2006 წლის იანვარში ჟურნალ «Computer and Video Games» «System Shock 3» შესაძლო დეველოპმენტის შესახებ დაიწერა, მაგრამ მას მერე პროექტის სტატუსზე არაფერია ცნობილი. ერთ-ერთ ინტერვიუში კენ ლევინმა აღნიშნა, რომ Electronic Arts-ს System Shock-ის არ წამს, რის გამოც მესამე ნაწილის დაფინანსებას არ აპირებს.
2007 წელს გარკვეული პერიოდით 2K Boston/2K Australia-თ წოდებულმა Irrational Games-მა, System Shock 2 სულიერი გამგრძელებელი და მოთამაშეების მიერ თბილად მიღებული BioShock გამოუშვა.
2013 წლის 11 მაის System Shock 2 ციფრული დისტრიბუციის მაღაზია Steam-ში გამოჩნდა.
სიუჟეტი: თამაშში სიუჟეტი რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით მოეწოდება. პრეისტორია ნაწილობრივ შესავლის ვიდეორგოლში იხსნება, ძირითადი ნაწილი კი თამაშის გზამკვლევშია მოთხრობილი. ისტორია თამაშის დაწყებამდე რამდენიმე კვირისგან შემდგარ პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები, ხომალდზე მიმოფანტული ეკიპაჟის წევრების აუდიოლოგების სახით არის წარმოდგენილი.
გეიმფლეი: თამაშის დაწყებამდე პერსონაჟის გენერირება ხორციელდება, რაც მთავარი მოვლენების დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, UNN რეკრუტირების ცენტრში მიმდინარეობს. ხელმისაწვდომია სამი სპეციალიზაცია - უბრალო, მაგრამ ეფექტური ქვეითი; ხაკერი, რომელიც თვიას გზაზე ყველაფერს ტეხავს; ეგზოტიკური "ფსიონიკი" (მაგიკოსის ანალოგი). ყველა სხვა "role playing" ელემენტების მქონე თამაშის მსგავსად, System Shock 2-იც არის გარკვეული გაუმჯობესებების და ნივთების სისტემა. ნივთების საყიდლათ, იარაღების გასაკეთებლად/გასაუმჯობესებლად და კომპიუტერების გასატეხათ ნანიტები გამოიყენება. შესაძლებლობების განვითარებისთვის კი იშვიათად შემხვედრი კიბერნეტიკული მოდულები გამოგადგებათ.
მოცემული თარგმანი მთლიანი მიმოხილვის სტატუსს ნამდვილად არ იმსახურებს, ამიტომ ჯობია უბრალო თემის სახისთ გავხსნა და ქვევით ჩემს მიერ დაგროვილ შთაბეჭდილებებს მივაწერ.
შთაბეჭდილებები კი ნამდვილად ბევრია, მარგრამ შევეცდები მოკლედ მოვყვე, რომ თავი არ შეგაწყინოთ. ყველაფერი Steam-ის ფასდაკლებით დაიწყო, კლასიკა რომელზეც ბევრი კარგი მსმენია უცებ თითქმის უფასოდ დაიდო და რათქმაუნდა იმწამსვე გადმოვიბირე )) სიძველის გამო თამაშის დაწყებას ცოტა კი ვერიდებოდი, მარა მოცემული პრობლემა პირველივე ჩართვის მერე გადაწყდა, ატმოსფერომ თავისი საქმე ამდენი წლის მერეც უცებ გააკეთა და შორეულ კოსმოსში წამიღო)) საბოლოოთ, სადღაც 15 საათის თამაშის მერე ბევრი კარგის და ძალიან ცოტა ცუდის თქმა შემილია.
თამაში უბრალოდ გატყვევებს თავისი ატმოსფერულობით, ატმოსფეროს კი თვითონ ლეველდიზაინისადმი მიდგომა ქმნის, ანუ თქვენ არავინ არ გზღუდავთ ხომალდზე გადაადგილებაში, არ არის რაიმე ბილიკი რომელსაც უნდა მისდიო, არის უბრალოდ ხომალდი (ები) და შენ, ამ მიტოვებულ და საოცარ ადგილას ბევრ მონსტრთან ერთად, ცოტა ტყვიებით და კიდევ უფრო ცოტა სიცოცხლის მოსამატებელი აფთიაქებით. System Shock 2 თქვენი ერთერთი ყველაზე მთავარი დამხმარე თქვენივე პირადი ორიენტაციის გრძნობა გახდება, ესაა თამაში სადაც დახურული კარები უბრალოდ გიხარია ))) გიხარია დამახსოვრებულ, ან ნაცნობ ადგილას მოხვედრა, იმიტომ რო კაცმა არ იცის აქ დაბრუნებას შეძლებ თუ არა ))) ერთის მხრივ პრობლემა (ანუ რთულად დასამახსოვრებელი ლოკაცია), მეორეს მხრივ უმაგრესი ატმოსფეროს შემქმნელ ელემენტად გარდაიქმნება და თამაშში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენას განდომებს.
მინუსებს რაც შეეხება მხოლდ მონსტრების რესპაუნს და თამაშის ბოლოსწინა (ბევრნის) ლოკაციას გამოვყოფდი ("სწორნაწლავში" სიარული აღარ მესიამოვნა)). მაგრამ ამ ორმა დეტალმა მაინც ვერ გამიფუჭა საერთო შეგრძნება და თამაში ტიტრებამდე მოსვენებას არ მაძლევდა. დახურვის მერე კი კარგა ხნის დავიწყებული, რაღაც მნიშვნელოვან თავგადასავალში მონაწილეობის შეგრძნება დამრჩა - გრძნობა რომელიც ყველა რეტრო გეიმერს ენატრება :)
თუ არ გითამაშიათ, დამიჯერეთ, მოცემულ პროექტს ასაკმა ვერაფერი დააკლო, უბრალოდ ცადეთ და მარტო ბიოშოკის უფროსი ძმის გაცნობისთვის დამრჩებით მადლობელი ))