Demon Souls, Walkthrough Diary

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Demon Souls

Unread post#21 » 16 Sep 2013 23:41

riddick wrote:ლოკაციას რა ერქვა არ გახსოვს?

)) ბიჯო და მეორეჯერ რო შეხვედი მერე ისევ მოთამაშე იყო თუ კომპი?

3-2 რეგიონში შედის, ზუსტი განკუთვნილი სახელი არააქ მგონი...

მეორეჯერ რომ შევედი კომპიუტერი იყო...

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Demon Souls

Unread post#22 » 16 Sep 2013 23:43

ნოსტალგიურად (თითქოს 10 წლის წინ იყო...) ჩავიხოცე ბოლო ეპიზოდზე, პირდაპირ რაინდულ სულში წავიდა კომპანიონის სიტყვები :shycry:
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Demon Souls

Unread post#23 » 16 Sep 2013 23:51

მეშვიდე თავის მარგალიტები )))))))
ამ დროს თეატრმა მეორე კოშკზე მიმოისროლა ჯერ ხმალი, მერე ფარი, და ბოლოს თვითონაც გადახტა და ცალი ხელით დაეკიდა კიდეს!

თეატრმა კი ხმალი მოიმარჯვა და გველისმჭამელი თვალებით შესცქირა ბოსს, ბოსმა კი მზერა მე მომაშორა და თეატრის სახიფათო მზერას გაუსწორა თვალები, უეცრად კვნესის ხმა შემომესმა სირბილის დროს და რომ გავიხედე ბოსმა თეატრს ნაჯახი ჩასცხო ვერტიკალურად და ერთ დარტყმაში შუაზე, ზუსტ ორ ნაწილად გადაჭრა იგი, თეატრი მოკვდა.

"თეააააააააააატტტტტტრრრრრ" მარჯვენა ხელი გავიშვირე მისკენ თუმცა მივხვდი რომ აზრი აღარ ჰქონდა
ძაან ბევრი ვიცინე

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Demon Souls

Unread post#24 » 15 Nov 2020 04:42

რიმეიქში შეტანილი მხატვრული ცვლილებები - პერსონაჟები:
https://i.imgur.com/qxR9A1f.jpg

კოსტუმები დაიკიდეს, მონსტრების ვიზუალი შეცვალეს, generic DnD-ის და ამერიკულ ჰორორს დაამსგავსეს. ტექნიკურად ალბათ ერთადერთი ის ახსნა შეიძლება მოეძებნოს რო იაფი ფენტეზი მოდელები და ასეტები გადააკეთეს და ის მოარგეს, Art Director კი უბრალოდ არ იყო სახეზე. საერთოდ არაფერი არ სჭირდა Demon's Souls-ს მხატვრლად შესაცვლელი, საერთოდ არაფერი, მითუმეტეს მონსტრებში...

Old Hero იმენა სადომაზოხისტი კლოუნი გახადეს, 300-ის ქსერქსეს დაამსგავსეს :( აღმოსავლური feel დაყვებოდა მაგ ბოსს და მაგიტომ
აღმოსავლელი კატანიანი მეომარი Satsuki მანჯურიელი კუნგ ფუს მცოდნე ტიპი გახდა
მსუქანი ოფიციალები გააჩირქიანეს, უფრო მიღებულია ჩირქიანობა მსუქან კაცზე ამერიკულ თრეშში.
ეს გველის ქერეჭიანი ხალხი ბოროტ დემონებად აქციეს
გარგულია - ნატანჯი სახის ლურსმნებგარჭობილი სკულპტურის ნაცვლად ჩვეულებრივი ღამურა გარგულია გახდა მილონგან ნანახი https://external-preview.redd.it/PYzGfW ... ef34e8d54d.
Maneater - ქიმერას მსგავსი არსება ტრანსილვანიური გარგულია გახდა, რაღაც ვოვის ჰელოუინის ივენთზე რო უნდა დააგდო ეგეთი, ხოლო Man Centipede ხორციანი ადამიანის სახეების გროვა, დედ სფეისის ჰორორ მონსტრივით.
ზოგადად ეს მეტალის და ქვის მსგავსი სკულპტურული ნატანჯი სახეები ხშირი იყო ამ თამაშში და თავისი მხატვრული დატვირთვა ჰქონდა, რაც ნახუი გაუშვეს. Maneater-ს და Man Centipede-ს ერთნაირი სახე ჰქონდათ წესით.
ლატრიის რვაფეხა Mind Flayer ტიპები პირდაპირ DnD-ის Mind Flayer-ებით ჩაანაცვლეს, რა აზრი აქვს ვინ მიხვდება პრინციპით )))
სოულსური Witch-ის ნაფლეთებიანი ზმანი რაღაც სოფლის ზმანად შეცვალეს და პროსტა ქუდი ჩამოაცვეს..
Old Monk-ს თვალები რატომ დაუტოვეს ვერ ვხვდები, გამომხმარი მუმია უნდა ყოფილიყო წესით
King Allant-ის "პაგონები"საერთოდ მხრის არმორად გადააკეთეს
Old King Doran-ის არმორს რაც უქნეს უკომენტაროდ
ამ ბავშვს https://i.imgur.com/TN9LiFM.jpg როუბზე დააჯვეს რატომღაც.. concept art-იც არ ნახეს ისე

