Streets Of Rage (Series Review), სერიის რეტროსპექტივა

საერთო შემეცნებითი და ანალიტიკური სტატიები < ამბავი < ისტორია < რეტროსპექტივა < ესე < ანალიზი < კვლევა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Streets Of Rage (Series Review)

Unread post#1 » 07 Mar 2015 03:28

იმ დროს, როცა ჩემი მეგობრები პოსტავენ ფეისბუქზე ამა თუ იმ იურიდიულ ლიტერატურას და აუგად მოიხსენიებენ მათ ავტორებს და ლექტორებს, ამასობაში მე დროს მეგადრაივის თამაშებით ვკლავდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავიწერე ჩემ ძვირფას პსპ-ში. კოლექცია საკმაოდ მყარი და ნორმალურია, თუმცა მინუსი რომელმაც "გატეხილში" დამტოვა, ეს არის Streets of Rage-ის უქონლობა! -_- how can it be? სეგას ერთ-ერთი საუკეთესო ბით-ემ-აპი და ჰიტი, კოლექციაში არ შევიდა, გრცხვენოდეთ Digital Eclipse Software Inc., გრცხვენოდეთ! მაგრამ დადებითად რომ შევხედოთ კოლექციაში მოხვდა შინობის მესამე ნაწილიც, რომელმაც ჩემი ნერვების და დროის დიდი ნაწილი წაიღო. რათქმაუნდა streets of rage-ს უქონლობას არ შევეგუე, ჩავიწერე მეგადრაივის ემულატორი, თამაშის სამივე ნაწილი და ჩავუჯექი გემრიელად, გავიხსენე ბავშვობა :3 დღევანდელ რევიუში მინდა ვილაპარაკო და მიმოვიხილო ამ ლეგენდარული ბით-ემ-აპის 3-ივე ნაწილი. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს

Streets Of Rage (1991)


>>>

პირველი ნაწილი ლეგენდარული ფრენჩაიზისა, Streets of Rage გამოვიდა 1991 წელს Sega და MNM Software-ს თანამშრომლობით, სპეციალურად მეგადრაივისთვის. იაპონიაში იგი ცნობილია როგორც Bare Knuckle. ვერსიებში არის რამდენიმე სხვაობა მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ.
რაც შეეხება სიუჟეტს, ბით-ემ-აპისთვის საკმაოდ ბანალურია : დიდ მეგაპოლისში, სადაც ჩვენი პროტაგონისტები ცხოვრობენ, იპყრობს კრიმინალური დაჯგუფება ცნობილი როგორც - სინდიკატი. ეს ბანდა ნელნელა ძლიერდებოდა, მეგაპოლისი მთლიან ძალაუფლებაში მოიქცია, მოისყიდა მთავრობაც და პოლიციაც. ქუჩებში ძალადობა, მკვლელობა და ძარცვა უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო.

>>>

მართალია პოლიცია მოსყიდული იყო, მაგრამ 3-მა ახალგაზრდა პოლიციელმა გადაწყვიტა ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვათ, და ერთხელ და სამუდამოდ გაენადგურებინათ სინდიკატი. პოლიცილები კი ესენი არიან : 1)ადამ ჰანტერი - შავკანიანი, ყოფილი პოლიციელი და პროფესიონალი მოკრივე. ყველაზე ძლიერი პერსონაჟი მაგრამ ამავედროს საკმაოდ ნელი 2)აქსელ სთოუნი - ასევე ყოფილი პოლიციელი, ხელჩართული ბრძოლის ოსტატი, ამ პერსონაჟს დაბალანსებული აქ ყველაფერი, ძალა - საშუალო, სისწრაფე - საშუალო. და ბოლო 3)ბლეიზ ფილდინგი - მდედრი, ყოფილი პოლიციელი ესეც, ძიუდოს სპეციალისტი. სათამაშოდ საკმაოდ კარგია ბლეიზი, ვინაიდან იგი საკმოდ მოქნილია, ხტება უფრო მაღლა და უფრო სწრაფიცაა ადამთან და აქსელთან შედარებით.

