Arcane: League of Legends, აღწერა > ანიმაციური სერიალი

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი < ჩემი პროექტი
Riddick
Posts: 11826

Arcane: League of Legends

Unread post#1 » 19 Dec 2021 13:22

>>>

Arcane - Riot Games ხელმძღვანელობით, სტუდია Fortiche Productions მიერ შექმნილი ანიმაციური სერიალი. პირველად დარელიზდა ონლაინ კინოთეატრ Netflix პლადფორმაზე.
სერიალის მოქმედება პილტოვერშის და ზაუნის ტერიტორიაზე ვითარდება.

ისტორია:
ანიმაციური სერიალი პირველად 2019 წლის შემოდგომაზე League of Legends იუბილეზე დაანონსეს. გეგმის მიხედვით სერიალის პირველი სეზონი ჯერ კიდევ 2020 უნდა გამოსულიყო, მაგრამ COVID პანდემიის გამო მისი გამოსვლა 2021 წლისთვის გადაიდო.

სერიალის პირველი სეზონის გამოსვლა 2021 წლის 6 ნოემბერს შედგა: პირველი აქტი - 7 ნოემბერს, მეორე აქტი - 13 ნოემბერს, ხოლო მესამე - 20 ნოემბერს ვიხილეთ. ყველა აქტი სამი 40 წუთიანი ეპიზოდისგან შედგებოდა.

>>>
წარმატებული ჩვენებების დასრულების შემდეგ, Riot Games "არკეინის" კიდევ ერთი სეზონით გაგრძელება გდაწყვიტა, რომელშიც ვაი და ჯინკსის ისტორიის გაგრძელებას ვიხილავთ. ანიმაციის შექმნით კვლავ პირველი სეზონის და League of Legends სხვა მრავალი ანიმაციური ვიდეოს ავტორი სტუდია Fortiche Productions დაკავდება.

მოთამაშეების დიდი რაოდენობის მოლოდინის მიუხედავად, ავტორებმა რუტერრის სხვა რეგიონების პერსონაჟების აღების ნაცვლად, მეორე სეზონში კვლავ დები ვაის და ჯინკსის ისტორიის გაგრძელება გადაწყვიტეს, - რომელთა კომპანიებს კიდევ მინიმუმ ვარიკის დაემატება.

Riot Games თავიდანვე განაცხადეს, რომ მეორე სეზონზე მუშაობა, პირველის მსგავსად ექვსი წელი არ გასტანს და უფრო მალე დასრულდება, მაგრამ მისი ლოდინი 2022 მაინც არ ღირს. Fortiche იმდენ დროს გამოყოფს პროექტზე რამდენიც საჭირო იქნება.

Riddick
Posts: 11826

Re: Arcane: League of Legends

Unread post#2 » 22 Dec 2021 23:02

მესამე სერიას მოვრჩი ეხა და მარტო ამ სერიაში იმდენი საინტერესო და მოულოდნელი მოვლენა და გადახვევა იყო, რო რამე კარგი სერიალის ერთ მთლიან სეზონს ეყოფა.

ძალიან კარგია და თან ძალიან მოულოდნელი... პერსონაჟების მრავალფეროვნების და დამუშავების გამო რაღაც ეპიკური, GOT დონის სამყარო მოდის უცებ ანიმაციიდან, რომელიც გაკეთებულია მობა თამაშის მიხედვით და ეგ ცოტა შოკის მომგვრელი ამბავია ))

თან ვიზუალური სტილი და ზედა ქალაქის სეთინგი 1-1 ში Dishonored -ია ჩემთვის. განსაკუთრებით მეორეს ქალაქ Karnaca გავს <3