Black Lives Matter <3 https://i.imgur.com/OuXTVMA.jpg

ამასთან ერთად საუნდტრეკები, რომელიც იყო უპრეტენზიო, მინორული, მომაკვდავი და ჩაძირული, დაწერეს ახლიდან და გახდა ტრიუმფალური, ეპიკური, Dark Souls/Bloodborne დონის, იუკა კიტამურაზე მიმსგავსებული. სპოილერის გარეშე ვერაფერს ვიტყვი მეტს აქ.

გახმოვანება https://files.catbox.moe/wts6o1.mp4

4chan-ზე ტირიან
მეტაკრიტიკზე 92 აქვს ჯერ
მე კი რისი რიმეიქი გააკეთეს თუ ვიცოდე..
კაი მომენტში კი მოარტყეს ფლაგმანად

დღევანდელი გეიმინგი :sdaus:
ველოდები Dark Souls-ის რიმეიქს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Demon Souls

Unread post#25 » 15 Nov 2020 13:39

მევიფიქრე ინფო დადო გაშლილადთქო. საროჩკა მკლავებზე ავიკეცე, ეხა ჩაუჯდები ერთი რახდება შევხვედავთქო. მარა ბოლოს გამკრა, მი*მა ხო არაათქო... და ისე აგიხდეს ყველაფერი :)

მე არმაქ ორიგინალი ნათამაშები, მაგრამ ნანახიმაქ თითმის ყველა ლოკაცია, უმეტესობა მონსტრებით (სპეციალურად არ ვნახე ბოსები) - და ეს რაც ეხა რიმეიქს უყურებ ძალიან მომწონს, მართლა. ერთადერთი რაც არ გამისწორდა იყო ის მთავარი დრაკონი, რომელიც გაცილებით კარგია ორიგინალში და ახალ ვერსიაში დეტალიზაციით და ფერებით, რეალურად ვეღარ უქაჩავს ძველს.

დანარჩენს რაც ეხება, 2009 ვერსიაშიც ბევრი სასაცილო ტიპის მონსტრები იყო თამაშში. განსაკუთრებით ცუდათ რაც მახსოვს, იყვნენ თეთრი და ოქროს სკილეტონები, ასევე მფრინავი სკატები და სხვა.
მახსოვს ბორომირას უყურებდი, კაკრას სკილეტებს ხოცავდა და ძაან ვკაიფობდი. მაგის მერე მე მიაძაკის თამაშში ეგეთი სლაბი დიზაინის მონსტრები არ მინახავს. ზოგადად გრაფიკაც მაგარი უღიმღამო ქონდა პირველს, საკმაოდ დაბალი დონის ტქსტურებით და დეტალიზაციით. მაგრამ რითიც ქაჩავდა და ალბათ კიდე ქაჩავს, არის ატმოსფერო და გეიმფლეი. და რავი, მაგის მერე, ამ ახალზე ესეთი დონის და*მა, მე პირადად დაუმსახურებელი მგონია.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Demon Souls

