Half-Life 2 Episode Two, Review

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 852

Half-Life 2 Episode Two

Unread post#1 » 11 Jul 2010 22:05

>>>


Half-Life 2: Episode Two
----------------------------------------------------------

• გამოშვების თარიღი: 2007 წლის 10 დეკემბერი
• შემქმნელი: Valve Corporation
• გამომშვები: Valve Corporation
• ჟანრი: FPS
•პლადფორმები: PC, PS3, X360
• ძრავა: Source 15(HDR ტექნოლოგიის მხარდაჭერით)

Half-Life 2: Episode Two — არის ეპიზოდების ტრილოგიის მეორე ნაწილი,რომლებიც აგრძელებენ Half-Life 2–ის ისტორიას. თამაში არის გაკეთებული FPS ჟანრში,ის შექმნა კომპანიამ Valve Corporation 2007 წელს. Episode Two შეიცავს Source ძრავის გაუმჯობესებულ ვარიანტს,ამის საშუალებით თამაშში კიდევ უფრო დაიხვეწა ფიზიკა და გრაფიკა წინა ნაწილთან შედარებით.

Valve–მ გადაწყვიტა,რომ ყოველი ეპიზოდი რამდენიმე კონკრეტულ თემატიკაზე უნდა იყოს შექმნილი,ამ ჯერად თამაშის ძირითადი ელემენტებია: ძალიან ვრცელი სამყარო,შორეული თავგადასავლები და წინა ნაწილებთან შედარებით გაცილებით არასწორხაზოვანი გეიმფლეი.მეორე ეპიზოდი წინა ეპიზოდზე დიდი გამოვიდა,ის შეიცავს 7 თავს,მათ გავლას დაახლოებით 8 საათი სჭირდება.თამაშის მოქმედება ვითარდება იმ მომენტიდან,სადაც დამთავრდა Episode One,ანუ ტყიანი ადგილიდან რომელიც განადგურებულ City 17-თან ახლოს მდებარეობს.

>>>

სიუჟეტი
------------------

ეპიზოდის სიუჟეტი იწყება იქ,სადაც დამთავრდა Episode One.Sity 17–ის განადგურების შემდეგ მატარებელი რომლითაც გორდონ ფრიმენი და ალექს ვენსი მიემგზავრებოდნენ მოხვდა ავარიაში.გორდონს და ალექსს თავისი ძალებით მოუწევთ ალიანსის მტრებამდე მიღწევა, და მათთვის იმ დისკის გადაცემა,რომელიც შეიცავს ინფორმაციას ალიანსის საიდუმლო გეგმებზე,მათ ასევე უნდა გადასცენ ალიანსის მოწინააღმდეგეებს მთავარი პორტალის სიხშირის კოდი,რომლითაც ალიანსი შეძლებს ისევ დაუკავშირდეს დედამიწას და ამით უცხოპლანეტელები დაიბყრობენ დედამიწას,ამ შემთხვევაში პლანეტა ვეღარ გადარჩება, აღსანიშნავია, რომ მეამბოხეების დაჯგუფებას ალექსის მამა, ილაი ვენსი, დოქტორი მაგნუსონი (ის თამაშის პირველ ნაწილშიც გვხვდება) და დოქტორი კლეინერი . პორტალის ტალღის სიხშირის კოდის ხელში ჩაგდების შემთხვევაში მეამბოხეები შეძლებენ პორტალის დახურვას.ყველაფერს კი ის ართულებს,რომ ალიანსის დაზვერვამ მიაგნო მეამბოხეების ბანაკს და უკვე მიემართებიან მისკენ,ალექსმა და გორდონმა უნდა იჩქარონ,რათა გადასცენ ინფორმაცია მეამბოხეებს და ასევე გააბრთხილონ ისინი იმის შესახებ,რომ ალიანსი მათ განადგურებას აპირებს.