>>>
პოლიციის დახმარება, როგორც Special

და ბოლოს სთორის მნიშვნელოვანი დეტალი - ენდინგების არჩევანი. თუ მარტოკა თამაშობთ, კარგი დასასრულს ვიღებთ იმ შემთხვევაში თუ მისტერ იქსის (ბოლო ბოსის) შემოთავაზებაზე - შევუერთდეტ მას ბოროტი საქმეების კეთებაში - უარს ვიტყვით და შევებრძოლებით მას. ხოლო თუ დავთანხმდებით, თამაში მე-6 ტურში გვაბრუნებს. (challenging, huh?). მაგრამ თუ 2ში ვთამაშობთ, 1-1-მა უნდა უარყოს შემოთავაზება, და შესაბამისად შევებრძოლებით მეორე მოთამაშეს, და გამარჯვების შემთხვევაში, შემოთავაზებაზე ისევ უარი უნდა ვტკიცოთ მისტერ იქსს და მისი დამარცხების შემდეგ იხსნება ცუდი ენდინგი.

>>>

რაც შეეხება გეიმფლეის, ინოვაციას რათქმაუნდა არ წარმოადგენს, იგი მიეკუთვნებია 16ბიტიანი ბით-ემ-აპების ერას, და ჰგავს სეგას ადრეულ ქმნილებებს როგორიცაა მაგალითად - Golden Axe. მოთამაშე მოძრაობს ბრტყელ სივრცეზე ჰორიზანტალურად და ვერტიკალურად, და ვუსწორდებით მოწინააღდეგეთა გარკვეულ რიცხვს. წარმატების შემთხვევაში ეკრანზე სქელი ასოებით ეწერება ->GO! და გადავდივართ შემდეგ ლოკაციაში (ანუ მაგალითად ქუჩების ტური დაყოფილია რამოდენიმე ნაჭრად, და თითოელ "ნაჭერში გადავდივართ), ხოლო ბოლოს კი ვხვდებით ბოსს, ტრადიციულად. გზაზე გვხვდება ასევე მტვრევადი საგნები როგორებიცაა, კასრები, ტელეფონის ჯიხურები, ბორბლების გროვა და ა.შ. რომლებშიც ხან ვაშლი და ქათმის ბარკლებია - რომელიც სიცოცხლეს გვიმატებს, ხან დანა, და სხვადასხვა ბლაგვი საგნები. მათი აღება და გამოყენება შესაძლებელია, რაც უპირატესობას გვაძლევს ქუჩის ხულიგნებთან და ბოსებთანაც. როგორც წესი ყველა პერსონაჟს სხვადასხვა სუპერ ილეთებიც აქვთ და ასევე, შეგვეძლება Special-ის გამოყენება, პოლიციის სახით, რომელიც ისვრის ბაზუკას და ძირს დაცემის შემდეგ საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მტრებს ეკრანზე. სამწუხაროდ სფეშელი 1 გვაქვს მხოლოდ და გირჩევთ ჭკვიანურად გამოიყენოთ.

>>>

1-1 ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი ამ თამაშისა იყო - მუსიკა. გენიალური ჰარმონია, რომლის ავტორიც იუზო კოშიროა, ადამიანი რომელმაც მეგადრაივის sound card ბოლომდე გამოწურა რათა მიეღო ეს შესანიშნავი ჰანგები, რომელიც სათამაშო პროცესს უფრო დინამიურს და საინტერესოს ხდის. იუზომ დაწერა ასევე იმდროისთვის საკმაოდ ცნობილი თამაშების საუნდტრეკები, როგორიცაა სონიკის სერიები, შინობის პირველი 2 სერია, Super Adventure Island (SNES), Batman Returns (Game Gear, Master System) და ა.შ.

