Deus Ex
Developer: Ion Storm Inc.
Publisher: Eidos Interactive
Designers: Warren Spector, Harvey Smith
ზოგადად თამაშზე: ეს არის Cyberpunk სეთინგში შექმნილი Stealth Action Role Playing თამაში რომელიც დიდი რაოდენობით მოიცავს First Person Shooter ელემენტებს. Deus Ex თავდაპირველად გამოვიდა PC-ზე 2000 წელს, შემდეგ პორტირება გაკეთდა Mac-ზე და PS2 ისთვის სახელად Deus Ex Conspiracy. თამაში დაფუძნებულია ანტი უტოპიურ მომავალში, რომლის სამყაროც შექმნილია შეთქმულების თეორიების საფუძველზე. ეს შეგრძნება გაუმჯობესებულია თამაშის ბნელი ატმოსფეროთი სადაც მოქმედება ხდება ღამით რაც აძლიერებს სტელსის შეგრძნებას.
მოქმედების უმეტესი ნაწილი ვითარდება რეალური ლოკაციებიდან აღებულ ადგილებში რომლებიც ჩასმულია ფუტურისტულ სეთინგში: New York City, Hong Kong, Paris, Vandenberg-ის საჰაერო ძალების ბაზა და Area 51.
შინაარსი: საზოგდოება ნელნელა მიექანება ქაოსისკენ, მსოფლიოში მოდებულია პანდემიური ვირუსი სახელით "Gray Death", რომელიც ნელნელა ანადგურებს მსოფლიო პოპულაციას, უმეტესწილად კი ემუქრება შეერთებულ შტატებს. ვირუსის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს კომპანია VersaLife-ის მიერ შექმნილი სინთეთიკური ვაქცინა სახელით "Ambrosia" რომელიც ვირუსის ეფექტს აქრობს. ვაქცინა ძალიან რთულად საშოვნელია მისი სიმწირის გამო და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის ვისი არსებობაც მნიშვნელოვნია საზოგადოებრივი წყობილების შენარჩუნებისთვის. ამიტომ Ambrosia ვრცელდება სამთავრობო პირებზე, სამხედრო პერსონალზე, მდიდარ და გავლენიან ადამიანებზე, მეცნიერებზე და ინტელექტუალურ ელიტაზე. უიმედოდ დარჩენილი უბრალო მოსახლეობა მსოფლიო მასშტაბით აწყობს ბუნტს, დაუფარავად იქმნება ტერირისტული ორგანიზაციები დაჩაგრული ხალხის დასახმარებლად, მათ შორის National Secessionist Force of the US (ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სეპარატისტული ძალები) და ფრანგული დაჯგუფება ცნობილი როგორც Silhouette. ამ საფრთხესთან საბრძოლველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გააფართოვა სახელისუფლებო გავლენა მთელი მსოფლიო მასშტაბით და ჩამოყალიბდა გაერთიანებული ერების ანტიტერორისტული ორგანიზაცია UNATCO, რომლის მიზანიც საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობის შენარჩუნება და მზარდ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლა გახდა. UNATCO-ს მთავარი ბაზა მდებარეობს ნიუ იორკში, თავისუფლების კუნძულის ქვეშ არსებულ ბუნკერში, რომელიც ტერორისტების მიერ თავისუფლების ქანდაკებაზე მიტანილი იერიშის შემდეგ შეიქმნა.
მოთამაშე ითავსებს ნანოტექნოლოგიურად გაუმჯობესებული UNATCO-ს აგენტის, JC Denton-ის როლს. მომზადების გავლის შემდეგ Denton იღებს რამდენიმე დავალებას დირექტორი Joseph Manderley-სგან, ის უნდა გავიდეს ა.შ.შ.-ს ეროვნულ სეპარატისტული ძალების და მათ მიერ მოპარული Ambrosia-ს კვალზე.
საინტერესო ფაქტები და რეალური პარალელები: თამაშის სეთინგიდან გამომდინარე, რომელსაც კავშირი აქვს Conspiracy Theory-ებთან ბევრია რეალური პარალელები, მაგალითად მოსაზრები შავი ვერტმფრენების შესახებ, ვაქცინაციაზე, Federal Emergency Management Agency (FEMA)-ზე, საქონლის დასახიჩრების ფაქტებზე, რომელიც დაკავშირებულია მათ ანომალიურ სიკვდილთან, ჩუპაკაბრა რომელიც წარმოდგენილია Greasel-ის სახით, არამიწიერი არსებები (Extrateressials), Area 51, ECHELON-ის ქსელი, თამაშის შინაარსზე დიდი გავლენა აქვთ საიდუმლო ჯგუფებს, ისეთები როგორიცაა Majestic 12, Illuminati, Knights Templar, Bilderberg Group, Trilateral Commission. საინტერესო ფაქტია, ადგილებზე სადაც შესაძლებელია ნიუ იორკის ცათამბჯენის დანახვა, შესამჩნევია რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი გაუჩინარებულია, სინამდვილეში ეს ორი შენობა თამაშის გამოსვლიდან 1 წლის შემდეგ განადგურდა ცნობილი 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. თამაშის დიზაინერის Harvey Smith-ის თქმით ეს ახსნილია თამაშის ნაკლები მეხსიერების საფუძველზე, data ფაილებში ეს ორი შენობა შეტანილია.
თამაშის თანამედროვე სისტემებზე გასაშვებად საჭიროა:
vcredist 2015, vcredist 2010
1. გადმოწერეთ Deus Exe 1.8 ლანჩერი და ჩააგდეთ თამაშის system ფოლდერში
2. გადმოწერეთ d3d10drv და Deus Ex ფოლდერში მოთავსებული ფაილები ჩააგდეთ თამაშის system ფოლდერში