Unread post#164 » 19 Dec 2020 01:35
ნეგატივების გადახარშვის თუ შეგუების მერე მინდა ცოტა პოზიტივებსაც შევეხო.
თამაშის რაღაც % მისიებში, ყველაში არა. (ეტყობა კონკრეტული რეჟისორის ან მწერლის ხელწერაა).
არის სასწაული მომენტი ჩადებული რომ პირველივე კადრიდან გაგიცოხლოს ძალიან ადამიანური, ძალიან რეალისტური და დამაჯერებელი სიტუაციები. კონკრეტულის დასახელება არ მინდა არაფრის რადგან სპოილერი იქნება.
მაგრამ სერიოზული ინოვაციაა თამაშის სთორითელინგის. ქალაქში კატაობის და კაიფის მერე შეხვალ ოთახში და მოულოდნელად სხვა ადამიანის ტრაგედიაში შეაბიჯებ მომენტალურად. უსიტყვოდ ითავისებ მთელ მოცემულობას სიტუაციის და უზარმაზარ წონას გრძნობ პერსონაჟის მხრებზე რამაც ამ მომენტამდე მოიყვანა. რაც თამაშის პირველ ნაწილში დამაკლდა და მეხალტურა, მაგ სიტუაციებში იყო შევსებული კი არა ცამდე აყვანილი.
სიუჟეტური ნაწილის დამუშავება უმეტესად ძალიან მაღალ ხარისხზეა. ადამიანურ მომენტებს აქვს დიდი ყურადღება დათმობილი რაც ასევე ინოვაციურია და ძალიან დალაგებული. ვინმეს თუ უნდა ელაპარაკო, ქუჩაში ყ*სავით არ დაგიწყებს ისტორიის ჩამოყრას. მიადგები სადმე, წაგიყვანს მაგიდასთან, ჩამოჯდებით და სასმელს შემოგთავაზებს. მერე აივანზე გახვალთ იქ გააგრძელებთ ლაპარაკს. ძაან ბუნებრივად არის გაკეთებული და შეილება არც მიაქციო ყურადღება, მარა სავარაუდოდ ეხა ამის მერე რომ ნებისმიერი სიუჟეტური თამაში ჩართო შეილება ლურსმანის თვალში ცემა მოგინდება ისეთი რახიტი მოგეჩვენება.
ქალაქი მე არ მომეწონა, და ჯერ კიდევ ვერ დავუმუღამე. მარა ქალაქგარეთ რაღაც სასწაული ატმოსფერო დავიჭირე იმის მიუხედავათ რომ სრული ხრიოკია და დიდი არაფერი არ არის საკეთებელი.
პანემი <3 <3 <3
მანქანის ინტერიერებს მივცემდი რამე ცალკე ევორდს. უცნაური პოინთია მარა მიხვდებით რო ითამაშებთ. იმენა სუნს იგრძნობთ ამ ძველი მანქანების შიდა მასალის. კარებში საფერფლიდან ბოლი აკლია ერთი და იქნებოდა სრული სურათი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.