Final Fantasy [SQUARESOFT]
თამაში შეიქმნა Square-ის მიერ და გამოვიდა 1987 წელს იაპონიაში, 1990 წელს კი ამერიკული რელიზიც გამოჩნდა. ეს იყო პირველი სერია Final Fantasy სერიებში რომელიც Nintendo ზე დაიწყო. თამაშის გაუმჯობესებული ვერსიები კი მეორე სერიასთან ერთად გამოვიდა Wonderswan Color ზე, Gameboy Advance ზე Playstation ზე და Playstation Portable-ზე. თამაშის მთავარი დიზაინერი და შემქმნელი იყო Hironobu Sakaguchi ხოლო მხატვარი Yoshitaka Amano. თამაშმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ამ ჟანრის პოპულარობაშიც უდიდესი წვლილიც შეიტანა. სიუჟეტი ვითარდება სამყაროში სადაც არის 3 კონტინენტი. სამყარო დამოკიდებულია ოთხ მანათობელ სფეროზე, რომლებიც თითოეულ ელემენტს განაგებენ, მიწას, ცეცხლს, წყალს და ჰაერს. Final Fantasy-ს სამყარო დასახლებულია ადამიანებით, გნომებით, ელფებით, სირინოზებით, დრაკონებით და რობოტებით. ადამიანთა გარდა თითოეულ რასას თითო ქალაქი გააჩნია. მაგრამ ზოგიერთი რასის ინდივიდი სხვადასხვა ქალაქებშიც გვხვდება. თამაშამდე ოთხი ასეული წლით ადრე, Lefein-ის ხალხმა გამოიყენა ქარის ძალა მფრინავი გემებისა და უზარმაზარი სადგურის შესაქმნელად, მათი ქვეყანა დაემხო და ქარის სფერო ჩაქრა. 200 წლის შემდეგ სასტიკმა შტორმებმა ჩაძირეს ტაძარი, რომელიც ოკეანის ცივილიზაციის ცენტრად ითვლებოდა, რის შემდეგაც წყლის სფეროც ჩაქრა. ამას ცეცხლის და მიწის სფეროების ჩაქრობა მოყვა, რაც ხანძრების გავრცელებაზე და ქალაქ Melmond ის მიწათმოქმედების განადგურებაზე აისახა. რაღაც დროის შემდეგ Sage Likhan-მა ოთხი სინათლის მეომრის გამოჩენა იწინასწარმეტყველა რომლებიც სამყაროს გადაარჩენდნენ. თამაში ოთხი ახალგაზრდა სინათლის მეომრის გამოჩენით იწყება რომლებსაც თითოეულს ჩამქრალი სფეროები აქვთ.
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Playstation
Playstation Portable
Final Fantasy II [SQUARESOFT]
თამაში 1988 წელს გამოჩნდა იაპონიაში Famicom ებზე. შემდეგ კი პირველ ნაწილთან ერთად სხვადასხვა პორტირებები გაკეთდა. თამაშის თავდაპირველი ვერსია იაპონიის გარეთ არ გასულა ისევე როგორც მესამე ნაწილის. თამაშის სიუჟეტი ვითარდება 4 ახალგაზრდა პერსონაჟის გარშემო, რომელთა მშობლბიც Palmacia-ს იმპერიის შემოჭრის დროს დაიღუპნენ. ოთხიდან სამი გმირი იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებაში ჩაერთვებიან. ესენი არიან Firion (Frioniel იაპონურ ვერსიაში) - Fynn-ის ქვეყნის მცხოვრები, Maria - ნაზად მოლაპარაკე მშვილდოსანი და იმპერიის თავდადებული მტერი, Guy (Gus Playstationის რიმეიქში) - უბრალო ბერი რომელსაც ცხოველებთან ლაპარაკი შეუძლია და Leon (Leonheart იაპონურ ვერსიაში) - Dark Knight რომელიც თამაშის უმეტეს ნაწილში არ ჩანს, თამაშის განმავლობაში ისინი დადიან მისიებზე და ღებულობენ ახალ იარაღებს და მაგიებს, ანადგურებენ მტრის Superweapon ებს და ტყვეობიდან იხსნიან აჯანყებულთა წამყვან წევრებს. ასევე თამაშის მანძილზე party ს ეხმარება კიდევ ხუთი პერსონაჟი : Gordon – Kas’ion ის პრინცი და აჯანყების მონაწილე, Joseph - ქალაქ Salamand ის მოსახლე, Leila - პირატი, Minwu – White Mage და Ricard Highwind (Gareth რიმეიქში) რომელიც სერიებში პირველი dragoon ია
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Playstation
Playstation Portable
Final Fantasy III [SQUARESOFT]
