============================================
============================================
============================================
როგორც ჩანს, 2011 წლის ზაფხული მართლაც, რომ ინდი თამაშების სეზონი გამოდგა.
არ გასულა დიდი ხანი, რაც Indie Games Summer Uprising! -ის შესახებ შევიტყვე (წუხელ წავიკითხე), დღეს კი ვაწყდები GameInformer-ის სტატიას, რომელიც იუწყება, რომ Super Meat Boy-ს ერთ-ერთი შემქმნელი, Edmund McMillen მუშაობს ახალ თამაშზე, რომელიც გამოვა აგვისტოში და რომლის ელექტრონული ვერსიაც გავრცელდება სტიმზე.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეს არ არის Team Meat-ის მორიგი თამაში (რომელიც ჯერ უცნობ თამაშზე მუშაობენ) და რომ თამაში იქნება Super Meat Boy-ზე პატარა.
მაკმილენი თავის პირად ბლოგზე ასევე წერს, რომ თამაშის წარმოება მისი რამდენიმე საყვარელი თამაშების გავლენის ქვეშაა.
მუსიკაზე მუშაობს ნიჭიერი კომპოზიტორი Danny Baranowsky (Canabalt, Super Meat Boy).
თამაში არის ნახევრად როლური ტიპის (Semi-RPG), სადაც შევხვდებით ბევრ ძალის მოსამატ ნივთს და სპეციალურ უნარებს (power-up items & special abilities).
ყველა ტურს ექნება თავისი განძის ოთახი (treasure room), მაღაზია და ბოსი. ასევე საიდუმლო/სპეციალური ოთახები, სადაც ინახება უნიკალური აითემები.
ამ ეტაპზე 'ისააკში' დაახლოებით 70 უნიკალური აითემია (pick-up item-ებს თუ არ ჩავთვლით), თითოეული სპეციალური ნივთი ოთხი ტიპისაა - Usable items, Special Weapon upgrades, Passive upgrades და stat boosters.
თამაშის მსვლელობასთან ერთად მთავარი პერსონაჟის აჭურვილობა მის გარეგნობასთან ერთად იცვლება და იზრდება (skill/appearance leveling).
ამჟამად თამაშში სულ 6 მიწისქვეშა დილეგია (dungeons), სამი ეპიზოდი, 6 ბოსი, 36 ტიპის მეტოქე და 4 ასარჩევი გმირი.
დეველოპერი წერს, რომ თამაშის საბოლოო რელიზისას მას სურს, რომ dungeon-ების რაოდენობა გაზარდოს 8-მდე, ბოსების 10-მდე და მტრების ტიპი 42-მდე.
აგვისტომდე (როცა უკვე თვითონ თამაში გამოვა) შემქმნელი არ აპირებს თამაშის შესახებ ინფორმაციის განახლებას. პროდუქტის ფასიც უცნობია.