Half Life, Review

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Ripster
Posts: 1866

Half Life

Unread post#1 » 16 Jun 2010 05:09

გადავწყვიტე თქვენთვისაც მენახებინა : )
იმედი მაქვს ძალიან კრიტიკულად არ შეხედავთ (მაინც პირველია : D )

>>>


Half Life - History
----------------------------------------

ცოცხალი სამყაროს შექმნა არც ისე ადვილია...
Half life - იდეა იყო გეიბ ნიუელის და მაიკ გერინგტონის, ორი მაიკროსოფტის თანამშრომელის. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ აზრებს თუ როგორი იქნება გეიმ ინდუსტრია მომავალში, მაგრამ ვერავის ვერ წარმოიდგენდა რომ მათი ოცნებები ასე მალე გადაიქცეოდა რეალობად. თავდაპირველად ეს ორი ადამიანი დაახლოვდა ერთმანეთთან იმიტომ რომ ორივე ხვდებოდა თუ რამხელა რისკი იყო ამ პროექტში მაგრამ ამავდროულად უდგებოდნენ ბიზნეს გეგმის შემუშავებას. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა ლიცენზიის მოპოვება Quake–ს ძრავზე ID Software–სგან, მართლაც ეს იქენბოდა ყველაზე გონიერი და ადვილი გადაწყვეტილება იმისთვის რომ გააგრძელო წყნარი და ჩუმი სამუშაო Washington ის გარეუბანში სახელწოდებით კირკლენდში. ეს იყო მშვენიერი ადგილი შესაქმნელად. შეიქმნა კი ის, რაც გახდა უმაღლესი დონის პირველი პირის შუთერი, მარტივი ინტერფეისით და მრავალრიცხოვანი მონსტრებთან შეტაკებებით. ერთადერთი პრობლემა რაც ექმნებოდათ მაიკს და გეიბს ეს ისაა რომ არ ყავდათ დეველოპერები, დიზაინერები და პროგრამისტები რომლებსაც დღისით დააქვთ პიცა – საღამოს კი ბრიდავენ უცხოპლანეტელებს რომ გადაარჩინონ დედამიწა. კომპანია valve მხარს უჭერდა ამ ხელოვან ხალხს რომელთაც უყვარდათ თამაშები, და უყვარდათ ისე რომ არ შეეძლოთ რამე არ შეექმნათ...

>>>

დაიწყო თუ არა მუშაობა, Valve-მ იმ წუთასვე ხალხი დაყო ორ ჯგუფად რომლებსაც ამუშავებდა სხვადასხვა პროექტებზე. პირველი პროექტი სახელწოდებით Quiver, პირველი პირის შუთერი (DOOM ის დონის თამაში) მხოლოდ იმ განსხვავებით რომ აქცენტი იქნებოდა ინოპლანეტელ მონსტრებზე. მეორე პროექტი სახელწოდებით Prospero, უნდა ყოფილიყო შავბნელი ლიტერატურული თამაში, მოტივებზე დაწყებული Myst–იდან და დამთავრებული Borges–ით. მაგრამ როდესაც Half Life მიაღწია კრიტიკულ მასას, მან დაიწყო ჩათრევა ყოველი შემდეგი თანამშრომელის, სცენები იქნა აღებული Prospero–დან, ყველაფერ ამით Half Life ში კეთდებოდა აქცენტი სიუჟეტზე და ატმოსფეროზე. ამ დროისთვის Valve მიხვდა რომ თუ Half Life ს არ მისცემდნენ დამატებით დროს, თამაში გამოვიდოდა არასრულყოფილი. 1997 ი წლის ბოლოს გეიბი და მაიკი აძლევენ გუნდს დამატებით წელს რომ დაამუშაონ Half Life ისე როგორც საჭიროა და მოიყვანონ წესრიგში. ამ დამატებითმა წელმა შეცვალა სამყარო...