>>>

მთლიანობაში პირველი ნაწილი ამ ფრენჩაიზისა, საკმაოდ წარმატებული და პოპულარული გახდა იმდროისთვის და ამავედროს მეგადრაივის ექსკლუზივიც იყო. მე პირადად ბევრად მირჩევნია streets of rage-ის სერიები, სუპერ ნინტენდოზე გამოშვებულ final fight-ს. ვაგრძელებთ რეტროსპექტივას და გადავდივართ მეორე ნაწილზე :3

Streets Of Rage 2 (1992)


>>>

ლეგენდარული ბით-ემ-აფის მეორე ნაწილი 1992 წელს გამოვიდა Sega AM7,Ancient, H.I.C. , Shout! Designworks-ის თანამშროლობით, მეგადრაივზე. იაპონიაში კი ისევ Bare Knuckle-ის სახელით რათქმაუნდა. მოცემულ ნაწილში, საკმაოდ ბევრი ინოვაციაა შემოტანილი, თუმცა გეიმფლეით იგი ისევ თავის წინამორბედს ჰგავს. ნუ სიუჟეტი ბუნებრივია მისტერ იქსის რევანშით იწყება. პირველ ნაწილში მომხდარი ამბების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა დასვენება გადაწყვიტა, აქსელმა პირად მცველად დაიწყო მუშაობა ცოტახნით, ხოლო ბლეიზმა კი ცეკვების მასწავლებლად. ადამმა კი ისევ პოლიციელობას მიჰყო ხელი და მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა თავის პატარა ძმასთან - სქეითთან ერთად. და მერე როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი მისტერი იქსი დაბრუნდა, გაიტაცა ადამი, და ჩვენ გმირებს უწევთ გაერთიანდნენ რათა დაიხსნან, მათი შავკანიანი ამხანაგი. ამ ნაწილში ჩვენ გუნდს შემოურთდება 2 ახალი პერსონაჟი : 1) მაქს "thunder" - პროფესიონალი რესლერი, საკმაოდ ძლიერი ტიპია, თუმცა ნელია და მოუქნელი და 2) ედი "skate" ჰანტერი - ადამის პატარა ძმა, მოქნილი და სწრაფი ტიპი, რომელიც ცოტათი გაგიადვილებთ თამაშის პროცესს.

>>>

ნუ გეიმფლეით მეორე ნაწილი ჰგავს თავის წინამორბედს, როგორც ზემოთ ავღნიშნე, თუმცა არის გარკვეული რიგი ცვლილებები. 1-1 მათგანია სფეშელ ეთექი. გახსოვთ წინა ნაწილში როგორ გვეხმარებოდა პოლიცია? ახლა მის იმედზე აღარ იქნებით ვინაიდან, ყოველ პერსონაჟს საკუთარი ინდივიდუალური სპეციალური დარტყმა აქვს! რომელიც სამწუხაროდ ცოტაოდენ სიცოცხლეს გვაკლებს :/ მაგრამ არის ასევე dashing attack-იც რომელიც არაფერს არ გვართმევს. ბლეიზი და აქსელი შესაბამისად გააუმჯობესეს და "გადაამუშავეს". იგივე შეიძლება ითქვას მტრებზეც. ახლა მათ სიცოცხლის ინდიკატორი (რომელიც მხოლოდ ბოსებს ჰქონდათ), სახელები და საკუთარი ჩხუბის სტილი აქვთ. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, აღარ მოგვიწევს მხოლოდ ქუჩის ხულიგნების სახეების გალამაზება, ვინაიდან მათ რიგებს შეურთდა - ნინძები, რობოტები, ბაიკერები, კიკ-ბოქსიორები. გადამუშავებული იქნა აგრეთვე ხელჩართული ბრძოლის იარაღებიც. ბეისბოლის ჯოხი, შეცვლილია კატანით, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. ასევე გვხვდება ახალი სახის იარაღი - კუნაი, რომელიც თითქმის ჯიბის დანას უტოლდება და ეფექტურობითაც ნაკლებად გამოირჩევა.