თამაში გამოვიდა 1990 წელს Famicom ზე, იაპონიაში. ეს სერია ქვეყნის გარეთ არ გასულა. თამაშის რიმეიქი მოგვიანებით 2006 წლის აგვისტოში გაკეთდა DS ზე მაგრამ Squareenix ის მცდელობამ მარტო DS-ს მფლობელებს ასიამოვნა ცოტა ხნით. 3D გრაფიკა ძალიან არ მოუხდა ამ თამაშს. ეს არის პირველი თამაში რომელმაც სერიებში შემოიყვანა command ები : Steal და Jump. ასევე Summon ებიც პირველად აქ გამოჩნდნენ. ათი ათასი წლის წინ თამაშის დაწყებამდე, მფრინავ კონტინენტზე, რომელიც უცნობი პლანეტის ზედაპირიდან შორს მაღლა იყო ჰაერში, ტექნოლოგიურად განვითარებულმა ცივილიზაციამ ისწავლა მოეხმარა სინათლის კრისტალის ოთხი ელემენტი. მათ არც უფიქრიათ რომ ბუნების ძალის კონტროლს ვერ შეძლებდნენ. ეს სინათლის ძალა შთანთქავდა მთელ სამყაროს რომ არ ყოფილიყო მისი საწინააღმდეგო ბნელი კრისტალის ოთხი ელემენტი. სინათლისა და სიბნელის ბალანსის დარღვევის გამო ოთხ მეომარს მიენიჭა ბნელი კრისტალის ძალა, მათ უნდა შეეჩერებინათ სინათლის კრისტალი. ისინი ცნობილი იყვნენ როგორც Dark Warriors და მათ მოახერხეს სამყაროში ბალანსის და ჰარმონიის შენარჩუნება მაგრამ მათი გამარჯვება გვიანი აღმოჩნდა განადგურებული ცივილიზაციის გადასარჩენად. მათი კულტურა დაინგრა, კონტინენტი კი ისევ ჰაერში ლივლივებდა. ამავე კონტინენტზე Gulgan-ების წრემ რომელიც შედგებოდა ბრმა წინასწარმეტყველებისა და მკითხავებისაგან, ამ მოვლენების გამეორება იწინასწარმეტყველა. სთორი ვითარდება ოთხი ახალგაზრდას გარშემო, რომლებიც შეკავშირებულნი არიან სინათლის კრისტალთან. კრისტალი მათ ანიჭებს თავის ძალას, და ავალებს რომ აღადგინონ ბალანსი.
Final Fantasy IV [SQUARESOFT]
თამაში შეიქმნა და გამოიცა Square ის მიერ 1991 წელს. თავდაპირველი ვერსია იყო Super Famicom ზე, შემდეგ კი პორტირებები გაკეტდა Playstation-ზე, Wonderswan-ზე და Gameboy Advance-ზე. თამაში ამერიკაში გამოვიდა სახელით Final Fantasy II, რადგან მეორე და მესამე ნაწილი მარტო იაპონიაში რჩებოდა. 2007 და 2008 წელს მისი რიმეიქები გამოვიდა DS ზე მაგრამ ორიგინალის თამაში მაინც ჯობია. თამაშმა წარმოადგინა ინოვაციები რომელმაც საკმაო გავლენა მოახდინა role playing თამაშებზე. თამაშის Active Time Battle სისტემა გამოყენებული იქნა მომდევნო თამაშებში და წინა ნაწილებისგან განსხვავებით ყველა პერსონაჟს მიეცა უცვლელი კლასი. სიუჟეტი ასახავს Dark Knight-ის Cecil ის ისტორიას, თუ როგორ ცდილობს შეაჩეროს Golbeze კრისტალების მოპოვებისა და სამყაროს განადგურებისგან. თავისი თავგადასავლის მანძილზე ი შეხვდება პერსონაჟებს, რომლებიდანაც ზოგი იღუპება ზოგის ბედი კი თავად მოთამაშეზეა დამოკიდებული. სულ არის 12 სათამაშო პერსონაჟი, თუმცა მათი party-ში შემოყვანა და გაშვება მხლოდ სთორილაინზეა დამოკიდებული. თავიდან მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟია ცნობილი: მთავარი პერსონაჟი Cecil Harvey, რომელიც არის Baron ის სამეფოს ელიტარული საჰაერო საბრძოლო ძალების ქვედანაყოფის Red Wings ის კაპიტანი. ის ბავშვობიდან ემსახურება სამეფოს თავის მეგობართან Kain Highwind-თან ერთად. Rosa Joanna Farrell - white mage და archer, Cecil ის სასიყვარულო ინტერესი. Cid Pollendina, Cecil ის მეგობარი, რომლის მიერაც აიგო Red Wings ის საჰაერო ხომალდები. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად კი შევხვდებით summoner Rydia-ს, Mysidia-ს სამეფოს ლეგენდარულ sage Tellah-ს, Damcyan ის პრინცს Edward Chris von Muir-ს, Fabul ის ბერების წინამძღვარს Yang Fang Leiden-ს, Mysidia-ს მაგიური სოფლის მოწაფე ტყუპებს black mage Palom-ს და white mage Porom-ს, Eblan ის სამეფოს ninja პრინცს Edward "Edge" Geraldine და Lunarian ების მცველ FuSoYa-ს
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Super Nintendo Entertainment System
