Brigador
რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით გავიგე ამ თამაშის შესახებ. თავიდან ისე ჩაუვარდათ გაყიდვების მხრივ, რო ცალკე ნიუსებად იდებოდა, თუ რამდენად იძირება სტიმის ორიგინალური პროექტები, სქამერული პროექტების ფონზე. მერე GOG ზე დაიდო უფასოდ და ეხლა მეტ ნაკლებად დაინახა მომხმარებელმა.
რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე ნახვა. ერთი 2 საათი ვითამაშე და რაც ამ მომენტისთვის შემიძლია რო ვთქვა - არი ნოსტალგიაში გადავარდნილი გეიმერების, გულით და ყველა ტრადიციის სიყვარულით გაკეთებული მექა ტაქტიკური ექშენი. თამაშს აქვს უნიკალური , მომენტებში უაზროდ ლამაზი და ნოსტალგიის მომგვრელი ვიზუალი. მუსიკა მსგავსი ექშენების დამახასიათებელი, ოქროს წლების მინიმალისტური ელექტრო ტრეკების სახით არი წარმოდგენილი და რამე ორიგინალ დეუს ექსს, ან ნებისმიერ სხვა კიბერ პანკ სეთინგშიც ძალიან მაგრად იგრძნობდა თავს (ფლეილისტი რო გაუშვი, მთელი ნახევარი დილა კომპიუტერთან ამ მუსიკის ფონზე გავატარე).
გეიმფლეი ელემენტებს ნელნელა გაცნობენ და გიხსნიან. არვიცი ვის რამდენად გახსოვთ, მარგამ სეგა მეგა დრაივის ძალიან საყვარელი Strike სერიის სული დევს სათამაშო პროცესში (Desert Strike, Jungle Strike). გაქვს რუკა და მასზე გასანადგურებელი ცენტრალური ობიექტები, ასევე გვერდითი მისიები, რომლების შესრულებაც ოფციონალურია, მაგრამ სასიამოვნო. ძალიან აქტუალურია ტყვიების რაოდენობა და სიცოცხლის კონტროლი. ერთი გაუაზრებელი გამოჩენა მტრის წინ და ეგრევე თავიდან გიწევს მისიის დაწყება.
გარემოს განადგურებაზე დიდი აქცენტია გაკეთებული, ყველაფერი იმსხვრევა და ამაში დამატებით კრედიტებს ღებულობ. ძალიან ბევრ რამეს მახსენებს თამაში, მომენტებში, როცა ქალაქში რანდომზე მორბენალ მოაცხოვრებლებს გადაუვლი Carmageddon ვაიბიც მოაქვს. ვიზუალურად მომენტებში ძალიან გავს ორიგინალ Syndicate. ერთი სიტყვით ყველაფერი ნოსტალგიური და საყვარელის გემოვნებიანი ნაზავია. ჯერ ეხა დავიწყე და იმედია რაიმე უხერხულობა არ ამომაგდებს მუღამიდან.