>>>

პირველი ნაწილისგან განსხვავებით, მეორეში მხოლოდ ერთი "კარგი" დასასრული გვაქვს. გრაფიკის და ვიზუალის მხრივ ორივე ნაწილია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო იმდროისთვის, ნათელი და ხასხასა 16ბიტიანი გრაფიკით. მეორე ნაწილის კომპოზიტორი ისევ კოშიროა, და ჩემთვის პირადად ყველაზე საუკეთესო OST სწორედაც რომ მეორე ნაწილს აქვს! კოშირო კვლავ გვაოცებს თავისი გენიალური მუსიკით :3 ნუ მე ყველაზე ძლიერი პერსონაჟით დავხურე თამაში, რესლერი მაქსით, განსაკუთრებით ბოსებთან გამიადვილდა გასვლა. მაგრამ ასეა თუ ისე, მეორე ნაწილი საკმაოდ დიდი ნაბიჯი იყო სერიებში და აშკარად იგრძნობოდა წინსვლა. და აი ისიც! ჩვენ ნელნელა ვუახლოვდებით დასასრულს:

Streets Of Rage 3 (1994)


>>>

ბოლო, ფინალური ნაწილი პოპულარული ფრენჩაიზისა, გამოშვებული იქნა 1994 წელს Sega AM7-ს მიერ, მეგადრაივზე. როგორც მეორე ნაწილში, აქაც საკმაოდ ბევრი ცვლილებაა შეტანილი, უფრო გართულებული სიუჟეტი, უფრო მეტი დასასრული, გრძელი ტურები, უფრო სწრაფი და დინამიური გეიმფლეი, უფრო ღრმა და მრავალფეროვანი სცენარი და ბოლოს იარაღების life-bar-ები რომლებიც, ბოლომდე გამოყენების შემდეგ ქრება. იაპონიაში კი სთრითს ოფ რეიჯი ტრადიციულად Bare Knuckle-ის სახელით გამოვიდა. სწორედ ამ ნაწილზე მომიწევს ბევრი ლაპარაკი და ასევე გავამახვილებ ყურადღებას სხვაობას ამერიკულ და იაპონურ ვერსიებს შორის.

>>>

მესამე ნაწილის სთორი შემდეგში მდგომარეობს : იმის მერე, რაც მისტერ იქსმა დამარცხება 2ჯერ იწვნია, მან შექმნა სამეცნიერო კომპანია - "RoboCy Corporation", რათა დაეფარა მისი არალეგარური საქმიანობები. დოქტორი ზანი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი რობოტების აწყობაში, მოწვეული იქნა პროექტზე, შეექმნათ ადამიანისმაგვარი რობოტები (Terminator, anyone?), რომლებიც ჩაანაცვლებდნენ ქალაქის მნიშვნელოვან ჩინოვნიკებს. ჩანაცვლების შემდეგ კი მისტერ იქსი პულტით გააკონტროლებდა მათ. მისმა ბანდამ, სინდიკატმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დაამონტაჟეს ბომბები, რითაც პოლიციას ყურადღებას გადაიტანდნენ და ამასობასი ჩინოვნიკებს კიბორგებით შეცვლიდნენ.

>>>

ნუ როგორც ხდება ხოლმე, დოქტორი ზანი გაიგებს მისტერ იქსის ვერაგულ გეგმებს და ეცდება შეაჩეროს იგი. ზანი უკავშირდება ბლეიზს, აცნობს სიტუაციის დეტალებს, და ბლეიზიც შეკრიბავს თავის ძველ მეგობრებს რათა სინდიკატის პარპაშს ბოლო მოეღოს. ადამმა ვერ შეძლო "ოპერაციაში" მონაწილეობის მიღება, სამსახურის გამო და ისევ თავისი პატარა ძმა გაერთიანდა გუნდში ბლეიზთან, აქსელთან და ზანთან ერთად.