League of Legends ნამდვილად არასდროს არ ყოფილა ჩემი ინტერესის სფეროში, ისიც კი არ ვიცი როგორ გამოიყურება თამაში (ნუ ვიცი რო დოტას გავს), მაგრამ აი დისჰონორდი https://i.imgur.com/3qltmu5.jpg / https://i.imgur.com/ILl4zwd.jpg / https://i.imgur.com/gQP3T2D.jpg და აი Arcane https://i.imgur.com/PkSrCAS.png / https://i.imgur.com/Mz5Ld33.png . ხოდა უცებ ისე აღმოჩნდა, რომ "ფაქტიურად Dishonored სამყაროში ვიღაცამ კარგი ანიმაციური სერიალი დამიდო" და მიხარია, რომ არაფერი არ ვიცოდი LoL ზე (lol)

პრინციპში ესეც სასაცილო დამთხვევაა. წავედი გავაგრძელე :)

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Arcane: League of Legends

Unread post#3 » 23 Dec 2021 11:48

მეც ვუყურებ ნელნელა და არ ვიცი ჩემი ბრალია თუ მართლა ბევრი მსგავსებაა, მგონია რო დისონორდის ანიმაციებს ვუყურებ. არქიტექტურა, პერსონაჟების სტილი და ჩაცმულობა ძაან გავს
I won't miss.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Arcane: League of Legends

Unread post#4 » 23 Dec 2021 11:57

მე რატომღაც არ მევასება ეს პერსონაჟები ვინც სერიალშია, ბექსთორები ვინც იცის ალბათ გაუსწორდებოდა YI და ვუკონგზე რო გადაეღოთ სერიალი, ძაან კაი ბექსთორი აქვს ამ ორს ერთად განსაკუთრებით YI ს, მარტივი მარა ბევრისმთქმელი ბექსთორია, ალბათ უფრო მაშინ ასწორებს ყურება როცა თამაშობ ამ პერსონაჟებით მარა როგორც ლოლის მოთამაშეს გამისწორდა კაი სერიალი რო გამოვიდა
smothered in the crib

User avatar
GHOST
Posts: 1973

Re: Arcane: League of Legends

Unread post#5 » 23 Dec 2021 13:24

ძალიან დონეა არკაინი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Arcane: League of Legends

Unread post#6 » 23 Dec 2021 14:32

Yi და Wuknong ჩინური მითოსის/ნარატივის ხალხია და დიდად ორიგინალურ პროდუქტად ვერც ჩაითვლებოდა. აგერ ჩინელები ყოველ მეორე ფილმს ვუკონგზე იღებენ მგონი :D:D:D

მეც ჩავუჯდები რახან ეგრე აქებთ :D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Arcane: League of Legends

Unread post#7 » 11 Jan 2022 16:34

Spoilers

► Show Spoiler

პ.ს. ყველაზე მაგარი მაინც ის მგონია, რომ თამაშის მიხედვით გაკეთებულ ანიმაციას, ამ დონის გამოხმაურება გინდა რო დაუწერო და განიცდი რო იდეალური არა რი :)
აუცილებლად უყურეთ და დაწერეთ რას ფიქრობთ

Riddick
Posts: 11826

Re: Arcane: League of Legends

Unread post#8 » 12 Jan 2022 00:31

ეხა ვნახე ბოლო სერია

► Show Spoiler

User avatar
GHOST
Posts: 1973

Re: Arcane: League of Legends

Unread post#9 » 12 Jan 2022 11:13

ბოლო ჩვენი მტრისთვის იყოს, ძმაო.

Riddick
Posts: 11826

Re: Arcane: League of Legends

Unread post#10 » 12 Jan 2022 11:43

ახალი სეზონიც იგივე პერსონაჟებზე იქნება(ო).

პ.ს. ისე რამდენი ტიპის ძლიერი ქალი გვანახეს, შენ რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად გოსტ ? Mel Medarda დედას და სლეიერას დავაჯახებდი მე ))

User avatar
GHOST
Posts: 1973

Re: Arcane: League of Legends

Unread post#11 » 12 Jan 2022 12:03

ვაისთან გავგორდებოდი.

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests