Pain of Salvation
In The Passing Light of Day
2017
გამოვიდა და შევისისხლხორცე'
ზაფხულის მერე ყველაზე მეტად ამ ალბომს ველოდებოდი. remedy laneს მუსიკალური მოტივები დღემდე ყურებს მიჭრის ოქროს დანით და მართლა მგონია რომ შემდეგ ცხოვრებაშიც მემახსოვრება ეგ ალბომი. თანამედროვე პროგრესივ როკ/მეტალ სცენაზე ძალიან დიდი ფიგურაა ეს ჯგუფი და საკმაოდ დიდი აუდიტორიაც ჰყავს, რომელიც საშინლად მომთხოვნი, ერთგული და შეიძლება ითქვას უმადურიცაა ;დ ორი სიტყვით ბენდზეც რომ ითქვას, მოკლედ არასოდეს მეორდებიან ეს ტიპები. ბენდის ტვინი მართლა მუსიკალური გენიოსია და ძალიან მომწონს მისი ხელწერა. . ყველას გასდევს ის მთავარი pain of salvationის ხაზი, რაც გვიყვარს და ყველა სტუდიური ალბომი თავისებურია თავის მხრივ. იმდენად არაერთგვაროვანი რელიზები აქვთ და ზოგი იმდენად ამბიციური და კაპრიზული ალბომია რაღაც შეჯერებულ განწყობას ვერც ნახავ იდეაში, ანუ remedy laneს შემდეგ be ან scarsickი რომ სადღაც ცხრა ადამიანისთვის დორბლების დასხმის საგანი იქნება და "შედევრიას" ღრიალით გაიგუდებიან, მეათე გამოხტება და აუ ეს რა ***ბააო იტყვის მხოლოდ იმიტომ რომ 90იანების მოტივებს ვერ ელევა და ახლის მიღება არ უნდა. ამაზეც იგივე ხდება ახლა, ოღონდ უფრო სხვა კუთხით, რასაც ვუყურებ და ყველაზე მეტად ამაზე მეცინება ;დ ყველაზე საზიზღრობა რაღაც რომ გააკეთო, რაც შეიძლება მუსიკის მოყვარულმა ჩაიდინო, აი ძალიან შორიდან რომ შეხედო და საბჭოთა კავშირის ცენზორივით ვერდიქტი გამოიტანო, ალბომი ჰიბრიდია ძველი და ახალი საუნდის (თუ შეიძლება ასე დეფინიცია) და სადღაც ხუთი ნაბიჯით წინ გადამხტარი რამეა, უფსკრულში თუ სამოთხეში – პუშკინის ბაკებიანმა და ოთახში მზის სათვალით ჩამომჯდარმა ჯიგრებმა იფიქრონ
მე კი მოვუსმენ ალბათ მეექვსედ და ისევ ჟრუანტელი დამივლის ტანში undertowს რეპრიზზე
ყველა ალბომის გავლენას გაიგებ აქ.
ისეთი ალბომია რომ მართლა გიტყდება ტექნიკურ ელემენტებზე საუბარი, იმის და მიუხედავად რომ საუკეთესო ტრადიციებშია შესრულებული. ნებას თუ მისცემ ისეთ ემოციურ ცუნამის გამოუშვებს – დაგახრჩობს.
კონცეპტუალური ალბომია და საშინლად კარგად მოქმედებს მთლიან გამოცდილებაზე.
https://www.youtube.com/watch?v=VQNM5VUf0oA ცოტა ხნის წინ კლინიკაში იწვა ტიპი და კონცეფციაც ზუსტად ამაზეა აგებული. ანუ იდეაში play ღილაკის დაჭერით თეთრ პალატაში წვები და ვენაში უმი ემოციის ოკეანის წვეთოვანს გიკეთებენ. ძალიან პირადული ალბომია, ძალიან პირადული თემებით და მთელი მსოფლიოს ვნებით, ოღონდ საქმეც მაგაშია: შვედი ტიპის მოყოლილს კი არ უსმენ – თვითონ ხდები შვედი ტიპი. კიდევ ერთი რამ, თუ რატომ გავს remedy laneს.
უმეტესობა კომპოზიციების ისეთია რომ ძალიან ძნელია ასე უმოქმედოდ წოლა და მოსმენა, დგები და ყველაფერს ამტვრევ პალატაში.
ზოგი ისეთ რამეებს ჩაგჩურჩულებს, არ იცი გინდა რომ მხოლოდ შენ ტვინში ისმოდეს და არავინ მოკრას ყური, თუ მთელ მსოფლიოს ერთდროულად უღრიალებდეს იგივე თავში
https://www.youtube.com/watch?v=MreXYqelGPM. არა ძმაო, ვერ ილაპარაკებ ასე ამაზე ;დ უნდა მოუსმინო ;დ
ძალიან ატმოსფერული ალბომია. საავადმყოფოს სუნი ასდის
მთლიანი ალბომი ეს ის მომენტია როცა წვეთოვანს ბოლომდე მოუშვებენ
"Are you happy?"
Well... Are you blind?