Dune: Part One - ნორმალური ფილმია მარა წიგნთან შედარებით სუსტია მაინც. ცუდი არ არის. როგორც ადაპტაცია რავიცი, ბევრი რამე აკლია რა, არ აქვს წიგნის სიმდიდრე. ყველაფერს თითქოს ავთენტურად მიყვება, მარა როცა წიგნი გაჯერებულია პერსონაჟების ფიქრებით და დილემებით, აქ ატმოსფერული მუსიკა ანაცვლებს და რაღაც ექსპოზიციის თვალიერება უფრო გამოგდის ვიდრე ინტრიგაში ჩაძირვა. ამის გამო შესუსტებულია სიუჟეტური ინტრიგა წიგნთან შედარებით და თითქოს დროც არ ყოფნის თავიდან ბილდაფს. ნუ ეს პირველი ნაწილია მხოლოდ, მთავარი ამბები შემდეგ ნაწილში მოხდება და ერთიანად ალბათ უკეთესად შეფასდება პროდუქტი, მარა ისაც თუ ასე ნელა განვითარდება, შეიძლება დროც არ დარჩეს ყველა პერსონაჟის დასამუშავებლად.
პერსონაჟების კასტი მეტწილად კარგია და პერსონაჟების გაცნობაც კარგად ხდება, ძირითადად მსახიობების აქტინგის დამსახურებით, მარა გაცნობის იქით დიდად არ მიდის პოლის გარდა არავინ.
ჯესიკას კარგი მსახიობი ყავს მარა თითქოს შესუსტებულია მაგის როლი, წიგნში ბევრად კონტროლ ფრიკი მახსოვს, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და ძლიერი ფიგურაა. აქ ემოციური დედაა ძირითადად.
world building კარგია, დათმობილი აქვს ყურადღება გაცნობითი ხასიათის დეტალებს და იმუშავა მაგან, შემდეგი ნაწილისთვისაც რელიეფი მომზადებულია.
მატლი მაგარი ფიცარი ტიპი იყო აქ, ლინჩის ფილმში უფრო ეფექტურია.
ლოხი ზაკ სნაიდერის ფერებია ფილმში. უსიამოვნოდ გადანაცრისფრებული და მტვრისფერია ყველაფერი. შავთეთრი გადაეღო აწი, ვერ მივხვდი მუღამს. ლინჩის ფილმი ბევრად ატმოსფერული და ჩამთრევია მაგ მხრივ, გძირავს შიგნით თავისი უცნაური ეგზოტიკურობით და ზემოდან გაჭერს რო ბოლომდე ჩაგახრჩოს. აქ კიდე მატლს რო ერთხელ აჩვენებ წესიერად და ისაც ბნელ კადრში, მთელი არაკისის ეგზოტიკა კვდება მაგით. არაკისი კი არა ხაშურში უფრო მეტ ატმოსფეროს დაიჭერ ვიდრე აქ.
მუსიკალური გაფორმება მომეწონა, ეხმარება ძალიან სამყაროს აღქმას, მარა ლინჩის ფილმიდან
ამ ერთი კონკრეტული საუნდტრეკის დონის არაფერი არ აქვს.
ერთ ფილმად 7/10 ვეშია რა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.