Unread post#1527 » 20 Apr 2022 19:28
The Batman (2022) - გუშინ ვუყურე და იმის მიუხედავად რო თავიდან ბოლომდე ჩაძირული ვიყავი, მაინც ობიექტური შეფასებით არაა ის რაც ბეტმენი უნდა იყოს. ეხლა ბენ აფლეკის ფსევდო ბეტმენს კი ჯობია, მარა ნოლანის დონეს ფეხის თითამდეც ვერ წვდება.
მომეწონა ბნელი წვიმიანი გარემო, არქჰემ ნაითს გავდა, ფერებიც 80-90-იანების ფილმებივით ჰქონდა და მსიამოვნებდა ატმოსფერო. მუსიკაც მომეწონა, ატმოსფერული იყო, კატის სცენებზე ტიმ ბარტონის ბეტმენიდან ირთვებოდა ინსტრუმენტი და ძალიან უხდებოდა ეგ, კარგი რეფერენსი იყო. ჰანს ციმერის ეპიკური და დინამიური მუსიკა არაა ეს, არც ეგ დონეა და არც აქვს პრეტენზია მარა ამ სეთინგს უხდება და კარგად მიდის. კომიქსებიდანაც იყო რეფერენსები და ეგაც მომეწონა, იმდენი არა რამდენიც ნოლანთან, მარა მაინც კარგი კომიქსები ქონდათ აღებული სახელმძღვანელოდ, თმცა ვერ ვიტყვი ამ რომელიმე კომიქსზე უკეთესი გამოვიდა რამე.
კასტზე გაორებული შეგრძნება მაქვს. შერჩეული მსახიობები ვიზუალურად რო ავიღოთ, სელინა, პინგვინი, ფალკონი და რიდლერი კარგებია, ბრიუსი, გორდონი და ალფრედი სხვა ტიპები არიან. შესრულების თვალსაზრისით პინგვინი და ფალკონი კარგად თამაშობენ, სელინას როლი უფრო ქაჩავს ვიდრე შესრულება, რომანტიკულ სცენებში უფრო ვარგა ეს გოგო აშკარად, ბრიუსი რაღაც dummy უფროა ვიდრე როლი, ამას დაყვები მაყურბეელი და ამასთან ერთად იძიებ საქმეს.
აი პერსონაჟებზე პრობლემაა სერიოზული: რიდლერი ძალიან შეცვლილი მანიაკია, და იმის მიუხედავად რო მსახიბი კარგად თამაშობს მანიაკს, რიდლერს მაინც არ თამაშობს. ფალკონი და პინგვინი კარგად ასრულებენ, გორდონი ვიღაც მენტია რიგითი დეტექტიური ფილმიდან, არ არის აქ გორდონის როლი გათავისებული თან გარი ოლდმენის გორდონის შემდეგ ეს არავინ არაა. ალფრედის და ბრიუსის ურთიერთობაც არაა გახსნილი, პროსტა მაჟორდომის როლშია ენდი სერკისი. სელინა სელინაა. აი ბრიუსი საშინელებაა, სიუჟეტურად გაუხსნელი და დაუმუშავებელია, ბეტმენის მთავარი არსი რაც არის - ოჯახი, ხუთ წუთში წყდება ამის ოჯახური დილემა, ის რაც შეიძლება ამ საუკეთესო დეტექტივს დიდი ხნით ადრე სცოდნოდა, ანუ ბეტმენი რომელიც საკუთარ ოჯახზე მარტივ სკანდალურ ინფორმაციას არ ფლობს, ის არაა ბეტმენი.. მესმის რო რაღაც დიდ საიდუმლოზე იყოს ლაპარაკი. გაფუჭებული პერსონაჟია მოკლედ და მსახიობიც რაღაც გაბრაზებულ პოლიციელს უფრო თამაშობს ვიდრე ბეტმენს და ეს დეპრესიული attitude არ არის საკმარისი ტრაგიკული როლის შესაქმნელად, ეგ მხოლოდ სტილია.
სიუჟეტშიც პრობლემებია. პირველი პრობლემა ჩნდება ქრონომეტრაჟში. პირველი საათნახევარი მიდის გემრიელი დეტექტიური ტრილერი და მიყვები ამას, აქ არც პერსონაჟების განვითარებაა არაფერი, უბრალოდ საქმის ძიება ატმოსფეურლ სეთინგში, მარა ნელნელა ჩნდება რო ეს დეტექტიური ბილდაფი სულ რო ამოიჭრას ფილმიდან, ფილმს არაფერი დააკლდება. ამ ბილდაფშიც ერთადერთი სელინას როლია საინტერესო თორე ბეტმენის პერსპექტივიდან ძალიან მოსაწყენია, იმის მიუხედავად რო hook აქვს და საინტერესოდ იყურება, ირკვევა რო დრო ტყუილად იკარგება და კულმინაციური ივენთები საერთოდ დამოუკიდებლად ვითარდება და ამას თუ დავამატებთ ბრიუსის ვერ განვითარებულ პერსონაჟს, გვრჩება მხოლოდ ესთეტიურად სასიამოვნო ექსპოზიცია. რიდლერის პერსონაჟიც ვერ ავსებს და ვერ უპირისპირდება ბრიუსის პერსონაჟს, ვილეინი ვილეინისთვის უფროა ვიდრე როგორც ხარისხიან ბეტმენებში სადაც ვილეინი ემსახურება ბეტმენის პერსონაჟის განვითარებას. სიუჟეტი დადის იქამდე რო პრივილეგირებული თეთრი მამრები, ცუდი ტიპები არიან - პირდპაირ დიალოგში ამბობს მაგას სელინა, სიუჟეტურად კი ბეტმენი ხდება ზანგების მესიანური ფიგურა, რომელიც თვითონაც თეთრებისგან გარიყულია. მთელი რიდლერის "თამაში", ბეტმენის გამოძიება, სელინას სიუჟეტური ბილდაფი ბოლოს ემსახურება ამ ერთ agenda-ს. ბეტმენი და ზანგები - კარგი ტიპები, თეთრები - ცუდი ტიპები.
რავიცი კადრებს ამოვჭრიდი და ჩემ სთორის დავადებდი. ერთხელ საყურებელი ატმოსფერული ფილმია 7/10
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.