>>>

თამაშის პროცესი
--------------------------------

მეორე ეპიზოდის ყველაზე გამორჩეული ელემენტია — ძალიან დიდი თავისუფლება,რომელიც მოთამაშეს ეძლევა: ტყეში მოთამაშეს ეძლევა ახალი ავტომობილი,რომლითაც შეუძლია თავისუფლად იმოგზაუროს,ხოლო გეიმფლეი ხდება გაცილებით არასწორხაზოვანი: დეველოპერებმა შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა და ის გაცილებით მრავალფეროვანი გახდა,თამაშში ყოველი შემდეგი ბრძოლა განსხვავდება მისი წინამორბედისგან.ტყიანი ტერიტორიების გარდა მოთამაშეს მოუწევს გაიაროს მიტოვებული მაღაროები,შხამიანი ჭიანჭველების ბუნაგი და სარაკეტო ბაზა — ყველა ეს ლოკაცია გამოირჩევა თავისი მაშტაბურობით.
მეორე ეპიზოდში არ არის ისეთი ყურადღება მიქცეული თამაშის კოოპერატიულ რეჟიმზე,როგორიც პირველ ეპიზოდში იყო: მართალია დროდადრო მოთამაშეს უწევს მისიების შესრულება ალექს ვენსთან ერთად,თუმცა თამაშის საკმაოდ დიდი ნაწილი ალექსი ამა თუ იმ მიზეზების გამო არ იმყოფება გორდონთან ერთად.
Episode Two–ში ცოტათი შეცვლილია მოთამაშის ინვენტარი:ფანარი მუშაობს გორდონ ფრიმენის კოსტიუმის ბატარიის გარეშე.თამაშის შემქმნელებმა გრავიტაციული იარაღი კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახადეს,მოთამაშეს შეუძლია გაცილებით მეტი სახის ობიექტი ესროლოს მტერს ამ იარაღის დახმარებით.

ინოვაციები:
------------------

ახალი მოწინააღმდეგეები
---------------------------------------

>>>

მონადირე. ეს არის სამ მეტრიანი სამ ფეხა არსება.მონადირეს თავისი პატარა ზომების გამო შეუძლია შეაღწიოს შენობებში ან სხვა თავშესაფრებში,სადაც თითქოსდა ვერცერთი მოწინააღმდეგე ვერ შეაღწევდა.ეს არსებები ასევე გამოირჩევიან მათი გუნდური მოქმედებებით.მონადირე საკმაოდ ძლიერია ხელჩართულ ბრძოლაში და შეუძლია შეუტიოს მოთამაშეს სირბილისას,ასევე მას შეუძლია ფეხებით განახორციელოს შეტევები.მომავალში ის ისვრის ბომბებს,რომლებიც ეკვრება მყარ საგნებს და შემდეგ ფეთქდება(თუ ბომბა გორდონს მოხვდება,მას სერიოზული ზიანი მიადგება).მონადირე კარგად არის ბრონირებული და საკმაოდ ძლიერია; მისთვის ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება შეიძლება MP-7–დან გასროლილი ყუმბარების საშუალებით,მას ასევე დიდ დარტყმას აყენებს სხვადასხვა ფეთქებადი საგნები,რომლებიც სროლას გრავიტაციული იარაღის საშუალებით შეიძლება.რაკეტა RPG (თამაშის ადვილ და საშუალო დონეებზე),იმპულსური შაშხანიდან გასროლილი პლაზმური ბურთი და ავტომობილით დაჯახება(როდესაც მას სიჩქარე აქვს აკრეფილი) ანადგურებს მონადირეს ერთი დარტყმით.

>>>

მუშა ჭიანჭველა. თამაშის გასვლისას მოთამაშეს წინ ეღობება ჭიანჭველების ბუდე.სხვა ჭიანჭყველებისგან განსხვავებით მუშა ჭიანჭველა არ ესხმის მოთამაშეს ახლოდან,იგი ცდილობს მისგან თავი შორს დაიჭიროს და მის განადგურებას მჟავის საშუალებით ცდილობს,რომელსაც შორიდან ისვრის.მჟავიანი სითხის მოხვედრისას მოთამაშეს დროებით აკლდება სიცოცხლე.სიკვდილის მომენტში მუშა ჭიანჭველა ყველა მხარეს მჟავას ასხამს.

>>>

მუშა ჭიანჭველის მატლები. . ეს არსებები მოთამაშის სიცოცხლისთვის უსაბრთხოები არიან.ამის გარდა მათი სიკვდილის შემდეგ მათგან ცვივა ყვითელი ბურთულები,რომლებიც მოთამაშეს სიცოცხლეს უმატებენ,თუ მოთამაშეს აქვს დარჩენილი ცოტა სიცოცხლე,ამ ბურთულების საშუალებით მას ბევრი სიცოცხლე ემატება,ვიდრე მაშინ,როდესაც ის თითქმის ჯანმრთელია.ასევე მატლები მათი სინათლით ეხმარებიან მოთამაშეს ბნელი ადგილების გავლაში.

