Counter-Strike, Review

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#1 » 05 Jun 2010 02:38

>>>

Counter-Strike

  • შემქმნელი: Valve Corporation
  • გამომშვები: Vivendi Universal
  • პლატფორმები: PC ,Xbox
  • ჟანრი: FPS
  • ძრავა: GoldSrc, Source
  • თამაშის რეჟიმები: Multiplayer,Singleplayer
  • მართვა: კლავიატურა,მაუსი,ჯოისტიკი
Counter-Strike – ეს არის თამაშების სერია FPS ჟანრში, რომელიც დაფუძნებულია GoldSource ძრავაზე, თავიდან Counter-Strike ითვლებოდა Half-Life–ის მოდიფიკაციად. ამ მომენტისთვის არსებოს ამ თამაშის რამდენიმე ნაწილი – Counter-Strike 1.6 (მულტიფლეიერი), Counter-Strike: Condition Zero (მულტიფლეიერით და მისიებით) და Condition Zero: Deleted Scenes (მხოლოდ მისიებზე), ეს ყველა თამაში არის დაფუძნებული GoldSource ძრავაზე,ასევე არსებობს Counter-Strike: Source, რომელიც მუშაობს Source ძრავაზე.

>>>

აღწერა:
Counter-Strike – არის პოპულალური მრავალმომხმარებლიანი თამაში, ის შეიცავს როგორც კომპიუტერთან სათამაშო (ბოტებთან თამაში), ასევე ონლაინში სათამაშო რეჟიმებს. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დღეს დღეობით ქაუნთერ სტრაიკი ვეღარ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორითაც ადრე სარგებლობდა იმის გამო, რომ მოთამაშეებს გამოუჩნდათ გაცილებით ძლიერი კომპიუტერები, ვიდრე ადრე, ამის გამო მათ აქვთ უფრო დახვეწილი გრაფიკის და ფიზიკის მქონე თამაშების მოთხოვნა. თუმცა მიუხედავად ასეთი მოსაზრებებისა, უამრავი ადამიანი ისევ რჩება ქაუნთერ სტრაიკის მოთამაშედ და როგორც ჩანს კიდევ დიდი ხანი არ აპირებენ ამ თამაშისთვის თავის დანებებას. ასევე აღსანიშნავია, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტ პოპულალურობას იძენს Counter-Strike: Source.

თამაშს მთავარი აზრია ორი მხარის დაპირისპირება – ტერორისტების (Terrorist team, T) და კონტრტერორისტების (Counter-Terrorist team, CT). მოთამაშე თამაშში შესვლის დროს ირჩევს ამ ორი მხარიდან ერთ–ერთს და იწყებს ბრძოლას მოწინააღმდეგის წინააღმდებ, ან უბრალოდ აკვირდება თამაშს Spectator რეჟიმში, თუ რა თქმა უნდა ეს ფუნქცია ჩართულია სერვერის პარამეტრებში. თამაშის მიზნები –– რუკის დავალების შესრულება (ყველა ტიპის რუკას სხვადასხვანაირი დავალებები აქვს) ან მოწინააღმდეგის განადგურება. რუკის დავალების შესრულებაში ან მოწინააღმდეგის განადგურებაში მოთამაშე იღებს ფულს, რომლითაც შეუძლია იყიდოს იარაღი, ტყვიები და სხვადასხვა შეიარაღება (წაგებული გუნდი ასევე იღებს ფულს, ოღონდ რა თქმა უნდა გაცილებით ცოტას)

სხვადასხვა რუკა შეიცავს სხვადასხვა დავალებას:

1) Hostage Rescue
რუკის მიზნად ითვლება ტყვეების განთავისუფლება CT–სთვის და მათი დაკავება ტერორისტებისთვის. CT იგებენ მაშინ, როდესაც რაუნდის დროის გათავებამდე მიიყვანენ ყველა ტყვეს ევაკუაციის ზონაში, თუ არ იქნა განთავისუფლებული ყველა ტყვე, ტერორისტები მოიგებენ. ამ ტიპის რუკებში ტერორისტებმა გამარჯვებისთვის უნდა დახოცონ ყველა CT, ან დაუცადონ რაუნდის დროის გასვლას. ასეთი ტიპის რუკების დასახელებები იწყება ასოებით cs_,მაგალითად: cs_siege, cs_mansion, cs_wpndepot და cs_prison.