Unread post#26 » 15 Nov 2020 14:17

მი*მაც არ არის, ფაქტების შეჯამებაა :D უსიამოვნო ფაქტებია და ჩამოვწერე ეგ. შეცვლილია მონსტრები და პერსონაჟები და ტიპები ფიქრობენ რო უკეთესს აკეთებენ, როცა ვერ აკეთებენ. ვერ გაკეთება ნიშნავს იმას რო მსგავსებასაც ვერ იჭერენ, სტილს, ესთეთიკას მაზავენ და ა.შ. მესმის რო 1-2 მონსტრი გადააკეთო და ცოტა თანამედროვე ვიდი მისცე პოლიგონების პონტში მარა ასე აიღო და თითქმის ყველა პერსონაჟი და მონსტრი შენ პონტში შეცვალო, ისე რო ყურადღება არ მიაქციო lore-ს თუნდაც, უპატიებელი ამბავი მგონია მე პირადად და ხელოვნებისგან ან პატივისცემისგან ძალიან შორს მდგომი. გარემო თუ შეცვალე, მონსტრები თუ შეცვალე, სტილი თუ შეცვალე რაღა დარჩა აბა, ეგ გამდიდრება და გაუმჯობესება კი არაა, ეგაა reimagine სხვა საავტორო ხედვით. ამის წინააღმდეგიც არ ვარ ზოგადად როცა აღიარებენ მაგას, მარა ნუ რიმეიქი სხვა რამეს ნიშნავს და მანდ ყველა ვარიანტში პირველწყაროსთან შედარებით უნდა მოხდეს შეფასება, ეგაც მაგათი ბრალია ანუ. მაინცდამაინც მოდელებზეც არ ვამბობ, არტბუქი გამოეყენებინათ და ისე შეექმნათ ახალი გაპოლიშებული მოდელები, მარა არ იკადრეს, მიაძაკიზე უკეთ ესმით..
საუნდტრეკებსაც სჭირდებოდა ახლიდან ჩაწერა თუნდაც ორკესტრით მარა არა გადაკეთება..
სასაცილოზე ვერ დაგეთანხმები, მითუმეტეს იმაზე რო ისენი იყო სასაცილო და ახლა რეებიც ქნეს ეს არ არის.. დაჟე სასაცილო და ცუდიც რო ყოფილიყო უკლებლივ ყველა მონსტრი ორიგინალში, ის თამაში მაგითი იყო ფასეული რაც ჰქონდა, ეგ მუშაობდა, იმ ყველაფრით გაუთქვა მიაძაკის სახელი და მთელი სოულსები დააგენერირა. ეხლა მოწონებით შეიძლება ვინმეს დიჯიტალ მონა ლიზა მოეწონოს და ცალკე თავის პონტში ედოს ხარისხი, მარა პირველწყაროს გაუმჯობესებაზე როცაა პრეტენზია, იქ მონა ლიზა უნდა ეხატოს და არა რამე სხვა.

https://youtu.be/DaEax4BSiB8 აგერ არის არტბუქის ვიდეო, ულამაზესი რამე გამოვიდოდა ეს რო ახალ მოდელებად გადაეტანათ.

სკელეტონები პაბალშომუ იგივე დატოვეს https://preview.redd.it/vx9qht2vo8w51.p ... 22dcebb7f7
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Demon Souls

Unread post#27 » 15 Nov 2020 15:39

ლაივში ნაყურები მაქ რამდეიმე საათი. მერე ვიდეოები მაქ თამაშის დეტალურად ნანახი. მაინტერესებდა, რადგან გამოვტოვე და გრაფიკული დეტალიზაციის თვალსაზრისით ამ თამაშის ორიგინალს არაფერი არ ქონია შესაშური თავის დროზე. აგერ აი https://imgur.com/a/Y0JH8dk . ესეთი ორ პოლიგონიანი მოდელები რო PS5 სიმძლავრეზე გადაგყავს, იქ ვერ გექნება აფსოლიტურად იგივე დაჭერილი. ესე ტექსტურა ტექსტურით დევნა მაგიტო არ მგონია მიზანშეწონილი. მანდ უფრო იმას გააჩნია მთლიანობაში როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს თამაში, ჩემი აზრით.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Demon Souls

Unread post#28 » 15 Nov 2020 15:45

აუდიო თუ შეცვლილია, მუსიკალური გაფორმება და ფონები ყველაფრის ეგ ძაან ცვლის ატმოსფეროს ალბათ, მე ორიგინალი არ მითამაშია და არ ვიცი
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Demon Souls