>>>

ჭიანჭველების ბუნაგის დარაჯი. ბუნაგის დარაჯი მოთამაშეს მიყვება კუდში,როდესაც იგი მოგზაურობს ბუნაგში,თამაშის მეორე თავში.ამ მონსტრის მოკვლა არ შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო,მხოლოდ მისგან გაქცევაა შესაძლებელი.მესამე თავში დარაჯი ამოდის ბუნაგიდან ზედაპირზე,ახლა კი მოთამაშე უკვე ვალდებულია მოკლას იგი.

>>>

სწრაფი ზომბი. ეს ზომბი ჩვეულებრივი ზომბისგან განსხვავდება გადაადგილების განსაკუთრებული სიჩქარით.

ახალი ტრანსპორტი
-----------------------------

>>>

Episode Two–ში არის ტრანსპორტის ახალი სახეობა — ორადგილიანი ავტომობილი,ცნობილი როგორც ყველაგნმავალი (ინგლისურად Hotroad).
ეს ავტომობილი მოთამაშემ მიიღო თამაშის პირველ თავში,ამ ტრანსპორტის საშუალებით გორდონი და ალექსი მიდიან მეამბოხთა ბაზაში,ამის შემდეგ კი მისი მოხმარება მოთამაშეს კიდევ ერთხელ,თამაშის ბოლო თავში მოუწევს.სპეციალურად ალექსისთვის შეიქმნა მანქანაში ჩაჯდომის სხვადასხვა სახეები,იგი მანქანაში სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვანაირად ჯდება.ალექსს შეუძლია სროლა მაშინ,როდესაც მანქანა მიდის,მაგრამ ამას ხშირად ვერ აკეთებს რადგან დამიზნებას ბევრ დროს ანდომებს (შემქმნელების თქმით ეს გაკეთდა იმისათვის,რომ ძალები სწორად იყოს დაბალანსებული და თამაშის ეს ელმენტი უფრო რეალისტურად გამოიყურებოდეს).
თამაშის მსვლელობისას ყველგანმავალს ახალი შესაძლებლობები ემატება,მაგალითად რადარი,რომელიც მიანიშნებს საიდუმლოებებზე და შეიარაღებებზე,რომლებიც დამალულია რუკაზე.ამის შემდეგ რადარს კიდევ ემატება რამდენიმე ფუნქცია: მასზე მტრები წითლად არიან გამოსახული,ის აგზავნის სიგნალს ფრიმენის HEV–კოსტიუმზე,თუ ის დაიკარგება ამის საშუალებით ადვილად შეიძლება მისი მოძებნა.

ახალი იარაღი
-----------------------------

>>>

Half-Life 2 Episode Two–ში გორდონ ფრიმენის შეიარაღება პრაქტიკულად უცვლელია.
როდესაც მოთამაშე ეპიზოდის დასასრულს მიუახლოვდება,გადამწყვეტი ბრძოლის წინ დოქტორი მაგნუსონი (ის გორდონ ფრიმენს მთელი თამაშის განმავლობაში ეხმარება,სწორედ ის დაეხმარა მას რადარის გაუმჯობესებაში) ასწავლის გორდონს,თუ როგორ გამოიყენოს დოქტორის მიერ შექმნილი ბომბები მტრების გასანადგურებლად — მაგნუსონის მოწყობილების მტრებისთვის სროლა შესაძლებელია გრავიტაციული იარაღის საშუალებით,როდესაც ეს მოწყობილება მოხვდება მტერს,იგი მას ეკვრება,ამის შემდეგ საჭიროა ერთი ზუსტი გასროლა ამ ბომბის მიმართულებით და მტერი ნაწილებად დაიშლება (ბომბის აფეთქების გამო).თუმცა თმაშის ბოლო ტურში მონადირეები ცდილობენ მოწინააღმდეგეზე მიკრული ბომბი მოწყვიტონ და მოიშორონ,ეს საკმაოდ ამცირებს მანგუსონის მიერ შექმნილი მოწყობილების ეფექტურობას.