2) Bomb / Defuse
ამ მომენტისთვის ყველა მნიშვნელოვან ჩემპიონატში ხმარობენ მხოლოდ ამ ტიპის რუკებს, რადგან სხვა ტიპის რუკებში ძალიან ცუდად არის მხარეებს შორის ბალანსი შენარჩუნებული.
ასეთ რუკებზე ტერორისტების დავალებაა ბომბის აფეთქება მითითებულ ადგილას, რომლებიც არის ორი. ერთ–ერთ ტერორისტს ხვდება ბომბი და მას შეუძლია გადასცეს ის სხვა ტერორისტს, ასევე ტერორისტებს რაუნდის მოგება ყველა CT–ს დახოცვით შეუძლიათ. CT–ების დავალებაა 1)მოკლან ყველა ტერორისტი სანამ ისინი ბომბს დადებენ 2)აიღონ დადებული ბომბი (ამის გაკეთება უფრო ჩქარა ხდება,თუ CT–ს აქვს Defuse Kit ანუ კუსაჩკა).

>>>

3) VIP Assassination
ასეთი ტიპის რუკებზე ტერორისტების დავალებაა მოკლან VIP–მოთამაშე, რომელიც ხდება CT–ს ერთ–ერთი მოთამაშე. ამას თანავე VIP–ს არ აქვს იარაღის, ტყვიების ან სხვა აღჭურვილობის ყიდვის საშუალება, თუმცა მას აქვს 200 % ბრონეჟილეტი შლემის გარეშე და კონტრ–ტერორისტების სტანდარტული იარაღი HK USP. CT – ების დავალებაა მიიყვანონ VIP ევაკუაციის ზონამდე. ასეთი ტიპის რუკების დასახელება იწყება აღნიშვნით as_,ერთადერთ ასეთ ოფიციალურ რუკად ქაუნთერ სტრაიკში ითვლება as_oilrig.

4) Escape
ასეთი ტიპის რუკების ძალიან დაბალი პოპულალურობის გამო ისინი უკვე ამოიღეს beta 7.0 ვერსიაში. ტერორისტების დავალებაა მიაღწიონ escape-ზონამდე. CT–ების დავალებაა ტერორისტების დახოცვა. თუ escape-ზონამდე მიაღწევს ტერორისტების ნახევარი ისინი იგებენ, სხვა შემთხვევაში იგებს CT–ების გუნდი.

ნებისმიერი ამ სცენარის მქონე რუკებზე, გუნდი იგებს რაუნდს, მოწინააღმდეგის გუნდის განადგურების შემთხვევაში. რაუნდის დროის გასვლის შემდეგ იგებს გუნდი, რომელმაც შეასრულა დავალება (Bomb/Defuse და Escape რუკებზე კონტრ–ტერორისტები, Hostage Rescue და VIP Assassination რუკებზე ტერორისტები).

