მე მესმის ამ ადამიანის პოზიციაც და პრეტენზიაც. მეც ასევე არ ვთვლი, რომ თითიდან გამოწოვილია ინდის იარლიკით შეცდომებზე თვალის დახუჭინების ფენომენი - ანუ - ინდია, ეპატიება. მაგ პრინციპით უამრავი ნახევრამდე მიყვანილი "კარგი შეფასების მქონე" თამაში მინახავს და მაგაზე მილაპარაკია კიდეც. მაგალითებიც მომიყვანია. სტიმმა გააჩნია ეგ განწყობა და გააჩინა ინდის პირველი ტალღებით, რომელიც რეალურად კარგი თამაშებისგან შედგებოდა. ხოლო უკვე დღეს, მსგავსი ლეგასის გამო, თუ პროექტი შედარებით ორიგინალურია, მისი ტექნიკური შესრულება მომხმარებელს უმეტესწილად ყ*ეზე კიდია - ერთგვარი დინამიკა გაჩნდა ეგეთი, კულტურული ფენომენი. მაგრამ იგივე ხალხი, კონსოლებზე იგივე თამაშებს სრულიად სხვა თვალით და რეაქციით აღიქვავს. სასტიკი კრიტიკის ქვეშ ხვდება ბევრი პორტი. და მანდ ჩანს ხოლმე ყველაზე კარგად ამ თემის მთავარი ჭრილობა.
დღეს ინდიში მოიაზრება თამაშების ერთგვარი არტჰაუსი, მაგრამ რეალურად ხალტურის ბუდეს აგენერირებს. ამ მოცემულობის სწორად გასაგებად კიდე უფრო შორს წასვლაა საჭირო.
ეს "არტჰაუს დვიჟუხა" დაიწყო ციფრული დისტრიბუციის ფენომენის გაჩენით. ეს ის დროა როცა დეველოპერი მიხვდა, რომ რეალური დისკების გარეშეც შეეძლო თამაშების გაყიდვა. და იმასაც მიხვდა, რომ გამომცემელიც აღარ იყო საჭირო. ანუ? ამასთან ერთად აღარ იყო საჭირო ის უზომო ტრა*კის ტკივილი, რაც ფაბლიშერის მიერ, პროექტის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას ნიშნავდა. ეს რეალურად ჯანგოს განთავისუფლების ისტორიაა, უბრალოდ გეიმდეველოპმენტის ისტორიაში. რასაც როგორც ყოველთვის თავისი პლიუსებიც მოჰყვა - კარგი, ინოვაციური ექსფერიანსების სახით და მოჰყვა მინუსებიც - თაღლითი სტუდიები და მათი ხალტურა, რომელსაც თვითონ სტიმი და სხვა გასაყიდი პლადფორმები, რბილად, რომ ვთქვათ ნაკლებად აკონტროლებენ. და რომლების რიცხვის ყოველდღე უფრო და უფრო მატულობს.
ხოდა მივიღეთ ეს სურათი რაც დღეს გვაქვს. საკმაოდ ქაოტური, დიდი+კარგი პროექტების მაგარი სიმცირით.
და ეხა რაც შეეხბეა AAA პროექტებს. რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ თამაში ცნობილი კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ გამოდის, ანუ იგივე გამომცემლის. გამომცემელი, ამ შემთხვევაში არის პროექტის ყველაზე დიდი ფინანსური პარტნიორი, რომელსაც შესაბამისად ყველაზე მეტი უფლებააქ საბოლოო პროდუქტზე. და აქ ხდება ის, რაც არ უყვართ ინდი დეველოპერეს - გამომცემლის წესების გათვალისწინება და მათი სახით, ერთგვარი ხარისხის კონტროლის ყოლა. ხარისხის კონტროლის, რომელსაც პირველ რიგში იმ თავისი ჩადებული ინვესტიციის დაბრუნება აინტერესებს. რაც ნიშნავს, რომ თამაშში იქნება უშუალოდ იმდენი ძველი და ახალი იდეა, რამდენსაც მათ მიერ დათვლილი რისკის გაწევის დიაპაზონიც მოგვცემს.
და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, რადგან ხელს უშლის ახალი, ინოვაციური იდეების დაბადებას, უბრალოდ აქ ძალიან დიდი მაგრამ იწყება.
მაგრამის პირველი და ყველაზე რიზონული ეტაპი არის თვითონ გამომცემელის ფენომენი, რომელსაც დეველოპერი ვერ ატყუებს ისე, როგოც მე და შენ გვატყუებს დღეს ვიღაც ვასია, თავის ტუალეტში, მუხლზე აწყობილი "რაღაცის კოდით". რომელიც ერლი ექსესში უდევს, მაგრამ ისეთი დისქრიფშენი უწერია, რომ ყველას ჯერა ვასიასი. იგი შეძლებს. მარა როცა კომპანიას 50, ან 100 მილიონი აქ პროექტში ჩადებული, ეს იმას ნიშნავს რომ იგი თავის საქმესთან ერთად შენ საქმესაც აკეთებს. რადგან ორივეს ძალიან გინდათ, რომ საბოლოო პროდუქტი იყოს ის რაც რეალურად ეღირება მისი საფასური.
ზუსტად ამიტომ იყო, რომ ადრე გააჩნდა სტუდიასაც და გამომცემელსაც. თუ გამომცემელს ქონდა იმის უნარი, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, რომ უბრალოდ ხარისხი გაეკონტროლებინა პროდუქტის და უშუალოდ მის დეველოპმენტში არ ჩარეულიყო, გამოდიოდა ის თამაშები რაც ჩვენ დროს გამოდიოდა :) ხოლო დღეს ეს "ბოროტი", ჩვენი საქმის მკეთებელი ტიპები აღარ არიან იმდენად საჭიროები. დღეს არიან მხოლოდ ისეთი კომპანიები, რომლებიც იგივე სტუდიები არიან თავიანთი თამაშებისთვის და შიგნით ზუსტად იგივე ხდება რაზეც ეხა ვილაპარაკე. მაგ. შეილება ბლიზარდი უშვებდეს თავის თამაშს, მაგრამ რადგან ამხელა თანხას დებს შიგნით, იმ დეველოპმენტის გუნდს თვითონვე აფსოლიტურად ისე აკოტროლებს როგორც იგივე გვერდითი გამომცემელი :)
და გვყავს სხვა უამრავი ფორმის და დონის, ოღონ გაააცილებით მცირე თამაშები, რომლებშიც ცალსახად ჭარბობს უამრავი სახის, პროფესიონალურიდან დაწყებული, ლოხურით დამთავრებული ავადსახსენებელი ხალტურა. ხალტურა რომელიც თითქმის გამორიცხულია პროექტის დეველოპერი-გამომცემლის ფორმატში. და მე ნამდვილად ვერ ვიტვი, რომ ეს ფორმატი მოთამაშისთვის წამგებიანი იყო, ან გახდა დღეს. ზუსტად მაგიტომ იყო, რომ ადრე დიდი თაითლები არა წელიწადში 2 ჯერ, არამედ 10 ჯერ და 20 ჯერაც გამოდიოდა.
აი 2004 წელი სიწტვაზე, ან
2007 წელი. მე ვხედავ აქ იმას რაც დღეს აღარ მაქ და მენატრება. დღეს ელემენტარულად მეზარება, იმ ქაოსში გარკვევა რაც ხდება.