თამაშის მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები
---------------------------------------------------------------------

• პროცესორი: Intel ან Amd 1.7 Ghz
• ოპერატიული მეხსიერება: 512 Mb
• ვიდეოკარტა: 128 Mb
• თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 5 Gb
სტატია ნათარგმნია wikipedia.ru–დან
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Half-Life 2 Episode Two

Unread post#2 » 12 Jul 2010 02:20

იმის მიუხედავათ, რომ უკვე უამრავი სტატიაა ამ თამაშზე, მაინც კარგია რო წერს ხალხი, სტატიები ერთმანეთისგან განსხვავდება და მრავალფეროვანი ინფორმაცია ხდება ფანებისთვის ხელმისაწვდომი. კარგიხარ გრიგოლიჩ =)
ისე ეს ეპიზოდი ყველაზე ძალიან მიყვარს და ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით ეს გამოვიდა სამიდან.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Half-Life 2 Episode Two

Unread post#3 » 12 Jul 2010 02:23

ხო განვიტარებას განვიცდი :D ისე ამ ნაწილზე ვაფშე არ იყო ინფორმაცია საიტზე და მაგიტო ვთარგმნე

მადლობა შექებისთვის
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Half-Life 2 Episode Two

Unread post#4 » 12 Jul 2010 02:31

მე საერთოთ ეს თამაში ვიგულისხმე მთლიანობაში, თითქმის ყველა სერიაზე წერია სტატია და კარგია ძაან.
თითონ თამაშს რაც შეეხება მართლა მრავალფეროვანია წინა ეპიზოდებთან შედარებით, მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა უფრო საინტერესო იყო და თვთონ ახალი მოწინააღმდეგეებიც მაგრა ორიგინალურად ჯდებოდა თამაშის სეთინგში. მანქანა ვაფშე რულავდა, რაღაც ძმაკაცივით შემიყვარდა და მისწორდებოდა ტარება. ბოლო მისიებში იარაღს ირებდი იმითიც კარგად გავერთე, ერთი სიტყვით მშვენიერი ეპიზოდი იყო, მაგრამ შუთერები მაინც ვერ შემაყვარა. FPS'ის სიყვარული ბიოშოკის მერე გამიჩნდა, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Half-Life 2 Episode Two

Unread post#5 » 12 Jul 2010 03:25

fps ის სიყვარული ულაპარაკოდ HL მა გამიჩინა მე
რომ მახსენდება
პატარა ლაწირაკი ბავშვი ვიყავი როგორ ვთამაშობდი HLს
ბავშვობიდან მიტაცებს ვიდეო თამაშები
მიტაცებს ეს რათქმაუნდა მარტივადაა ნათქვამი...
HL ეს ისაა რამაც გამზარდა გეიმინგში
გეიმინგში კი არა HL ის ლოგოებს ვხატავდი გარეთ გარაჟებზე ცარცით და ჭკუაზე არ ვიყავი :D
და ძალიან მიხარია რომ გხედავთ თქვენ :D ვხედავ თქვენს პოსტებს და ვხედავ თქვენს სიყვარულს HLისადმი
ეს რა პონტია იცით? ჰმმმმმ როგორც მაგალითად ხარ მზრუნველი დედა
ან მზრუნველი მამა და სკოლაში მშობელთა კრება რომ აქვს ბავშვს და მასწავლებელი თქვენს შვილს რომ აქებს :D
აი მემგონი ესეთ სიხარულს უტოლდება ჩემი გრძნობა :D
ერთი სიტყვით HL RULZZZZZZZZ (p.s. ეხლა ამ პოსტს რომ ვკითხულობ მგონია რომ POP დავჩაგრე :( აი რატომ არ უნდა გყავდეს ორი შვილი :D )

სტატიას რაც შეეხება +1 შენ ჯიგარო (მეტს არ აძლევს თუ არ მაქვს უფლება რომ მოგცე ვერ გავარკვიე ) ეხლავე Add Replyს ვხევ თუ არა კრიტიკალს ჩავუჯდები ჩემი ჩაწითლებული თვალებით კითხვას
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Half-Life 2 Episode Two

Unread post#6 » 12 Jul 2010 11:49

WmX.RipsteR

ძალიან დიდი მადლობა დადებით შეფასებისთვის,თამაშს რაც შეეხება Half-Life 2-ს ვთამაშობდი და ბოლო მისიებში ვეღარ გაქაჩა კომპმა,რაც ვითამაშე უბრალოდ მართლაც შესანიშნავი თამაშია,ყველასგან განსხვავებული და ძალიან განვითარებადი

და ქულის დაწერას რაც შეეხება,1–ზე მეტს ვერ დაუწერ ვერავის :)
smothered in the crib

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 161 guests