ქაუნთერ სტრაიკის პოპულარობის საიდუმლო:
Counter-Strike – არის პირველი თამაში, რომელიც არის გუნდურ მოქმედებებზე აწყობილი, ის თავის დროზე ითვლებოდა საკმაოდ რეალისტურ და კარგი გრაფიკის მქონე შუთერად, მან მალევე მოიპოვა პოპულარობა. მალე გამოჩნდენ პროფესიონალი სპორტსმენები და გუნდები, ქაუნთერ სტრაიკი აღიარებულ იქნა ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშად კიბერ სპორტში. თუმცა დღეს დღეობით არსებობს ქაუნთერზე გაცილებით რეალისტური გრაფიკის, ფიზიკის და ატმოსფეროს მქონე თამაშები, თუმცა ეს თამაში მაინც ძალიან პოპულალურია და ჯერ კიდევ ითვლება დიდი თუ პატარა ჩემპიონატების განუყოფელ ნაწილად, ყოველ წელს იმართება მსოფლიოს დონის ჩემპიონატები კიბერ სპორტში, როგორებიცაა World Cyber Games, Electronic Sports World Cup, Cyberathlete Professional League, KODE5, Electronic Sports League,CPL ,ამ ჩემპიონატებში არის საკმაოდ დიდი საპრიზო თანხა, მასში იღებენ მონაწილეობას გუნდები, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი სპონსორები, რომლებიც მათ აფინანსებენ. ყველა ამ ჩემპიონატზე უმთავრესი თამაში Counter-Strike გახლავთ.

მართალია როდესაც Counter-Strike–ს შევადარებთ COD 4 თან ბევრს გაეცინება, როგორ შეიძლება ამ ორი თამაშის შედარება, თუნდაც გრაფიკის გამო, მაგრამ თუ დავუკვირდებით Counter-Strike–ს სხვა ყველა დანარჩენ შუთერთან შედარებით გაცილებით ბევრი პლიუსი აქ როგორებიცაა: უმაღლეს დონეზე გაკეთებული recoil control, ერთფეროვანი გარემო და უმდაბლეს დონეზე დეტალიზებური სხეულები, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეს მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურებაზე იფიქროს, მიზნის შესრულების რამდენიმე საშუალება, სროლის უამრავი სახის ტექნიკა, ძალიან სწრაფი თამაშის ტემპი, ზოგადად თამაშის სიმარტივე (თუ იგივე COD 4 ის ონლაინში თამაშის დაწყებას 1 დღე წვალება უნდა შეგიძლიათ გადმოწეროთ ქაუნთერი, უბრალოდ დაამატოთ სერვერი, რომელიც უამრავია და ითამაშოთ), ასევე თამაშში არის იარაღის მრავალფეროვნება, ამით ქაუნთერი არ ჩამოუვარდება დღევანდელ შუთერებს, ქაუნთერს ასევე აქვს ძალიან მარტივი და სასიამოვნო ინტერფეისი, რომელიც არასდროს მოგიშლით ნერვებს.

>>>

ქაუნთერის მთავარი მინუსები:
მიუხედავად ისეთი პოპულარობის, როგორითაც ქაუნთერი სარგებლობს, მას აქვს რამდენიმე მინუსი, თუმცა ისინი მხოლოდ ონლაინში თამაშის დროს იჩენენ თავს:
1) არსებობს უამრავი ჩეთი, რომლებიც ჰაკერებმა გამოიგონეს, ამის გამო რა თქმა უნდა გაჩნდნენ ჩეთერები, რომლებიც ნორმალურ მოთამაშეებს სისხლს უშრობენ.
2) ქაუნთერს ასევე აქვს კოდები, რომლის გამოყენების შემდეგაც კონკრეტულ მოთამაშეს ენიჭება მეტი შესაძლებლობა, რაუნდის მოსაგებად.
3) ადმინები, რომლებიც თავისი სურვილისდა მიხედვით აგდებენ სერვერიდან, ან ბლოკავენ მოთამაშეებს, რომლები არაფერს აშავებენ.