>>>

რაც შეეხება გეიმფლეის, როგორც ავღნიშნეთ ზემოთ, საკმაოდ ჩქარი და დინამიური გახდა, რაც ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ, ჩვენს პერსონაჟებს დაემატა ახალი ილეთები და სირბილის შესაძლებლობა (როგორც ვიცით მორბენალი მხოლოდ სკეიტი იყო მეორე ნაწილიდან). ასევე ჩვენი დარტყმები ისეთი ეფექტური აღარ არის, მტრებს აკლდებათ ცოტა სიცოცხლე. ტაიმერი, რომელიც პირველ ორ ნაწილში იყო, ჩანაცვლებული იქნა "სიძლიერის ინდიკატორით", რომლის ავსების შემთხვევაში ვიყენებთ სუპერ დარტყმას, და ჩვენდა გასაკვირად სიცოცხლე ისევ ადგილზე რჩება ხელშეუხებელი. როგორც ზემოთ ვახსენე, იარაღებს გააჩნიათ თავიანთი life-bar-ები. დაბრუნებულია აგრეთვე ერთობლივი დარტყმის შესაძლებლობაც. როგორც პირველ ნაწილში, აქაც დაგვიბრუნეს ე.წ. მახეები, მაგალითად როცა მტრებს ვაგდებდით ან ლიფტიდან, ან ორმოში და ა.შ.

>>>

ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ დაჭკვიანდა წინა ნაწილებთან შედარებით, ახლა მათ შეულიათ იარაღების აღება, დარტყმების დაბლოკვა, ერთობლივი დარტყმები (მაგ. 1-1 მსუქანა მტერი ცდილობს მოთამაშეს ესროლოს მოწინააღმდეგე სახელად გარსია, რათა წაიქცეს), და ყველანაირად ცდილობენ ხელი შეგვიშალონ ვაშლამდე ან ხორცამდე მიღწევაში რათა სიცოცხლე მოვიმატოთ. რაც შეეხება პერსონაჟებს, ბლეიზი, სკეიტი და აქსელი ისევ ადგილზე არიან, უბრალოდ ცოტა გაუმჯობესებულები. ახალი პერსონაჟი კი დოქტორი ზანია, რომელსაც გარკვეული უპირატესობა - ელექტრული ხელი და რობოტიზირებული სხეული აქვს. შესაძლებელია აგრეთე 3-დან 1-1 ბოსით თამაშიც, ჩიტ-კოდების გამოყენებით რათქმაუნდა. ესენია : 1)ჰომოსექსუალი ბოსი - ეში, რომელიც ამოჭრეს დასავლურ ვერსიაში (თუმცა კოდებით შეილება თამაში), 2)შივა - ორთაბრძოლების ოსტატი, რომელიც მეორე ნაწილში გვხვდება და 3)კენგურუ - რუ. რუს და შივას არ შეუძლიათ იარაღების გამოყენება.

>>>

ახლა კი ბოლო 2 მნიშვნელოვანი რამ, რითიც მინდა დავასრულო მესამე ნაწილის მიმოხილვა:

1)დასასრულები:

მესამე ნაწილს სულ 4 დასასრული აქვს :

1)კარგი დასასრული - მოთამაშე გადის თამაშს Normal ან Hard სიძნელეზე, გადაარჩენს პოლიიცის უფროსს, დაამარცხებს რობოტ Y-ს ბომბის აფექთქებამდე. და აი სინდიკატის შტაბი სადაცაა უნდა აფეთქდეს თუმცა ადამი ახერხებს მეგობრების გადარჩენას დროულად, ვერტმფრენით, შტაბი ფეთქდება. ყველა კარგადაა, და ჩვენი მეგობრები მზის ჩასვლით ტკბებიან. შემდეგ ამოდის ტიტრები და ვიგებთ რო ყველა კარგადაა და ბლა ბლა ბლა

2)ნეიტრალური დასასრული - მოთამაშე გადის თამაშს ადვილ სიძნელეზე, და ამარცხებს მისტერ იქსის ორეულ კიბორგს. დამარცხების შემდეგ დაცემული კიბორგი, გვეუბნება რომ არამც და არამც არ გვეტყვის სად მალავს პოლიციის უფროსს. შემდეგ მიდის სცენა თუ როგორ აკვირდებოდა პროექტორის ეკრანზე ჩვენ ჩხუბს მისტერ იქსი და სიბრაზისგან ხელში ფშხვნის ღვინის ჭიქას. შემდეგ ეწერება «THE END?» და ტიტრებს აღარ ვნახულობთ

