რეალისტურობის გამო ბევრ უნიკალურ რამეს გიდებს თამაში წინ. ქვესთებზე ნაფიქრია ისტორიულ ჭრილში. ყველაფერი იმ დროის ყოფა ცხოვრებას ეხმაურება და შემეცნების თვალსაზრისითაც ფასეული გამოდის. სიტყვაზე:
მონადირე, რომელმაც ლაპარაკის დროს თქვა, რომ ორი იშვიათი ჯიშის ჩიტი გაუფრინდა. "- მათი დახმარებით მდიდარი პანები ცოლებს ართობენ, სანამ თვითონ ქალებში და დასალევად დადიან".
ხოდა მასაც ეს ორი უკვე გაყიდული ჰქონდა. ფული აიღო, მაგრამ ჩიტები სანამ მიუყვანა პატრონს, რაღაც შეემთხვა გზაში. უცებ მეუბნება ყურადღებით მომისმინეო და ჭიკჭიკს იწყებს კაცი. ეხა სამ ხაფანგს მოგცემ, ტყეში გაა**ი და სადაც მსგავს ჭიკჭიკს გაიგებ იქ დაალაგეო... სამს თუ დამიჭერ კარგ ფულს გადაგიხდიო...
მე ჯერ წესიერად სიარულიც არ ვიცი და უცებ ტყეში უნდა წავიდე და ჩიტები დავიჭირო ჭიკჭიკის ხმით... ok... საკმაოდ დიდი ლოკაცია მომინიშნა თამაშმა და მეც მივადექი. დავდივარ ჩიტების ჭიკჭიკს უსმენ... და თან მეცინება. სად მიქნია ესეთი რამე საერთოდ (?) სუ მგონია რო რაღაც ხმას ვამსგავსებ, დავდებ ხაფანქს, გავდივარ, ველოდები, არაფერი. და უცებ ამ ცდების და ბოდიალის დროს, იპა (!) რაღაც გამოკვეთილი ჭიკჭიკი მესმის და მივხვდი რო ეგ არი. დავდე, გავედი ცოტახაი დაველოდე და უკან მოსულს ჩიტი რო დამხვდა, აი რეალური რო დამეჭირა ისე გამეხარდა. მარა საქმე რაშია. სამი უნდა იმას... მოკლედ იმდენი ვიბოდიალე რო დაღამდა. მეორეც ვიპოვე, მესამეს ხაფანგი დაუდე და სანამ ველოდებოდი სოკოების კრეფვა დავიწყე. რაიცი რაში
გამოგადგება... უკვე გვიან ღამით, მესამეც ხაფანგში
დამხვდა და ბედნიერი უკან გამოვეშურე. თან სასიამოვნოდ გაოცებულს მეღიმებოდა სიტუაციაზე.
მეორე დღეს, ქალაქში სიარულისას უცებ კუნეში შემხვდა. ტიპი რომელსაც მამაჩემის ვალი ქონდა და იმის გამო რო დაბრუნება არ უნდოდა, მაგრად ვიჩხუბეთ, თამაშის პირველ საათებში. ერთი სამჯერ მცემა, სანამ მე გავლახე. ხოდა ეხა, ჯარის შემოტევის მერე, მშობლიური ქალაქიდან გამოქცეული, უსახლკარო ლტოლვილი დამხვდა. მარა პირველად რომ ვნახე არ მათხოვრობდა, უბრალოდ ვიცანი და რო მივედი ისევ ვალზე დაუწყე ლაპარაკი. მითხრა ფასეული ნივთების სამარხზე მოგცემ ინფორმაციას და მეტი ვალზე არ მელაპარაკოო. მეც ისეთ დღეში ვიყავი, რეალურად საჭმლის ფული არ მქონდა. მაინც მივაწექი და ვათქმევინე. მერე ის სამარხიც ვიპოვნე, მაგრამ მეორე დღეს ქალაქში რო გამოვედი და თვითონ ესე მუხლებზე დაცემული დამხვდა, რეალური შემთხვევისავით განვიცადე, სერიოზულად შემეცოდა
https://i.imgur.com/qWjZsC3.jpgქვესთები ხშირად სოფლიდან სოფელში გატარებენ. ხოდა ერთ-ერთი მათგანის დროს ლედეტჩკოდან სასაუში მომიწია გადასვლა. ერთმა მჭედელმა მითხრა, სასაუში კაცი მაგიური შელოცვებით ჭედავს იარაღს, რომელიც მერე არასდროს არ ტყდებაო. რაც საქმეზე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ჭედვის პროცესში სწორი რიტმის შესანარჩუნებელი მელოდია იყო :) რომელიც ზეპირად უნდა დაიმახსოვრო და მეორე ამ მჭედელს სწორი თანმიმდევრობით უმღერო, რომ მანაც იგივე პრინციპით დაიწყოს მყარი რკინის ჭედვა :) ხოდა სანამ ამ ამბებში ვიყავი გახვეული, სასაუში ბოდიალის დროს, მთავარ
მონასტერში, შემთხვევით ჩემი გამოქცეული თანასოფლელებს მივაგენი. დაჭრილები, მშივრები და თან საშინელ
პირობებში იყვნენ. იქვე რო დაველაპარაკე ადგილობრივ ბერებს, უცებ ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. მომცეს დაახლოებით 10 პუნტქიანი ქვესთი, რომელიც თავის კომპლექსურობით ერთი ცალკე ისტორია გამოდგა. ესეთი მიდგომა ქვესთებისადმი ძალიან უცხო იყო. ესე ერთიანად ათი პუნქტი არ ყოფილა, სხვადასხვა ენპისიებთან ლაპარაკი სხვადასხვა პუნქტებს ამატებდა. ფაქტიურად ლაზარეთში მწოლი ყველა პაციენტის ინდივიდუალური დახმარების ქვესთი იყო, ერთ დიდ ქვესთად შეკრული. რომელიც მერე რამდენიმე საათი ვაკეთე და მისი კეთების დროს, კიდე ახალ თავგადასავალში ამოვყავი თავი. ეხა ესე დეტალურად გაწერას არ დავიწყებ, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა, რომ შეგიქმნათ რამდენიმე შიდა ქეისს მოვყვები. ერთ-ერთი იყო გაქცეული ბერის პოვნა და მობრუნება, რომელსაც ქალი შეუყვარდა და ამის გამო დარცხვენილმა მონასტრიდან წასვლა გადაწყვიტა. და ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს კაცი იყო ერთადერთი რომელიც შხამებში და მათი დახმარებით მკურნალობაში ერკვეოდა. ამიტო მე მიწევს რო წავიდე, მოვძებნო და რამენაირად დავარწმუნო რომ დაბრუნდეს.