Gordon Freeman – კაცი ლეგენდა ( =D )
--------------------------------------------------------------

>>>

პერსონაჟი რომელიც თვალით არ გვინახავს თამაშის პროცესში მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც დიდ სიმპატიას იწვევს ჩვენში. გორდონ ფრიმენი... ზუსტად ის კაცი ვისაც ამხელა ისტორია გადახდა თავს. მაღლა სურათზე ხედავთ თუ როგორი იყო გორდონის თავდაპირველი ჩანაფიქრი, თუმცა არა, გორდონის ნაკლებად... მაშინ ამ პერსონაჟს Ivan The Space Biker ერქვა.

>>>

>>>

როგორ განსხვავდება "ეს" გორდონის საბოლოო მოდელისგან... სახე, თუნდაც კოსტიუმი, სათვალე... ისე სათვალეზეც ბლომად იმუშავეს =))

ამ პერსონაჟს ჩემი აზრით ვერ დავარქმევთ მეცნიერს, ეს სათვალე, სახის გამომეტყველება მეცნიერს კი არა ალბათ უფრო მაფიოზს გავს, ნუ ეს ჩემი პირადი შეხედულებაა =)) + წითელი ამ კოსტიუმს ნამდვილად არ უხდება =))

>>>

ეს უკვე სულ სხვა საქმეა... მაშ ასე... ქალბატონებო და ბატონებო... გორდონ ფრიმენი!.

მონსტრები HL ის სამყაროში
----------------------------------------------------------

Houndeye
-------------------

>>>

გახსოვთ Houndeye? Blue Shift ში მგონი პირველი მონსტრი ეს გვხვდება. ბავშვობაში ძალიან მიყვარად ამ არსებების ხოცვა... რაც შეეხება შთაგონებას მანდ საქმე ძალიან მარტივადაა, ტედ ბეკმენის სამეზობლოდ ცხოვრობდა ოჯახი, მათ კი ყავდათ შავთეთრი გაბურძგნული კატა... ისე რომ დავუკვირდეთ გავს....

"ბარნაკლი"
--------------------

>>>

ეს მონსტრი თამაშში ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა, გვიწოვდა თავისკენ და თავებს გვაჭამდა... თუ რათქმაუნდა არ დაახლიდით მთელ აბოიმას ან არ ჩაქოლავდით ლომით.

Chubtoad
-------------------

>>>

ჩანაფიქრი იყო ასეთი, ამ ბაყაყის "ჭამა" უყვარს ყველა მონსტრს და ჩვენ, მოთამაშე ვიყენებთ ამას ჩვენი საქმისთვის(ვიგადნიკობას აქვს ადგილი), ანუ შეგვიძლია გამოვიტყუოთ რაიმე მონსტრი თავის "სოროდან" ან ბრძოლის დროს გადავატანინოთ ყურადღება მასზე. ეს ბაყაყი არ შევიდა საბოლოოდ Half Lifeში მაგრამ სახელწოდებებს ძალიან ხშირად იცვლიდა.

უცხო პლანეტელების მსახური ან უბრალოდ ვორტიგონტი
-----------------------------------------------------------------------

>>>

Half Life ში ჩვენ თუ ამ მონსტრთან სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოდით Half Life 2 ში იგი გვხვდება ჩვენს მხარეს
უცხო პლანეტელი გრანტი (ჩვენი ძმა და მეგობარი)
----------------------------------------------------------------

>>>

არ დაუჯეროთ სათაურს, გრანტი არასდროს ყოფილა ჩვენი მეგობარი და არც არასდროს აღარ იქნება. თავდაპირველად ჩანაფიქრი იყო ასეთი: გრანტი უნდა ყოფილიყო რაღაც ძალიან დიდი (ბოლო მომენტამდე არ იცოდა არავინ თუ რამდენად დიდი) ბევრი ლოკაციის გადაკეთება დასჭირდა ჯგუფს რომ გრანტი კედლებში არ გაჭედილიყო ან რამე მაგდაგვარი.
Kingpin & Fast Walker
----------------------------------

ეს ორი პროექტია რაც ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე ჰალფ ლაიფს ძალიან მოუხდებოდა. ორი არსება რომლებიც დაეხმარებოდნენ გორდონს თამაშის გასვლაში, მაგალითად Fast Walkerი როცა დაყეფავდა გორდონი მიხვდებოდა რომ მას საფრთხე ელის ან რამე მაგდაგვარი. სანაცვლოდ კი ბრძოლის შემდეგ დარჩენილ ხორცს მოითხოვენ.