Unread post#29 » 15 Nov 2020 16:29

Resident Evil 1/2-ში თუ გადაიყვანეს და დაიჭირეს იგივე აქ რატო ვერ დაიჭერდნენ? იგივე შეიძლება ვერ დაიჭირონ ბლოკებით აწყობილი Tomb Raider გადაყვანისას, თუმცა ფანმეიდ TR2 დემოში ეგაც მშვენივრად ეჭირათ და Anniversary-იც საკმაოდ faithful ადაპტაცია იყო პირველი ნაწილის, ბოლომდე რიმეიქიც არ დაარქვეს ვინაიდან ახალი ტრილოგიის ნაწილი იყო. მარა აქ სრულყოფილი 3D იყო თავისი მოდელებით, PS3 თამაშია, ანუ საკმარისი პოლიგონები აქვს მაგას უკვე, Dark Souls-ის დონეა თითქმის. სჭირდებოდა უბრალოდ უკეთესი პოლიგონების მოდელები current gen დონის და ტექსტურები, პლუს clutter ობიექტების ჩამატება არ აწყენდა გარემოს გასამდიდრებლად, რაც თავის დროზე სისტემური მოთხოვნების გამო შეიძLებოდა ვერ დამატებულიყო.
პრობლემა არ არის მოდელების და ტქსტურების გაუმჯობესება, პრობლმა არ არის გარემოს გამდიდრება, ეს არ არღვევს არაფერს. პრობლემა არის სრული არტ დიზაინის შეცვლა. ნეტფლიქსის საქციელზე ცუდი შემთხვევა გამოდის ეხლა ეს.
ვერანაირად, ვერც ტექნიკური და ვერც თეორიული არგუმენტით პასუხი ვერ გაეცემა შემდეგს:
რატომ იყო საჭიროება ნიღბის მაგივრად რაღაც გაურკვეველი სახის მიცემის?
რატომ იყო სხვა ფერის ტანსაცმლის ჩაცმის საჭიროება?
რატომ არ დაამოდელეს იგივე დონის ტანისამოსი დეტალურად და რატო გამოიყენეს generic ტანისამოსი?
რატომ იყო საწირო ჩირქების წაცხობა ტიპზე ვინც საერთოდ სხვა ტიპია? იმიტომ ხომ არა რო რამე სხვა მოდელიდან გადააკეთეს და ბარემ დატოვეს?
რატომ იყო საჭირო პირსინგების დამატების და რაღაც twisted metal კლოუნად გადაკეთების?
რატომ ხდება რომანული არქიტექტურული ელემენტები უცებ გოთიკური?
რა საჭიროა პომპეზური რენესანსული ელემენტების შემოტანა შუა საუკუნეების არქიტექტურაში?
მარკეტინგული Ubisoft-ური მიდგომის გარდა, რა პლუსი აქვს თამაშის ბლადბორნიზაციას?
ლორში და არტბუქში ხო ეს ყველაფერი გაწერილია და დევს ერთი შეკრული პროდუქტი, კონცეპტში დევს, დაჟე უმეტესობა აღწერილია რა და რატო აქვთ, მარა ნუ ხდება ცვლილება მაინც.. ანუ ეხლა მე ისეთს არაფერს არ ვთხოვ ამას ტექნიკურად რო ჩიხში მოქცეულიყვნენ, გამორიცხულია ეგ. თეთრი ტექსტურა რო თეთრი იყოს, ან ბლოკის ტექსტურა რო ბლოკად დარჩეს, ან მომრგვალებული არკა რო წვეტიანი არ გახდეს, ან ნიღაბი რო ისეთივე დეტალიზებული დარჩეს და ლომკაცას სახედ არ იქცეს. რავი ნუ მიფუჩეჩება ქვია მაგას რა და რაღაც საკითხებში დილეტანტიზმის გამოვლენა, როგორც ტექნიკური ისე თეორიული კუთხით.