ეს ყველაფერი რო გავიგე უკვე გვიანი საღამო იყო. თან დაღლილი და მშიერი ვიყავი. ამიტო უკან ტავერნაში გამოვბრუნდი, კარგად ვჭამე, ოთახი ვიქირავე, კარგად გამოვიძინე და
დილას უკვე
დასვენებულზე დავადექი რეალურად შორ გზას
https://i.imgur.com/3FwRmnG.jpg https://i.imgur.com/xs7LXX7.jpg https://i.imgur.com/ahyJRoC.jpg რომელიც მართლა ცალკე ამბად გადაიქცა. მოგვიანებით გავიგე ამ მამაოს ტრაგიკული ამბების შესახებ და შიდა ისტორიების შემდეგ, დავითანხმე დასახმარებლად წამოსულიყო.
ამ ამბების პარალელურად, გზად ჩემ მშობლიურ, მიწასთან გასწორებულ ქალაქში
მოვხვდი. აქაც დაღლილს დამაღამდა. ბევრი ძებნის მერე ძლის, სრულიად შემთხვევით, ნორმალურ ლოგინს მივაგენი.
დილა აქაც ლამაზი
ჩანდა, სანამ გარეთ არ
გამოვიდოდი. სკალიცაში, ზევით ნახსენები, იმ მომენტისთვის გამათხოვრებული კუნეშის ინფორმაციის გამო მივედი. მან მითხრა, რომ ქალაქში, რომელიღაც "სამტრედის" ქვეშ განძი ქონდა უნდა ყოფილიყო დამარხული. მაგრამ
ესეთ გარემოში
განძის ძებნა, საერთოდ არ აღმოჩნდა სასიამოვნო პროცესი.. მაინც მივაგენი და უკან უკვე გახარებული გამოუდექი გზას.
შემეძლო ჩქარი გადაადგილებით დავბრუნებულიყავი, მაგრამ პირველი ექსფლორაციის სიამოვნება რო მახსოვსდა, გადავწყვიტე, გაუხსნელი ლოკაცია გამეხსნა და ისე
გადმოვსულიყავი უკან სასაუში. გზათ ბევრი საინტერესო
ადგილი გამოვიარე, რაღაც უჩვეულო ამბებიც მოხდა. მოვდივარ ვკაიფობ ბუნებით და უცებ გვერდით ვხედავ ირემი... მაგრამ აქ პატარა რემარკა მაქვს გასაკეთებელი. აი იმ დიდ ქვესთში, ჩემი სოფლელების დასახმარებლად, რომ მომცეს, იყო 100 ნაჭერი ხორცის მიტანის პუნქტი. რომელიც რაღაც სისულელე მომეჩვენა, იმიტო რო ესე ნაჭრებად ყიდვა და მიტანა ძაან დისკომფორტია. მაგრამ იქვე მითხრეს, რომ თუ რაიმეს მოვინადირებდი, ერთი ნადირით შეილეობდა ამ 100 ნაჭრის ექვივალენტი ხორცის შოვნა. ხოდა რათქმაუნდა გადმოვიღე მშვილდი, რომელსაც 3 მეტრშიც ვერაფერს ვერ ვარტყავ, მარა უნდა მეცადა. და არ ვიცი რა სასწაულით, მაგრამ შიგ შუბლში მოვარტყი საყვარელ ირემს და ეგრევე ძირს გაითხლიშა )) სიხარულით მაგრად გამიხარდა, მარა ამხელა ლაშქრობიდან, საკამოდ მნიშვნელოვანი, ფასეული ნივთებით მაქ ტრაკი გამოტენილი და ეხა ამხელა ხორცის ასაკიდებელ ადგილს შანსი არაა, ვერ გავანთავისუფლებ. მაგრამ მომენტიდან გამომდინარე, შენსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლებოდა. მივედი, მოვიკიდე ეს ყველაფერი ერთად. შევეცადი რამე მაინც გადამეგდო კიდე და მაქსიმალურად გადატვირთული, აი რეალურად ჭიანჭველის ნაბიჯებით, წამოვედი
უკან ქალაქში. ამ ყველაფერზე ალბათ 15 20 წუთამდე დრო წავიდა, მაგრამ ადგილზე რო მივიტანე და ჩავაბარე, იმ სიამოვნებად ნამდვილად ღირდა :) შენიან სოფლელებს რო შველი, სხვა ემოცია მოდის :) ხოდა მეც ამ ამაღლებულ ტალღაზე გადავწყვიტე გამომერთო და დამეძინა. დღეს კიდე რო არ მომეყოლა არ შემეძლო. იმედია ძაან თავი არ მოგაწყინეთ :)