>>>

იარაღები

    პისტოლეტები:
  • Glock 18
  • HK USP .45 Tactical
  • SIG-Sauer P228
  • IMI Desert Eagle .50AE
  • FN Five-Seven
  • Beretta 92G Elite II
    საფანტები:
  • Benelli M3 Super 90
  • Benelli XM1014
    ნახევრად ავტომატები:
  • Ingram MAC-10
  • Steyr TMP
  • HK MP5 Navy
  • HK UMP 45
  • FN P90
    ავტომატები:
  • FAMAS
  • IMI Galil ARM
  • Colt M4A1
  • AK-47
  • Steyr AUG
  • SG-552
    სნაიპერული შაშხანები:
  • Arctic Warfare Police (AWP)
  • SG-550 Sniper Rifle
  • G3/SG-1 Sniper Rifle
  • Steyr Scout
    პულიმიოტები:
  • M249 PARA
ასევე მოთამაშეს მტრისთვის ზიანის მიყენება შეუძლია დანით, ყუმბარით, მას შეუძლია მოწინააღმდეგეს დაუგდოს ფლეშკა, რის შემდეგაც იგი ვეღარაფერს დაინახავს, ამას გარდა თამაშში არის სმოუკ ყუმბარა, რომლის საშუალებითაც ბოლის გაშვება შეიძლება.

>>>

Counter-Strike – სერიის ისტორია

  • Beta 1.0 — 19 ივნისი 1999
  • Beta 1.1 — 27 ივნისი 1999
  • Beta 1.2 — 20 ივლისი 1999
  • Beta 2.0 — 13 აგვისტო 1999
  • Beta 2.1 — 17 აგვისტო 1999
  • Beta 3.0 — 14 სექტემბერი 1999
  • Beta 3.1 — 16 სექტემბერი 1999
  • Beta 4.0 — 5 ნოემბერი 1999
  • Beta 4.1 — 1 დეკემბერი 1999
  • Beta 5.0 — 23 სექტემბერი 1999
  • Beta 5.2 — 10 იანვარი 2000
  • Beta 6.0 — 10 მარტი 2000
  • Beta 6.1 — 24 მარტი 2000
  • Beta 6.2 — 26 მარტი 2000
  • Beta 6.5 — 5 ივნისი 2000
  • Beta 6.6 — 22 ივნისი 2000
  • Beta 7.0 — 26 აგვისტო 2000
  • Beta 7.1 — 13 სექტემბერი 2000
  • 1.0 — 8 ნოემბერი 2000
  • 1.1 — 10 მარტი 2001
  • 1.2 — 12 ივლისი 2001
  • 1.3 — 19 სექტემბერი 2001
  • 1.4 — 24 აპრილი 2002
  • 1.5 — 12 ივნისი 2002
  • 1.6 — 15 სექტემბერი 2003 (Steam)

    სისტემური მოთხოვნები:
  • პროცესორი: Pentium III, Athlon,AMD 500 Ghz
  • ოპერატიული მეხსიერება: 96MB
  • ვიდეოკარტა: 16 Mb
  • მყარი დისკი: 400 Mb
smothered in the crib

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#2 » 05 Jun 2010 02:39

ხალხი ერთმანეთს ხოცავს ამ თამაშის გამო და ერთ კარგ სტატიას მარტო ამის გამო იმსახურებდა მგონი :wiseguy:
smothered in the crib

Ozzy
Posts: 156

Counter-Strike

Unread post#3 » 05 Jun 2010 19:45

Counter-strike Online დაგავიწყდა რომელიც 2008-ში გამოუშვეს აზიური ქვეყნებისათვის, არის იგივე Goldsource ძრავზე და დამატებულია იარაღები, რომელთა საერთო რაოდენობა 32-ია როგორც მახსოვს...

მეც ვაპირებდი ამაზე სტატიის დაწერას მაგრამ ისე მეზარება... თამაში რომელსაც ვერ ვეშვები ვერაფრით...

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#4 » 05 Jun 2010 21:43

Ozzy DA GR8 1

უიმე მართლა დამავიწყდა მაგ ნაწილზე დაწერა ,მაგრამ პრინციპში რომელი ნაწილებიც უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველა დავწერე მგონი.ისე მეც ორ ნახევარი წელია არ წამიშლია,მაგრამ უკვე 2-3 დღეში ნახევარი საათი თამაში მაკმაყოფილებს,მერე მბეზდება და შენ რამდენ დროს უთმობ ამ თამაშს?
smothered in the crib

Ozzy
Posts: 156

Counter-Strike

Unread post#5 » 05 Jun 2010 21:57

CS:Source-ს იმდენ ხანს ვუთმობ რომ შარშან აგვისტოში ESL-ზე Top3 მოთამაშე ვიყავი =]]]