Playstation Portable
Final Fantasy V [SQUARESOFT]
თამაში თავდაპირველად 1992 წელს გამოჩნდა იაპონიაში Super Famicom ზე, მეორე და მესამე სერიის მსგავსად ქვეყნის გარეთ არც ეს ნაწილი გასულა, თუმცა მოგვიანებით პორტირებები გაკეთდა Playstation ზე და Gameboy Advance ზე. ასევე გამოვიდა anime ova Final Fantasy: Legend of Crystals რომელიც ასახავდა თამაშის შემდგომ მოვლენებს. თამაში დადებითად შეფასდა თავისი ახალი სისტემის გამო სადაც პერსონაჟებისთვის მრავალი სახის მიცემა იყო შესაძლებელი. ამას განაპირობებდა ახალი სისტემა Job System, რომელიც სხვადასხვა პროფესიებს მოიცავდა. ეს იყო ამ თამაშის მთავარი აღსანიშნავი ელემენტი რომელიც Hiroyuki Ito-მ წარმოადგინა. მოთამაშეს შეეძლო პერსონაჟისთვის 22 (26 GBA ვერსიაში) უნიკალური პროფესია მიეცა. ამ სერიაში ასევე გამოჩნდა ახალი პროფესიებიც Blue Mage, White Mage, Mime, რომლებმაც ბრძოლაში ახალი ელემენტები შემოიტანეს. ამდენი პროფესიის გამო თამაშის პერსონაჟები მხოლოდ ხუთნი არიან: Bartz Klauzer - მოხეტიალე თავგადასავლების მაძიებელი რომელიც თამაშის დასაწყისში თავის ჩოკობო Boko-სთან ერთად, ჩამოვარდნილი მეტეორის გამოსაკვლევად წავა. Lenna Charlotte Tycoon - პრინცესა რომელიც საკუთარ მამის კვალს მიჰყვება Wind Shrine-ისკენ, Galuf Doe - იდუმალებით მოცული მოხუცი რომელსაც Bartz ჩამოვარდნილ მეტეორთან პოულობს, Faris Scherwiz - ლამაზი პირატი რომელიც შემდეგ party-ს უერთდება, მისი წარსული ასევე დაკავშირებულია პრინცესა Lenna-სთან და Krile Mayer Baldesion - Galuf-ის შვილიშვილი რომელიც მასთან ერთად მოგზაურობს.
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Super Nintendo Entertainment System
Gameboy Advance
Final Fantasy VI [SQUARESOFT]
პირველი Final Fantasy სერია, როდესაც სერიების შემქმნელი Hironobu Sakaguchi უკვე producer-ად გვევლინება, director ობა და ტექნიკური მხარეები Yoshinori Kitase-ს და Hiroyuki Ito-ს დაევალა, თუმცა Sakaguchi უკვე თამაშის Mastermind გახდა და ყველაფრის მითითებას იძლოდა, როგორც სცენარში ასევე ტექნიკურ მხარეებშიც. თამაში 1994 წელს გამოვიდა იაპონიაში ხოლო ამერიკაში Final Fantasy III ის სახელით გამოჩნდა, წინა სერიების იაპონიიდან არ გასვლის გამო. შემდეგში პორტირებბი კვლავ გაკეთდა Playstation ზე და Gameboy Advnce ზე. წინა სერიებისგან განსხვავებით თამაშის მხატვრული მხარეც ძალიან შეიცვალა, medieval setting-ებიდან სამყარო steampunk ში გადავიდა. ასევე არის საზოგადოებრივი სტრუქტურის პარალელები მე-19 საუკუნის მეორე ნახევართან, ოპერითა და მხატვრული ნიმუშებით რომელიც თავის როლს ასრულებენ თამაშში, ტექნოლოგიური დონეები კი შედარებულია მეორე ინდუსტრიალურ რევოლუციის ეპოქასთან. ჩრდილოეთის ქალას Narshe-ში არის რკინიგზადა ქვანახშირის საბადო, ხოლო Figaro-ს სამეფოში მზადდება თანამედროვე ინჟინერიის ნიმუშები (ბენზოხერხი, დრელი, ავტომატური არბალეტი). კომუნიკაციის სისტემა კი ჯერ არ განვითარებულა ამიტომ კავშირათვის მტრედებს იყენებენ წერილის წასაღებად. სიუჟეტი დაფუძნებულია fantasy სამყაროში და ასახავს აჯანყებულთა ისტორიას იმპერიის წინააღმდეგ. თამაშში არის 14 პერსონაჟი, მთავარ სერიებში ყველაზე მეტი და შესაძლებელია მათი მრავალ მხრივ განვითარება. თითქმის ყველას შეუძლია სტატუსის ნივთების relic ების გამოყენება, სხვადასხვანაირი იარაღების ხმარება, მაგიური ქვების - magicite ების გამოყენება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია Esper-ების ანუ როგორც წინა სერიებში ცნობილი Summon-ების გამოძახება.