Kingpin
----------------

>>>

შეუძლია პარალიზებური ფსიქიკური თავდასხმა და თავდაცვა რაც მას დაუმარცხებელს ხდის. მისი 4 ი თვალი 360 გრადუსიან ხედვას უზრუნველყოფს .

Fast Walker
---------------------

>>>

Fast Walker ი ძალიან გავს მოყარაულე ძაღლს. დაყვება მოთამაშეს, საშიშ მტერთან შეხვედრისას იმალება, ყეფით აცნობებს გორდონს საფრთხის შესახებ და ჩვენი მოკლული მტრების ნარჩენებს მტვერსასრუტივით ანადგურებს. 6 ი თვალი უზრუნველყოფს ინფრაწითელ ხედვას, კარგად განვითარებული წინა "თათებით" კი შეუძლია მართოს მანქანა ან დაიჭიროს იარაღი :|

Soldiers
------------------

>>>

მათი ხელოვნური ინტელექტის მიუხედავად რომელმაც მიიღო ყველანაერი არსებული ჯილდო, ჯარისკაცები Half Life ში უნდა ყოფილიყვნენ შესახედავად საშიშნი. ანუ საშიში არა გარეგნული თვალსაზრისით უბრალოდ როდესაც თამაშში შეხვდებოდით ჯარის კაცს, მოთამაშის ტვინში უნდა გაელვებულიყო აზრი: "ამათთან ხუმრობა არ გამივა". ხელოვნური ინტელექტი დამუშავდა ისე რომ მოთამაშის მოქმედებაზე მოწინააღმდეგეებს შეეძლოთ ტაქტიკური პასუხის გაცემა, ამიტომ ბრძოლა ამსახის მტრებთან იყო საკმაოდ საინტერესო და არაერთფეროვანი.

>>>

დამატებით დროში ჯგუფმა შეძლო ბევრი ლოკაციის გაკეთება და დამუშავება მაგალითად მორგის, საწვავის საწყობი, საკონტროლო პუნკტი მარალი დონის დაცვით და გაშვების ოთახი

>>>

დეველოპერებს ძალიან ცოტა დრო ქონდათ ფინალურ ლოკაციების გადახედვისთვის და ყველაფრის შემოწმებისთვის. დღეში 16 საათს ისინი ატარებდნენ მუშაობაში და მაინც ისენი თვლიან რომ ეს დრო იყო ყველაზე საინტერესო რაც კი Valveში უმუშავიათ

***

თამაში გამოვიდა მართლა რაღაც ზე–ბუნებრივი... ყავს უამრავი ფანი... როდესაც ამ სტატიის დაწერა დავიწყე მაშინვე გადმოვწერე სრული ანთოლოგია პირველი ნაწილი Half Lifeსი და დავიწყე თამაში (აღარ მახსოვს უკვე მერამდენედ). თავის დროზე გრაფიკა იყო შესრულებული 10–იანზე... ეს პატარ პატარა გალავალომკები თვითონ ატმოსფერო... ყველაფერი რაღაც ძალიან კარგადაა შესრულებული და რაც ყველაზე მთავარია Half Lifeს გამოსვლამ მნიშვნელოვნად წინ წაწია პირველი პირის "სროლინგები (:D) ". პირველად Game ინდუსტრიაში სთორის ვიგებთ არა სინემატიკების ან რამე მაგდაგვარისგან არამედ დასკრიპტული სცენებიდან. ჰმმმ საკმაოდ საინტერესოა თან არ დაგავიწყდეთ რომ 1998 წელია. მთელი თამაშის განმავლობაში ხარ გორდონ ფრიმენი... და ხედავ ყველაფერ იმას რასაც ხედავს ეს პერსონაჟი... არანაერი სინემატიკები. უსმენ მონოლოგებს, უყურებ მნიშვნელოვან მოვლენებს ისევ და ისევ გორდონის თვალით... ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას რომ თავი თამაშში იგრძნო და ფიქრობდე ფრიმენის მაგივრად.