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#6 » 05 Jun 2010 22:32

გასაგებია :) ისე ჩემი აზრით ქაუნთერში კლანებს შორის დაპირისპირების დროს იმხელა ადრენალინი გამოეყოფათ მოთამაშეებს,რომ სხვა თამაშებთან შედარებაც კი არ ღირს,ონლაინი უფრო პრიმიტიული გართობაა.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Counter-Strike

Unread post#7 » 06 Jun 2010 03:58

გადავიკითხე და მაგრად მომეწონა სტატია, ჯიგრულადაა ნათარგმნი და ყველაფერს ეხაბა ასე თუ ისე. რაც თითონ თამაშს შეეხება, პირადად საქართველოში grigoli'ას თქმისა არიყოს, იმენა კლანური შეჯიბრებების გამო გახდა უფრო ცნობილი ჩემი აზრითაც, მაგრამ აქამდე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მარტივი ელემენტის გამო, კერძოდ სროლის უსერიოზულესი სისტემის გამო მოახწია, ზუსტად ეგ ელემენტია ყველაზე საინტერესო ამ თამაშში ჩემი აზრით და შეილება ვცდები.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#8 » 06 Jun 2010 11:19

Riddick

რა თქმა უნდა ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია თამაშში,ნადვილად არ ცდები.
smothered in the crib

Ozzy
Posts: 156

Counter-Strike

Unread post#9 » 06 Jun 2010 12:24

Riddick wrote:გადავიკითხე და მაგრად მომეწონა სტატია, ჯიგრულადაა ნათარგმნი და ყველაფერს ეხაბა ასე თუ ისე. რაც თითონ თამაშს შეეხება, პირადად საქართველოში grigoli'ას თქმისა არიყოს, იმენა კლანური შეჯიბრებების გამო გახდა უფრო ცნობილი ჩემი აზრითაც, მაგრამ აქამდე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მარტივი ელემენტის გამო, კერძოდ სროლის უსერიოზულესი სისტემის გამო მოახწია, ზუსტად ეგ ელემენტია ყველაზე საინტერესო ამ თამაშში ჩემი აზრით და შეილება ვცდები.
P.S. Featured'ში

ერთ-ერთი ყველაზე კარგის სროლის მექანიზმი აქვს. მარტივი მაგრამ ძალიან კარგი...
Cyberathlete Professional League
CPL

გრიგოლ ეს ორივე ერთიდაიგივეა ... და CPL-მა 08-ში შეწყვიტა არსებობა... წასვლას ვაპირებდით მანდ და ვეღარ წავედით... CAL-ზე (Cyberathlete Amateur League) კი ვთამაშობდით და საკმაოდ წარმატებულად მაგრამ CPL-ს დახურვისას ესეც დაიხურა რადგანაც ერთი კომპანიის ნაწილები იყო...

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#10 » 06 Jun 2010 13:02

უი მაგდენი აღარ ვიცოდი :D
smothered in the crib

Ozzy
Posts: 156

Counter-Strike

Unread post#11 » 06 Jun 2010 14:26

კიდე ათასი ლიგაა თუნდაც theSGL.com (ძირითადათ გერმანია და ევროპის ქვეყნები), TheTournament.co.uk(დიდი ბრიტანეთი და ევროპის ქვეყნები), Cevo.com (ავსტრალია, აზია და ამერიკა ძირითადათ) RuSource და კიდე ბევრი...
ელა კიდე ჩვენ ვაკეთებთ ლიგას (ჯერ საქართველოზე გათვლილი შემდეგ ალბათ გავფართოვდებით) CS-S.GE-ზე OAL(On-line Amateur League). ლანშიც ვატარებთ ჩემპიონატებს GPL-ის სახელით და რეავი...

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#12 » 06 Jun 2010 14:40

აქ ყველას ვერ ჩამოვწერდი იმდენია მართლა.