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Super Nintendo Entertainment System
Gameboy Advance
Final Fantasy VII [SQUARESOFT]
სერიების მეშვიდე ნაწილი. ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, თავიდან თამაშის გამოსვლა იგეგმებოდა Super Nintendo-ზე, შემდეგ გადავიდნენ Nintendo 64 ზე მაგრამ საბოლოოდ Squaresoft-მა უარი თქვა Nintendo-ზე სერიების გაგრძელებაზე კარტრიჯების მცირე ტევადობის გამო და საბოლოოდ თამაში Playstation-ზე გამოუშვეს, მართალია ამ ქმედებამ შემდგომში Squaresoft ის მთლიანად დაშლა გამოიწვია და ცალკეული ხალხი თუ დარჩა მაგრამ მათ მაინც მოასწრეს ისეთი შედევრების გამოშვება რომლებიც დღეს სამაგალითოა ამ ჟანრისთვის. ყველაფერი კი FF VII ით დაიწყო რომელიც 1997 წელს გამოვიდა Playstation ზე. 1998 ში თამაში PC ებისთვისაც გამოუშვეს მაგრამ sound ები ძალიან დაბალი ხარისხის იყო. თამაში იყენებდა 3D პერსონაჟებს უკვე დარენდერებულ backgound ზე. ამჯერად უკვე Yoshitaka Amano-სპერსონაჟების არტები Tetsuya Nomura-ს მანგის სტილის არტებმა შეცვალა. თამაში გაყვა FF6 ის კვალს და ძველი სერიებისგან განსხვავებით ეს ნაწილიც განვითარებული ტექნოლოგიების ანტი უტოპიურ სამყაროშია დაფუძნებული. მთლიანობაში თამაშში წარმოდგენილი ტექნოლოგიები და საზოგადოება უახლოვდება ინდუსტრიალურ და პოსტინდუსტრიალურ science fiction-ს. თამაშში არსებული სამყარო მოიხსენიება როგორც Planet ან Gaia რომელიც შედგება 3 დიდი მიწისგან. თითოეულ კონტინენტს გააჩნია კარგად დამუშავებული და დასამახსოვრბელი ლოკაციები. აღმოსავლეთის კონტინენტზე არის მთავარი ინდუსტრიალური მეტროპოლისი Midgar, სადაც მდებარეობს Shinra-ს შტაბბინა. ასევე Shinra ასრულებს დეფაქტო მთავრობის როლსაც. ამ კონტინენტზე არსებული სხვა ლოკაციებია ქალაქი Junon რომელზეც Shinra-ს სამხედრო ბაზაა, ასევე Fort Condor, Chocobo Ranch, და პატარა სოფელი Kalm რომელიც შუასაუკუნეების ევროპული სოფლის სტილშია შექმნილი. დასავლეთის კონტინენტზე არის Gold Saucer - რომელიც წარმოადგენს გასართობ პარკს, მის ქვეშ კი საპატიმრო Corel Prison-ია. ასევე არის ზღვისპირა ქაალქი Costa Del Sol, პატარა ქალაქი Gongaga რომელიც დანგრეული Mako რეაქტორის ნარჩენებს ინახავს, Mt. Nibel-ის ქვეშ დასახლებული ქალაქი Nibelheim, Rocket Town და Cosmo Canyon, რომელიც ბუნებაში ჰარმონიული ცხოვრების მაგალითია. ამ კონტინენტის დასავლეთით კი არის კუნძული სადაც მდებარეობს თანამედროვე იაპონურ და ჩინურ სტილში დამუშავებული ქალაქი Wutai. ჩრდლოეთის კონტინენტი მძიმედ დათოვლილი მასაა, აქ მდებარეობს სათხილამურო კურორტი, City of The Ancients და Northern Crater სადაც თამაშის ფინალური მოვლენები წყდება. უდიდესი ენერიის მწარმოებელი კომპანია Shinra Inc. მოიპოვებს პლანეტის სიცოცხლის ენერგიას და იყენებს ისე როგორც წიაღისეულ საწვავს. დამუშავებული პროდუქცია კი გვევლინება Mako-ს და Materia- სახით. ამ მატერიალების გამოყენებით მის მომხმარებელს შეუძლიათ უძველესი ცოდნა მიიღონ. თუმცა როგორც ყველა საწვავი ეს პლანეტის სასიცოცხლო ენერგიაც იშრიტება და პლანეტას უდიდეს საფრთხეს უქმნის, მაგრამ Shinra ყოველვარი სინანულის გარეშე აგრძელებს მის მოპოვებას. Midgar ში ყალიბდება აჯანყებულთა ჯგუფი "AVALANCHE" რომლებიც Midgar-ში არსებულ Mako რეაქტორებს უტევენ. თამაშიც სწორედ ასე იწყება, მთავარი პერსონაჟი Cloud Strife ამ ჯგუფში წევრიანდება. