ მოთამაშეებს, რომლები არაფერს აშავებენ.
იარაღები
- პისტოლეტები:
- Glock 18
- HK USP .45 Tactical
- SIG-Sauer P228
- IMI Desert Eagle .50AE
- FN Five-Seven
- Beretta 92G Elite II
საფანტები: - Benelli M3 Super 90
- Benelli XM1014
ნახევრად ავტომატები: - Ingram MAC-10
- Steyr TMP
- HK MP5 Navy
- HK UMP 45
- FN P90
ავტომატები: - FAMAS
- IMI Galil ARM
- Colt M4A1
- AK-47
- Steyr AUG
- SG-552
სნაიპერული შაშხანები: - Arctic Warfare Police (AWP)
- SG-550 Sniper Rifle
- G3/SG-1 Sniper Rifle
- Steyr Scout
პულიმიოტები: - M249 PARA
Counter-Strike – სერიის ისტორია
- Beta 1.0 — 19 ივნისი 1999
- Beta 1.1 — 27 ივნისი 1999
- Beta 1.2 — 20 ივლისი 1999
- Beta 2.0 — 13 აგვისტო 1999
- Beta 2.1 — 17 აგვისტო 1999
- Beta 3.0 — 14 სექტემბერი 1999
- Beta 3.1 — 16 სექტემბერი 1999
- Beta 4.0 — 5 ნოემბერი 1999
- Beta 4.1 — 1 დეკემბერი 1999
- Beta 5.0 — 23 სექტემბერი 1999
- Beta 5.2 — 10 იანვარი 2000
- Beta 6.0 — 10 მარტი 2000
- Beta 6.1 — 24 მარტი 2000
- Beta 6.2 — 26 მარტი 2000
- Beta 6.5 — 5 ივნისი 2000
- Beta 6.6 — 22 ივნისი 2000
- Beta 7.0 — 26 აგვისტო 2000
- Beta 7.1 — 13 სექტემბერი 2000
- 1.0 — 8 ნოემბერი 2000
- 1.1 — 10 მარტი 2001
- 1.2 — 12 ივლისი 2001
- 1.3 — 19 სექტემბერი 2001
- 1.4 — 24 აპრილი 2002
- 1.5 — 12 ივნისი 2002
- 1.6 — 15 სექტემბერი 2003 (Steam)
სისტემური მოთხოვნები: - პროცესორი: Pentium III, Athlon,AMD 500 Ghz
- ოპერატიული მეხსიერება: 96MB
- ვიდეოკარტა: 16 Mb
- მყარი დისკი: 400 Mb