ბევრის წერა მეზარება, შევეცდები შედარებით მოკლედ გადმოვცე ის რისი თქმაც მინდა (რაც არ გამომივიდა).
თავიდან ყველაფერი, უკვე ანალოგიად მოყვანილი, პირველი ვიჩერივით, საკმაოდ უსახურად იწყება. მაგრამ როგოც კი პირველ თავისუფალ ლოკაციაში ხვდები და პირველ დიალოგს გადუხარ ნებისმიერ ქალაქის მაცხოვრებელთან, ხვდები რომ რაღაც არასტანდარტულს თამაშობ. ძნელია ყველა იმ სიბრტყის გამოყოფა, რაც თამაშის ღირებულებად მიმაჩნია. აქ ერთიანად არი გაცოცხლებული მთელი სეთინგის დროისთვის დამახასიათებელი ინგლისური ფოლკლორი (The Witcher უბრალოდ ვიქტორიანული ინგლისის, კერძოდ კი ლონდონის სეთინგში). ეს არი ის თამაში რომელიც უნდა ყოფილიყო The Order: 1886.
იმაზე რომ თამაში რეალურად დიდი ნაშრომის შედეგია, მეტყველებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მისი მხატვრული დამუშავება. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს მეცნიერება, მედიცინა, ვამპირები, თავიანთი მასკარადით და ეპიდემია, რომელიც სხვა ზღაპრულ არსებებსაც სამყაროს გააზრებულ ქმნილებებად აღგვაქმნევინებს. ეს უბრალოდ ერთ სიბრტყეზე კი არ დევს, აქ ყველაფერი ერთი მეორედან გამოედინება. ვამპირები იდეალურად არი შერწყმული ფარულ, მართველ ელიტასთან. ვირუსი იდეალურად არი შერწმული ვამპირებთან და მეცნიერებასთან, რომელიც ამის კვლევის პროცესშია. გარემო, ზღაპრული არსებები, იდეალურად არი გამართლებული ვირუსით. ზოგადი დეპრესიული მდგომარეობა, გაჭირვება იდეალურად გადმოსცემს მაშინდელი დაბალი სოციალური ფენების ცხოვრების წესს და ამავდროულად იქვე მორბენალი მონსტრები, უკვე რაღაც ბუნებრივი ხდება მოთამაშის თვალში.
ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ელემენტების, ესე ნიჭიერად, ერთ საერთო სამყაროდ გარდაქმნა, არის ძალიან იშვიათი რამ, რაც ცოტას გამოსდის.
მაგრამ, მაგრამ ამაზე არ მთავრდება სტუდიის ინოვაციურობა. დღეს მე Vampyr ყველა პერსონაჟს ვიცნობ და მახსოვს. ყველას. ეგეთი რამე რომელიმე RPG თუ გინახავთ საერთოდ? ანუ ადგნენ და როლფლეი თამაშში შემოიტანეს პოერსონაჟების, და მათთან ურთიერთობების ყველაზე საინტერესო მექანიკა, რაც კი სადმე შემხვედრია. რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პერსონაჟს აქვს დახურული დიალოგების ხე, რომელიც მის გარშემო ინფორმაციის მოძიების მეშვეობით იხსნება. ეს მოძიება ხდება ძალიან მრავალფეროვანი მეთოდებით - თვალთვალი, სხვა პერსონაჟებთან დიალოგი, სხვადასხვა ნოუთების კითხვა, გარემოს ექსპლორაცია და სხვა. ეს იმდენად საინტერესოს და რეალისტურს ხდის თამაშის პროცესს, რომ ამის გარეშე მე არჩევანზე დამოკიდებული, სერიოზული როლფლეი თამაში აწი ვერ წარმომიდგენია. ამ უერიერთობების ძაფების გახსნა-ვე წარმოადგენს საიდქვესთებს, რომელიც რეალურად არაფერს არ გავს, იმდენად თამაშის ცენტრალურ კონტენტად აღიქმება.
მე დღეს შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დონეზე 1918 ინგლისში ნაცხოვრები მაქვს. ვიცნობ იმ პერიოდის ადამიანებს, მათ პრობლემებს, მათ ხასიათს და ასევე მათ ხორცშეხმულ შიშებს. მათთან ურთიერთობა და მათთან დაკავშირებული ამბები იმდენად მაღალ დონეზეა გაწერილი, რომ რეალურად ძალიან მაგარი სერიალის ნახვის ეფექტიმაქ.
ეს თამაში დიდი აღმოჩენაა ჟანრში, მარგამ მინუსების გარეშეც ვერ გამოვა ლაპარაკი. ნუ მინუსები რა, უბრალოდ იმ მომენტების რაც სიტყვაზე ბოლომდე გახსნაში კიდევ უფრო დაეხმარებოდა.
იმის მიუხედავათ, რომ ქალაქი და მასში თავისუფალი ბოდიალი ძალიან შემიყვარდა, მაინც არ მტოვებდა განცდა რომ ცოტა ბუტაფორიულ გარემოში ვიყავი. რაღაც აკლია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან ბრტყელი რატომღაც. ზოგადად ლეველდიზაინის მხრივ, ვისურვებდი რომ მეორე დისჰონორდის დონის იყოს მინიმუმ. მეტი სიცოცხლე და მრავალფეროვნება ჭირდებოდა გარემოს.
არ დავმალავ იმასაც, რომ ენდინგი ცოტა მიჩქმალული მომეჩვენა. აშკარად მეტი ეპიკი და გაკეთებული არჩევნებით გამოწვეული, მეტად განსხვავებული დასასრულების ვარიანტები იყო საჭირო. მაგრამ მთლიანობაში, აი ეხლაც რომ ვწერ გულწრფელად მიხარია, რომ როგორც იქნა ესეთი რამ მოხდა. მოხდა Vampire: The Masquerade გაგრძელება, იმ სეთინგში, რომელშიც ძალიან დიდი ხანი მინდოდა, რომ მომხდარიყო. და გრძნობების თვალსაზრისით, რაც თამაშში მივიღე, ბევრად უფრო სერიოზული გამოცდილება იყო ვიდრე იგივე, ყველასთვის საყვარელი მასკარადი. Vampyr არის ბევრად უფრო ინტელექტუალური, სიღმისეული ნამუშევარი.
ბოლოსთვის სქრინები შემოვინახე, მგონი ატმოსფეროს საკმაოდ კარგად გადმოსცემენ
https://imgur.com/a/JJLpMsv