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ნათელი გახდება Cloud ის წარსულიც, ასევე წინ არის ნამდვილი ბრძოლა, რომელიც კავშირშია შორეულ წარსულთან. თამაშის სთორის დიდი კავშირი აქვს სხვადასხვა რელიგიურ და ფილოსოფიურ ცნებებთან, თავიდან Hironobu Sakaguchi აპირებდა დეტექტიურ სთორის მაგრამ მისი დედის გარდაცვალების გამო ის ჩაუღრმავდა სულიერი სამყაროს, სიცოცხლისა და სიკვდილის თემატიკას და თამაშშიც ბევრი პარალელის მონახვა შეიძლება Lifestream-ზე, Aeris-ზე და Sephiroth-ზე
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Playstation
Playstation 4
Steam
Nintendo Switch
Final Fantasy VIII [SQUARESOFT]
შემდეგი სერია რომელიც ასევე Playstation ზე გამოვიდა 1999 წელს, შემდეგ კი Windows ზეც გამოჩნდა 2000 წელს. წინა სერიების მსგავსად ეს თამაშიც 3 მთავარი რეჟიმისგან შედგება, სამყაროს რუქა, ლოკაციები და საბრძოლო ეკრანი. სამყაროს რუქა აქ უკვე ძალიან მრავალფეროვანია და მოძრაობა შესაძლებელია მანქანით, რომლის გამოყვანაც შესაძლებელია რენტით, მატარებლით, რისთვისაც სადგურებია რუქაზე, Chocobo, თუ სპეციალურში წარმატებით დასრულდება მისი დაჭერა და მფრინავი ხომალდებით რომელიც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ხდება შესაძლებელი. თამაშში წარმოდგენილია ახალი სისტემა Junction System, სადაც პერსონაჟის სიძლიერის, სტატუსების და ენერგიების განვითარება, მაგიების გარკვეული რაოდენობის მოხმარებით არის შესაძლებელი, ეს სისტემა ასრულებს Inventory-ს როლს. მაგიის მოპოვება შეიძლება ბრძოლაში მონსტრებისგან, ასევე არის წერტილები რუქებზეც. თამაშის ერთერთი გასართობი მხარე არის Triple Triad, ეს არის თამაში თავისი დადგენილი წესებით, ხოლო მისი თამაში შსაძლებელია ”კარტებით” რომელზეც ამ სერიაში არსებული ყველა მონსტრი, პერსონაჟი ან summon-ია გამოსახული. სხვა მრავალი RPG-სგან განსხვავებით Final Fantasy VIII-ის Experience სისტემაში თითოეულ Level ზე გადასვლას სჭირდება მხოლოდ 1000 Point, მონსტრების სიძლიერე კი ყოველთვის პერსონაჟის სიძლიერის შესაბამისია. განვითარებასთან ერთად ვითარდება Summon იც Guardian Force, რომელიც დამატებით Command ებს და Status-ებს სწავლობს, რისი გამოყენებაც შემდეგში შესაძლებელია პერსონაჟის მიერ, რომლის Junction შიც ეს Guardian Force იქნება დაყენებული. სიუჟეტის ძირითადი ნაწილი დაფუძნებულია fantasy სამყაროში რომელსაც აქვს ერთი მთვარე. პლანეტა შედგება ხუთი მთავარი მიწისგან: Esthar, რომელიც არის უდიდესი და შეადგენს რუკის აღმოსავლეთ ნაწილს, Galbadia - სიდიდით მეორე კონტინენტი რომელიც დასავლეთით მდებარეობს და თამაშის ძირითადი მოვლენების ადგილია, Esthar-ის ჩრდილოეთით არის არქტიკული რეგიონი Trabia, შუაში კი მდებარეობს ყველაზე პატარა კონტინენტი Balamb. დარჩენილი მიწა კი კლდოვანი და დაუსახლებელია რაც გამოიწვიან იმან რომ აქ მოხდა "Lunar Cry", მოვლენა როდესაც მთვარიდან მონსტრები ჩამოცვივდნენ. თამაშის მთავარი პერსონაჟები არიან: Squall Leonheart - Balamb Garden-ის საბრძოლო აკადემიის მოსწავლე რომელიც ცდილობს გახდეს SeeD, აკადემიის დაქირავებული მებრძოლი, Rinoa Heartilly - მიმზიდველი ახალგაზრდა გოგონა რომელიც მხოლოდ გულით მოქმედებს, ის ასევე არის სთორის ერთერთი უმთავრესი ნაწილი, Quistis Trepe - Balamb Garden-ის ინსტრუქტორი, საბრძოლო ხელოვნების მოყვარული Zell Dincht რომელსაც სიგიჟემდე უყვარს ჰოთ დოგი, მხიარული Selphie Tilmitt და შესანიშნავი მსროლელი Irvine Kineas