მე საიდანაც გამოვდივარ ეს არის რო მე ვუყურებ ამას როგორც ხელოვნებას. თუ თამაში არის რიგითი გასართობი რამაც უნდა მოიტანოს მხოლოდ ფული, მე მანდ არგუმენტი ვერ მექნება, ვისაც რა უნდა ის გააკეთოს. ხელოვნებაში კიდე უხსოვარ დროიდან ხდება რაღაცის აღდგენაც, ასლის შექმნაც, დანგრევაც, მიშენებაც.. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობა მისდევს ნაცნობ პატერნებს და გარკვეულია სწორი და არასწორი მიდგომები, რამაც იმუშავა და რამაც ვერა, გააჩნია ანუ რას აკეთებ. თუ ჩვენ ვქმნით რაღაცის ასლს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაშინ უნდა მივუდგეთ მასე და შევქმნათ ასლი. გეიმფლეიში თუ გადააქვთ ასლი (რისთვისაც რისფექთ), რატომ არ გადააქვთ არტ დიზაინში? ეს ყველა Art Director-მა უნდა იცოდეს წესით თვითნასწავლი იქნება თუ პროფესიონალი, სხვა შემთხვევაში გამოდის კიჩი. და თუ მაგალითი ესაა როგორ უნდა გაკეთდეს რიმეიქი, მაშინ აღარ ჰქონია რიმეიქს აზრი, შეცვლაცაა და შეცვლაც. მარა ნუ გვაქვს მაგალითები წარმატებული რომლებმაც გაამართლა და ის არის ამოსავალი წერტილი წესით და რიგით, რასაც აქ არ მიაქციეს ყურადღება და ფაქტად დევს უკვე. ნუ ამათ პლუსში უნდა ჩაიწეროს ის რო Flamelurker ბოსი რომელიც რაღაც ვოვიდან გამოქცეული დემონი იყო, ფანების ფიდბექის მერე დაამგვანეს ორიგინალს, პროსტა ნუ ამდენ მონსტრს ახლიდან აღარავინ გადახედავს და ესაა რაცაა.

თუ ადამიანი ამბობს რო აი ძმაო მე ვაკეთებ ჩემებურად ამერიკულ Demon's Souls-ს, ბაზარი არაა, შეარგოს თითოეული ცენტი რასაც მანდ იშოვის.

მთლიანობაში კიდე თუ უნდა ძალიან კარგი აღქმა დატოვოს, მაგაზე სულ არ მაქ პრობლემა, თუ უნდა 10/10 თამაში იყოს დამოუკიდებლად და შედევრი, როგორც თამაშმა თუ უნდა ორიგინალსაც აჯობოს და ყველა სოულსის სერიას ერთად აღებულს, უბრალოდ კომპონენტების ასეთი ცვლილებით რიმეიქი როგორღა გამოდის, ესთეთიკის გამეორება როგორღა გამოდის? Demons Souls რანაირადღაა?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Demon Souls

Unread post#30 » 15 Nov 2020 17:59

მე ეხა იმას ნამდვილად არ ვიზავ, რომ რეზიდენტის ორიგინალის და რიმეიქის ტექსტურა ტექტრუა შედარება დავიწყო. რადგან ძალიან დიდი სისულელეა ჩემთვის ეგ ამბავი. და შესაბამისად არ დავიწყებ არცერთ თამაშში, მხოლოდ ერთი გამონალკისის გარდა - თუ არ მეცოდინება რო ის უშუალო ტექსტურა რამე ფუნდამენტურს ცვლის თამაშში. რადგან უშუალოდ ის ფუნდამენტია რის გამოც მინდა რო ვნახო მისი გათანამედროვებული ინტერპრეტაცია.

მიცვლი სიუჟეტს? მკიდია უკვე. მიცვლი ლოკაციების გეომეტრიას? მკიდია უკვე. მიცვლი გეიმფლეი მექანიკებს? მკიდია უკვე. გაგყავს, ან შემოგყავს პერსონაჟები? მკიდია უკვე. მარა თუ ამ ყველაფერს იგივეს მიტოვებ და თანამედროვე სმარფონის დონის გრაფიკის თამაშს, PS5 -ზე აფსკეილის დროს რაღაცას ისე ვერ მიკეთებ როგორც უშუალოდ 1 1 ზე მოდის, აი მაგაზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი. ჯერ მარტი იმიტო რო დედა .... FF7 რიმეიქი მიდევს საკმაოდ ახალი გამოსული.

კი ნამდვილად არაა ის სასიამოვნო, რო გარგულია ლურსმნებიანი აღარაა და ჩვეულებრივს გავს, ან ერთ-ერთ NPC ჩირქი უსვია, როცა არ ესვა, მარა იმ ყველაფრის ფონზე, რასაც პროექტი წარმოადგენს და როგორც გამოიყურება, რო გამოდიხარ და მარტო ნეგატივს რო წერ, ეგ არი ჩემთვის მაგარი გაუგებარი რამე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Demon Souls

Unread post#31 » 15 Nov 2020 18:22

მიცვლი სიუჟეტს? მკიდია უკვე. მიცვლი ლოკაციების გეომეტრიას? მკიდია უკვე. მიცვლი გეიმფლეი მექანიკებს? მკიდია უკვე. გაგყავს, ან შემოგყავს პერსონაჟები? მკიდია უკვე. მარა თუ ამ ყველაფერს იგივეს მიტოვებ და თანამედროვე სმარფონის დონის გრაფიკის თამაშს, PS5 -ზე აფსკეილის დროს რაღაცას ისე ვერ მიკეთებ როგორც უშუალოდ 1 1 ზე მოდის, აი მაგაზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი.


