ContrOl
რო დავიწყე თამაშეი, სადღაც 2 საათის გეიმფლეის მერე უკვე თემის გახსნა მომინდა. დავწერე პირველი შთაბეჭდილება, მარა მეორე დღეს მივხვდი რო ადრე იყო. ძაან ბევრი უცნაური რამეა თამაშში იმისთვის რო ეგრევე აზრი დაწერო.
ეხა უკვე ერთი 10 საათი დამიგროვდა და მთლიანობის კონტურებიც გამოიკვეთა თავში. ყველაფერი ჯერ კიდევ ძალიან არაცალსახაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. არაცალსახა უფრო იმიტო, რომ ვერ ვხვდები რა ხდება. უფრო კონკრეტულად, ვერ ვხვდები სიუჟეტი კარგია და გაუგებარი, თუ არც ისე კარგი და გაუგებარი.
ერთის მხრივ გვაქ კონტროლის ფედერალური ბიურო, რომელიც 60 -70 წლების FBI ანალოგია და მეორეს მხრივ, რაღაც სურიალისტური მოვლენები ამ ბიუროში, რაც მაგრად მაგონებს David Lynch ხელწერას, როცა აფსოლიტურად ვერ ხვდები მოვლენების ხასიათს, მაგრამ ისინი რაღაც თავინთი შიდა ლოგიკით მაინც ვითარდება.
თამაშში გაღიმებამდე ახლო პარალელები მოდის 2017 წლის Prey-თან. სეთინგი თითქმის იდენტურია, ორივეში ერთი პერიოდის ამერიკა, მისი საიდუმლო პროგრამებით, რომლებიც რაღაც პარანორმალურზე გავიდნენ, რაც უკვე ადამიანებში იწყებს ჩასახლებას. უბრალოდ თუ Prey-ში მოქმედება კოსმოსში ხდება, აქ ვართ ამ ფედერალურკი კონტროლის ბიუროში და შიგნით, შენობაში ხდება ეს ყველაფერი (წისქვილში).
Prey მსგავსად, სამწუხაროდ აქაც ტონა მასალაა საკითხავი (ალბათ კიდე უფრო მეტი), რომელიც თავიდან საინტერესოა, მაგრამ დროთა განმავლობაში თითქოს უფრო "ფილერი" ხდება ვიდრე რეალური ინფორმაციის წყარო და შედარებით გიკარგავს კითხვის მუღამს.
თვითონ ბიურო ერთი დიდი სტუქტურაა, რომელშიც თავს იდეაში როგორც მეტროიდვანიაში ისე უნდა გრძნობდე, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც სიუჟეტური ექშენის შთაბეჭდილებას მაძლევს. რომელშიც ეს ექშენი, სტუდიის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, საკამოდ მაღალ დონეზა გაკეთებული.
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემილია, რადგან ისეა მოწყობილი, რომ სუ გამორკვევის პროცესში გტოვებს. კარგი დეტექტივივით არი, გინდა რო დაბრუნდე და გაიგო ვინ არი მკვლელი, ან ამ შემთხვევაში უბრალოდ რა მოხდა ბიუროში და ვინ ხარ შენთითონ :)