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Playstation
Final Fantasy IX [SQUARESOFT]
თამაშის მეცხრე და ბოლო სერია Playstation-ზე, რომელიც გამოვიდა 2000 წელს. Final Fantasy IX-ის შექმნა დაიწყო იქამდე სანამ გამოვიდოდა Final Fanatsy VIII. თუმცა აიღო სხვა მიმართულება რათა დაბრუნებოდა თავდაპირველი Final Fantasy სერიების სტილს, რომელიც დაფუძნებული იყო ტრადიციული fantasy სამყაროში. თამაშის შექმნა დაიწყო ჰავაიზე, იქამდე სანამ Square დაამთავრებდა წინა სერიაზე მუშაობას. იმის გამო რომ ეს იყო Playstation-ზე ბოლო სერია, Sakaguchi-მ გადაწყვიტა ამ თამაშით ძველი სერიების ანარეკლი შეექმნა, გამოსვლამდე მან Final Fantasy IX თავის საყვარელ სერიად დაასახელა, რადგან როგორც განაცხადა, თამაში ყველაზე ახლოს იყო იმ იდეალურ ხედვასთან როგორიც Final Fantasy უნდა ყოფილიყო. როდესაც კონცეპციის შემუშავების პერიოდში, დეველოპერებმა გამოთქვეს აზრი, რომ თამაშის Final Fantasy IX-ის სახელით გამოშვება არ წარმოადგენდა საჭიროებას, განსხვავებას რომელიც Final Fantasy VII-ისა Final Fantasy VIII-ის რეალიზმისგნ დაშორებული იყო, შეიძლება საზოგადოება უკმაყოფილო დაეტოვებინა. ამან ფანები მიიყვანა აზრამდე რო შეიძლება თამაში გამოსულიყო როგორც gaiden სერია. 1999 წლის მიწურულს Square-მა დაადასტურა მეცხრე სერიის გამოსვლა, 2000 წელს კი თამაში მზად იყო. თუმცა დეველოპერებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, მაგალითად თამაშის დასასრული შვიდჯერ შეცვალეს. Final Fantasy IX ვიტარდება პლანეტა Gaia-s ოთხ კონტინენტზე. პლანეტის პოპულაციის უდიდესი ნაწილი დასახლბულია Mist Continent-ზე, რომელიც მუდმივად სქელი ნისლითაა დასახული და ეს მის სახლზეც აისახება. დანარჩენი მიწები Outer Continent, Lost Continent და Forgotten Continent კი ჯერ გამოუკვლევია და მათი ნახვა მხოლოდ თამაშის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ხდება შესაძლებელი. Mist Continent-ზე მდებარეობს ოთხი ფრაქცია: Alexandria, Lindblum, Burmecia და Cleyra, აქედან თითოეულს ერთმანეთისგან მთები ჰყოფს, ხოლო Cleyra-ცივილიზაცია რომელიც ბინადრობს უდაბნოში არსებულ უზარმაზარ ხეში, იზოლირებულია ქვიშის ქარიშხლით. Gaia დასახლებულია ისევე როგორც ადამიანებით, ასევე არა ადამიანური არსებებით: Alexandria-ში და Linbulm-ში ცხოვრობენ ადამიანები და ანთრომორფული არსებები, Burmecia და Cleyra კი მხოლოდ ანთრომორფული ვირთხებითაა დასახლებული. თუმცა Cleyra-ს მთავარ ღირებულებას ცეკვა წარმოადგენს და ამიტომ ის გამოყოფილია Burmecia-სგან, რომლებმაც ცხოვრების გზად ბრძოლის ხელოვნების ათვისება დაიწყეს. Outer Continent ზე ვნახავთ Dwarf ებსაც, რომლებიც არიან Conde Petie-ს მცხოვრებნი, ამავე კონტინენტზე ასევე შევხვდებით Black Mage-ების სოფელსაც, სთორის განვითარებასთან ერთად გაირკვევა ვინ არიან Genome-ები, ასევე ვინ არიან გადარჩენილი Summoner ები, და ბოლოს Qu - გურმანებად შერაცხული რასა რომლებიც პლანეტის ყველა ჭაობში ბაყაყებს იჭერენ. რაც შეეხება სამყაროს, დეველოპერების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო თამაში ისევე როგორც ძველი სერიები medieval-ურ ატმოსფეროშია გადაწყვეტილი. ორთქლის ტექნიკა ჯერ მარტო გავრცელების საწყისშია, ძირითადად პოპულაცია ენერგიის წყაროდ წლის ან ჰაერის ძალას იყენებს, თუმცა ზოგიერთი განვითარებული ძრავისთვის გამოიყენება ნისლი ან ორთქლი. სამყაროს დიდი ნაწილზე, ევროპული და სკანდინავიური მითოლოგიის გავლენა იგრძნობა. როგორც თამაშის მთავარ საიტზე ეწერა Final Fantasy IX-ის სამყარო იყო სერიების კულმინაცია, წარსული - ისეთი როგორიცაა fantasy ფესვებში დაბრუნება და ახალი ელემენტების შერწყმით
