The Blair Witch Project - ეს ამ სიიდან რეალურად ყველაზე მეტად მიყვარს. ჯერ კიდე სკოლის პერიოდი იყო. სადღაც მქონდა თვალი მოკრული და მაგრად მაინტერესებდა. ვიდეოს ბოლო ეპოქა იდგა და კასეტები იყიდებოდა ძალიან მაგარ პირატულ შეფუთვებში, თავის აღწერებით და სქრინებით უკან. ახალი წლების პერიოდი იყო თან. შეთვარიელებული მქონდა ამის პიზდეც ლამაზი კასეტა, ფული ვაგროვე და სკოლიდან წამოსულმა სახში წამოვიყოლე. ზუსტად ისეთი ამინდი იყო თბილისში როგორიც ფილმში, მარა სახში თბილად ჩამჯდარმა უყურე და ატმოსფერულდ ჩა**მა დავიძინე ))) <3 ნოსტალჟი
Paranormal Activity - დაჟე ეხაც მახსოვს, რო მორჩა სამზარეულოში გასვლაზე სერიოზულად კომპლექსური დიალოგი დამჭირდა საკუთარ თავთან :) ზოგი მაგრად კაიფობდა ამ ფილმზე, მარა მე მათ რიგებში ვერ მოვხვდი
Paranormal Activity 2 - და რო მეგონა რომ აი პირველის მერე რა უნდა იყოს... ამაზე პირველი ამნეზიის მსგავსი რაღაც მომივიდა. კინაღამ გავჭაღარავდი )) დაჟე ეხაც რო უყურო მაგრად გამიტყდება დარწმუნებულივარ.
Midsommar - ძალიან საშინელი ფილმია, სამწუხაროდ კარგი გაგებით :) კინოში უყურე და მთელი დარბაზი დაჩმორებულები ვიჯექით :) თან რაც ყველაზე მაგრად მუშაობს ის არი რო არაფერი არაა მოგონილი, ან რაიმე დოზით გაზღაპრულებული. იდეალურად რეალისტური ამბავია, რომელიც ნათლად განახებს რო თვითონ ადამიანები გყავს აგერ ჰორორისთვის, ვაფშე არაფერი არ არი მეტი საჭირო ))
Hereditary - ესეც იგივე რეჟისორის და კიდე უფრო შავბნელი დედა**ლი რამეა. ძაან გამიჭირდა მომენტებში ყურება, მარა ჟანრში ვინც ტრა** ვერ აყენებთ აუცილებლად ნახეთ :)
The Lodge- Midsommar -ის მსგავსად, ამ ფილმშიც ყველაზე მაგრად რეალიზმმა მოიტანა. ყველანაირი პარანორმალურისგან დაცლილი ჰორორია, რომელიც ცნობილი ფსიქიკური დაავადებების და ამ დაავადებებისთვის ნეგატიური გარემოებების ერთობლიობის შედეგს გვიდებს, რითიც ჯამფსქეარების და მონსტრების გარეშე გვაძლევს ჰორორ ექსფერიანსს.
Jacob's Ladder - ეს ფილმი მომავალშიც ჟანრის დიდ კლასიკად უნდა დარჩეს. "შინაგანი იმპერიის" მოშლის სამაგალითო სადემონსტრაციო ნამუშევარია. და უზომოდ ატმოსფერული.
Angel Heart - შემთხვევით მივაწყვილე, მარა ეს და ზედა განსაკუთრებით უხდება ერთმანეთს. ერთი ეპოქის ჰოლივუდია. Jacob's Ladder -ის დონის ეს შეილება არ იყოს, მაგრამ რაღაც სერიოზულად სახასიათოდ ჟუტკი და მისტიკური ამ ფილმშიც არი.
The Descent - ეს ფილმი იყო ჩემთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი. ამდენი წელი გავიდა ამის გამოსვლის მერე და ესეთი ჰარმონიული გადასვლა სათავგადასავლო ფილმიდან ჰორორში არ შემხვედრია.
The Others - ჰარმონიულ გადასვლებზე <3
The Fourth Kind - არ მახსოვს რატო და არ მახსოვს ზუსტად რა ხდებოდა, მაგრამ მახსოვს, რომ მაგარი შეშინებული ვიყავი რო მორჩა )) ეხა შეილება თრეშია უკვე, მარა თავის დროზე ძალიან გამისწორდა.