Unread post#46 » 07 Aug 2020 06:50
Masterpiece
დავხურე და ძალიან ვისიამოვნე.
სთორი - მართლა ზღაპარია )) რაც მაღლა მიწერია ეგაა, თავიდან ბოლომდე ზღაპრის პრინცესას თავგადასავალი იყო. ის ემოციური და სერიოზული ტონი არ ჰქონდა რაც კორვოს სიუჟეტი იყო პირველში, მარა ამ ზღაპრული გმირის მოგზაურობა მაინც ძალიან კარგი გამოვიდა თავის კვალობაზე.
გეიმფლეი - მომენტებში დამღალა სტელსმა, მარა მაინც ვისიამოვნე. სტელსის ხარისხში უფრო მეტის პოტენციალი აქვთ ამათ, აი საერთოდ რეალიზმში რო გადაიყვანონ AI ამ დონის დამუშავებულ სამყაროში რაღაც არაამქვეყნიურს იზავენ.
ლეველ დიზაინი - მთელი ხარისხი აქ იმაში დევს რო ლოკაციები ძალიან რეალისტურად არის დაგეგმარებული. შედიხარ სახლში და მართლა სახლია, რაღაც მონიშნული ასახტომები და აგსასვლელები კი არ არის დასმული, მიდიხარ და გრძნობ რო ყველაფერი თავის ადგილზე დგას. კი ერთი ორგან შეიძლება იყოს გაპარული არარეალისტური შენობა, მარა ძირითადად უმაღლეს დონეზე შესრულებული სამყაროა.
გრაფიკა და ლოკაციების დამუშავება - ეს არის ხელოვნების დონემდე აყვანილი პროდუქტი, აქ იმაზე არაა ლაპარაკი ვის რა ელამაზება და ვის რა მოსწონს, ბევრნაირი ლეველი გვინახავს, რეალისტურიც, სტილიზირებულიც, გრაფიკაც ვითარდება და ვითარდება, ყველაფერი გადავდოთ გვერდზე. აქ აშკარად საქმე გვაქვს პროფესიონალ არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიასთან, შეიძლება არაერთთან და კოლოსალური შრომაა გაწეული, ეს არ არის მარტო ლეველ დიზაინერების ან რამე CG არტისტების შესრულებული სამუშაო. თითოეული ინტერიერი თავისი განათებით არის პროფესიონალურად დამუშავებული, ექსტერიერი ბუნებრივად და ამასთან ერთად თამაშის მხატვრულ სტილში მოსმული და ეს ორი ისე ერწყმის ერთმანეთს ერთხელაც არ გიჩნდება რაღაც ამოვარდნის შთაბეჭდილება, თან ეს ყველაფერი ასეთ ლეველ დიზაინში სადაც ათი მხრიდან გასვლა და გამოსვლა გიწევს წარმოუდგენელი შრომაა. ისეთი ხალხის ნამუშევარია საქმეც რო უყვარს და ცოდნაც დიდი რო აქვთ. არქიტექტურული სტილები გამოყენებულია ნარატივად, როცა ათვალიერებ და გარემოზე და პერსონაჟებზე მოგითხრობს შენობები, თან ცნობ ამ სტილებს და ასოციაციები მოაქვს ამ ხმელთაშუა ქვეყნების და ამერიკული კოლონიების. ბოლოს Duke-ის მოდერნისტულად გადაკეთებულ სასახლეზე გამოვ**ევდი საერთოდ )) რავი მე ჯერ ასეთი პროფესიონალური ხედვა არ შემხვედრია არსად და თუ შმევხდება ალბათ ამ ჟანრში უნდა მოხდეს ისევ ეგ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.