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Playstation
Playstation 4
Steam
Nintendo Switch
XBOX One
Final Fantasy X [SQUARESOFT]
მეათე სერია რომელიც PS2 ზე დარელიზდა 2001 წელს, დარენდერებული background ებიდან Final Fantasy-მ სამ განზომილებიან ლოკაციებზე გადაინაცვლა, ასევე ეს იყო პირველი სერია რომელიც გაახმოვანეს. წინა სერიებისგან განსხვავებით, სადაც ბრძოლის დროს სვლა დამოკიდებული იყო პერსონაჟის სისწრაფეზე, ამ ნაწილში ბრძოლა გახდა Turn Based, მოთამაშეს უწევს დაელოდოს თავის სვლას. ასევე წინა სერიებისაგან განსხვავებით Final Fantasy X-ს არ აქვს World Map, ყველაფერი სთორის მიჰყვება, ლოკაციებში გადასვლის შესაძლებლობა მოთამაშეს ეძლევა თამაშის ბოლოს, როდესაც airship-ზე არსებულ რუკაზე შეეძლება უჩვენოს სასურველი ლოკაციის ადგილმდებარეობა. პერსონაჟის განვითარება ხდება Sphere Grid-ის მეშვეობით, ბრძოლის შემდეგ მოპოვებული AP-თი პერსონაჟი იღებს Sphere Level-ს და ამის შემდეგ მას ეძლევა შესაძლებლობა იმოძრაოს ლაბირინთულ სიბრტყეზე დახაზულ გზაზე სადაც შეძლებს ისწავლოს სასურველი skill/magic/ability. თამაშის მოქმედება დაფუძნებულია სამყაროში სახელად Spira, ეს არის მასიური მიწა რომელიც დაყოფილია სამ სუბკონტინენტად, მას გარს აკრავს ტროპიკული კუნძულები, ამინდი კი ყველა ლოკაციაში განსხვავებულია. Spira დასახლებულია სხვადასხვა რასებით: Al Bhed,ტექნოლოგიურად განვითარებული დაჯგუფება რომლებსაც მწვანე თვალები და საკუთარი უნიკალური ენა აქვთ, Guado რომლებიც ნაკლებად გვანან ადამიანებს, ასევე ნაკლებად ადამიანური გარეგნობის რასა არის ლომის მსგავსი დიდი არსება Ronso, და ბაყაყის მაგვარი Hypello. რასების გარდა, Spira-ს დიდ ნაზილს შეადგენენ "unsent"-ები, ძლიერი სურვილის მქონე გარდაცვლილთა სულები, რომლებიც რჩებიან მატერიალურ ფორმაში. ეს იმით აიხსნება რომ, როდესაც გარდაცვლილის სული Summoner-ის მიერ არ გაიგზავნება Farplane-ში, მათ უჩნდებათ ცოცხალთა მიმართ შური და ისინი ხდებიან მონსტრები, რომლებსაც თამაშის განმავლობაში party უპირისპირდება. თუმცა მხოლოდ ძლიერს შეუძლია იყოს unsent და შეინარჩუნოს ადამიანის ფორმა. Spira განსხვავებულია იმ ევროპული სტილის ქალაქებისგან რომლებიც წინა Final Fantasy-ს სერიებში იყო, ამჯერად მცენარეული საფარი, ტოპოგრაფია, არქიტექტურა და სახელები დაფუძნებულია აზიის სამხრეთ აღმოსავლურ კულტურის სტილზე.
თამაშის სიუჟეტი იწყება შუიდან, სადაც მთავარი პერსონაჟი Tidus და მისი მოკავშირეები სხედან ქალაქ დანგრეული ქალაქის, Zanarkand-ის გარეთ სადაც მთავარი პერსონაჟი იხსენებს თავის ამბავს, ყველაფერი კი ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ Zanarkand-ში დაიწყო რომელიც საერთოდ არ გავს დანგრეულ ქალაქს. Tidus იყო წყალქვეშა სპორტის Blitzball-ის ამომავალი ვარსკვლავი, სწორედ Blitzball-ის ტურნირის დროს ქალაქს დაესხმება მონსტრი, ცნობილი როგორც Sin. Tidus-ს მისი მამის მეგობარი Auron დაეხმარება გადარჩენაში, ორივე პერსონაჟი Sin -ის დახმარებით Spira-ში აღმოჩნდებიან, Tidus-ს უცხო ენაზე მოლაპარაკე რასის Al-Bhed-ის მყვინთავები გადაარჩენენ.
