Death Strandingრთულია თემის გახსნა თამაშზე რომელზეც ერთის მხრივ ძაან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა, მაგრამ მეორეს მხრივ მის შესახებ კონკრეტულად არფერი ვიცით. ერთი ფაქტია, რომ ჰიდეო კოჯიმა მისი კარიერისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.
გეიმ დიზაინერი უშუალოდ თვითონ არი ჩართული თამაშის მასებში გატანის პროცესში. თავის ფანებს რიდლერივით უდებს ტრეილერებს და ბევრიც თამაშის ოფიციალური ანონსის მერე უკვე კარგად გაერთო მოცემული ტიპის სარეკლამო კომპანიით.
ხოდა რადგან ესეთი არაცალსახაა სურათი, გადავწყვიტე რო ამ შემთხვევაშიც უბრალოდ ის მომენტები ჩამოვწერო რაც ყველაზე საინტერესო მეჩვენა და ამასთანავე გასაგები. თუ რამე გამომრჩება შეგიძლიათ დამეხმაროთ კომენტარებში.
Death Stranding ჰიდეო კოჯიმას კონამიდან წამოსვლის შემდეგ, E3 2016-ზე დაანონსდა.
ოფიაციალური დეველოპერი სტუდია Kojima Productions.
თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წელს.
თამაში იქმნება Guerrilla Games ძრავზე სახელწოდებით Decima (Horizon Zero Dawn).
გეიმ დიზაინერის თქმით თამაში იქნება Action ჟანრის, რომელიც განვითარდება გახსნილ სამყაროში.
თამაშში არის მულტიფლეიერ რეჟიმი, მაგრამ მისი გასვლა სრულიად მარტოც შესაძლებელი იქნება.
თამაშში მიწვეული ცნობილი მსახიობები - Norman Reedus, Mads Mikkelsen, Guillermo del Toro, Lindsay Wagner, Troy Baker, Léa Seydoux...
რაც შეეხება სიუჟეტს, როგორც აღვნიშნე, აქ ყველაფერი ბუნდოვანია. ზოგი თეორიის მიხედვით Death Stranding უშუალო კავშირი ექნება MGS სამყაროსთან. ზოგი იმასაც კი ფიქრობს რომ თვითონ გეიმ დიზაინერსაც არააქ ჯერ ბოლომდე მოფიქრებული რას აკეთებს და დაინტერესებული მოთამაშეების თეორიებით ცდილობს ინსპირაციის მიღებას. ჩემი აზრით მოცემულ სიტუაციაში ყველაზე სწორი თვითონ თამაშის დალოდებაა, მაგრამ მანამდე შეგვილია თეორიებზეც
ვილაპარაკოთ.