მოქმედება რათქმაუდნა ვითარდება ლაბორატორია Black Messa ში... რომელიც მდებარეობს ამერიკის შტატ ნიუ მექსიკოში. ლაბორატორია ლამბდა აკეთებდა ექსპერიმენტებს პორტალის გახსნაზე... როგორც ჩანს მათ ეს გამოუვიდათ და გახსნეს პორტალი ეგრედწოდებულ XEN ის სამყაროში სადაც აღმოაჩინეს ცოცხალი არსებები და "სთრეინჯ" კრისტალები =)) რომლებიც მეცნიერებს დაევასათ და დაიწყეს შესწავლა... უფროსწორედ გააგზავნეს ხალხი ამ კრისტალების მოსატანად (ნუ ტრუპებს Xenში რომ მოხვდებით მანდ მიაგნებთ + ტყვია წამალიც ეგდება ახლომახლო). პერსონაჟი ვის გადამხდარ ისტორიასაც გავიგებთ ჩვენ როგორც მაღლა არაერთხელ ვახსენე ქვია გორდონ ფრიმენი... ახალგაზდა ნიჭიერი მეცნიერი..... ერთერთი ასეთი მოპოვებული კრისტალი "გაეძრო" ფრიმენის ხელში და დაავალეს ექსპერიმენტების ჩატარება... ნუუ ვისაც აქვს ნათამაშები ან ვისაც არ აქვს, გაგონილი მაინც ექნება ან ნანახი რომ ამ ექსპერიმენტის დროს ყველაფერს "დედა აეხევა" და აქ იწყება უკვე ყველაზე საინტერესო... ამ აფეთქებამ გამოიწვია ის რომ საქართველო.. თფუი დედამიწა და Xenი რაგაცით დაკავშირდნენ... უფროსწორედ კრისტალი არის ამ ორ პლანეტის შორის ხიდი... + ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ Xen სამყაროს მაცხოვრებლები "ბესპრიძელები" არიან
არ ევასებათ დედამიწელები და თავს ესხმიან (არადა კი არ ესხმიან თავს აჭამენ)... თამაშის განმავლობაში ბევრი ძალიან საინტერესო რამ მოხდება... ცოტა ბოლოსკენ კი გავიგებთ რომ ამ კრისტალის დახურვა შეუძლებელია..უფროსწორედ რაღაცა უშლის ხელს... მეცნიერები გადაგვაგდებენ Xenში და გვეტყვიან "გაანადგურე ის რაც გვიშლის ხელს პორტალის დახურვაში"..... ხო და იმასაც დააყოლებენ რომ როცა "ის" განადგურდება ფრიმენის უკან დაბრუნებისთვის დრო აღარ იქნება. (დლა ჩაინიკავ: Gordon Freeman + Xen ში ცხოვრება = Gordon – ის სიკვდილი)

პა სიკრეტუ გეტყვით ვისაც არ უთამაშია და ამ ნაწერმა დაგაიზმენათ ფრიმენს G manი გადაარჩენს... ითამაშეთ და მიხვდებით ყველაფერს

ჩემი პირველი რევიუ...
+ გრამატიკული ბანალური შეცდომები დაიკიდეთ იმიტომ რომ მე მკიდია : D

© A.K.A WmX - RiPsta : D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Ozzy
Posts: 156

Half Life

Unread post#2 » 16 Jun 2010 12:33

კარგი რევიუ იყო : ) Thumbs up

User avatar
Ripster
Posts: 1866

Half Life

Unread post#3 » 18 Jun 2010 16:09

მიხარია რამე ახალი ინფორმაცია მაინც თუ მოგაწოდატ ამ სტატიამ :)
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

Half Life

Unread post#4 » 18 Jun 2010 16:28

Ivan The Space Biker

ეს უნდა დაეტოვებინათ ძალიან მაგარი კაცია ))))