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Playstation 2
Playstation 3
Playstation Vita
Playstation 4
Steam
Final Fantasy XII [SQUAREENIX]
სათამაშოდ რეკომენდირებული ვერსიები:
Playstation 2
Playstation 4
Steam
Nintendo Switch
XBOX One
Final Fantasy Tactics [SQUARESOFT]
Final Fantasy Tactics არის Tactical Role Playing Game რომელიც იაპონიაში გამოვიდა 1997 წლის ივნისში ხოლო ამერიკაში 1998 წლის იანვარში Playstation-ზე. 2007 წელს თამაშის პორტირება მოხდა Playstation Portable-ზე სახელად Final Fantasy Tactics: War of The Lions, რომელშიც დამატებულია რამდნიმე ახალი პერსონაჟი, cut scene-ები და multiplayer რეჟიმი. თამაშში არის Final Fantasy სერიების თემატიკისა და განსხვავებული საბრძოლი სისტემის კომბინაცია. ეს არის Yasumi Matsuno-ს პირველი პროექტი Square-თან, თამაში ძირითადად შექმნილია იმ ჯგუფის მიერ რომელიც მუშაობდა Ogre Battle-ზე და Tactics Ogre-ზე სტუდია Quest-ში. თამაშში არის პარალელები სკანდინავიურ მითოლოგიასთან და ისტორიულ მოვლენებთან, მაგალითად სკანდინავიური სიცოცხლის ხე Yggdrassil წარმოდგენილია სახელით Yugodorasil, ასევე Wiegraf არის პერსონაჟის ომონიმი Beowulf-დან, მაგრამ სხვა სახით წარმოდგენილი. თამაშს ასევე აქვს რეფერენსები Final Fantasy სერიებთან. შესაძლბელია Cloud Strife-ით – Final Fantasy VII-ის პერსონაჟით თამაში, რომელიც ბონუს პერსონაჟად არის დამატებული. ტრადიციის გასაგრძელებლად, ერთერთი პერსონაჟი Cidolfas Orlandu მოიხსენიება სახელით Cid, ასევე არის კავშირები სხვა სერიებთანაც. Final Fantasy Tactics იყენებს 3D იზომეტრიულ სათამაშო არეას მბრუნავი კამერით და bitmap sprite პერსონაჟებით. მოძრაობა შესაძლებელია პატარა კვადრატებზე, რომლის არეალსაც განაპირობებს პერსონაჟის სტატისტიკა და Job კლასი. World Map-ზე მოძრაობა შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ გზებზე რომლებიც აკავშირებს ქალაქებს. Final Fantasy Tactics-ის სიუჟეტი ვითარდება სამეფო Ivalice-ში, რომელიც მდებარეობს ჩრილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის მხრიდან ზღვით შემოსაზღვრულ ნახევარკუნძულზე. მისი გეოგრაფია წარმოადგენს გაშლილ ლანდშაფტებს, მინდვრებიდან და მთებიდან უდაბნოებამდე და ტყეებამდე. სამეფო დასახლებულია ადამიანებით თუმცა დაუსახლებელ რეგიონებში შეიძლება განვითარებული არსებების პოვნაც. მაგია სამყაროში ერთერთი მთავარია, თუმცა ნანგრევები და არტეფაქტები მიანიშნებენ გადაშენებული ცივილიზაციის მექანიკურ განვითარებაზე, მაგალითად მფრინავ ხომალდებზე და რობოტებზე. Ivalice წარმოადგენს მონარქიის ქვეშ გაერთიანებულ შვიდ ტერიტორიას. აღმოსავლეთით არის Ordalia-ს სამეფო ხოლო ჩრდილოეთით კი Romanda. სამივე ერს საერთო სამეფო წარმომავლობა აქვთ, თუმცა მათ შორის დიდი ომები მოხდა. გავრცელებული მრწამსის რელიგიური ინსტიტუტია Murond Glabados Church, რომელიც დაფუძნებულია რელიგიურ ფიგურაზე Saint Ajora. Final Fantasy Tactics-ის სთორი იწყება მას შემდეგ რაც Ivalice-მა დანარჩენ ორ სამეფოსთან 50 წლიანი ომი დაასრულა. სამეფო ეკონომკური პრობლემების და პოლიტიკური განხეთქილებების წინაშე დადგა, ყველაფრის მიზეზი კი მეფის უცაბედი სიკვდილი გახდა, რომლის მემკვდირეც ჩვილია. პრინცის ადგილის სამართავად საჭირო იყო რეგენტი, ამიტომ სამეფო გაიყო ორ ნაწილად: Duke Druksmald Goltana - რომელიც წარმოდგენილია როგორც შავი ლომი და Duke Bestrald Larg - რომლის სიმბოლოც თეთრი ლომია. დაპირისპირება გადაიზარდა ომში რომელიც თამაშის ცენტრალურ მოვლენად იქცა და ცნობილი გახდა როგორც Lion War. თუმცა ომიც თავის მხრივ გარკვეულ მიზნებს ემსახურებოდა და სიმართლე ბევრად ჩახლართული იყო. ყველაზე დიდ ძალას კი Murond Glabados Church წარმოადგენდა თავისი ტაძრის რაინდებით. ამ ყველაფრის აღმოჩენა მიმდინარეობს თამაშიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ისტორიკოს Alazlam J. Durai-ს მიერ, იგი ცდილობს გამოავლინოს უცნობი ფიგურა, ვისი როლიც Lion War-ში ძალიან დიდი იყო, თუმცა ეკლესიისგან დაფარული. სწორედ ეს პერსონაჟია თამაშის მთავარი გმირი სახელად Ramza Beoulve და თამაშის სიუჟეტიც სწორედ მის ადრეულ ცხოვრებას და მომავალს ასახავს, ასევე იმ წინაამდეგობებს რომლებსაც დაუპირისპირდა. Final Fantasy Tactics-ის შინაარსობრივი თემატიკა მაკიაველის ფილოსოფიური აზრების გავლენის ქვეშ არის დამუშავებული.
EDIT: 2019