3)ნეიტრალური დასასრული 2 - მოთამაშე გადის თამაშს Normal ან Hard სიძნელეზე, ვერ გადაარჩენს პოლიიცის უფროსს, და ამ შემთხვევაში ბრძოლა გვიწევს მერიის შენობაში სადაც პრესაც უყურებს ამ ყველაფერს. აქ ჩვენ ვამარცხებთ პოლიციის უფროსის ორეულს და შივას, და შივას დამარცხების შემდეგ, დოქტორი ზანი აიძულებს მას რომ ინფორმაცია დაფქვას, თუმცა იგი არაფერს ამბობს და შემდეგ მიდის სცენა თუ როგორ აკვირდებოდა პროექტორის ეკრანზე ჩვენ ჩხუბს მისტერ იქსი და სიბრაზისგან ხელში ფშხვნის ღვინის ჭიქას. შემდეგ ეწერება «THE END?» და ტიტრებს აღარ ვნახულობთ.

4)ცუდი დასასრული - მოთამაშე გადის თამაშს Normal ან Hard სიძნელეზე, გადაარჩენს პოლიიცის უფროსს, დაამარცხებს რობოტ Y-ს, მაგრამ ბომბის ტაიმერი ამოიწურება. ადამი გადაარჩენს გუნდს, თუმცა ბომბის აფეთქება საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ქალაქს და კლავს ძალიან ბევრ ხალხს.
განსხვავება რეგიონალურ ვერსიებს შორის

იაპონური ვერსიის Bare Knuckle 3-ის და ევროპული ვერსიის Streets of Rage 3-ის ადაპტაციის დროს, შეტანილი იყო გარკვეული რიგი ცვლილებები. შეცვლილი იქნა 3 მთავარი გმირის ტანსაცმელი, (აქსელი, ბლეიზი, სკეიტი). ქალთა ტანსაცმელი უფრო გამომწვეი გახდა, ჰომოსექსუალი ბოსი - ეში, ინგლისური ვერსიიდან საერთოდ ამოაგდეს.

შემდეგი სხვაობა სიუჟეტს შორისაა : სიუჟეტი იაპონურ ვერსიაში იწყება ახალი სახეობის ბომბის «Laxine»-ის აფეთქების შემდეგ, რომელიც დოქტორ გილბერტმა მოაწყო, და მოჰყვა არნახული მსხვერპლი. ამავედროს ქრება გენერალი ივან პეტროვი. როგორც შემდეგ ირკვევა, ეს დოქტორი იქსის მოწყობილია და მას სურს რომ გამოიყენოს «Laxine» რათა წამოიწყოს გლობალური ომი.

ინგლისურ ვერსიაში კი ამოღებული იქნა «Laxine»-ს შესახებ ყველაფერი, ხოლო გენერალი ჩანაცვლებული იქნა პოლიიცის უფროსით. მთავარი სიუჟეტური ხაზიც შეცვლილი იყო : ახლა დოქტორი იქსი აპირებდა ქალაქის ჩინოვნიკების შეცვლას რობოტებით და მათი მეშვეობით ჩაიგდებდა ხელში ქალაქს.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ სიძნელეებიც შეცვლილი იყო ინგლისურ ვერსიაში, Normal სიძნელეც კი აუტანლად ძნელი იყო, ვიდრე იაპონურ ვერსიაში, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ადვილ სიძნელეზე ინგლისურ ვერსიაში თამაში ბოლომდე არ იხურება, იგი მთავრდება მე5 ტურის გასვლის შემდეგ.

>>>

რაც შეეხება მუსიკას, აქაც ისევ კოშიროა კომპოზიტორი, და იგი მოექცა დეტროიტის კლუბური მუსიკის და ასევე სხვადასხვა ტოკიოს კლუბური მუსიკის გავლენის ქვეშ. სიმართლე რომ გითხრათ დიდად არ მომწონს მესამე ნაწილის საუნდთრეკი.