Fast Walker
შეუძლია მართოს მანქანა ან დაიჭიროს იარაღი :|


ამაზე გამეცინა ბაზარი არაა )))

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Half Life

Unread post#5 » 18 Jun 2010 20:08

მაგარი სტატიაა,წავიკითხე მთლიანად და ძალიან მომეწონა.
smothered in the crib

User avatar
Ripster
Posts: 1866

Half Life

Unread post#6 » 19 Jun 2010 23:20

აზზე ხარ ეგეთI მონსტრი რო გაიჩითება ავტომატით ხელში ან მანქანას რო ატარებს :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

YahooSeeker [Bot]
Posts: 28

Half Life

Unread post#7 » 20 Jun 2010 03:50

+ კარგი თემა ეხლა წავიკითხე დავიგალე :uhh...:

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Half Life

Unread post#8 » 19 Apr 2021 12:46

აუ თემის წაკითხვა დამქრინჯავს ვიცი საშინლად და არ ვკითხულობ ;დდდდდდდდდდდ

ჰალფ ლაიფზე დასაწერად შემოვედი
Sven Co-opით დავხურეთ გუშინ პირველი ჰალფ ლაიფი და აი 22 წელი გავიდა და ისევ ისეთი შესანიშნავი თამაშია ;დ

უშუალოდ კო ოპის ნაწილს რომ შევეხოთ
ჩემი აზრით შესანიშნავადაა მოფიქრებული და დაბალანსებული
ოთხი კაცი ვთამაშობდით და არ ყოფილა მომენტი სადაც ვიტყოდი აი აქ რა მარტივად გავედით ასე არ უნდა ყოფილიყო თქო ;დ მტრების სპაუნი მეტია თუ არა ვერ ვიტყვი ზუსტად, მაგრამ რომც იყოს მომატებული ძალიან ორგანულად ჩანს და აღიქმება, ანუ არაა ისე რომ გეგონოს ხელოვნურად არის გაზრდილი სპაუნ რეიტიო
ასევე, სირთულე არის იდეალურად დაბალანსებული. მწარედ გესვრიან ;დ გაკლებენ მოშნად და გაქვს ახალი მექანიკა, ჰელსპაკი გიჭირავს და შეგიძლია დაჰილო სხვა. შენ თავს ვერ დაიჰილავ
ასევე ამ ჰელსპაკებს თავისი ფოინთები აქვს და მერე ამატებას უნდა ელოდო. რესპაუნი არ არის, შეგიძლია გააცოცხლო ჰელსპაკით მკვდარი სქუად მეითი, ოღონდ თუ ისე არ მოკვდა რომ ხორცებად დაიშალა ;დ გვამს თუ ხედავ შეგიძლია გააცოცხლო, ან მეორე ვარიანტია წახვიდე წინ შემდეგ ჩეკპოინტამდე.
ჩეკპოინტებსაც შევეხები, მეპი არის რაღაც ადგილებზე დანიშნული, იქამდე ერთი ტიპი მაინც თუ მივიდა ყველა მკვდარი მოთამაშე ცოცხლდება შენ გვერდით. ყველა თუ კვდება მთელი მეპი თავიდან იწყება
ასევე თუ მთელი მეპი ერთმა კაცმა მაინც ბოლოდე გაიარა მაშინ გადის ყველა

მარტო გასვლები ძალიან რთულია იმიტომ რომ როგორც ვთქვი ბევრს გაკლებენ, ჰელსპაკები ცოტაა, ტყვიები ცოტაა

შესაძლებელია რა თქმა უნდა გასვლა, მაგრამ კო ოპში სათამაშო უფროა
უნდა დაჰილო მეგობრები, დაიცვა ეტც

იდეალურადაა გაკეთებული მართლა
არ მიყვარს მოდები როგორც იცით და მაინც მომეწონა ;დ


მინუსი ისაა რომ ეს ყველაფერი მუშაობს მხოლოდ Half Life 1ზე
არც ბლუ შიფტი და არც ოპოზინგ ფორსი ასეთ იარ იყო :(
ამიტომ დავიკიდეთ დამატებები ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 69 guests


cron