მეც ამ მიდგომით ვარ კაცო, მაგედან გამომდინარე მიტყდება. აფსქეილის და გაუმჯობესების ნაცვლად რო მიზანმიმართული ცვლილებებია, რასაც ბნელი და უპატიებელი მიზეზი შეიძლება ედოს ეგაა პრობლემა. მიზეზი კი შეიძლება იყოს ის რო აიღეს რაღაც ფრილენსერების ასეტები, გადააკეთეს, თავი არ შეიწუხეს დიდ მოდელირებაზე და ჩატენეს რაც იყო. თუ გარგულიას სახეს ამოდელებ და დროს კარგავ, ვერ ვხვდები რატო არ უნდა დაამოდელო იგივე რასაც არაფერი შეცვლა არ სჭირდებოდა? თუ ზოგი პერსონაჟი შეუძლიათ გადაიტანონ, რატო გახდა მონსტრებზე და ცოტა რთულ ტიპებზე ეს ცვლილებები საჭირო? კონცეპტ არტში დეტალური ნახატებისგან დეტალური თანამედროვე მოდელების შედგენა შეიძლებოდა თავისუფლად. 1:1-ში შეეძლოთ ნახატიდან გადაეტანათ თუ ამბიციაზე იყო, თორე მოდელის 1:1-ში გამეორებაზე არ ვიძახი არაფერს.

ნუ FF7-თან შედარებით სამოთხეა ეს, იქ საერთოდ სხვა სთორი დადეს, სხვა რეჟისურა, სხვა რამეს დააწერეს რიმეიქი. ეს 50/50 ზე მაინცაა მინიმუმ.

ნეგატივზე კიდე რავი, ანუ რაზეც ამბავი ატყდა და თვალში მომხვდა ცუდად ეგ ფაქტები დავდე. რაღაც ჩავუჯდე და ნეგატიური ვეძებო ეგ მომენტი არ მაქ და არც მიზეზი მაქ სამაგისო რამე ტყუილად დრო ვხარჯო, უაზრობაა. https://thumbs.gfycat.com/KindheartedNe ... WSvk4-0QOU ეს მომენტი დამემართა და შევწუხდი მართლა.
პოზიტიურად ამ წუთას გრაფიკული მონაცემების და PS5 შეაძლებლობების შოუკეისის გარდა ვერაფერს ვხედავ. მანდაც იყო მინუსები, მაგალითად რეი ტრეისინგი ვერ ქნეს და ორიგინალზე დიდი ლოუდ თაიმები ვნახე შედარებაში, მარა ნუ ეგ გამოსწორებადი მგონია და ნუ ეფექტს თუ აღწევენ ეგეთი რამეები საპატიებელი მგონია, ვერ ვხედავ მაგაში პრობლემას და გამოსაკიდებელს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Demon Souls

Unread post#32 » 16 Nov 2020 02:17

მოიცა და ფრილანსერების ასეტები როაქვთ ნაყიდი თამაშისთვის ეგ სადმე ოფიციალურად ნახეს, თუ საიდან გაიგე?