რაც შეეხება მაგ წამოწყებას,ძალიან გამიხარდება თუ ყველაფერი კარგად გამოვა.
smothered in the crib

Ozzy
Posts: 156

Counter-Strike

Unread post#13 » 06 Jun 2010 14:52

2 ონლაინ ჩემპი ჩავატარეთ უკვე. 2009 winter და 2010 spring ... ორივემ საკმაოდ კარგად ჩაიარა... ნუ იყო რამოდენიმე ჩიტერის გამოჭერის შემთხვევაც მაგრამ დაისაჯა გუნდიც და მოთამაშეც... გუნდი გავარდა მოთამაშე სამუდამო დაიბანა ნებისმიერი LAN თუ Online ჩემპიონატისაგან =]]

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Counter-Strike

Unread post#14 » 06 Jun 2010 14:59

ძალიან კარგია კიბერ სპრტის კანვითარება რომ ხდება,იმედია ეგრე კარგად გაგრძელდება ყველაფერი.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Counter-Strike

Unread post#15 » 06 Jun 2010 15:10

ეჰ რა დრო იყო 1.3 მს რო ვთამაშობდით )))))

chichkina
Posts: 16

Counter-Strike

Unread post#16 » 07 Jun 2010 02:35

Ozzy DA GR8 1 wrote:Counter-strike Online დაგავიწყდა რომელიც 2008-ში გამოუშვეს აზიური ქვეყნებისათვის, არის იგივე Goldsource ძრავზე და დამატებულია იარაღები, რომელთა საერთო რაოდენობა 32-ია როგორც მახსოვს...

მეც ვაპირებდი ამაზე სტატიის დაწერას მაგრამ ისე მეზარება... თამაში რომელსაც ვერ ვეშვები ვერაფრით...

ასევე 2009 ში გამოვიდა CSPromod BETA 1.04 ;) რომელშიც არის გაერთიანებული ცს 1.6 და ცს სოურსი :)

Ozzy
Posts: 156

Counter-Strike

Unread post#17 » 07 Jun 2010 14:27

Chich wrote:ასევე 2009 ში გამოვიდა CSPromod BETA 1.04 ;) რომელშიც არის გაერთიანებული ცს 1.6 და ცს სოურსი :)

ოფიციალური არაა=]]] ანუ ვალვი არ უშვებს ... ასე რომ ვერაფერსაც ვერ უზავენ... უბრალო მოდია CS:S-ის დვიჟოკზე

Baracha
Posts: 62

Counter-Strike

Unread post#18 » 17 Apr 2012 20:56

კიდე ჩატარება არ იქნება ურიგო. ჩემთვის ხელოვნების დონეზეა ეს თამაში
>>>
Ozzy DA GR8 1 wrote:2 ონლაინ ჩემპი ჩავატარეთ უკვე. 2009 winter და 2010 spring ... ორივემ საკმაოდ კარგად ჩაიარა... ნუ იყო რამოდენიმე ჩიტერის გამოჭერის შემთხვევაც მაგრამ დაისაჯა გუნდიც და მოთამაშეც... გუნდი გავარდა მოთამაშე სამუდამო დაიბანა ნებისმიერი LAN თუ Online ჩემპიონატისაგან =]]


კიდევ რომ ჩაატაროთ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას? რას ფიქრობთ ახალ ონლაინ ტურნირზე?

პს. თუ გინდათ ვინმეს დავჯდეთ ლან : )

Riddick
Posts: 11826

Counter-Strike

Unread post#19 » 19 Apr 2012 01:52

ხელოვნებათ ნაკლებად, მაგრამ აი სპორტათ ნამდვილად აღვიქვავ.

Baracha
Posts: 62

Counter-Strike

Unread post#20 » 19 Apr 2012 13:08

გეთანხმები, მითუმეტეს დაეთმო ყურადღება კიბერსპორტს და ვიმედოვნებ წელს მაინც არ გამოვტოვებ ვისიჯის:|

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 118 guests


cron