Unread post#2 » 01 Sep 2021 15:34
ცოტას წავუჩიტერებ თორე თვითონ თამაშების ამორჩევა შეიძლება გამიჭირდეს
Baldur's Gate 2: Shadows of Amn - ცოტა გატეხილი კია თუ იცნობ უკვე კარგად, მარა თუ არ იცი ძალიან სააზროვნო და გემრიელი ფენტეზი კომბატი იხოდება, თითქმის ყველა კომბატი საინტერესოა მოთამაშისთვის. real time with combat crpg ტოპ ნიმუშია.
Divinity Original Sin 2 - აქაც BG-ს მსგავსად არის მიდგომა და ყველა კომბატი აზრიანია, ოღონდ რაღაც ასპექტებში ბევრად ღრმა და გასართობი. turn based crpg ტოპია.
Soul Reaver - ეს მტრებთან ბრძოლის მექანიკების გამო მიყვარდა, თან აქეთ-იქით სმაყაროს ცვლაც საიტნერესო იყო, ზედ მიბმული Tomb Raider-ული საინტერესო ფაზლები და მთელ მინიმალისტურ სთორითელინგში გეიმფლეის გამო ხდებოდა თამაში. სოულსებს რო hand to hand კომბატი და დაჭრილი მტრების ხელში აყვანა, სარებზე ჩამოცმა და აქთ იქით თრევა შეეძლოს ეგ დონე იყო.
Minecraft - აქ გეიმფლეი ქმნის ყველაფერს, დიდი ადგილი უჭირავს ჩემთვის.
Deus Ex და მაგ ფილოსოფიაზე მდგარი იმერსივ სიმები - ლეველ დიზაინი და იარაღის/პერსონაჟის უნარები ერთმანეთს რო ერწყმის და დიდ თავისუფლებას იძლევა, მანდ ფაქტიურად შემქმნელი ხდები გეიმფლეის.
ფაზლების და ექშენ ედვენჩერის შერწყმა სადაცაა ყველაფერი მიყვარს, კლასიკური Tomb Raider სერიებიც თავისი უნიკალური საინტერესო პლატფორმინგით, რაც მთელი გეიმ დიზაინის განმაპირობებელია და კლასიკური Survival Horror ჟანრის წარმომადგენლებიც (Resident Evil, Silent Hill, Fatal Frame), სთორი მინიმალისტურადაც რო იყოს (მაგ. Tomb Raider) გეიმფლეი ხდება ძალიან ჩამთრევი და წინსვლის სურვილს გაძლევს სულ, ერთგვარი hook-ია ჩემთვის.
Shadow of The Colossus - ნუ ესაც შეიძლება ფაზლების და ექშენ ედვენჩერის ნაზავში გავიდეს, მარა პრეზენტაციის გამო ვთვლი რო ცალკე ადგილი სჭირდება, ეგეთI რამე ამ დონეზე არ ვიცი მეტი
Point & Click მექნაიკის თამაშებიც მიყვარს, ჩაისთან ერთად წამოსაწოლი და საფიქრალი გეიმფლეი მექანიკაა ეს ჩემთვის, ფიზიკური ჩართულობა მინიმალურია და გონებრივი სამუშაო ხდება სიუჟეტური წინსვლის ძრავი. ყველა სირთულის ამოხსნისას გიხარია მაუსის კლიკი. ნუ სიუჟეტი და პერსონაჟები ასრულებს აქ დიდ როლს და ფაქტიურად მაუსით რო კარგი ან ცუდი ფილმი/მულტფილმი ითამაშო ეგ გამოდის.
Super Metroid და დანარჩენი მეტროიდვანიას ღირსეული გამგრძელებლები, სადაც თითო ახალი ნაპოვნი გაჯეტი იძლევა სამყაროში ახალი გეიმფლეის მიდგომას, ყველა გაჯეტი ახალი მექანიკა და ახალი კომბინაციური ცდების საფუძველი რო ხდება და მაგას რო საიდუმლოებების პოვნის ელემენტი ემატება. ჟანრის ყველა თამაში ამ დონეზე ვერ მიდის და ზოგიც შეიძლება რაღაცეებს უკეთ შვრებოდეს, მარა Super Metroid ფაქტიურად ძველი მწვერვალია მაგის და ჟანრის სახელმძღვანელო, რამაც ჯერ Castlevania Symphony of The Night დაასპაუნა და მერე მთელი მაღალი კალიბრის ინდი მეტროიდვანიები.
ნუ ძირითადად ეს მექანიკებია ალბათ როცა მარტო გეიმფლეის გამო შეიძლება რამე ვითამაშო. ნუ ფაზლებიც დეფოლტად მაგ მიდგომას განეკუთვნება, პროსტა სათითაოდ წერა და გახსენება მეზარება. World of Goo, Braid, The Witness მექანიკები ყველა საინტერესო და ხარისხიანი იყო, Talos Principle-საც ქონდა ბევრი კაი მომენტი, ფაზლს გააჩნია ხოლმე რა, ზოგჯერ თამაშში ინდივიდუალური ფაზლი ისე შეიძლება მოგეწონოს რო მთელი თამაში მაღლა აწიოს. თუ გამახსენდა კიდე რამე მექანიკა ან თამაში დავწერ.
EDIT:
Okami - ძალიან დიდია ეს გეიმფლეის ამბავში, ზელდას დონის ექშენ ედვენჩერია მთელი ხატვის ელემენტებით, ხან მზეს დახატავ კომბატში, ხან ბალახს,, ხან ყვავილს ამოიყვან პლატფორმისთვის და ასე შემდეგ. ექსპლორაციაშიც იგივე, პლუს საიდუმლო ადგილებში შეღწევა ამ მეთოდებით. ზოგადად გეიმფლეი ვისაც აინტერესებს, ყოფილი კეპკომის ტვინებისგან და ზოგადად იაპონური დეველოპერებისგან ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია ეს, დღესაც კი მაგალIთია თუ რა დონეზე ფიქრობდა მაშინ ხალხი გეიმდევის განვითარებას
Heavy Rain - ნუ კი ფარენჰეიტმაც ზუსტად იგივე ქნა, მარა ეს იყო ჩემთვის მწვერვალი ინტერაქტიული ფილმის, სადაც თამაშური და სინემატიკური მომენტები ძალიან დაბალანსირებული იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.