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Demon Souls

Unread post#33 » 16 Nov 2020 03:42

4chan-ზე არჩევდნენ გუშინ. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, გამოსაკვლევია ეგ.
ნუ ლოგიკურად ჯდება, მარა არასწორი მგონია ვაბრალო რამე გინდა თუ არა ასეათქო მტკიცებულების გარეშე.
არსებობს კითხვები - თუ მოდელირება შეგიძლია რადიკალურად განსხვავებულ სახეს რატო ამოდელებ და რატო წვალობ უფრო მეტს, როცა შეგიძლია კონცეპტ არტიდან დაამოდელო იგივე დროში ან ნაკლებში? (მეტშიც რო იყოს რატომაც არა?)
მაგალითად რატომ წვალობენ ამ ზომბი ფრანკენშტეინზე და მის ნაიარევებზე, როცა აგერ არის ნიღბად ქცეული მოხუცის სახე https://i.imgur.com/am8vv76.jpg, https://i.redd.it/wtvy6103qew51.png რომელიც იგივე რომც არ გააკეთონ ერთი ერთში, მილიონნაირად შეუძლიათ ჟუტკი დაჯღანული მოხუცის სახის ნიღაბი დადონ და მონსტრის არსი არ შეცვალონ. ეს მონსტრი გავს მითოლოგიურ ქიმერას, იმ განსხვავებით რო ლომის ნაცვლად მოხუცი ადამიანის სახე აქვს, ხოლო ახალ მოდელს გეგონება ლომის სახის ნაცვლად ფრანკენშტეინის სახე მიადეს და ფაფარიც ისე დაუტოვეს რაც ჰქონდა. მეორე მონსტრიც არის მსგავსი სახით, Man Centipede და არც მის ნიღაბზე უწვალიათ, რო გვეფიქრა რო აი ერთ მონსტრს შეუცვალეს მხოლოდ დიზაინიო.
https://external-preview.redd.it/PYzGfW ... ef34e8d54d ან აქ რა ხდება? გარგულიაა და რა აზრი აქ როგორი იქნება? ამაზე საკმაოდ შრომაა ახლა დააკრგული და იგივე შრომით ორიგინალის ძერსკი მოდელის აწყობაც შეიძლებოდა.
ან რატომ ვერ გაკეთდა დაფლეთილი შავი ვიჩის არმორი, რა წინააღმდეგობას შეხვდნენ მანდ, რა ვერ გააკეთეს? თუ ჩათვალეს რო გლეხის ზმანზე უფრო კარგი ვიჩი გამოვიდოდა?
ან დორანის არმორი წესიერად რატო არ გააკეთეს და რატოა რაღაც აზიური მმო-დან გადმომხტარი ფერდებმოშიშვლებულ ვიდზე? რა წნააღმდეგობა შეიძლებოდა მანდ ყოფილიყო რო შეცვლა გამხდარიყო საჭირო?
ან ოლდ ჰიროუზე რატო იწვალეს იმ პირსინგებზე და თმებზე, naruto+xerxes+sweet tooth ტიპი როა, როცა უთმო თვალებახევეული და ტუჩებ გადახეული ტიპი უნდა ექნათ მარტივად, ბევრად მარტივად, მაგრად მევასებოდა არადა ეგ და მაინცდამაინც მანდ ჩააჭირეს ))).

რეალობა არის ახლა ეგეთი - ან ნამუშევარი არის განსხვავებული მხატვრული დიზაინის კუთხით წაყვანილი მიზანმიმართულად, ან რაღაც ნიტო იმალება უკან. ეს არ არის current gen-ისგან მოტანილი რამე საჭიროება, რო სხვანაირად ვერ იზავდნენ ან მსგავსი.
ეგ ნიტო რა არის მაგის გამოძიება არ მაინტერესებს, ტექნიკურად რა შესაძლებლობაცაა თუ გავიგებ იქიდან გამოვიტან აზრს მერე.
მარა სიამოვნებით დაველოდებოდი ახსნას თუ რატომ წაიყვანეს ასეთი კუთხით მოდელები. თუ ტრეილერის Flamelurker ნაწილობრივ შეცვალეს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავდებოდა ორიგინალის Resident Evil მსგავსი ტირანტისგან, ესეიგი ფაქტია რო სხვაგან მიდიოდნენ თავიდანვე და ის შედარებების სურათიც მაგას ადასტურებს. შემქმნელების მხარეს არსებობს პოზიცია რომელიც დღეს უცნობია და ვთვლი რო ფანები იმსახურებენ მაგის ცოდნას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Demon Souls

Unread post#34 » 16 Nov 2020 18:30

მოკლედ ფანები ორიგინალის მეტს არაფრის თამაშს არ იმსახურებენ :)
მაქსიმუმ HD პაჩი და დაემშვიდობო ირონიული ღიმილით ))))

შენი არვიცი, მარა თუ მომეცა საშუალება აუცილებლად ვითამაშებ ამას და თითქმის დარწმუნებულივარ, რომ ძალიან მაგარი იქნება.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Demon Souls

Unread post#35 » 12 Dec 2020 03:59

ძაან მომწონს ვიდეოებში რასაც ვუყურებ :(
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 127 guests


cron