* * *

და აი ჩვენ რეტროსპექტივასაც მოვრჩით. რა შეიძლება ითქვას საბოლოო ჯამში. Streets of Rage ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული ბით-ემ-აფია, მეგადრაივზე. დინამიური, სიცოცხლით სავსე გეიმფლეი, ხასხასა გრაფიკა, მშვენიერი მუსიკა საშუალებას მოგცემთ მთლიანად გადაეშვათ ლამაზ 16ბიტიან ქუჩებში, სადაც სახეს გაულამაზებთ სხვადასხვა პანკებს, ნინზებს, ხულიგნებს და რობოტებს.

>>>

© Blankbansheee (AKA - Head Crusher)

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Streets Of Rage (Series Review)

Unread post#2 » 07 Mar 2015 04:04

ერთერთი საუკეთესო სერიებია სეგაზე ))) ჩემ დროს Facebook-იც არ იყო, ან ქუჩაში პაროლობანაში ვამტვრევდით ერთანეთს თავპირს ან ამას თამაშობდი სახლში ვინმე ძმაკაცთან ერთად ))) ყველაზე მეტად მეორე ნაწილი მომწონს, მარა გვიან დავხურე მეორე და მესამე უკვე ემულატორზე. Yuzo Koshiro კიდე ერთერთი ყველაზე influental კომპოზიტორია იმ დროისთვის ჩემი აზრით.
>>>
>>>
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Streets Of Rage (Series Review)

Unread post#3 » 07 Mar 2015 20:28

აჰა :3 მე პირველი მახსოვს მარტო ბავშვობაში, შავ-თეთრ ეკრანზე და ისიც ბოლომდე ვერ გავედით მე და ძმაკაცი. და მეორე და მესამე ემულატორზე დავხურე მერე. ხო მეორე მეც მომწონს, დაბალანსებულია თითქოს ყველაფერი და ძან complicated არაა, როგორც მესამე. კი უძანმაგრესი კომპოზიტორია. ისე დაამუღამე პირველი ნაწილის ოპენინგ ვეში ენიგმას სადენესს რო გავს? მარა პრინციპში influence მაგ საუნდტრეკების დასაწერად სხვადასხვა პოპ და ტექნო ვეშებიდან აიღო ტაკშტო არ მიკვირს.

Riddick
Posts: 11826

Streets Of Rage (Series Review)

Unread post#4 » 08 Mar 2015 18:33

ერთერთი საყვარელი თამაშია სეგაზე, პირველად მიწისქვეშაში გახსნილ კლუბში ვნახე და სერიოზულად დიდი ფული დაიხარჯა იქ ))) მეორე რო ვნახე ძალიან მაგარი იყო იმ დროისთვის ყველამხრივ გაუმჯობესებული ჩანდა, მარა მაგის თამაში დიდხანს არ დამცალდა, ნუ შესაბამისად მესამეს ძალიან ცუდათ ვიცნობ, სულ ერთხელ მაქ მგონი ნათამაშები.
მუსიკა მართლა ერთერთი საუკეთესოა. და საერთო ჯამში ძალიან მიხარია, რომ ესეთი დონის კლასიკებს იხსენებ, თამაშობ, წერ და შეილება ახალი თაობის მოთამაშეებსაც აცნობ ამ ყველაფერს.

p.s. ბევრად დახვეწილად წერ ძველ სტატიებთან შედარებით.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 185

Streets Of Rage (Series Review)

Unread post#5 » 08 Mar 2015 19:40

thanks! კიდე ბევრ საინტერესო რეტრო სერიების მიმოხილვები მაქ გეგმაში :3 აჰა, ვამჩნევ მეც დიდ სხვაობას ძველ სტატიებთან შედარებით და მომწონს :3

User avatar
Alucard
Posts: 435

Streets Of Rage (Series Review)

Unread post#6 » 11 Mar 2015 03:53

ვაპირებ ძმაკაცთან ერთად თამაშს, for the old times sake.
ძალიან მაგარი იყო 1 და 2 მახსოვს, საერთოდ ძალიან მაგარი კულტურა იყო მთელი ეს 80-იანების განწყობა იგრძნობა ამ 90-იანების დასაწყისსში. განსაკუთრებ ხმაში. ეგრედწოდებული "ზვუკი" ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო, თუნდაც პერსონაჟების ხმების ეფექტები ))))

Return to “Inform”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests