დავხურე.. მოკლედ რა შემიძLია ვთქვა, პირველ რიგში ზოგადად ვიტყვი გეიმფლეიზე და სტილზე
გეიმფლეის მხრივ ეს არის პირველი Deus Ex-ის გაუმჯობესებული ვარიანტი, ლოკაციებიც და გასვლის გზებიც 80% ზუსტად პირველ თამაშს მაგონებდა, ღირსეული Deus Ex-ია და კარგი გამგრძელებელი. ზოგიერთ ადგილას მეგონა რო Deus Ex-ის რომელიღაც ლოკაციაში ვიყავი, მარა მერე ვაანალიზებდი რო საერთოდ სხვა ადგილას ვიმყოფები. ატმოსფერო პირველისგან განსხვავებულია მარა იმ შეგრძნებას არ კარგავს რო სამყაროში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და ერთი პერსონაჟის ხედვას ისევე მიყვება უბრალოდ სხვა სიუჟეტით. ვფიქრობ ასეთი ვიზუალური სტილი და ატმოსფერო უფრო უხდება ამ მოვლენებს რაც ხდება.
გადავიდეთ სთორიზე.. არ ვიცი რა უნდა დაუწუნო სთორის.. ძალიან კარგად არის შედგენილი და გამართული, არის ძალიან საინტერესო plot twist-ები, ჩნდება მორალური დამოკიდებულება მოვლენების მიმართ რაც ამძაფრებს მოვლენების აღქმას და გადაწყვეტილების მიღებისას მთლიანად მოთამაშეზე და მის მორალურ არჩევანზეა აქცენტი. თითონ თამაშის თავისუფლებაც ამაზე მეტყველებს, მაგალითად გათიშო ან მოკლა ვინც გინდა.. სუფთა roleplayng თვალსაზრისით არის მიდგომა ჩამოყალიბებული. ამას ხელს უწყობს და მეტად ამდიდრებს email-ები რომლებიც სხვადასხვა კომპანიების staff-ის კომპიუტერებშია მოცმეული და რომლის კითხვაც ხშირ შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას იძლევა სამყაროზე, რო აღარაფერი ვთქვა წიგნებზე. მთელი მოვლენები კი ემსახურება იმას რო სერიების დასაწყისი გაირკვა. დამუშავდა და შეივსო ის გარდამავალი პერიოდი რაც დღევანდელი დღიდან Deus Ex-ამდე იყო გამოტოვებული. ვინც პირველი ნაწილი იცის იცნობდა რამდენიმე პერსონაჟსაც რომლებსაც პირველში ძალიან დიდი როლი უკავიათ. ტიტრების შემდეგ ენდინგიც მაგაზე მეტყველებს.
საერთოდ Deus Ex სერიბის ხსენება მითუმტეს პირველი ნაწილის (და ახლაა უკვე HR-სიც) იწვევდა და გამოიწვევს სხვადასხვა ასოციაციებს ბიბლიურ თუ მითოლოგიურ სამყაროზე, რა ტქმა უნდა ფილოსოფიური ხედვით. ერთი სიტყვით სერიები მდიდარია და ტოვებს უზღვავ საფიქრალ მასალას, თუმცა ამას სხვადასხვა საკითხებში გარკვევა სჭირდება. ეს ყველაფერი კი ბოლოს მოთამაშის მორალურ არჩევანზე ხდება დამოკიდებული. თამაშს ტრეილერიდან ეტყობოდა რა იქნებოდა მთავარი თემა.. ადამის სიზმარი და ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი იკაროსი, საუნდტრეკის სახელიც ზუსტად იგივეა.. რა ხდება მითში? დედალოსი რომელიც არის ხელოვანი, ხუროთმოძღვარი და ერთი სიტყვით გენიოსი, საკუთარ შვილთან - იკაროსთან ერთად დატყვევებულია მისივე აგებულ ლაბირინთში. დედალოსი ცვილით და ბუმბულებით შექმნის ხელოვნურ ფრთებს რომლითაც გარბიან ლაბირინთიდან. გაფრენამდე კი იკაროსს აფრთხილებს როგორ და რა სიმაღლეზე იფრინოს. იკაროსი რომელიც არ ითვალისწინებს მამის რჩევას, ისწრაფის მზისკენ, ცვილი დნება, იკაროსი ვარდება და იღუპება. მითზე ძძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ერთ პარალელს გავავლებ ბიბლიური ღმერთისა და ადამის სიტუაციაზე, აქაც მსგავსი შემთხვვაა.. ადამი სინჯავს ხილს, ირგებს სიკეთისა და ბოროტის შეცნობის ძალას და აკეთებს არჩევანს რის შედეგადაც მისი ბუნება ეცემა. რა კავშირი აქვს თამაშს მითთან და ვინ არიან პერსონაჟების ანალოგები? დედალოსი, როგორც ბოლოს საკუთარ თავს ადარებს, ეს არის გენიოსი Hugh Darrow რომელმაც საფუძველი ჩაუყარა augmentation ტექნოლოგიას, ეს არის კაცი რომელიც ცდილობს იყოს "ღმერთი", "მამა", რომელიც "ზრუნავს" ხალხზე (სხვა საქმეა რამდენად გამოსდის ეს), მისი "მოტანილი ცეცხლი" სიკეთესთან ერთად სხვადასხვა სახის იარაღად იქცა. ხოლო იკაროსი ამ შემთხვევაში ვფიქრობ არის კაცობრიობა და არა Adam Jensen. მისი სახელი უბრალოდ სიმბოლურია როგორც სრულყოფილი augmented პიროვნების ვისი DNA-საც იყენებენ. ამ შემთხვევაში მისი როლი მთლიანად მოთამაშეზე ხდება დამოკიდებული როგორც ადამიანზე და ბოლო მონოლოგიც ასახავს მოთამაშის თამაშის სტილს ისევე როგორც მის პიროვნულ არჩევანს. ჩემი არჩევანი სიმართლეზე გაკეთდა და ენდინგმაც ზუსტად მომცა ის რაც მინდოდა. მოვლენების გაგრძელება JC Denton-ის ხელშია, რომელიცც თავის მხრივ სიმბოლური fictional ანალოგია JC=Jesus Christ და მისი როლიც მთლიანად მოთამაშეზეა დამოკიებული..უფრო მეტი საუბრისთვის ბევრი სპოილერია საჭირო და ამაზე პირად განხილვებში ჯობია დისკუსია : D საფიქრალი კი ბევრი დამრჩა : D
ადვილი შედარება რო გავაკეთო, ეს ორი სერია ერთმანეთთან ისეა როგორც Bioshock 1 და Bioshock 2, ჩემი აზრით უფრო ახლოსაც კი და ვთვლი რო ორივე სერია must play-ია და მხოლოდ ერთის ცოდნა უბრალოდ სიამოვნების 30%-ია, სრულფასოვანი შედეგი მხოლოდ ორივეს დახურვით მიიღწევა.
Deus Ex Human Revolution არის თანამედროვე კლასიკა რომელიც ბოლომდე მიყვება 2003 წელს არჩეულ მიდგომას სიუჟეტური თუ გეიმფლეის თვალსაზრისით.
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.